"La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
+11
I Love Bachata
Bennu ♥
Aurelio Casillas
Danna.G
maite perroni
canelita
ninuca
vickyfan
natalia-natis
tiko_levymontes
eric von
15 posters
Page 8 of 23
Page 8 of 23 • 1 ... 5 ... 7, 8, 9 ... 15 ... 23
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
vicky_fan wrote:სერიალის, პერსონაჟების და მსახიობების შეფასება
დავიწყებ იმით, რომ სერიალმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან განსხვავებული ისტორიაა, არ არის ტიპიური ვარდისფერი და მარტივი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის მთელი სერიალის განმავლობაში ეს „ განსხვავებულობა“ + ვერ იყო, ყოველშემთხვევაში ჩემთვის. ისტორიის განვითარებაც რთულად მიმაჩნია არა იმიტომ, რომ ინტელექტუალურად იყო რთული, არამედ მისი სირთულე გამოიხატება იმაში, რომ ბევრი ალოგიკურობითაა დატვირთული. სერიალის დასაწყისი პოზიტიური და იმედისმომცემი იყო, რომ ძლიერ დრამას ვნახავდით, თუმცა ეს იმედი 100 %-ით ვერ გამართლდა.
უმეტესობას და პირადად მეც, სერიალის ყველაზე დიდ მინუსად სცენარის ადაპტაცია მიგვაჩნია. სერიალის დასაწყისში ზედმეტად სწრაფად ვითარდება მოვლენები. კრისტინას ( ვიქტორია რუფო) პირველი ქმრის გარდაცვალების ( უფრო სწორად მკვლელობის) შემდეგ მისი და ესტებანის ( კრისტიან მეიერი) ურთიერთობა ისე გადაიზარდა სიყვარულში, რომ მათ ისტორიას დინამიურობა საერთოდ არ ჰქონია ( კიდევკარგი ის მაინც ათქმევინეს კრისტინას, რომ არ ვიცი, როდის შემიყვარდიო :დ ). ის კი თავიდანვე გვაჩვენეს, რომ ესტებანს უყვარდა კრისტინა. აკასიას ( არიადნე დიასი) დაბრუნების შემდეგაც ( ეს დაახლოებით მე-4 სერიაში ხდება) არარეალურად სწრაფად ვითარდება მოვლენები. პირდაპირი მნიშვნელობით 1-2 დღეში თავდავიწყებით უყვარდება ქუჩაში გაცნობილი ბიჭი ულისესი ( მანე დე ლა პარა). ამათი ურთიერთობა კიდე ცალკე „ შედევრია“ . რის გამო ჩხუბობენ და როგდებიან, თვითონაც არ იციან.
დეტალებზე არ გავაგრძელბ საუბარს, შორს წაგვიყვანს. ამ ზედმეტად დაჩქარებული მოვლენების მერე ისე იწელება სერიალი, რომ ნახევარ სერიალზე მეტი ისე გავიდა, მთავარი ისტორიიდან მნიშვნელოვანი არაფერი არ მოხდა. სერიალის მთავარი მთავარი აზრი უნდა ყოფილიყო დედა-შვილის და მამინაცვლის სასიყვარულო სამკუთხედი, დედა-შვილს შორის ბრძოლა და დაპირისპირება ერთი კაცის გამო. აქ მსგავსიც არაფერი იყო. როცა სერიალის რეკლამისას თუ წარდგენისას ახსენებენ დედა-შვილის ბრძოლას და სასიყვარულო სამკუთხედს, მეცინება :დ კრისტინას და აკასიას შორის მართლაც იყო ჩხუბი ესტებანის გამო, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც უნდა ყოფილიყო. ისინი ჩხუბობდნენ, როგორც დედა-შვილი და არა როგორც ქალი და ქალი. ჯერ აკასია ხო ნახევარი სერიალის მერე მიახვედრეს, რომ ესტებანის მიმართ გრძნობა აქვს. ესტებანს თავიდანვე გაუჩნდა მის მიმართ გრძნობა. მათი ურთიერთობა კიდე ისე დაიწყო ვითომც აქ არაფერიო. :დ ელემანტარული ცოტა აზრიანი დიალოგი მაინც უნდა ჰქონოდათ თავიანთი ურთიერთობის შესახებ. მათი, როგორც წყვილის დრამა საერთოდ ვერ დავინახე, ვერ დავიჯერე, რომ მათი საქციელი, მათთვისაც მიუღებელი იყო. მარტო იმ სიტყვების თქმა „ ეს არ შეიძლება“ და ა.შ. დიდი ვერაფერია. როცა ესტებანი განიცდიდა, რომ აკასიას მიმართ მისი ვნება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული კრისტინას მიმართ, მაშინ მართლა მეცოდებოდა. მაშინ ჩანდა პერსონაჟის დრამა. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ ესტებანი ასეთ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს იყო, ამიტომაც მისი უცბად ყველაფრის უკაცრავად და„ დაკიდება“ ვერ გავიგე. ამის მერე გამიქრა მის მიმართ თანაგრძნობა.
ახლა პერსონაჟებზე ვისაუბრებ. ძაან რომ არ გამიგრძელდეს პოსტი, მხოლოდ მთავარ სამეულს დავახასიათებ. კრისტინათი დავიწყებ.
კრისტინა არის ძლიერი ქალი. ის პირველ რიგში ქალია და მერე დედა. ეს ისე ძლიერად არაა გამოკვეთილი, როგორი მოლოდინიც მქონდა, მაგრამ მაინც შესამჩნევია. კრისტინა ქმრის სიკვდილის შემდეგ, საკუთარ თავს მეორე შანს აძლევს იყოს ბედნიერი და დაქორწინდეს ესტებანზე მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი შვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. იქიდან გამომდინარე, რომ აკასიამ ესტებანი არ მიიღო, კრისტინამ ის ბებიასთან და ბაბუასთან გაუშვა საცხოვრებლად . ეს ინიციატივა კრისტინას დედას ეკუთვნოდა. კრისტინა თავიდან ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ აკასია მაინც გაუშვა. მას ეგონა, რომ ის მალე დაბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. კრისტინას ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის, რომ უნდოდა თუ არ უნდოდა, შვილს მაინც ქმარი ამჯობინა. რა თქმა უნდა დედა-შვილს ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ერთად რომ არ ცხოვრობდნენ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მითუმეტეს მაშინ აკასია ძალიან პატარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრისტინას ამ საქციელს ვერაფრით ვერ გავამართლებ, მას ცუდი დედა ნამდვილად არ ეთქმის. 10 წლის შემდეგ აკასია დაბრუნდა და დედა-შვილი ნელნელა დაახლოვდა.
ეს 10 წელი კრისტინა ძალიან ბედნიერი იყო. უზომოდ უყვარდა ესტებანი. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტადაც. ესტებანსაც ძალიან უყვარდა და ეს კარგადაც ჩანს სერიალში. ალბათ ამიტომაც კრისტინა ყოველთვის ბრმად ენდობოდა და პრინციპში ესტებანი როგორიც იყო თავიდან და დიდი ხნის განმავლობაში, ნამდვილად იმსახურებდა კრისტინას ნდობას.
ზოგი მიიჩნევს, რომ კრისტინას შეცდომა იყო, როცა ესტებანის და აკასიას დაახლოებას ცდილობდა ( სერიალშიც ფაქტობრივად კრისტინას დაბრალდა მათი ურთიერთობა :დ). ეს აზრი არ მესმის და არანაირად არ ვეთანხმები. კრისტინას სურვილი ბუნებრივია. მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ მის ქმარ-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ. კრისტინას მცდელობამ თუ ესტებანის გრძნობა გააძლიერა, ეს კრისტინას ბრალი არაა. მან ხომ არ იცოდა ესტებანის გრძნობების შესახებ. ან როგორ უნდა მიხვედრილიყო. ეს ასეთი ადვილი საფიქრებელი არაა ბოლოს და ბოლოს საქმე საკუთარ შვილს და ქმარს ეხება. ქმარს, რომელიც მის შვილს ბავშვობიდან იცნობდა და როგორც მამა ისე ეთამაშებოდა მას.
მე პირადად შემიყვარდა ეს პერსონაჟი. განსხვავებდა ვიკის სხვა პერსონაჟებისგან და ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია მის კარიერაში. პერსონაჟს მხოლოდ ერთი მხარე არ აქვს. ერთი პერიოდი ძალიან საყვარელი და ე.წ. ბუნჩულახასიათიანი იყო :დ მაგრამ რომ არ დაუფასდა, სხვა ხასიათიც მოირგო. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ თავს არც შვილს აჩაგვრინებს და არც ქმარს. ხმის აწევასაც არ პატიობს არცერთს ეგრევე ყბაში სდებს ორივეს. :დ საკმაოდ ძლიერი ხასიათი აქვს. შენიშვნები ამ პერსონაჟზეც მაქვს, მაგრამ აქ ისეთი შეცდომა არ დაუშვიათ, რაც სერიალზე უარყოფით გავლენას მოახდენდა, ამიტომ დეტალების არ ჩავუღრმავდები.
ახლა „ ძვირფასი“ ესტებანი განვიხლოთ :დ
საკმაოდ რთული პერსონაჟია იდეაში და თეორიულად, ზედმეტად რთული მეიერისთვის.
თავიდან ისეთი პატიოსანი, თბილი და მოსიყვარულეა. :დ დიდი ხნის განმავლობაში ის მართლა ებრძვის აკასიას მიმართ გრძნობას, მაგრამ ვერაფერს უხერხებს. პარალელურად კრისტინაც უყვარს და ცდილობს მისი სიყვარული შეინარჩუნოს, არ უნდა მისი დაკარგვა.
მიუღებლად მიაჩნია, რასაც აკასიას მიმართ გრძნობს და ამის გამო იტანჯება. როცა გაიგო, რომ ალეხანდრაზე ( აფრიკა სავალა) მამა ძალადობდა ( ეს ტყუილი იყო), საკმაოდ განიცადა საკუთარი თავი და აკასია გააიგივა ამ ფაქტთან და ისე შეძრწუნდა, ვიფიქრე, აწი აღარ იფიქრებს აკასიაზე-თქო, მაგრამ... მომწონდა ასეთი ესტებანი. ჩემი აზრით, ასეთი უფრო აზრანი იყო. დაახლოებით 60 სერიის მერე კი ვიგებთ, რომ თურმე ალონსო ( კრისტინას ქმარი) მას მოუკლავს, რადგან კრისტინა უყვარდა და უნდოდა მისი ყოფილიყო. ესტებანის მკვლელად გამოყვანა არის ყველაზე დიდი აბსურდი ამ სერიალში. ეს არც მის ხასიათში ჯდება და არც სიუჟეტში. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ცვლილება მერე ჩაამატეს სცენარში და მგონი ასეც იყო რეალურად. მერე უცბად ურჩხულად აქციეს. ეს კიდე მეორე სისულელე. არარეალურია ეს ყველაფერი, რადგან ადამიანები ასე რადიკალურად არ იცვლებიან. მოკლედ ბევრი შეცდომა დაუშვეს ამ პერსნაჟში. ის რომ თავიდანვე უარყოფითი ყოფილიყო, უფრო აზრიანი გამოვიდოდა.
აკასია. ამ პერსონაჟზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი.
ეს გოგო ცალკე უკიდურესობაა. არაა კარგად გაკეთებული პერსონაჟი. 10 წლის ლამის ზრდასრულ ადამიანად იყო გამოყვანილი , 18 წლის ასაკში კი ბავშვად აქციეს. ძაან სულელი იყო მრავალი სერიის განმავლობაში. მხოლოდ ბოლოსკენ გამოჩნდა მისი ხასიათი, თუმცა დალაგებულად მაინც ვერ გავიგე მე :დ
თავიდან საყვარელი იყო, მერე აურია. თუ რამე შეცდომა დაუშვა, მხოლოდ თავისი სისულელით მოუვიდა. ბევრი მას მსხვერპლად მიიჩნევს. გარკვეულწილად ასეც არის, თუმცა რადგან ესტებანს მანაც იგივეთი უპასუხა, მისი მსხვერპლად წარმოჩენა და დამნაშავედ მხოლოდ ესტებანის გამოყვანა არ მიმაჩნია სწორად.
რაც შეეხება კრისტინას და ესტებანის წყვილს, ამ წყვილზე აზრთა სხვადაოსხვაობაა, რაც ბუნებრივია. მე პირადად მომწონს ეს წყვილი. თავიდან არ მეგონა თუ ასე მომეწონებოდა, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი :დ ვერ ვიტყვი, რომ ვიქტორიას და კრისტიანს გადასარევი და გასაგიჟებელი ქიმია აქვთ, მაგრამ დამაკმაყოფილებლად შეიძლება რომ მივიჩნიოთ. ძაან საყვარლები იყვნენ, ლამაზი და დასამახსოვრებელი სცენებიც ჰქონდათ. ცოტ-ცოტა ყველაფერია მათ წყვილში. ზოგი სცენა რომ უკეთესად დაედგათ, კარგი იქნებოდა. :/ + მათ, როგორც წყვილის ისტორიას უფრო ძლიერი ემოციური დატვირთვა რომ ჰქონოდა, ესეც კარგი იქნებოდა. კი დააპირეს მსგავსი რამ, არტურო პენიჩეს პერსონაჯი შემოიყვანეს და წესით მათი სამკუთხედი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პენიჩეს გმირს სახალხო დამცველის ფუნქცია მიაკუთვნეს :დ მოკლედ შენიშვნები მაქვს, მაგრამ ეს შენიშვნები კონკრეტულად ვიკის და კრისტიანს არ უკავშირდება წყვილით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. J
სხვათაშორის ჩხუბის სცენები ჰქონდათ საკმაოდ კარგი. ზოგი იმასაც კი ამბობდა როცა ჩხუბობენ, მაშინ უფრო ოგვწონს მათი წყვილიო. :დ
აკასიას და ესტებანის წყვილს ვერ შევაფასებ. აქაც აზრთა რადიკალური სხვაობებია ბევრს მოსწონს, ბევრს არა. მე პირადად განსაკუთრებულს ვერაფერს ვატყობ. ეტყობა პერსონაჟების ბრალიცაა, რომ სიმპათიით ვერ განვეწყვე...
სცენების დადგმა ვახსენე და ვიტყვი, რომ სერიალში სცენების უმეტესობის დადგმა არ მომწონს. ზოგი ისეთი სცენა იყო, რომ ვერ გაიგებდი ვინ სად, რატომ და „ვაფშე“ ვისთან იყო :დ ზოგი მნიშვნელოვანი სცენა არაეფექტურად იყო დადგმული. სადაც მეტი დრამა უნდა ყოფილიყო, ნაკლები იყო და ა. შ.
ახლა ფინალს მიმოვიხილავ მოკლედ.
კრისტინამ გაიგო,რომ აკასიამაც უპასუხა ესტებანს გრძნობაზე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შვილს არასოდეს აპატიებდა. დედა-შვილის ჩხუბი საკმაოდ კარგი სცენა იყო და გული დამწყდა მსგავსი სცენა მხოლოდ ერთი რომ იყო და ისიც ბოლო სერიაში. პირიქით რომ ყოფილიყო, სერიალი ბევრად ძლიერი გამოვიდოდა. ერთი სიამოვნება იყო იმის ყურება, როცა კრისტინამ ფაქტობრივად უარყო შვილი. აკასია ეუბნებოდა, რომ ჰასიენდიდან სამუდამოდ მიდიოდა და აღარასოდეს დაბრუნდებოდა, კრისტინამ კი მშვიდი, თუმცა ცივი სახით ისე რომ წარბიც არ შეუხრია უპასუხა „ ძალიან კარგი აკასია!“... აქ კი შემეცოდა ეს გოგო :დ
მაგრამ მერე ესტებანის და მისი დიალოგი მოისმინა. ესტებანს აკასიას წაყვანა უნდოდა, მაგრამ ის არ მიყვებოდა. კრისტინა მოისმინა,რომ აკასია მართლა განიცდიდა, რაც გაუკეთა დედას. ამის მერე კრისტინამ ხელი შეუშალა და არ მისცა უფლება აკასია წაეყვანა. მერე იჩხუბეს იყვირეს, იწივლეს და ესტებანმა აღიარა, რომ აკასიას გამო მანუელი მოკლა იგივე გავაკეთე წლების წინ შენ გამოც და ალონსო მოვკალი, რომ შენ ჩემთან ყოფილიყავიო.
ამაზე რა თქმა უნდა გადაირია დედა-შვილი. მერე ესტებანმა აკასია დაიჭირა იარაღი მიადო შუბლზე, მერე გაუშვა და ახლა კრისტინა დაიჭირა ( ასე გამოეთხოვა ორივეს თუ რა იყო ეს არ ვიცი :დ), მერე ნორბერტოსთვის უნდა ესროლა და აკასიას მოხვდა. აკასია სიკვდილის პირასაა, პატიებას სთხოვს დედას, კრისტინაც რა თქმა პატიობს ყველაფერს. გადის რამდენიმე კვირა. ესტებანი ციხეში ჩასვეს. ალეხანდრას და ხერმანის ქორწილში კრისტინა შავი კაბითაა მისული ( მაინც არ მიფიქრია, რომ აკასია მოკვდა :დ) მერე აკასიაც გამოჩნდა.
ულისესსაც შეურიგდა და ერთად დარჩნენ. ბენავენტედან წავიდნენ ყველანი. ჰექტორმა კრისტინას იტალიის ბილეთი აჩუქა დაგელოდებიო. წავიდოდა ალბათ :დ
კარგი სცენა იყო, როცა კრისტინამ ესტებანთან გადაღებული ფოტოები დაწვა. თან მიაძახა „ ადიოს პარა სიემპრე მალდიტო“-ო :დ
ბოლოს დედა-შვილის სცენით დამთავრდა. <3
ოფიციალური ფინალი ასე თუ ისე სამართლიანი იყო. კრისტინას სიკვდილს არანაირი გამართლება არ ექნებოდა. რისთვის უნდა მომკვდარიყო არ იმსახურებდა. აკასია კი შემეცოდებოდა, მაგრამ მისი სიკვდილი უფრო განსხვავებულს გახდიდა ფინალს. ვიქტორიამ თქვა უკეთესი იქნებოდა მე რომ მომეკლა ესტებანიო და ვეთანხმები. :დ
ალტერნატიული ფინალები არ მომეწონა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავისუფალ დროს მსახიობები და გადამღები ჯგუფი გაერთნენ და თოფობანა ითამაშეს. :დდ
ახლა მსახიობებს შევაფასებ.
დავიწყებ კრისტიან მეიერით. მეიერი არ არის ძლიერი მსახიობი, ემოცია აკლია და როლში სწრაფად შესვლა უჭირს, თუმცა მალკერიდაში მაინც ჰქონდა სცენები, სადაც მომეწონა. ნორმალურად ასრულებდა სანამ გააუარყოფითებდნენ. საერთოდ არ მომეწონა უარყოფითში მისი შესრულება.
არიადნე დიასი. არც არიადნეა ძლიერი მსახიობი, თუმცა უნიჭო ნამდვილად არაა. ჯერ ახალგაზრდაა და წინ აქვს ყველაფერი. თუ იმუშავებს საკუთარ თავზე, დაიხვეწება.
თითქმის მთელი სერიალის განმავლობაში ნამდვილად ვერ აღვფრთოვანდი მისი თამაშით. ძაან უენერგიოთ იყო და მისი სცენები ვერ მაინტერესებდა. 116 სერია ( მთელი სერიალი) საჭირო იყო თუ არ იყო საჭირო, ყველაფერზე ატირებდნენ. აქ ბუნებრივია ჩნდება კითხვა ვიქტორიას ფანი სხვას როგორ უთვლის ტირილსო, მაგრამ ვიტყვი, რომ ვიქტორია ყველაფერზე და უაზროდ არასოდეს არ ტირის :დ + როცა ტირის, მისი ცრემლები დამაჯერებელია და ამ შემთხვევაში ეს ყოველთვის ასე არ იყო. ბოლოსკენ მომეწონა არიადნე, უკეთესი იყო. მანუელის სიკვდილის სცენაში მომეწონა და კიდევ ჰქონდა რამდენიმე კარგი სცენა. პროფესიულ ზრდას ვუსურვებ ამ გოგოს, რადგან როგორც ვატყობ, ნამდვილი მსახიობების დეფიციტია, ამიტომ ვისაც ნიჭი აქვს, მაქსიმალურად უნდა განავითაროს. J
ახლა ჩემი ქუინი :დ <3 ვიქტორია რუფო. ვიკის რა დახასიათება უნდა მარტო მისი სახელი და გვარიც კმარა, მაგრამ რადგანაც ყველგან და ყველამ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ვიკის დაუთმო, მე როგორ ვიყო სიტყვაძუნწი? :დ
ნახევარი სერიალი არც მას ჰქონია ისეთი ძლიერი სცენები, მაგრამ იმ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სცენებშიც იგრძნობოდა მისი მაღალი დონე. რომ არა ვიკი, ეს სცენები შეუმჩნეველი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ასეთი ძლიერი ენერგეტიკა სხვა სერიალში არ ჰქონია. საკმარისი იყო მისი გამოხედვა და გამომეტყველება. რასაც ჰქვია თვალებით თამაშობდა. ჩხუბის სცენებში იყო უმაგრესი, ძაან ბუნებრივი. მასე რომ ვინმემ მიაღრიალოს ან მგლიჯოს სახეში, ალბათ იქვე დავლევ სულს :დ ვიცი, რომ მართლა ასე გამეტებით არ ურტყამენ სერიალებში, მაგრამ ვიკის 1-2-ჯერ ნამეტანი მოუვიდა, ვეღარ მოზომა ეტყობა :D
დრამატული სცენები უმაგრესად შეასრულა. ძალიან დამაჯერებელი იყო1000000%-ით მიიტანა კრისტინას ტანჯვა მაყურებლამდე. უდიდესი ემოცია ჩადო როგორც ხმაში, ისე თითოეულ მიმიკაში.
არ შემიძლია არ აღვნიშნო სცენა, რომელშიც გაიგო ესტებანის და აკასიას შესახებ. ცოტა სულელურად და დაგვიანებით კი გააგებინეს, მაგრამ ისეთი შესრულება ჰქონდა ვიკის, გარემოებებისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. კრისტინამ ხომ გაანადგურა ესტებანი, ვიქტორიამაც გაანადგურა მეიერი. მოულოდნელი იყო-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ მეიერი ასე ხესავით არ იდგებოდა. ვიქტორია ტყავიდან ამოხტა ისე გამწარდა და მეიერი .... ://// ვიქტორიას შესრულებას ყველა აპლოდისმენტებით შეხვდა. მოკლედ ძაან აღარ გავაგრძელებ. ვიკი, რომ მაგარი მსახიობია ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა დროის საუკეთესო პროტაგონისტია და ღირსეულად უკავია ის ადგილი, რომელიც უკავია, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა ტიტული ( ქუინი, სერიალების და ა. შ. ) დამსახურებულად აქვს. J თუ დამიჯერებთ, მართლა არ ვარ სუბიექტური ვიკის შეფასებისას. J დეტალურად თუ განვიხილავთ მსახიობების შესრულებას, ვიქტორიას ვერ აჯობებს ვერავინ. ყველაზე მეტი დადებითი შეფასება სწორედ ვიკიმ დაიმსახურა J მის გამო ნამდვილად მიღირდა ამ სერიალის თითქმის ერთწლიანი ლოდინი და მერე კიდე ის წვალება, რაც მოჰყვა ბონუსად :დ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებო, ვიკის ფოტოების ფოლდერი 5 ათასზე მეტი ფოტოთი გავზარდე :დ
ისე, მისი ცრემლები კი დამაკლდა. არ ვხუმრობ, მართლა დამაკლდა :დ აქამდე სერიალი „ ვიქტორია“ იყო, სადაც თითქმის არ უტირია და ახლა „ მალკერიდამ „ ვიქტორიასაც“ აჯობა :დ
საბოლოოდ იმას ვიტყვი, რომ სერიალი ჩავარდნას გადაურჩა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ საფუძველი, მასალა და მსახიობებიც უწყობდა ხელს, რომ ბევრად კარგი სერიალი გამოსულიყო, ვიდრე გამოვიდა. ზოგ როლზე უკეთესი ვარიანტებიც არსებობდნენ, მაგრამ არაუშავს... უმეტესად ნამდვილად კარგი მსახიობები არიან. იგნასიო ლოპეს ტარსო, სილვია მარისკალი, რაკელ ოლმედო, ალბერტო ესტრელა, გილერმო გარსია კანტუ, საბინა მუსიე, აფრიკა სავალა, ფაბიან რობლესი - ყველა კარგი იყო ნამდვილად. J სერიალი ბოლო ერთი თვე სავალდებულო რეიტინგს იღებდა და ბოლო სერიებში 24 პუნქტს გადასცდა ( სავალდებულო 18-ია) თავის დროზე რომ ყოფილიყო საინტერესო სერიები და მთავარი ამბავი წინ წამოწეული, გაცილებით მეტ მაყურებელს დააგროვებდა და რეიტინგიც უფრო მაღალი ექნებოდა. მექსიკის გარეთ უფრო წარმატებით მიდის. სანამ დაიწყებოდა, 70-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა. ამაში უდიდესი წვლილი ვისაც მიუძღვის სხვადასხვა ქვეყნების პრომოებს თუ გადავხედავთ, გასაგები იქნება. :დ J
მოკლედ ძაან კი ვიბოდიალე და რა ვიბოდიალე არ ვიცი. მგონი კარგი არაფერი დამიწერია სერიალზე და ვისაც ყურების სურვილი გქონდათ, იმედია ეს სურვილი არ ჩაგიკალით :დ ყველაფერზე არ გამიმახვილებია ყურადღება, ძირითად იმ საკითხებს შევეხე, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო. შევეცადე, რომ ობიექტური ვყოფილიყავი. არ ვიცი ეს რამდენად გამომივიდა... J წინასწარ დიდი მადლობა, ვინც ამხელა პოსტს წაიკითხავს. მეტი მოკლედ ვერ დავწერე :დ იმედია თავი არავის შევაწყინე. J
ra kargi qeni es yvelaferi rom dawere dzalian bevr rameshi damexmara,tumca sanam ar vuyureb gamichiurdeba zogiert sakitxshi datanxmeba.
rac sheexeba shinaars,megona deda-shvils shoris dapirispireba siyvarulis gamo iyo da ara patara gogos axirebis gamo,rom "dedamiss sxva kactan yofnis ufleba ar aqvs" momewona vikys civi xasiati ramdenime epizodidan es kargad chans
meieri piradad ar momwons emoziurad chemtvis miugebelia,akasia garegnulad ar momwonda tumca ravi serialshi cudi ar yofla mgoni
visuvrebdi viky ufro metad rkinis qali yofiliyo vidre es scenaristma shemogvtavaza. ramdenime chagdeba martlac vipove serialshi. idea kargia,imisa tom meieri uaryofiti personaji iyo,tumca am ideis ganxorcileba ise ver moxda rogorc chven da scenaristi eloda
me piradad aseti shtabechdileba damrcha
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
ra kargi qeni es yvelaferi rom dawere dzalian bevr rameshi damexmara
ძალიან კარგი თუ დაგეხმარა.
ბუნებრივია. :) ააა, ყურება არ დაგიწყია? :დtumca sanam ar vuyureb gamichiurdeba zogiert sakitxshi datanxmeba.
rac sheexeba shinaars,megona deda-shvils shoris dapirispireba siyvarulis gamo iyo da ara patara gogos axirebis gamo,rom "dedamiss sxva kactan yofnis ufleba ar aqvs"
მასე გვეგონა ყველას, რადგან მასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ... :/
მე მომეწონა ბევრ სცენაში. ჩემი აზრით, ესტებანის როლს უფრო ძლიერი მსახიობი სჭირდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში მეიერიც ნორმალური იყო. საერთოდ სერიალის მინუსებს მსახიობებს ვერ დავაბრალებ. ადრე გარეგნულადაც არ მომწონდა კრისტიანი და მალკერიდაში მესიმპათიურა :დmeieri piradad ar momwons emoziurad chemtvis miugebelia,
თვითონ პერსონაჟი ძაან სულელი იყო კაიხანი და ნერვებისმომშლელად ცვალებადი.akasia garegnulad ar momwonda tumca ravi serialshi cudi ar yofla mgoni
რაღაც დოზით ნამდვილად არის რკინის თუ არა, ძლიერი ქალი ყველა ვარიანტში.visuvrebdi viky ufro metad rkinis qali yofiliyo vidre es scenaristma shemogvtavaza.
ეს სცენარისტი ძაან რთული თემაა. რაც მან ლანძღვა მიიღო, ცოცხალი როგორაა მიკვირსidea kargia,imisa tom meieri uaryofiti personaji iyo,tumca am ideis ganxorcileba ise ver moxda rogorc chven da scenaristi eloda
სცენარისტი ჭკვიანი რომ ყოფილიყო, ესტებანი თავიდანვე უარყოფითი იქნებოდა და არა 70 სერიის მერე. :/ ვითომ სერიალის რეიტინგის მოსამატებლად გააკეთესო და მაგით არაფერი მომატებია. ლამის ერთი კვირით ადრე დააანონსეს კრისტინას ქმრის მკვლელობის აღიარება და მაინც არ იყო რეიტინგული ის სერია.
vicky_fan- საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 33
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
კარგი სცენაა. ერთ პატარა მომენტში ამდენი ემოცია...
ჩემი საყვარელი სცენების გარკვეული ნაწილი :დ
ჩემი საყვარელი სცენების გარკვეული ნაწილი :დ
vicky_fan- საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 33
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
vicky_fan wrote:ra kargi qeni es yvelaferi rom dawere dzalian bevr rameshi damexmara
ძალიან კარგი თუ დაგეხმარა.ბუნებრივია. :) ააა, ყურება არ დაგიწყია? :დtumca sanam ar vuyureb gamichiurdeba zogiert sakitxshi datanxmeba.rac sheexeba shinaars,megona deda-shvils shoris dapirispireba siyvarulis gamo iyo da ara patara gogos axirebis gamo,rom "dedamiss sxva kactan yofnis ufleba ar aqvs"
მასე გვეგონა ყველას, რადგან მასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ... :/მე მომეწონა ბევრ სცენაში. ჩემი აზრით, ესტებანის როლს უფრო ძლიერი მსახიობი სჭირდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში მეიერიც ნორმალური იყო. საერთოდ სერიალის მინუსებს მსახიობებს ვერ დავაბრალებ. ადრე გარეგნულადაც არ მომწონდა კრისტიანი და მალკერიდაში მესიმპათიურა :დmeieri piradad ar momwons emoziurad chemtvis miugebelia,თვითონ პერსონაჟი ძაან სულელი იყო კაიხანი და ნერვებისმომშლელად ცვალებადი.akasia garegnulad ar momwonda tumca ravi serialshi cudi ar yofla mgoniრაღაც დოზით ნამდვილად არის რკინის თუ არა, ძლიერი ქალი ყველა ვარიანტში.visuvrebdi viky ufro metad rkinis qali yofiliyo vidre es scenaristma shemogvtavaza.ეს სცენარისტი ძაან რთული თემაა. რაც მან ლანძღვა მიიღო, ცოცხალი როგორაა მიკვირსidea kargia,imisa tom meieri uaryofiti personaji iyo,tumca am ideis ganxorcileba ise ver moxda rogorc chven da scenaristi eloda
სცენარისტი ჭკვიანი რომ ყოფილიყო, ესტებანი თავიდანვე უარყოფითი იქნებოდა და არა 70 სერიის მერე. :/ ვითომ სერიალის რეიტინგის მოსამატებლად გააკეთესო და მაგით არაფერი მომატებია. ლამის ერთი კვირით ადრე დააანონსეს კრისტინას ქმრის მკვლელობის აღიარება და მაინც არ იყო რეიტინგული ის სერია.
1 seria vnaxe :DDDDDDDDDDDDDDDD
ravi meieri didad ar mxiblavs arc alguin te mirashi movixible arc dona barbarashi. aqac didad ar momwons tumca retigingebs rac sheexeba vfiqrob ideais ver gaxnorcielaba sheidzleba amis mizezad chavtvalot.
ragaceebis uket gaketeba sheidzlebo,nu yoveltvis asea anonsebi ufro mravlismetyvelia vidre seria
ragac momentshi momwonda kidec vikys da meieris wyvili ravi moixdines ertmaneti,akasiaze metad viky uxdeboda
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
1 seria vnaxe
ე.ი. წინ გაქვს ყველაფერი :დდდ
შეიძლება, რადგან უარყოფითში ვერ ქაჩავს.umca retigingebs rac sheexeba vfiqrob ideais ver gaxnorcielaba sheidzleba amis mizezad chavtvalot.
ragaceebis uket gaketeba sheidzlebo,nu yoveltvis asea anonsebi ufro mravlismetyvelia vidre seria
ძაან უგულოდ გააკეთეს ბევრი რამ.
აქ ნამეტანი მოუვიდად ანონსსთან დაშორება ანონსი კი არა და, ზოგჯერ პოსტერებიც სხვა სერიალის მგონია
ragac momentshi momwonda kidec vikys da meieris wyvili ravi moixdines ertmaneti
იცი, რა საყვარლები იყვნენ.
წყვილი უკეთესიც შეიძლებოდა რეჟისორს ( განსაკუთრებით სცენის დამდგმელ რეჟისორს :დ ), პროდიუსერს და სცენარისტს თავი რომ შეეწუხებინათ, მაგეამ... უკმაყოფილო არ ვარ ნამდვილად, თუმცა , ჩემი აზრით, წყვილი ბევრად კარგი მასალა იყო და სათანადოდ ვერ გამოიყენეს.
მეც მაგ აზრზე ვარ.akasiaze metad viky uxdeboda
vicky_fan- საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 33
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
vicky_fan wrote:1 seria vnaxe
ე.ი. წინ გაქვს ყველაფერი :დდდშეიძლება, რადგან უარყოფითში ვერ ქაჩავს.umca retigingebs rac sheexeba vfiqrob ideais ver gaxnorcielaba sheidzleba amis mizezad chavtvalot.ragaceebis uket gaketeba sheidzlebo,nu yoveltvis asea anonsebi ufro mravlismetyvelia vidre seria
ძაან უგულოდ გააკეთეს ბევრი რამ.
აქ ნამეტანი მოუვიდად ანონსსთან დაშორება ანონსი კი არა და, ზოგჯერ პოსტერებიც სხვა სერიალის მგონიაragac momentshi momwonda kidec vikys da meieris wyvili ravi moixdines ertmaneti
იცი, რა საყვარლები იყვნენ.
წყვილი უკეთესიც შეიძლებოდა რეჟისორს ( განსაკუთრებით სცენის დამდგმელ რეჟისორს :დ ), პროდიუსერს და სცენარისტს თავი რომ შეეწუხებინათ, მაგეამ... უკმაყოფილო არ ვარ ნამდვილად, თუმცა , ჩემი აზრით, წყვილი ბევრად კარგი მასალა იყო და სათანადოდ ვერ გამოიყენეს.მეც მაგ აზრზე ვარ.akasiaze metad viky uxdeboda
unda vuyuro mere aucileblad,sainteresoa shinaarsi aqvs da tan daspilerebis gareshe vuyureb,agar momiwevs lodini eg maicn aqvs + tore movkvdi medceziris velodebi yovel paraskevs :DDD
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
ფუ , გულს მირევს ეგ პერსონაჟიMariko wrote:vicky_fan wrote:ვინ იცის მაგ 30-40 სერიაში რამდენი სისულელე მოხდება. :დtelemundos fan wrote:10 noembers mtavrdeba da shsabamisad daxloebi 30-40 seria iqneba darchenili
პ.ს. ქ ვინმე უყურებთ ამ სერიალს?
es meieri xo sufta kretinia jer deda axla shvili
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
70 სერიის მეერე კი არა 7 სერიაზე ვარ და არც აქაა დადებითი პერსონაჟი. პირიქით მაღიზიანებს საშინლად. დაინახა თუ არა აკასია მაშინვე რაღაც გრძნობები გაუჩნდა მის მიმართ, ეს აშკარა იყო, როგორ გიჟივით იქცეოდა როცა სხვასთან ხედავდა.
მეიერის პერსონაჟზე დიდი შეცდომა დაუშვეს 70 სერიის მერე უარყოფითი გახადეს და მე პირადად არ მომწონს მისი შესრულება უარყოფით როლში. ზოგადად ნორმალურად ასრულებს აქ, თუმცა არ არის ძლიერი მსახიობი.
დედასთან და შვილთან ერთდროულად იყო. შვილთან კი არ მომხდარა არაფერი, კოცნას არ გაცილებიან, აგრამ მაინც. :დ
მიხარია თუ კოცნის იქით არ წასულა საქმე. მეგონა წავიდა და ნერვები მეთხრებოდა უკვე , ისეთი გიფები ვნახე რო...
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
ვაიმეეე ღმერთო რა ნაგავიაა. ვიცოდი რო რაღაც ისე ვერ იყო. ჯერ ხო 7 სერიაზე ვარ და უკვე არ მომწონს, თითქოს რაღაცას მალავს და მთლად გულწრფელი არააvicky_fan wrote:ჯერ სადაა დღეს გაიგებს, რომ ქმარიც ესტებანმა მოუკლა და იმედი მაქვს კრისტინა მოკლავს :დ
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
მე მგონია :დდ რო ვუყურებ ცუდი შთაბეჭდილება მაქვს მისდამი ძააანtiko_levymontes wrote:არადა ესტებანი თუ აქამდე მივიდოდა ვის ეგონა ისეთი ბუნჩულა სახე ქონდა თავიდან
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
Daviwye yureba ufro ariadnes gamo, dzaan momwons es gogo da am serialshi kargad tamashobs ase tu ise.
dasawyis seriebshi dzaaan momwons akacias personaji, ulisesis da akacias wyvili momwons ddzaan da mere ra etakeba am gogos da rogor sheuyvardeba estebani ar vici.
dasawyis seriebshi dzaaan momwons akacias personaji, ulisesis da akacias wyvili momwons ddzaan da mere ra etakeba am gogos da rogor sheuyvardeba estebani ar vici.
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
აი 70-ის მერე ნახავ განსხვავებას :დ მანამდე უბრალოდ ბრაზდება და თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ აკასიას მიმართ გრძნობა აქვს.70 სერიის მეერე კი არა 7 სერიაზე ვარ და არც აქაა დადებითი პერსონაჟი. პირიქით მაღიზიანებს საშინლად. დაინახა თუ არა აკასია მაშინვე რაღაც გრძნობები გაუჩნდა მის მიმართ, ეს აშკარა იყო, როგორ გიჟივით იქცეოდა როცა სხვასთან ხედავდა.
ისე ეგრევე რომ დაეწყო ეჭვიანობა და ა. შ. მთლად ბუნებრივად არ იყო, ჩემი აზრით.
მიხარია თუ კოცნის იქით არ წასულა საქმე. მეგონა წავიდა და ნერვები მეთხრებოდა უკვე , ისეთი გიფები ვნახე რო...
მაგ პერიოდში მხოლოდ აკასიას მიმართ გრძნობას მალავს. თავიდან საკუთარ თავსაც არ უნდა რომ გამოუტყდეს.აიმეეე ღმერთო რა ნაგავიაა. ვიცოდი რო რაღაც ისე ვერ იყო. ჯერ ხო 7 სერიაზე ვარ და უკვე არ მომწონს, თითქოს რაღაცას მალავს და მთლად გულწრფელი არაა
მე მხოლოდ რამდენიმე სცენაში მომეწონა. უნიჭოდ არ მიმაჩნია, მაგრამ როოგრც მსახიობს შარმი აკლია. სხვაგან როგორია, არ ვიცი, მაგრამ აქედან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.Daviwye yureba ufro ariadnes gamo, dzaan momwons es gogo da am serialshi kargad tamashobs ase tu ise.
ხო, საყვარელია ძაან :)dasawyis seriebshi dzaaan momwons akacias personaji
ბოლოს ვიგებთ, რომ არ ყვარებია.ulisesis da akacias wyvili momwons ddzaan da mere ra etakeba am gogos da rogor sheuyvardeba estebani ar vici.
vicky_fan- საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 33
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
araa, sxva ver atyobs, magram me vatyob ro kide ragacaas malavs. akacias gamochenamdecმაგ პერიოდში მხოლოდ აკასიას მიმართ გრძნობას მალავს. თავიდან საკუთარ თავსაც არ უნდა რომ გამოუტყდეს.
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: "La Malquerida"/"ცუდი საყვარელი"
cudi msaxiobi araa saertod, magram "vendavalshi" didad ar momewona misi amashi da imastan shedarebit dzaaan kargad tamashobs aq da isedac zogadad ar var ukmayofilo misi tamashit am serialshi, yovelshemtxvevashi jer-jerobitმე მხოლოდ რამდენიმე სცენაში მომეწონა. უნიჭოდ არ მიმაჩნია, მაგრამ როოგრც მსახიობს შარმი აკლია. სხვაგან როგორია, არ ვიცი, მაგრამ აქედან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Page 8 of 23 • 1 ... 5 ... 7, 8, 9 ... 15 ... 23
Similar topics
» გააგრძელებს თუ არა ხოსე ალბერთო კასტრო "La Malquerida"-ს ჩაწერას?!
» ცუდი გზა / Kötü Yol / Плохой путь
» natpe 2015-ის ყველაზე კარგი და ცუდი ლუქები
» საყვარელი სერიალები
» საყვარელი მსახიობები
» ცუდი გზა / Kötü Yol / Плохой путь
» natpe 2015-ის ყველაზე კარგი და ცუდი ლუქები
» საყვარელი სერიალები
» საყვარელი მსახიობები
Page 8 of 23
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum