Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_lcap75%Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_rcap 75% [ 41 ]
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_lcap25%Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

+2
tiko_levymontes
MaRiami
6 posters

Page 4 of 6 Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Go down

მოგწონთ მარიამი?

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_lcap50%Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_rcap 50% 
[ 1 ]
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_lcap0%Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_rcap 0% 
[ 0 ]
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_lcap50%Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Vote_rcap 50% 
[ 1 ]
 
Total Votes : 2
 
 

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 17:06

6 ტური


Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10346055_666167213462382_3912102241375619838_n

Spoiler:
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 11:56

მარიამ კუბლაშვილი: "ქმარმაც მიმატოვა, დედამაც და ძმამაც"


Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 295903


ახალგაზრდა ადვოკატმა ქალმა, 28 წლის მარიამ კუბლაშვილმა, ტელეპროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოჩენით საზოგადოება გააკვირვა, მაგრამ მისი ცხოვრების დღემდე გამოვლილი გზა კიდევ უფრო გამაოგნებელია.
მარიამი ახმეტაში დაიბადა. დედამისი პანკისელი ქისტი გახლავთ. გოგონა 5 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და უზრუნველი, მშვიდი ცხოვრებაც წარსულს ჩაბარდა. ბიძამ ძმის ოჯახი ღია ცისქვეშ დატოვა. მარიამი 5 წლით უფროსი ძმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა და ქისტური ტრადიციების დაცვა მოეთხოვებოდა. ლამაზი გოგონას სცენური მონაცემები შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა და მარიამს ხან სილამაზის კონკურსში იწვევდნენ, ხან გადასაღებ მოედანზე, მაგრამ დედა და ძმა გოგონას ამ ნაბიჯებს ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ.
როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, მარიამმა იურისტობა გადაწყვიტა. ეს იყო მისი და მისი ოჯახის უფლებების დაცვის ერთადერთი გზა. 23 წლის ასაკში, უკვე ადვოკატმა, ერთ–ერთი რთული საქმე მოიგო და საკუთარი ჭერის ყიდვა მოახერხა, მაგრამ ცხოვრების მწარე გაკვეთილები თურმე ჯერ კიდევ წინ იყო.
18 წლის ასაკში სიყვარულით შექმნილი ოჯახი დაენგრა. ერთი შვილი ჰყავს, გიორგი, რომელიც დღეს 9 წლისაა. მიუხედავად ყველაფრისა, მარიამს მაინც აქვს იმედი, რომ ქმარი დაუბრუნდება. საერთოდ სასწაულების სჯერა. ერთ–ერთი სასწაული მის ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როცა პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიიწვიეს, თუმცა ამ ნაბიჯს მისი დედისა და ძმის მხრიდან საშინლად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მარიამი იძულებული გახდა, საკუთარი შრომით შეძენილი სახლიდან წამოსულიყო... ამ თითქმის დაუჯერებელი ისტორიის შესახებ ახალგაზრდა ადვოკატი ექსკლუზიურად "სარკესთან" საუბრობს.
– მარიამ, თქვენ შესახებ ვიცით, რომ წარმატებული ადვოკატი ხართ, მაგრამ უცნობია გზა, რომელიც დღემდე გამოიარეთ.
– მე ცოტა უცნაური ისტორია მაქვს. მყავს შვილი, დედა და ძმა, რომელიც ახლა ჩემზე გაბრაზებულია, რადგან ის ძალიან ტრადიციულია და ვერ შეეგუა პროექტში ჩემს მონაწილეობას. დედა პანკისელი ქისტია. ისინი ცოტა სხვა ტრადიციების ხალხია. დედისთვის და ძმისთვის წარმოუდგენელია ჩემი, როგორც ადვოკატის, სცენაზე გამოსვლა და ცეკვა, ამიტომ ახლა წამოსული ვარ სახლიდან და ცალკე, ქირით ვცხოვრობ. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა წარმოვაჩინო ჩემი თავი სცენაზე. ნახევარი ბავშვობა ახმეტასა და პანკისში გავატარე, ნახევარი – თბილისში. პანკისს და მის მკაცრ ტრადიციებს ვერ ვეგუებოდი. ჩაცმულობის გამო იქ სულ მკიცხავდნენ. 12 წლის ბავშვს რატომ უნდა დაუშალო მუხლებამდე კაბის ჩაცმა?!
ვაჰაბიტებმა მრავალცოლიანობის ტრადიციაც შემოიტანეს, რომელიც დღეს უკვე დამკვიდრებულია. ქალებს დღემდე კოჭებამდე კაბა აცვიათ და თავზე მანდილი ახურავთ. სამოსი ღია არ უნდა იყოს. პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" კი ღია სამოსს მოითხოვს. გაიხსენეთ ჩემი მეორე, წარუმატებელი გამოსვლა, კოსტიუმი რომ მეცვა ბოლომდე შეკრული პერანგით. ეს ჩემი სურვილით იყო. ბევრი ვიბრძოლე, რომ დახურული სამოსი მცმოდა. ამ სამოსს ჟიურის ძალიან ცუდი შეფასებები მოჰყვა. გოჩა ჩერტკოევმა პირდაპირ მითხრა, მსგავსი საზიზღრობა სცენაზე არ მინახავსო. იმდენჯერ მითხრა ჟიურიმ, ასე დახურული სამოსით აღარ გამოხვიდეო, რომ შემდეგ ტურზე ჩვეულებრივად ჩავიცვი სხვა კონკურსანტებივით.
ჩემი პაპა, ჟორა მაჩალიკაშვილი, გროზნოში დაიღუპა ბრძოლის დროს. იქ ნამყოფიც ვარ. საოცარი შთაბეჭდილება დამრჩა – პაპაჩემის ეზოში ამოთხრიდი მიწას და ნავთობი ამოხეთქავდა. გვერდიგვერდ იდგა ომის დროს დანგრეული შენობა და ძალიან მდიდრული სასახლე.
პაპა საერთოდ არ იყო მკაცრი. 10 წლის ასაკში სილამაზის კონკურსზე გამოვდიოდი და მგულშემატკივრობდა. ქართველებისა და ქისტების მეგობრობას ხელს ძალიან უწყობდა.
მამა, ვაჟა კუბლაშვილი, ძალიან ცნობილი ბიზნესმენი იყო. ავტოავარიაში დაიღუპა. მაშინ 5 წლის ვიყავი. ისე მოხდა, რომ მისმა ძმამ ყველაფერი წაგვართვა და ღია ცისქვეშ დავრჩით.
მე–5 კლასიდან თბილისში წამოვედი. ხან აქ ვიყავით, ხან – ისევ ახმეტაში. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, დედა სამსახურს სად იშოვიდა. თან მამაჩემის ბინას ველოდებოდით, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის 2 ნომერში შენდებოდა. მაგრამ გაირკვა, რომ ისიც მამის ძმამ გაყიდა. ამიტომ აქ ნათესავებთან ვცხოვრობდით, ერთი კვირა ერთთან, მეორე კვირა – სხვასთან და ა.შ. 11 სკოლა გამოვიცვალე იმის გამო, რომ მუდმივი საცხოვრებელი არ მქონდა. ხანდახან, როცა ვერც ნათესავებთან ვრჩებოდით და ქირასაც ვერ ვიხდიდით, უკან, ახმეტაში ვბრუნდებოდით.
– მამის ძმასთან ურთიერთობა არ გაქვთ?
– არ მაქვს, მაგრამ მამა ჩემთვის კულტია და რადგან მისი ძმაა, მაინც მიყვარს. ერთხელ ვნახე, ახლობლის ქორწილში, მივედი და ვუთხარი, მაინტერესებს, ეს რატომ გააკეთე და ამაზე სალაპარაკოდ შევხვდეთ–მეთქი. ნომერი ჩაიწერა, მაგრამ არ დაურეკავს. ადვოკატის პროფესია იმიტომაც ავირჩიე, რომ ჩემი ქონების დაბრუნება მინდოდა. სანამ ადვოკატი გავხდი, საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. ქონების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში უნდა განმეცხადებინა პრეტენზია.
ბავშვობიდან ვოცნებობდი სცენაზე. როგორც გითხარით, 10 წლისამ სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, 16 წლის ვიყავი, როცა ჩეჩნურ ფილმში გადამიღეს. ფილმისთვის ჩეჩენმა რეჟისორმა შემთხვევით მნახა სკოლაში. მანამდე ჩეჩნეთში მხატვრული ფილმი არავის გადაუღია. დედა და ძმა წინააღმდეგი წავიდნენ, მაგრამ რეჟისორმა დაარწმუნა, რომ დახურულ სამოსში გამოწყობილს გადამიღებდა და თავადაც შეეძლოთ, გადაღებებს დასწრებოდნენ. ძმა ესწრებოდა. ამ ფილმის გადაღების და გავრცელების შემდეგ რეჟისორმა მითხრა, რომ რიჩარდ გირის სტუდია დაინტერესდა ჩემით, დიდი მომავალი მქონდა და ჯობდა, ამერიკაში წავსულიყავი. ჟურნალ "ტაიმის" ფურცლებზეც კი მოვხვდი ამ ფილმიდან. იქაც ეწერა, რომ რიჩარდ გირის სტუდია მეძებდა, მაგრამ ეს ყველაფერი დედას და ძმას არც გაუგიათ იმიტომ, რომ ვიცოდი, როგორი რეაქციაც ექნებოდათ.
სცენაზე დგომა ოცნებად დამრჩა. სწავლა უნდა გამეგრძელებინა გადარჩენისთვის. ახლა კი გამოდის, რომ ჩემი ოცნება ავისრულე. ღმერთს და ნოე სულაბერიძეს ვუხდი ამისთვის მადლობას. სხვათა შორის, კონკურსის მესამე ტურზე დედა დავინახე დარბაზში, მგულშემატკივრობდა. მესიჯიც მომწერა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი გამოსვლა, მაგრამ ეს მესიჯი არ გამხარებია... დედამ მაშინ მიმატოვა, როცა დახმარება მჭირდებოდა. იცის, როგორი რთული ცხოვრება მაქვს და გული დამწყდა, რომ გვერდით არ დამიდგა. ძმამ კი მომწერა, რომ ამას არ მაპატიებს. თუ ჩეჩნური წესით აპირებს ჩემზე შურისძიებას, ანდერძს დავტოვებ, რომ ცუდის გაკეთება არ მინდა, უბრალოდ მინდა, დავამტკიცო, რომ მონდომებას შედეგი მოაქვს და მიუღწეველი არაფერია.
– მარიამ, ძმის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრეთ. ვინ არის, რას საქმიანობს?
– ჩემი ძმა, კარლო კუბლაშვილი, 5 წლით უფროსია ჩემზე. მძიმე პიროვნებაა, სხვა სამყარო აქვს. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მის წინააღმდეგ გამოვიდა და დაიჭირეს. ბევრჯერ მყავს დახსნილი. დარწმუნებული ვარ, მგულშემატკივრობს, მაგრამ არ გამოხატავს... როცა პროექტში მიმიწვიეს, ჩემს ოჯახს ვერ გავუბედე ამის თქმა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ჩემმა მეგობარმა შემთხვევით თქვა. ძმას ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ სახლიდან წამოვედი.
– თქვენი პირადი ცხოვრებაც ასეთივე სირთულეებით წარიმართა?
– პირველ კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი. მომავალი ქმარი, დავით ნადარაია, სულ ორჯერ მყავდა ნანახი, მაგრამ უკვე ძალიან დიდი სიმპათია მქონდა მის მიმართ. ჩემზე 7 წლით უფროსი იყო, მოჭიდავე. მან ფაქტობრივად მომიტაცა. ძმის შიშით ვერ დავბრუნდებოდი სახლში, თან ეს არც მინდოდა, მიყვარდა. რამდენიმე თვის იყო ჩვენი შვილი, ქმარი ამერიკაში სავარჯიშოდ რომ წავიდა ორი კვირით და აღარ დაბრუნდა. არადა ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ამას ვერ წარმოვიდგენდი. ჯერ მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ იქ არ იყო ისეთი პირობები, თან წავეყვანე. ერთ დღესაც, ახალ წელს, მისი ნომრიდან ვიღაც ქალი დამელაპარაკა. თავხედურად მითხრა, რომ ერთად ცხოვრობდნენ. ტელეფონი გავუთიშე და გონება დავკარგე. დედამთილ–მამამთილმა ეს რომ გაიგეს, დამამშვიდეს, დროებით ეყოლება ვინმე, სერიოზული არაფერი იქნებაო. მერე ქმარმაც დამირეკა, ცდილობდა, დავემშვიდებინე, მეუბნებოდა, რომ ის ქალი დროებით ჰყავდა, მაგრამ იმ ქალმა სურათები გამომიგზავნა, რითიც დამიმტკიცა, რომ მათ შორის სერიოზული ურთიერთობა იყო. მერე გავიგე, რომ ბავშვიც ეყოლათ.
ამასობაში 8 წელი გავიდა. ეს პერიოდი მოლოდინში გავატარე. დედამთილ–მამათილთან ერთად ვცხოვრობდი, რადგან სახლი არ მქონდა. იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვსწავლობდი, მონდომებული ვიყავი, რომ საცხოვრებელი სახლი მეყიდა. იმ დროს ჩემი ძმა დაჭერილი იყო, რადგან პირველი ადამიანი გახლდათ, ვინც პირდაპირ ეთერში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდა. 3 წელი იყო ციხეში. ადვოკატად გახდომის შემდეგ, 23 წლის ასაკში, მნიშვნელოვანი საქმე მოვუგე პროკურატურას. გარკვეული თანხა მივიღე, რომლითაც ბინისთვის პირველადი შენატანის გაკეთება მოვახერხე, თანდათან ბინის თანხას ვფარავ. დღეს ისე გამოვიდა, რომ ამ სახლიდან ისევ წამოსული ვარ და ნაქირავებში ვცხოვრობ... მინდა, რომ დედაჩემს და ძმას თავიანთი ბინა ჰქონდეთ.
– თქვენს ქმარს პირადად აღარ შეხვედრიხართ?
– წარმატებული ქალი რომ გავხდი, კონფერენციით ამერიკაში, მაიამიში მოვხვდი. იქ ვნახე ჩემი ქმარი, გაოგნებული იყო ჩემი მიღწევებით. ჩვეულებრივად შევხვდით ერთმანეთს. საჩუქარიც კი მომცა, რაც არასდროს გაუკეთებია. არაფერი უთქვამს და არაფერი მითქვამს. როგორც მეგობრები, ისე შევხვდით. ცუდი ადამიანი არ არის, ალბათ სუსტი იყო და ამ ქალმა ორივეს გვაჯობა... დღეს დაშორებულები არიან და იმ ქალის ბავშვს ალიმენტს უხდის. დედამთილი და მამამთილი კი ჩემთვის მშობლებივით არიან.
– თქვენ არ ფიქრობთ საკუთარი ბედის მოწყობაზე?
– ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ, იქნებ ისევ რაიმე სასწაული მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ისე ვარ მუშაობაზე გადართული, პირადი ცხოვრება დავკარგე. ვფიქრობ, რომ ჯერ ფეხი უნდა მოვიკიდო და ფინანსური სტაბილურობა შევინარჩუნო.
– როგორ მიაღწიეთ პროფესიულ წარმატებას?
– კომპანია ჩამოვაყალიბე და თანდათან გავაფართოვე. ჩემ გარშემო სულ იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც უანგაროდ მიწვდიდნენ დახმარების ხელს. ვფიქრობ, რომ ბიზნესის ნიჭი მაქვს. ინსტინქტი მაქვს გამომუშავებული, რომ ისევ ჰაერზე არ დავრჩე. სულ ვფიქრობ, მამაჩემს რომ კანონები სცოდნოდა, ასე ხომ არ დავკარგავდით ქონებას. ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, სახლები აქვს მათთვის ნაჩუქარი. ბედის ირონიაა, რომ მისი შვილები უსახლკაროდ დარჩნენ.
– შვილს როგორ ზრდით მარტოხელა დედა, ვინმე გეხმარებათ?
– ჩემი შვილი 9 წლისაა, გიორგი–არბი ჰქვია. არბი ჩეჩნური სახელია. მინდა, ახსოვდეს, რომ ეს წარმომავლობა აქვს. მისთვის კულტი ვარ. ჩემს შვილზე გადაყოლილი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ცოტა დრო მრჩება მისთვის. საუკეთესო განათლებას ვაძლევ, მინდა, ძლიერი იყოს. მის გაზრდაში დედამთილ–მამამთილი მეხმარებიან. გიორგიმ ძალიან ინერვიულა ჩემს მეორე ტურზე, სადაც დაბალი ქულები მივიღე. იტირა, სკოლაში როგორ მივიდეო. ვუთხარი, რომ ეს შოუა და ხან გავიმარჯვებ, ხან დავმარცხდები. მესამე ტურზე მიღებულმა კარგმა შედეგებმა ისიც ამაყი გახადა.
– ამ პროექტში საკუთარი ინიციატივით მიხვედით თუ მიწვევით?
– ნოე სულაბერიძეს ჩემი ფოტოები და დოსიე მაშინ უნახავს, როცა იურისტებთან კონსულტაციისთვის იყო მისული. მაშინ უთქვამს, რომ ასეთი წარმატებული გოგო, სასიამოვნო გარეგნობით სცენაზე კარგი იქნებაო. მითქმამოთქმა რომ ატყდა, კონკურსში არაცნობადი სახეები არიან და პროექტი ჩაუვარდება ნოესო, ცოტა უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი.
– ხალხისგან, მაყურებლისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?
– ესეც ღმერთის სასწაულია! ჩემი ოჯახის მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ და ვხედავ, უცხო ხალხი როგორ მგულშემატკივრობს. უამრავ თბილ მესიჯს ვიღებ. ვიფიქრე, ვინ ვარ, რატომ უნდა დამიმესიჯოს ხალხმა–მეთქი და მივხვდი, ერთადერთი გამოსავალი შრომა და მაგარი ცეკვა იქნებოდა.
– საცეკვაო გამოცდილება თუ გაქვთ?
– მანამდე არასდროს მიცეკვია. როგორც ინგლისური ვისწავლე თვითონ, ასევე ვსწავლობ ცეკვას. ძალიან რთული ყოფილა. მუხლში უკვე წყალი ჩამიდგა, რადგან ცეკვის დროს დავარტყი, მაგრამ ეს არც მაყურებელს აინტერესებს, არც ჟიურის.
– მშობლიურმა პანკისმა როგორ შეგაფასათ, იცით?
– ახმეტასა თუ პანკისში ბევრი საწყენი რამ გამიგია ჩემ შესახებ, რაც წარმატებული ადვოკატი გავხდი. ნეტა, როგორ მიაღწია ამდენსო, ამბობდნენ. ადამიანებს პირს ვერ ამოუკერავ. ბევრი უსამართლობაც გამიგია ჩემზე, მაგრამ ახლა ვიცი, რომ სასწაულად მგულშემატკივრობენ. სუხიშვილები სპეციალურად მიდგამენ პანკისურ ცეკვას. საქართველოში ეს ცეკვა არასდროს დადგმულა. ზღაპარში ვარ და, იმედია, ამ ნავიდან მალე არ ჩამოვალ.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:14

7 ტური-სამბა

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10452908_670162146396222_4305393797312378866_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10257941_670162186396218_6727320203832464637_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10404046_670162226396214_6506388596902556082_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10295104_670162253062878_3072106735710317365_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10265628_670162296396207_4696241237294754489_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10397059_670162366396200_6295154594228296274_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10380183_670162383062865_3793549409901296524_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 1523992_670162426396194_4561675059655550117_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:15

7 ტური-უკრაინული


Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10339508_670164949729275_5210874665511005022_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10320925_670164893062614_1871633706820342370_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10295304_670164853062618_4681936811187932961_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10461898_670164979729272_768563553931819394_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10465448_670165019729268_477504039155253847_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10353414_670165049729265_4555321628667624787_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:15

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10387032_670165086395928_6012604771430085019_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10256082_670165163062587_3200049762601132851_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 1900616_670165196395917_7977197402983898592_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10293569_670165233062580_5347464766730595020_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10321562_670165259729244_6715500150462265948_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:16

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10459000_673172362761867_1513679057372932571_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10320980_673172379428532_3497533871918920335_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 1077255_673172409428529_5238171395974496652_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 1932652_673172452761858_3718781784022867805_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10459090_673172492761854_6934993927356943728_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:16

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10467088_673172519428518_7674884331795968895_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10463857_673172549428515_575483891391177075_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10298454_673172602761843_6446421095525296301_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:17

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10455865_673177519428018_7520222558527586107_n
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10357791_673177522761351_8395541062717834344_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10329856_673177612761342_2846069887934981012_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10379823_673177722761331_1049780439457168695_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10286805_673177756094661_3818380322197217598_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:18

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10365629_673177812761322_9029899985152083516_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 1956823_673177886094648_4887617090230398211_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10344347_673177942761309_5852119046948567584_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10320951_673178006094636_7870436437308287216_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10380180_673178096094627_8280524894564594576_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:18

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10499466_677889488956821_1606268120060209182_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10362793_677889515623485_1361761158738184835_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10379880_677889652290138_6709318259254018079_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10495309_677889732290130_4486945869274033328_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:19

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10285743_677889792290124_3673500238800264788_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10506710_677889885623448_5175000072881443040_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10380667_677889842290119_1839293100395327729_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10295385_677889932290110_4841136063590341954_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:20

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10504846_677893635623073_1865925844003621818_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10431327_677893672289736_7209860602928455908_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10355634_677893718956398_6246847565574251027_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10494446_677893818956388_3921652153092902384_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:20

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10333674_677893888956381_4290357488154983738_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10383765_677893922289711_6124023669336608458_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10428150_677893958956374_7068053488215293784_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10329732_677894008956369_2240717268357232054_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10443225_677894048956365_4232704028781359349_o
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10344348_677896062289497_6716619471081667977_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:23

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10487544_893794517313028_2126336045065500015_n
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10354960_891570950868718_7559648570983065970_n
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10440276_891541827538297_4231898191219140329_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 14:23

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10300285_891080034251143_2056415948405971685_n
Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 10449940_891077370918076_5275966687991708797_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი - Page 4 Empty Re: Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 4 of 6 Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum