Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Vote_lcap75%მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Vote_rcap 75% [ 41 ]
მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Vote_lcap25%მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

Go down

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Empty მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

Post by Bennu ♥ Tue Sep 01 2015, 19:09

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Mariam-8

წყვილთან ინტერვიუს გაზეთი "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ლევან ხურცია:
– ერთმანეთი ერთი წლის წინ გავიცანთ. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. საერთო მეგობრების წყალობით ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა, მერე დავახლოვდით. აღმოვაჩინე, რომ მარიამი იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაკლდა, რომ იყო ის ნახევარი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა ეტაპობრივად ღრმავდებოდა.

– რა იყო მთავარი, რამაც მარიამში მოგხიბლა?
– გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი.

– გვიამბობ, როგორ გამოუტყდი სიყვარულში?
– ეს ჩვენი პირადულია, ინტიმური, ჩვენია. დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.
მარიამი:

– მარიამ, როგორ შეგხვდნენ ლევანის მშობლები?
– ლევანის ოჯახის წევრებმა უფრო ადრე გამიცნეს, ვიდრე ჩვენთან მოვიდოდნენ ხელის სათხოვნელად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი კარგი ადამიანები იშვიათად მინახავს. იმიტომ არა, რომ ისინი უკვე ჩემი ოჯახის წევრები არიან. ლევანის დედამ პირველად შვილთან ერთად მიმიპატიჟა ოჯახში. მითხრა, რომ ვუყვარვარ ჩემს შვილთან

ერთად. არც უგრძნობინებია ჩემთვის, რომ მე განათხოვარი ქალის სტატუსი მაქვს. საქორწინო ბიჭია ლევანი, შეეძლო ასეთი არჩევანი არ გაეკეთებინა, მაგრამ შეგნებული გარემოცვა ჰყავს გარშემო და მისი სიყვარული გაითავისეს, იმ კუთხით დამინახეს, როგორიც რეალურად ვარ. ლევანის მამა ძალიან თბილი ადამიანია, გიჟდება ჩემზე. გაოგნებული ვარ, ისეთ ოჯახში და ისეთ ხალხში აღმოვჩნდი, ერთი წუთით არ მიგრძნია უარყოფითი განწყობა. ხომ შეიძლებოდა თავიდან მაინც გაეპროტესტებინათ, ურთიერთობის დასაწყისში მაინც. ამასაც შეგუებული ვიყავი, მაგრამ არა. კონკიას ისტორიას ჰგავს ჩემი სიყვარულის ამბავი, უბრალოდ, დედინაცვალი არ მყავს (იცინის).
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Empty Re: მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

Post by Bennu ♥ Tue Sep 01 2015, 19:18

დიდად არ მომწონდა მარიამი მაგრამ გამიხარდა რომ გათხოვდა.
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum