Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
2 posters
Page 19 of 22
Page 19 of 22 • 1 ... 11 ... 18, 19, 20, 21, 22
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
იამანი: ის ფიქრობს,რომ ჩვენ ცუდი დასასრული გვექნება. უნდა,რომ ამის გამო იამანი გაბრაზდეს და დანებდეს. რატა ყველაფერი დასრულდეს,სანამ კიდე უფრო არ დაუახლოვდება მირას. თითქოს იმაზე მეტად შეიძლება მირას დავუახლოვდე ვიდრე ახლა ვარ მასზე მიმაგრებული
სელიმი: რადგან ასე ფიქრობს,ესე იგი მას თავისი ლოგიკა აქვს
იამანი: აქვს,აბა არ აქვს? მას ყოველთვის თავისი ლოგიკა ქონდა,მაშინაც,როცა კარებს მიღმა დამტოვა იმისთვის,რო ჰასანთან ერთად მშვიდად ეცხოვრა. მაშინ,როცა თქვენთან დამტოვა. მაშინ,როცა იზმირში გადავიდა საცხოვრებლად და არავის არაფერი არ უთხრა. რატომღაც მისი ლოგიკა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს. უნდა,რომ იამანი ახლა გაბრაზდეს და მერე მიხვდება,რომ ის (ნევინი) მართალი იყო.
და როცა დაჭკვიანდება ჭრილობის სახვევს მოიხსნის. მაგრამ ეს სახვევი ქერქთან ერთად მოიხსნება დ აუფრო მეტად დაიწყებს სისხლდენას. მინდა,რომ დედაჩემმა ჩემი ჭრილობა უფრო განმიკურნოს,რომ მისი ხელი ვიგრძნო,მისი მხარდაჭერა. მინდა,რომ ცრემლები ამომიშროს. მან კი გაიფიქრა,რომ ჩემთვის მირას მოშორება უნდა. ის დაბრმავებულია,რაც კარგად ჩანს. შეხედეთ სხვებს იმის გაკეთებას აიძულებს,რისი გაკეთებაც თვითონ არ შეუძლია. არ ვიცი ყველაზე მეტად რაზე უნდა გავბრაზდე. იმაზე გავბრაზდე,რომ მას ჩვენი დაშორება უნდა თუ იმაზე,რომ აქამდე დაეცა? საერთოდ არ მიცნობს...საერთოდ... სამწუხაროა..
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
სელიმი: იქნებ საკმარისია ქალბატონო ნევინ? კიდევ სადამდე უნდა ტანჯოთ ბავშვები? ყველაფერში მათ ცოდვას ხედავთ. ნუთუ არ გეცოდებიან? იქნებ მირაზე იმიტომ იშლები,რომ ქენანის პატიება ვერ შეძელი? ერთი შვილის ტანჯვას მეორეს უმატებ. მაგრამ ერთხელ მაინც ჩახედე იამანს თვალებში. და დაინხავ,რომ ისინი იწვიან,მირას წყალობით. იამაყე შენი თავით,რომ ასეთი შვილი გაზარდე. უპატრონე მას. ხელს ნუ შეუშლი იქ სადაც შენი მხარდაჭერაა საჭირო,გვერდში დადგომა. იყავი მის გვერდით. გახდი მისი კომპასი და გზა უჩვენე. ასე ის აღარასოდეს არ აცდება გზას. მოვილაპარაკეთ ქალბატონო ნევინ? მე ჯერ თქვენთან მოვედი,იმიტომ,რომ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის. მოდით,ერთად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. თანხმობა მივცეთ და ეს საქმეც მოგვარდება. შენი თანხმობა,ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.
ნევინი: ყველა ეს თბილი სიტყვა იმისთვის იყო,რომ ამ თეატრში მიმეღო მონაწილეობა? მაპატიე,ვერ შევძლებ. კარგად შემიძლია სიმღერა,მაგრამ როლის თამაში არა. სიტყვები,რომლებიც მან მითხრა ვერ დავივიწყებ. ძალიან კარგად მახსოვს რა მითხრა და რა გავიგე. და დავიწყებას არ ვაპირებ
სელიმი: შენი შვილის გამო მაინც ეცადე ერთი დღე
ნევინი: შეუძლებელია,მითუმეტეს ახლა
სელიმი: ეს თქვენი უკანასკნელი სიტყვებია?
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
სელიმის რეპეტიცია სარკის წინ
- დრო გავიდა,ფრინდებიან ბუდიდან. ჩვენი ჩიტუნები გაიზარდნენ ახლა დროა გავუშვათ
- გაჩერდი,ძალიან დრამატულია
- ჩვენ ყველამ კარგად ვიცით,რომ ახალგაზრდებმა დაინახეს ერთმანეთი და მოეწონათ. თანაც ამ დროის მანძილზე რა არ გადაგვხვდა მათი წყალობით
- ეს რა არის? კარგი გზაში მოვიფქრებ სიტყვას
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
სედეფი: ეილულ ძალიან ხომ არ ამეტებ? ეს მხოლოდ კოცნა იყო
ეილული: კოცნა? პატარა კოცნა? ასეთმა კოცნამ მირას ოჯახი გაანადგურა. ამაზე რატომ არ ამბობ?
სედეფი: უკეთესი იქნება ამ თემას თუ არ შევეხებით,რათა არავის გული არ გავუტეხოთ..
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
ორკუნი: ოჰ ლეილა,რა უნდა გავაკეთოთ აქ? ნარჩენების შიგნით ხომ არ მომიყვანე? ეს რა ადგილია?
ლეილა: გეფიცები,ეს ჩემი იდეა არ არის
ორკუნი: რა ხდება?
იამანი: ნუ გეშინია! ნუ გეშინია! ჩემს უფლებას არ გამოვიყენებ,არაფერს არ დაგიშავებ.. უბრალოდ არ მინდა დღეს საღამოს ფეხებში გაგვეხლართო
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
მირა: ჩვენი მეგობები: ძალიან გთხოვთ არ გამოტოვოთ ეს ღამე
იამანი: ეს დარაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს,რადგან ასე იბრძვიან დაჟინებით
მირა: რა თქმა უნდა მათ არ იციან შენ რომ ჩამოხვედი
სმს: იამან კეთილი იყოს შენი ჩამოსვლაააა
იამანი: მე ვფიქრობ,რომ მათ იციან
მირა: საიდან იციან?
იამანი: არ ვიცი მაგრამ ისეთი დაჟინებულები ჩანან
მირა: აჰ,ჩვენ გამოსამშვიდობებელი საღამო უნდა მოგვეწყო ელიფისთვის,ეს ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს
ჰალე: ეს არის ჰალე კარაშუოგლუს წარმოება,გელოდებით ბურაკთან,იჩქარეთ მალე მოდით
მირა: აი რისი მეშინოდა
იამანი: რა თქმა უნდა,რადგან ეს ჰალეს გაკეთებულია რარაც პრობლემები იქნება. პირველივე შანსის დროს შენთან მარტო დარჩენა მინდოდა
მირა: მეც
იამანი: შენ ფიქრობ,რომ ისინი მარტო დაგვტოვებენ?
მირა: ცოტა ხნით წავიდეთ და გავიპაროთ მერე
იამანი: წამოდი
* * *
იამანი: ღმერთო ძალიან ბედნიერი ვარ
მირა: რაც შემეხება მე? ორკუნთან როგორ აპირებ საქმის მოგვარებას? მითხარი და არ წავედი,მაგრამ ის აღარც კი მირეკავს. რა გააკეთე? ეს მედდაა საავდმყოფოდან. შენც გგონია,რომ რაღაცეები ერთმანეტში აირია იმ დღეს საავდმყოფოში?
იამანი: ქენანი დარწმუნებულია,რომ ბავშვი მისი არ არის.მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი გახდება. არ აქვს მნიშვნელობა,ეს ჩვენზე მაინც ვერ იმოქმედებს. ისინი ვერაფერს ვერ დაგვიშავებენ.. მოდი..
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
მირა: გაბრაზებული,ხომ არ ხარ ან ნაწყენი იმის გამო რაც მათ გააკეთეს?
იამანი: არა ძვირფასო რატომ უნდა ვიყო? არა უბრალოდ ვფიქრობდი რას იფიქრებენ დიდები.. რას იტყვიან დედაშენი,მამაშენი,ბიძია სელიმი..
მირა: ისინი გაიგებენ. მე საერთოდ არ მაინტერესებს რას იფიქრებს დედაჩემი,მაგრამ დედაშენი..უკვე დამნაშავედ გთვლის,ჩემს გვერდით,რომ ხარ და ახლა ბეჭდების ტარება ძალიან ოფიციალური არაა?
იამანი: შენ.. ის მითხარი,რატომ არ გინდა ასე მეტად რომ ვიყო შენს გვერდით
მირა: თემას ცვლი
იამანი: მითხარი რა ხდება?
მირა: მე რაღაცაზე ოცნება დავიწყე და დავიჯერე. ბევრი ვილოცე იმისთვის,რომ ოცნება რეალობა გამხდარიყო. მაგრამ არ გახდა. დღეს გავიგე,რომ არ გახდა. მინდოდა კარგი ამბით დაგვეხდროდი და ბავშვზე მეთქვა სიახლე
იამანი: მირა
მირა: მინდოდა რეალური სურპრიზი გამეკეთებინა.. მაგრამ
იამანი: ბიძია სელიმმა მითხრა,რომ ყოველთვის გამოჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს. რიცა ყველაფრისგან დაღლილი ვიყავი მან მითხრა,რომ მომთმენი ვყოფილიყავი. ცოტა უფრო მეტად მომთმენი უნდა ვიყოთ. ყველაფერს მივიღებთ რაც გვინდა და რაზეც ვოცნებობთ. მე ეს ძალიან კარგად ვიცი.
* * *
ალი: გამიკვირდება შენი შეყვარებული თუ გაბრაზდება.. სინამდვილეში ის ძალიან არ ზრუნავს და განიცდის მაგრამ
ბერენი: მაგრამ უზაი არ არის ჩემი შეყვარებული,შენ არ უნდ აითამაშო საიდუმლო ჯაშუშის როლი. თუ მკითხავ გეტყვი.. და საერთოდ რატომ გაინტერესებს ეს თემა ასე ძალიან?
ალი: ასე არ არის,რატომ უნდა იყოს რო
ბერენი: კარგი მაშინ მოდი სელფი გადავიღოთ
ალი: კარგი
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
ფარუქი: გისმენ ძვრიფასო სელიმ
სელიმი: თუ კი თავისუფლები ხართ თქვენთან მოსვლა და ერთი ხელსაყრელი საკითხის მოგვარება გვინდა ამ შაბათ-კვირას
ფარუქი: რა ხელსაყრელი საკითხის?
სელიმი: კარგი იქნება ამ საბავშვო თამაშიდან ოფიციალურზე გადასვლა.. მირას ხელს ვთხოვთ..
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
სელიმი: მირამ და იამანმა მრავალჯერ დაგვიმტკიცეს,რომ მათ გულებს ერთად ყოფნა უნდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტოვ არ გავახანგრძლივებ ამას მეტად.. მე მინდა პირველი ნაბიჯი გადავგდა რათა ეს ბედნიერება ახდეს. ფორმალურად,ღმერთის შემწეობით,მოციქულის გამონათქვამით : ჩვენ გვინდა შენი საყვარელი შვილი მირა ჩვენი ძვირფასი შვილისთვის იამანისთვის.
ფარუქი: ახალგაზრდები შეხვდენენ ერთმანეთს და მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება. ისღა გვრჩება,რომ პატივი ვცეთ მათ გადაწყვეტილებას
მერთი: Viva!
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
ჰასანი: მიდი შედი.აქ დაგელოდები. მიდი,მარტო ნუ დატოვებ შენს შვილს
სელიმი: ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
მირა: გუშონ ღამით ის ძალიან ცუდად იყო. საღამო ნყველასთვის გაფუჭდა. მამა ძალიან გთხოვ არ გამიბრაზდე,ჩვენთვისაც სურპრიზი იყო ეს. ეს მეგობრებისთვის წვეულების მსგავსი იყო
ფარუქი: ეს არ არის თემა ძვირფასო. საქმე ეხება შენს აზატრულ თამაშს ცხოვრებასთან
ფარუქი: მირა შენ ისევ იცავ შენს თავს ჩემს წინააღმდეგ., ასეთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მიიღებ. დაჯერებაც კი მიჭირს იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა კიდევ ასეთ რაღაცას აკეთებ. შენ მე ძალიან გამიცრუე იმედი,გამაწბილე. მე ორივე თქვენგანის გამო გაბრაზებული ვარ
მირა: მამა ძალიან გთხოვ,შენ ამას დედას გამო ამბობ
ფარუქი: ეს არ არის დედაშენის გამო ან რაღაც სხვა მიზეზის გამო. რამე რომ ყოფილიყო ახლა იამანთან ვისურვებდი ლაპარაკს. მაგრამნ მე შენთან საუბარი ვარჩიე. იმიტომ რომ გენდე. ორივეს გენდეთ. დავიჯერე ,რომ თქვენ მისცემდით საჭირო მნიშვნელობას შენს დაავადებას. სიყვარული ესდ ერთმანეთის სიყვარულია და არა სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება
მირა; იამანი ბრალი არ არის,მან არაფერი არ იცოდა
ფარუქი: ეს კიდევ უარესია. როგორ შეგიძლია მსგავსი გადაწყვეტილება ისე მიიღო,რომ მას არაფერი უთხრა? მადლობვა ღმერთს ეს დაგეგმილი რაღაც არ მოხდა. როგორ შეგეძლო ასეთი რაღაცის გაკეთება მას შემდეგ რაც ექიმმა ყველაფერი დაწვრილებით აგიხსნა,თუ როგორი სარისკო იქნებოდა ორსულობა შენი ჯანმრთელობისთვის? ვთქვათ ჩვენზე არ გიფიქრია,ის რატომ არ გაითვალისწინე იამანი რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ამას რომ გაიგებდა? თავს პასუხისმგებლად არ იგრძნობდა ამაზე? როგორ უმალავ ასეთ რარაცას იმ ადამიანს,რომელზეც ამბობ,რომ მალე ცლად გაყჰვები?
მირა: მე უბრალოდ.. იმის თქმა მინდა,რომ ამ დაავდებას იქით და აქეთ გადავყავარ. უბრალოდ ფესვის მიღება მინდოდა. ვგულიხმოპბ,რომ ვცდილობდი რაღაცით გავჩერებულიყავი ამ ქვეყანაზე. გესმის.. ვგულისხმობ,რომ ასეთი ცდით იქნებ თქვენგან შორს არ ვყოფილიყავი,ვფიქრობდი,რომ ქარი ასე მარტივად აქედან არ წამიყვანდა. ამის იმედი მქონდა. მე ეს იამანს იმიტომ არ ვუთხარი,რომ ის ჩემს შეჩერებას ეცდებოდა
ფარუქი: ჩემი რჩევა ჩემო გოგონა,რა თქმა უნდა ადამიანი ოჯახისკენ შვილით იწყებს სვლას, შენ ჩემი ფრთები ხარ,მე შენით მაქვს ძალები. იმ გადაწყვტილებას წინ აღვუდგები,როპმელიც სირცხვილს მოგიტანს. მე ყველაფრის წინააღმდეგი ვრჩები შენი კარგად ყოფნისთვის და ჯანმრთელოვისთვის . ჯერ ოპერაცია გაიკეთე და შემდეგ დიდ ხანს და ბედნიერად იცხოვრებთ. რა საჭიროა სიჩქარე ჩემო ძვირფასო?
მირა: სიკვდილი არ მინდა მამა. ვიცი,რომ არის იმის არსებობის შანსი,რომ ამ ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვერ გამოვჯანმრთელდები.
ფარუქი: არა,მსგავსი რამ არ არის
მირა: არ აქვს მნიშვნელობა რამდენიც არ უნდა მელაპარაკო და რამდენადაც არ მოგწონს .. ეს სიმართლეა. ვიცი,რომ ბომბთან ერთად ვცხოვრობ. ზოგჯერ ისეთ თემებზე ვლაპარაკობთ რაც მომავალში იქნება.. ვიცი,რომ შეიძლება მომავალი არც კი მქონდეს
ფარუქი: გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ.
მირა: მინდოდა ჩემი ნაწილი დამეტოვებინა სანამ წავიდოდი. მინდოდა,იმ ოჯახის ნაწილი ვყოფილიყავი,რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. რომელიც ჩემი საყვარელი ადამიანების ნუგეშ იქნებოდა. მინდოდა,რომ ჩემი ნაწილი დარჩენილიყო
ფარუქი: ჩემო ძვრიფასო,არაფერი არ მოგივა. დაგტოვებ მე შენ? მე შენ არ დაგტოვებ! შენ გაივლი ამ ოპერაციას რათა იმკურნალო. შემდეგ უკვე აღარ დაგვჭირდება ნუგეშისცემა,რადგან ჩვენთვითონ ვეყოლებით ჩვენს თავს. ახალ ცხოვრებას დაიწყებ შენს საყვარელ ხალხტან ერთად. გთხოვ შეინარჩუნე დაგათავლისწინე ეს. ჩვენ შენ გვჭირდები არავინ ითხოვს შენგან ჯილდოს.ჩვენ შენ გვჭირდები . მე ჩემი შვილი მინდა. ძვრიფასო თქვენ ჩემს თვალწინ გაზრდით თქვენს შვილებს,მაგრამ პირველ რიგში განიკურნები.
მირა: კარგი.
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 69 ეპიზოდის თარგმანი
არასი: ასეთი ტემპით თუ გააგრძელებენ, დილამდე აქ მომსვლელები არ არიან..
* * *
მირა: ვინ არის ეს გოგო იამან?
იამანი: არია
მირა: ააა,არია .. ზედა სართულის მეზობელი? ლამაზია..ლამაზია.. გაგეთამაშნენ? / მოგიწყვეს?
იამანი: ჩვენ ხომ ველოდებოდით. მე ხომ გითხარი,რომ დღეს საღამოს გამოავლენდნენ
მირა: ის ვინც ეს მოაწყო,ისეთივე უნამუსო და უსირცხვილოა როგორც ეს გოგო
იამანი: არ თქვათ,რომ არ გაგიგიათ. აწი დაგებულ მახეში აღარ გავებმებით. და თამაშს ჩვენ წავმართავთ. შენ კი ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებ,გესმის ჩემი?
ორკუნი: რას ამბობ? გიჟი. აპლოდისმენტებს ელოდები იმ სცენისთვის,რომელიც შენ თვითონ მოაწყვე? რის გაკეთებას ცდილობ? ვერ გავიგე.
მირა: ორკუნ,ამ საღამოს ჩვენ პასუხი გაგეცით. იამანმა წინასწარ გამაფრთხილა,იცოდა,რომ ამ თამაშს ითამაშებდი. იმიტომ,არ მოვედი შენთან ვახშამზე. არაფრის გაგება არ მინდა,რასაც შენ მეტყვი,რადგან ერთი გრამითაც კი არ გენდობი.
ორკუნი: შენს ხელს აფარებ მას? მე არაფერი არ გამიკეთებია,მირა. მივხდი,რომ თქვენთვითონ გახდით ერთმანეთის სიძე-პატარძალი. ამიერიდან შეგიძლიათ კმაყოფილები იყოთ ამ ცრუ ნიშნობით
იამანი: ამას ვის ეუბნები? სულელი!
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 70 ეპიზოდის თარგმანი
სელიმი: არ დაელაპარაკო არ აყვე
ორკუნი: დილა მშვიდობისა
სელიმი: დილა მშვიდობისა
ორკუნი: რა მოხდა? ნიშნობა მხოლოდ ახლა დამავრდა? სასაცილოა დილამდე..! თქვენ ეს დაიმსახურეთ,გილოცავთ
სელიმი: მადლობა
ორკუნი: ისეთი ბედნიერი ვარ შენს გამო. სიხარულით ცაში დავფრინავდი
იამანი: ვინ ჩამოგიყვანა?
ორკუნი: იცი ხომ იამანმა რა ხუმრობა მომიწყო,თუ არა? ამის კითხვა მინდოდა შენთვის. თუ კი ვუჩივლებ და მტკიცებულებად ვიდეოს გამოვიყენებ მის წინააღმდეგ ,მართალი ვიქნები თუ არასწორი? არა,არაფერი არ მოუვა იამანს. რადგან თქვენ მას იცავთ სამუდამოდ. მაგრამ ნებისმირ სხვა ადამიანს,რომ ეს გაეკეთებინა დაისჯებოდა ხო?
სელიმი: ხო დაისჯებოდა
ორკუნი: მე არ მაქვს სხვა შეკითხვები. კიდევ ერთხელ გილოცავთ. იმედი მაქვს ძალიან ძალიან ბედნიერები იქნებით
სელიმი: ბრავო! შენ გამო ახლა ამ კაცის წინ ისევ ვდუმდით.მართლა ბრავო! რაც არ უნდა თქვას,ის მართალია
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 70 ეპიზოდის თარგმანი
იამანი: ბიძია მართლა გჯერათ,რომ ქალბატონი სუდე სიმართლეს ამბობს?
ფარუქი: ჩვენ ყველამ კარგად ვიცით,რომ სუდეს არ შეუძლია მკვლელობის ჩადენა,არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზი აქვს
სელიმი: არა,მე ვფიქრობ რომ ის მართალს ამბობს. მაგრამ ვიღაცას მისი დამნაშავედ გამოყვანა უნდა,მაგრამ ვის?
იამანი: ისეთი ვიღაც უნდა იყოს,ვინც მასზე ძალიან გაბრაზებულია
სელიმი: შეიძლება ვიღაცასტან თანამშრომლობდა და ის ვიღაც გაბრაზებულია რადგან შეთანხმება დაინგრა.როგორც დღეს მოვიდა შესათანხმებლად
მირა: და როცა იამანმა ის ძლიერ გამოიწვია უფრო საშიში გახდა..
ფარუქი: ვისზე ლაპარაკოთ?
მირა/იამანი: ორკუნზე
ფარუქი: რატომ უნდა გაკეთებინა ორკუნს ასეთი რაღაცა სუდესთვის?
იამანი: იქნებ იმიტომ,რომ დაიღალა საკუთარი თავის გამართლებით? მან ეს ყველაფერი იმისთვის დაგეგმა ალბათ,რომ მთელი ყურადღება ქალბატონი სუდესკენ იქნებოდა
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 70 ეპიზოდის თარგმანი
იამანი: აქ აპირებ დარჩენას?
გირაი: აბა სად უნდა დავრჩე? სხვა სამუშაო არ მაქვს
იამანი: არ გაქვს?
გირაი: რა თქმა უნდა არ მაქვს,სხვა სამუშაო რო მქონდეს აქ რაღა მინდა?
იამანი: მართალია..
ნევინი: მადლობა ძვირფასო,გამყიდველს დავურეკე რამდენიმე საათში მოვა
გირაი: კარგი
აიშე: გავიგე,რომ იმ გოგოზე დაინიშნე. გილოცავ ბეჭედებსაც ატარებთ
გირაი: ბედნიერებას გისურვებთ
ჰასანი: იმედი მაქვა ასეც იქნება
იამანი: ამინ.. კარგი იქნებოდა იქ ყოფილიყავით მაგრამ..
ნევინი: ვიყავი,მაგრამ გარედან გიყურებდით,იქიდან სადაც უნდა ვყოფილიყავი
იამანი: რას ნიშნავს გარეთ?
ნევინი: როცა თქვენს ნიშნობას სუდე კაიასთან ერთად აღნიშნავდით და ეხუტებოდით მე გარედან გიყურებდით უცხოსავით რათა ეგ ბედნიერი დღე არ ჩამეშხამებინა... საყიდლებზე მივდივარ რამე გინდათ?
აიშე: არა მადლობა
იამანი: დედა,თუ კი მოხვედი რატომ არ შემოხვედი?
ნევინი: ვეცადე მაგრამ ვერ შევძელი. არ მესმის როგორ უნდა შევძლო იმის დავიწყება რაც გადავიტანეთ იმ ქალის გამო. მაგრამ შენ მიიღე გადაწყვეტილება,რა შემიძლია ვთქვა? იქნებ დღეიდან წარმატება გქონდეთ
გირაი: რატომ დაპატიჟე ის ქალი? სუდე კაია? ის რომ არა დედაშენი მოვიდოდა...
იამანი: კარგი კარგი გირაი
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Medcezir / ეპიზოდების თარგმანი
#medcezir 70 ეპიზოდის თარგმანი
მირა: მოვდივარ .. არის ვინმე ჩემო საქმროვ ვინც გელოდება?
იამანი: ღმერთის წყალობით არის
მირა: ეი,მე გკითხე.. რა მოხდა?
იამანი: მერე გეტყვი
სუდე: მამაშენმა მითხრა,რომ შენი ვებ-საიტის საქმეები კარგად მიდის
მირა: ხო,მადლობა
სუდე: შენც უნდა გააკეთო ახალი შეთანხმებები
იამანი: დაე უნივერსიტეტი დასრულდეს და მუშაობას დავიწყებთ
არასი: როდის აპირებთ დაქორწინებას?
მერთი: ნაბიჯით უკან ნაბიჯით უკან.. მოდი ამ თემას ნუ შევეხებით იმიტომ,რომ ყველას თავისი აზრი აქვს
ეილული: ისინი ზაფხულის ბოლოს დაქორწინდებიან
მერთი: ხომ გითხარით,რომ ყველას თავისი აზრი აქვს
ალი: დედაშენთან სხვანირად მექცევი
ბერენი: შეგიძლია სისულელეების ლაპარაკი შეწყვიტო?
ალი: აქ მივდივართ ჩვენ
სურეია: ჩემო ჩიტუნა,მოდი დამეხმარე
ბერენი: მოვდივარ
ეილული: არას დემეთი სად არის?
მერთი: არ დამთხვევა ვერ იქნება.. კვირის მატჩი ხომ არ არის?
არასი: ორი მატჩით დავისაჯე.. არავითარი დამთხვევა ( ანუ წინაზე ხო გაუბრაზდა დემეთი არასს და ახლაც არ ელაპარაკება)
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Page 19 of 22 • 1 ... 11 ... 18, 19, 20, 21, 22
Similar topics
» Medcezir/მოქცევითი #3
» Medcezir/მოქცევითი #4
» Medcezir/მოქცევითი #1
» Kara Sevda //ეპოზოდების თარგმანი
» Medcezir/მოქცევითი #2
» Medcezir/მოქცევითი #4
» Medcezir/მოქცევითი #1
» Kara Sevda //ეპოზოდების თარგმანი
» Medcezir/მოქცევითი #2
Page 19 of 22
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum