Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Vote_lcap75%"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Vote_rcap 75% [ 41 ]
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Vote_lcap25%"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Page 7 of 23 Previous  1 ... 6, 7, 8 ... 15 ... 23  Next

Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by tiko_levymontes on Tue Nov 11 2014, 16:53

არადა ესტებანი თუ აქამდე მივიდოდა ვის ეგონა ისეთი ბუნჩულა სახე ქონდა თავიდან  "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3609870708
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 20

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by vicky_fan on Tue Nov 11 2014, 23:36

სერიალის, პერსონაჟების და მსახიობების შეფასება


 დავიწყებ იმით, რომ სერიალმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან განსხვავებული  ისტორიაა, არ არის ტიპიური ვარდისფერი და მარტივი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ  თითქმის მთელი სერიალის განმავლობაში ეს „ განსხვავებულობა“ + ვერ იყო, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.    ისტორიის განვითარებაც რთულად მიმაჩნია არა იმიტომ, რომ ინტელექტუალურად იყო რთული, არამედ მისი სირთულე გამოიხატება იმაში, რომ ბევრი ალოგიკურობითაა დატვირთული.  სერიალის დასაწყისი პოზიტიური და იმედისმომცემი იყო, რომ  ძლიერ დრამას ვნახავდით, თუმცა ეს იმედი 100 %-ით ვერ გამართლდა.
  უმეტესობას და პირადად მეც, სერიალის ყველაზე დიდ მინუსად სცენარის ადაპტაცია მიგვაჩნია.  სერიალის დასაწყისში ზედმეტად სწრაფად ვითარდება მოვლენები. კრისტინას ( ვიქტორია რუფო) პირველი ქმრის გარდაცვალების ( უფრო სწორად მკვლელობის) შემდეგ მისი და ესტებანის ( კრისტიან მეიერი) ურთიერთობა ისე გადაიზარდა სიყვარულში, რომ მათ ისტორიას დინამიურობა საერთოდ არ ჰქონია ( კიდევკარგი ის მაინც ათქმევინეს კრისტინას, რომ არ ვიცი, როდის შემიყვარდიო :დ ). ის კი თავიდანვე გვაჩვენეს, რომ ესტებანს უყვარდა კრისტინა. აკასიას ( არიადნე დიასი) დაბრუნების შემდეგაც ( ეს დაახლოებით მე-4 სერიაში ხდება) არარეალურად სწრაფად ვითარდება მოვლენები.  პირდაპირი მნიშვნელობით 1-2  დღეში თავდავიწყებით უყვარდება ქუჩაში გაცნობილი ბიჭი ულისესი ( მანე დე ლა პარა). ამათი  ურთიერთობა კიდე ცალკე „ შედევრია“ .  რის გამო ჩხუბობენ და როგდებიან, თვითონაც არ იციან.
დეტალებზე არ გავაგრძელბ საუბარს, შორს წაგვიყვანს.  ამ ზედმეტად დაჩქარებული მოვლენების მერე ისე იწელება სერიალი, რომ  ნახევარ სერიალზე მეტი ისე გავიდა, მთავარი ისტორიიდან მნიშვნელოვანი არაფერი არ მოხდა. სერიალის მთავარი მთავარი აზრი უნდა ყოფილიყო დედა-შვილის და მამინაცვლის სასიყვარულო სამკუთხედი, დედა-შვილს შორის ბრძოლა და დაპირისპირება ერთი კაცის გამო.  აქ მსგავსიც არაფერი იყო.   როცა სერიალის რეკლამისას თუ წარდგენისას ახსენებენ დედა-შვილის ბრძოლას და სასიყვარულო სამკუთხედს, მეცინება :დ კრისტინას და აკასიას შორის მართლაც იყო ჩხუბი ესტებანის გამო, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც უნდა ყოფილიყო. ისინი ჩხუბობდნენ, როგორც დედა-შვილი და არა როგორც ქალი და ქალი. ჯერ აკასია ხო ნახევარი სერიალის მერე მიახვედრეს, რომ ესტებანის მიმართ გრძნობა აქვს. ესტებანს თავიდანვე გაუჩნდა მის მიმართ გრძნობა.  მათი ურთიერთობა კიდე ისე დაიწყო ვითომც აქ არაფერიო. :დ ელემანტარული ცოტა აზრიანი დიალოგი მაინც უნდა ჰქონოდათ  თავიანთი ურთიერთობის შესახებ. მათი, როგორც წყვილის დრამა საერთოდ ვერ დავინახე, ვერ დავიჯერე, რომ მათი საქციელი, მათთვისაც მიუღებელი იყო.  მარტო იმ სიტყვების თქმა „ ეს არ შეიძლება“ და ა.შ. დიდი ვერაფერია. როცა ესტებანი განიცდიდა, რომ აკასიას მიმართ მისი ვნება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული კრისტინას მიმართ, მაშინ მართლა მეცოდებოდა. მაშინ ჩანდა პერსონაჟის დრამა.  სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ ესტებანი ასეთ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს იყო, ამიტომაც მისი  უცბად  ყველაფრის უკაცრავად და„ დაკიდება“ ვერ გავიგე.  ამის მერე გამიქრა მის მიმართ თანაგრძნობა.
 ახლა პერსონაჟებზე ვისაუბრებ. ძაან რომ არ გამიგრძელდეს პოსტი, მხოლოდ მთავარ სამეულს დავახასიათებ.  კრისტინათი დავიწყებ.
  კრისტინა არის ძლიერი ქალი. ის პირველ რიგში ქალია და მერე დედა. ეს ისე ძლიერად არაა გამოკვეთილი, როგორი მოლოდინიც მქონდა, მაგრამ მაინც შესამჩნევია. კრისტინა ქმრის სიკვდილის შემდეგ,  საკუთარ თავს მეორე შანს აძლევს იყოს ბედნიერი და დაქორწინდეს ესტებანზე მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი შვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.  იქიდან გამომდინარე, რომ აკასიამ ესტებანი არ მიიღო, კრისტინამ ის ბებიასთან და ბაბუასთან გაუშვა საცხოვრებლად . ეს ინიციატივა კრისტინას დედას ეკუთვნოდა. კრისტინა თავიდან ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ აკასია მაინც გაუშვა. მას ეგონა, რომ ის მალე დაბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. კრისტინას ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის, რომ უნდოდა თუ არ უნდოდა, შვილს მაინც ქმარი ამჯობინა.  რა თქმა უნდა დედა-შვილს ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ერთად რომ არ ცხოვრობდნენ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მითუმეტეს მაშინ აკასია ძალიან პატარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრისტინას ამ საქციელს ვერაფრით ვერ გავამართლებ,  მას ცუდი დედა ნამდვილად არ ეთქმის. 10 წლის შემდეგ აკასია დაბრუნდა და დედა-შვილი ნელნელა დაახლოვდა.
ეს 10 წელი კრისტინა ძალიან ბედნიერი იყო. უზომოდ უყვარდა ესტებანი. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტადაც.  ესტებანსაც ძალიან უყვარდა და ეს კარგადაც ჩანს სერიალში. ალბათ ამიტომაც კრისტინა ყოველთვის ბრმად ენდობოდა და პრინციპში   ესტებანი როგორიც იყო თავიდან და დიდი ხნის განმავლობაში, ნამდვილად იმსახურებდა კრისტინას ნდობას.
ზოგი მიიჩნევს, რომ კრისტინას შეცდომა იყო, როცა ესტებანის და აკასიას დაახლოებას ცდილობდა ( სერიალშიც ფაქტობრივად კრისტინას დაბრალდა მათი ურთიერთობა :დ).  ეს აზრი არ მესმის  და არანაირად არ ვეთანხმები.  კრისტინას სურვილი ბუნებრივია. მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ მის ქმარ-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ.  კრისტინას მცდელობამ თუ ესტებანის გრძნობა გააძლიერა, ეს კრისტინას ბრალი არაა. მან ხომ არ იცოდა ესტებანის გრძნობების შესახებ. ან როგორ უნდა მიხვედრილიყო. ეს ასეთი ადვილი საფიქრებელი არაა ბოლოს და ბოლოს საქმე საკუთარ შვილს და ქმარს ეხება.  ქმარს, რომელიც მის შვილს ბავშვობიდან იცნობდა და როგორც მამა ისე ეთამაშებოდა მას.
მე პირადად შემიყვარდა ეს პერსონაჟი. განსხვავებდა ვიკის სხვა პერსონაჟებისგან და ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია მის კარიერაში. პერსონაჟს მხოლოდ ერთი მხარე არ აქვს. ერთი პერიოდი ძალიან საყვარელი და ე.წ. ბუნჩულახასიათიანი იყო :დ მაგრამ რომ არ დაუფასდა, სხვა ხასიათიც მოირგო. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ თავს არც შვილს აჩაგვრინებს და არც ქმარს. ხმის აწევასაც არ პატიობს არცერთს ეგრევე ყბაში სდებს ორივეს.  :დ  საკმაოდ ძლიერი ხასიათი აქვს. შენიშვნები ამ პერსონაჟზეც მაქვს, მაგრამ აქ ისეთი შეცდომა არ დაუშვიათ, რაც სერიალზე უარყოფით გავლენას მოახდენდა, ამიტომ დეტალების არ ჩავუღრმავდები.
ახლა „ ძვირფასი“  ესტებანი განვიხლოთ :დ
საკმაოდ რთული პერსონაჟია იდეაში და თეორიულად, ზედმეტად რთული მეიერისთვის.
თავიდან ისეთი პატიოსანი, თბილი და მოსიყვარულეა. :დ დიდი ხნის განმავლობაში ის მართლა ებრძვის აკასიას მიმართ გრძნობას, მაგრამ ვერაფერს უხერხებს. პარალელურად კრისტინაც უყვარს და ცდილობს მისი სიყვარული შეინარჩუნოს, არ უნდა მისი დაკარგვა.
მიუღებლად მიაჩნია, რასაც აკასიას მიმართ გრძნობს და ამის გამო იტანჯება.  როცა გაიგო, რომ  ალეხანდრაზე ( აფრიკა სავალა) მამა ძალადობდა ( ეს ტყუილი იყო), საკმაოდ განიცადა საკუთარი თავი და აკასია გააიგივა ამ ფაქტთან და ისე შეძრწუნდა, ვიფიქრე, აწი აღარ იფიქრებს აკასიაზე-თქო, მაგრამ...  მომწონდა ასეთი ესტებანი.  ჩემი აზრით, ასეთი უფრო აზრანი იყო.  დაახლოებით 60 სერიის მერე კი ვიგებთ, რომ თურმე ალონსო ( კრისტინას ქმარი) მას მოუკლავს, რადგან კრისტინა უყვარდა და უნდოდა მისი ყოფილიყო.  ესტებანის მკვლელად გამოყვანა არის ყველაზე დიდი აბსურდი ამ სერიალში. ეს არც მის ხასიათში ჯდება და არც სიუჟეტში. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ცვლილება მერე ჩაამატეს სცენარში და მგონი ასეც იყო რეალურად. მერე უცბად ურჩხულად აქციეს. ეს კიდე მეორე სისულელე. არარეალურია ეს ყველაფერი, რადგან ადამიანები ასე რადიკალურად არ იცვლებიან. მოკლედ ბევრი შეცდომა დაუშვეს ამ პერსნაჟში. ის რომ თავიდანვე უარყოფითი ყოფილიყო, უფრო აზრიანი გამოვიდოდა.
 
აკასია. ამ პერსონაჟზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი.
ეს გოგო ცალკე უკიდურესობაა.  არაა კარგად გაკეთებული პერსონაჟი. 10 წლის   ლამის ზრდასრულ ადამიანად იყო გამოყვანილი , 18 წლის ასაკში  კი ბავშვად აქციეს. ძაან სულელი იყო მრავალი სერიის განმავლობაში. მხოლოდ ბოლოსკენ გამოჩნდა მისი ხასიათი, თუმცა დალაგებულად მაინც ვერ გავიგე მე :დ
თავიდან საყვარელი იყო, მერე აურია. თუ რამე შეცდომა დაუშვა, მხოლოდ თავისი სისულელით მოუვიდა.  ბევრი მას მსხვერპლად მიიჩნევს. გარკვეულწილად ასეც არის, თუმცა რადგან ესტებანს მანაც იგივეთი უპასუხა, მისი მსხვერპლად წარმოჩენა და დამნაშავედ მხოლოდ ესტებანის გამოყვანა არ მიმაჩნია სწორად.
 
რაც შეეხება კრისტინას და ესტებანის წყვილს, ამ წყვილზე აზრთა სხვადაოსხვაობაა, რაც ბუნებრივია. მე პირადად მომწონს ეს წყვილი. თავიდან არ მეგონა თუ ასე მომეწონებოდა, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი :დ ვერ ვიტყვი, რომ ვიქტორიას და კრისტიანს გადასარევი და გასაგიჟებელი ქიმია აქვთ, მაგრამ დამაკმაყოფილებლად შეიძლება რომ მივიჩნიოთ. ძაან საყვარლები იყვნენ, ლამაზი და დასამახსოვრებელი სცენებიც ჰქონდათ.  ცოტ-ცოტა ყველაფერია მათ წყვილში.  ზოგი სცენა რომ უკეთესად დაედგათ, კარგი იქნებოდა. :/ + მათ, როგორც წყვილის ისტორიას უფრო ძლიერი ემოციური დატვირთვა რომ ჰქონოდა, ესეც კარგი იქნებოდა. კი დააპირეს მსგავსი რამ, არტურო პენიჩეს პერსონაჯი შემოიყვანეს და  წესით მათი სამკუთხედი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პენიჩეს გმირს სახალხო დამცველის ფუნქცია მიაკუთვნეს :დ  მოკლედ  შენიშვნები მაქვს, მაგრამ   ეს შენიშვნები კონკრეტულად ვიკის და კრისტიანს არ უკავშირდება წყვილით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. J
სხვათაშორის ჩხუბის სცენები ჰქონდათ საკმაოდ კარგი. ზოგი იმასაც კი ამბობდა როცა ჩხუბობენ, მაშინ უფრო ოგვწონს მათი წყვილიო. :დ
აკასიას და ესტებანის წყვილს ვერ შევაფასებ. აქაც აზრთა რადიკალური სხვაობებია ბევრს მოსწონს, ბევრს არა. მე პირადად განსაკუთრებულს ვერაფერს ვატყობ. ეტყობა პერსონაჟების ბრალიცაა, რომ სიმპათიით ვერ განვეწყვე...
სცენების დადგმა ვახსენე და ვიტყვი, რომ  სერიალში  სცენების უმეტესობის დადგმა არ მომწონს. ზოგი ისეთი სცენა იყო, რომ ვერ გაიგებდი ვინ სად, რატომ და „ვაფშე“ ვისთან იყო :დ ზოგი მნიშვნელოვანი სცენა არაეფექტურად იყო დადგმული. სადაც მეტი დრამა უნდა ყოფილიყო, ნაკლები იყო და ა. შ.
 
ახლა ფინალს მიმოვიხილავ მოკლედ.
კრისტინამ გაიგო,რომ აკასიამაც უპასუხა ესტებანს გრძნობაზე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შვილს არასოდეს აპატიებდა. დედა-შვილის ჩხუბი საკმაოდ კარგი სცენა იყო და გული დამწყდა მსგავსი სცენა მხოლოდ ერთი რომ იყო და ისიც ბოლო სერიაში. პირიქით რომ ყოფილიყო, სერიალი ბევრად ძლიერი გამოვიდოდა. ერთი სიამოვნება იყო  იმის ყურება, როცა კრისტინამ ფაქტობრივად უარყო შვილი. აკასია ეუბნებოდა, რომ ჰასიენდიდან სამუდამოდ მიდიოდა და აღარასოდეს დაბრუნდებოდა, კრისტინამ კი მშვიდი, თუმცა ცივი სახით ისე რომ წარბიც არ შეუხრია უპასუხა „ ძალიან კარგი აკასია!“...   აქ კი შემეცოდა ეს გოგო :დ
მაგრამ მერე ესტებანის და მისი დიალოგი  მოისმინა. ესტებანს აკასიას წაყვანა უნდოდა, მაგრამ ის არ მიყვებოდა. კრისტინა   მოისმინა,რომ აკასია მართლა განიცდიდა, რაც გაუკეთა დედას. ამის მერე კრისტინამ ხელი შეუშალა და არ მისცა უფლება აკასია წაეყვანა. მერე იჩხუბეს იყვირეს, იწივლეს და ესტებანმა აღიარა, რომ აკასიას გამო მანუელი მოკლა იგივე გავაკეთე წლების წინ შენ გამოც და ალონსო მოვკალი, რომ შენ ჩემთან ყოფილიყავიო.
ამაზე რა თქმა უნდა გადაირია დედა-შვილი. მერე ესტებანმა აკასია დაიჭირა იარაღი მიადო შუბლზე, მერე გაუშვა და ახლა კრისტინა დაიჭირა ( ასე გამოეთხოვა ორივეს თუ რა იყო ეს არ ვიცი :დ), მერე ნორბერტოსთვის უნდა ესროლა და აკასიას მოხვდა. აკასია სიკვდილის პირასაა, პატიებას სთხოვს დედას, კრისტინაც რა თქმა პატიობს ყველაფერს. გადის რამდენიმე კვირა.  ესტებანი ციხეში ჩასვეს. ალეხანდრას და ხერმანის ქორწილში კრისტინა შავი კაბითაა მისული ( მაინც არ მიფიქრია, რომ აკასია მოკვდა :დ) მერე აკასიაც გამოჩნდა.
ულისესსაც შეურიგდა და ერთად დარჩნენ. ბენავენტედან წავიდნენ ყველანი. ჰექტორმა კრისტინას იტალიის ბილეთი აჩუქა დაგელოდებიო. წავიდოდა ალბათ :დ
კარგი სცენა იყო, როცა კრისტინამ ესტებანთან გადაღებული ფოტოები დაწვა. თან მიაძახა „ ადიოს პარა სიემპრე მალდიტო“-ო :დ
ბოლოს დედა-შვილის სცენით დამთავრდა. <3
ოფიციალური ფინალი ასე თუ ისე სამართლიანი იყო.  კრისტინას სიკვდილს არანაირი გამართლება არ ექნებოდა. რისთვის უნდა მომკვდარიყო არ იმსახურებდა. აკასია კი შემეცოდებოდა, მაგრამ მისი სიკვდილი უფრო განსხვავებულს გახდიდა ფინალს. ვიქტორიამ თქვა უკეთესი იქნებოდა მე რომ მომეკლა ესტებანიო და ვეთანხმები. :დ
 
ალტერნატიული ფინალები არ მომეწონა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავისუფალ დროს მსახიობები და გადამღები ჯგუფი გაერთნენ და თოფობანა ითამაშეს. :დდ
ახლა მსახიობებს შევაფასებ.
დავიწყებ კრისტიან მეიერით. მეიერი არ არის ძლიერი მსახიობი, ემოცია აკლია და როლში სწრაფად შესვლა უჭირს, თუმცა მალკერიდაში მაინც ჰქონდა სცენები, სადაც მომეწონა.  ნორმალურად ასრულებდა სანამ გააუარყოფითებდნენ. საერთოდ არ მომეწონა უარყოფითში მისი შესრულება.
არიადნე დიასი. არც არიადნეა ძლიერი მსახიობი, თუმცა უნიჭო ნამდვილად არაა. ჯერ ახალგაზრდაა და წინ აქვს ყველაფერი. თუ იმუშავებს საკუთარ თავზე, დაიხვეწება.
თითქმის მთელი სერიალის განმავლობაში ნამდვილად ვერ აღვფრთოვანდი მისი თამაშით. ძაან უენერგიოთ იყო და მისი სცენები ვერ მაინტერესებდა. 116 სერია ( მთელი სერიალი) საჭირო იყო თუ არ იყო საჭირო, ყველაფერზე ატირებდნენ. აქ ბუნებრივია ჩნდება კითხვა ვიქტორიას ფანი სხვას როგორ უთვლის ტირილსო, მაგრამ ვიტყვი, რომ ვიქტორია ყველაფერზე და უაზროდ არასოდეს არ ტირის :დ  + როცა ტირის, მისი ცრემლები დამაჯერებელია და ამ  შემთხვევაში ეს ყოველთვის ასე არ იყო.  ბოლოსკენ მომეწონა  არიადნე, უკეთესი იყო. მანუელის სიკვდილის სცენაში მომეწონა  და კიდევ ჰქონდა რამდენიმე კარგი სცენა. პროფესიულ ზრდას ვუსურვებ ამ გოგოს, რადგან როგორც ვატყობ, ნამდვილი მსახიობების დეფიციტია, ამიტომ ვისაც ნიჭი აქვს, მაქსიმალურად უნდა განავითაროს. J
ახლა ჩემი ქუინი :დ <3 ვიქტორია რუფო. ვიკის რა დახასიათება უნდა მარტო მისი სახელი და გვარიც კმარა, მაგრამ რადგანაც ყველგან და ყველამ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ვიკის დაუთმო, მე როგორ ვიყო სიტყვაძუნწი? :დ
ნახევარი სერიალი არც მას ჰქონია ისეთი ძლიერი სცენები, მაგრამ  იმ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სცენებშიც იგრძნობოდა მისი მაღალი დონე. რომ არა ვიკი, ეს სცენები შეუმჩნეველი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ასეთი ძლიერი ენერგეტიკა სხვა სერიალში არ ჰქონია.  საკმარისი იყო მისი გამოხედვა და გამომეტყველება. რასაც ჰქვია თვალებით თამაშობდა.  ჩხუბის სცენებში იყო უმაგრესი, ძაან ბუნებრივი. მასე რომ ვინმემ მიაღრიალოს ან მგლიჯოს სახეში, ალბათ იქვე დავლევ სულს :დ ვიცი, რომ მართლა ასე გამეტებით არ ურტყამენ სერიალებში, მაგრამ ვიკის 1-2-ჯერ ნამეტანი მოუვიდა, ვეღარ მოზომა ეტყობა :D
დრამატული სცენები უმაგრესად შეასრულა.  ძალიან დამაჯერებელი იყო1000000%-ით  მიიტანა კრისტინას ტანჯვა მაყურებლამდე. უდიდესი ემოცია ჩადო როგორც ხმაში, ისე თითოეულ მიმიკაში.
არ შემიძლია არ აღვნიშნო სცენა, რომელშიც გაიგო ესტებანის და აკასიას შესახებ. ცოტა სულელურად და დაგვიანებით კი გააგებინეს, მაგრამ ისეთი შესრულება ჰქონდა ვიკის, გარემოებებისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. კრისტინამ ხომ გაანადგურა ესტებანი, ვიქტორიამაც გაანადგურა მეიერი. მოულოდნელი იყო-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ მეიერი ასე ხესავით არ იდგებოდა. ვიქტორია ტყავიდან ამოხტა ისე გამწარდა და მეიერი .... :////  ვიქტორიას შესრულებას ყველა აპლოდისმენტებით შეხვდა. მოკლედ ძაან აღარ გავაგრძელებ. ვიკი, რომ  მაგარი მსახიობია ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა დროის საუკეთესო პროტაგონისტია და ღირსეულად უკავია ის ადგილი, რომელიც უკავია, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა ტიტული ( ქუინი, სერიალების და ა. შ. ) დამსახურებულად აქვს. J თუ დამიჯერებთ, მართლა არ ვარ სუბიექტური ვიკის შეფასებისას. J  დეტალურად თუ განვიხილავთ მსახიობების შესრულებას, ვიქტორიას ვერ აჯობებს ვერავინ. ყველაზე მეტი დადებითი შეფასება სწორედ ვიკიმ დაიმსახურა J  მის  გამო ნამდვილად მიღირდა  ამ სერიალის თითქმის ერთწლიანი ლოდინი და მერე კიდე ის წვალება, რაც  მოჰყვა ბონუსად :დ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებო,  ვიკის ფოტოების   ფოლდერი  5 ათასზე მეტი  ფოტოთი გავზარდე :დ
ისე,  მისი ცრემლები კი დამაკლდა. არ ვხუმრობ, მართლა დამაკლდა :დ  აქამდე სერიალი „ ვიქტორია“ იყო, სადაც თითქმის არ უტირია და ახლა „ მალკერიდამ „ ვიქტორიასაც“ აჯობა :დ 
  საბოლოოდ იმას ვიტყვი, რომ სერიალი ჩავარდნას გადაურჩა.  ყველაზე ცუდი ისაა, რომ საფუძველი, მასალა და მსახიობებიც უწყობდა ხელს, რომ ბევრად კარგი სერიალი გამოსულიყო, ვიდრე გამოვიდა. ზოგ როლზე უკეთესი ვარიანტებიც არსებობდნენ, მაგრამ არაუშავს... უმეტესად ნამდვილად კარგი მსახიობები არიან. იგნასიო ლოპეს ტარსო, სილვია მარისკალი, რაკელ ოლმედო, ალბერტო ესტრელა, გილერმო გარსია კანტუ, საბინა მუსიე, აფრიკა სავალა, ფაბიან რობლესი - ყველა კარგი იყო ნამდვილად. J  სერიალი ბოლო ერთი თვე სავალდებულო რეიტინგს იღებდა და ბოლო სერიებში 24 პუნქტს გადასცდა ( სავალდებულო 18-ია) თავის დროზე რომ ყოფილიყო საინტერესო სერიები და მთავარი ამბავი წინ წამოწეული, გაცილებით მეტ მაყურებელს დააგროვებდა და რეიტინგიც უფრო მაღალი ექნებოდა.  მექსიკის გარეთ უფრო წარმატებით მიდის.   სანამ დაიწყებოდა, 70-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა. ამაში უდიდესი წვლილი ვისაც მიუძღვის სხვადასხვა ქვეყნების პრომოებს თუ გადავხედავთ, გასაგები იქნება. :დ J
მოკლედ ძაან კი ვიბოდიალე და რა ვიბოდიალე არ ვიცი. მგონი კარგი არაფერი დამიწერია სერიალზე  და ვისაც ყურების სურვილი გქონდათ, იმედია ეს სურვილი არ ჩაგიკალით :დ ყველაფერზე არ გამიმახვილებია ყურადღება,  ძირითად იმ საკითხებს შევეხე, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო. შევეცადე, რომ ობიექტური ვყოფილიყავი. არ ვიცი ეს რამდენად გამომივიდა...  J წინასწარ დიდი მადლობა, ვინც ამხელა პოსტს წაიკითხავს.   მეტი მოკლედ ვერ დავწერე :დ  იმედია თავი არავის შევაწყინე. J


Last edited by vicky_fan on Wed Nov 12 2014, 01:09; edited 1 time in total
vicky_fan
vicky_fan

საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 28

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by vicky_fan on Tue Nov 11 2014, 23:38

Tiko Villalobos wrote:არადა ესტებანი თუ აქამდე მივიდოდა ვის ეგონა ისეთი ბუნჩულა სახე ქონდა თავიდან  "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3609870708
აბაა  "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3652177231
პ.ს. ალტერნატიულ ფინალებზე შენი ვერსია გამართლა :)
vicky_fan
vicky_fan

საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 28

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by vicky_fan on Wed Nov 12 2014, 00:12

ვერასოდეს წარმოვიდგენდი ვიკის სერიალში შვილი მკვდომოდა და ეს ცოცხალი დარცენილიყო. :დდდ


"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 0lbsi
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Sawu6
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3td6e
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Yjyyl
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 91y45
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Rrcp6


Last edited by vicky_fan on Wed Nov 12 2014, 00:19; edited 1 time in total
vicky_fan
vicky_fan

საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 28

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by vicky_fan on Wed Nov 12 2014, 00:14

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 8y802
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 10pfs
vicky_fan
vicky_fan

საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 28

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by vicky_fan on Wed Nov 12 2014, 00:18

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 61dad4eb17568e9e7b57f70a94b2f4c7
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 E00196da490196936d377714c8e0ddc6
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 F6ff3d8bfc97d029cba135fbd69e612e
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 A8ec5a611aa79fed078f61616be738c8
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Ce9d56a8d1093b47cdaec2ea04e7a860


"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3039010254

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 B711ce1a452ab20d641fbdf1ed2127e4
vicky_fan
vicky_fan

საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 28

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by maite perroni on Wed Nov 12 2014, 10:10

vicky_fan wrote:"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 61dad4eb17568e9e7b57f70a94b2f4c7
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 E00196da490196936d377714c8e0ddc6vuyure momewona viki magram bolos ar midoda ase damatavrebuliyo 
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 F6ff3d8bfc97d029cba135fbd69e612e
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 A8ec5a611aa79fed078f61616be738c8
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Ce9d56a8d1093b47cdaec2ea04e7a860


"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3039010254

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 B711ce1a452ab20d641fbdf1ed2127e4
maite perroni
maite perroni

საყვარელი სერიალი : cuidado con el angel " Kaderimin Yazıldıgı Gün
პოსტების რაოდენობა : 3101
დაბადების თარიღი : 12.03.00
ქულები : 3298
ასაკი : 19

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by eric von on Wed Nov 12 2014, 11:22

vuyue finals da rogorc yoveltvis televisas stilshi aris gadagebuli
sheidzleboda ufro tagikuli finali gaeketebina
finalma 24.4 punqti aigo
eric von
eric von

საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 26

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by Bennu ♥ on Wed Nov 12 2014, 16:47

მოიცა ალტერნატიური ფინალი რას ქვია??/
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 22

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by tiko_levymontes on Wed Nov 12 2014, 19:23

vicky_fan wrote:ვერასოდეს წარმოვიდგენდი ვიკის სერიალში შვილი მკვდომოდა და ეს ცოცხალი დარცენილიყო. :დდდ
"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3652177231 "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3652177231 "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 3652177231
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 20

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by tiko_levymontes on Sun Dec 07 2014, 09:36

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Zw7qj"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 01b9k"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 1y45d
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 20

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by Danna.G on Sun Dec 07 2014, 18:55

იმედმა ლათინურების დაბრუნება თუ გადაწყვიტა ,ამას უეჭველი იყიდის :დ
Danna.G
Danna.G

საყვარელი სერიალი : Pasion de gavilanes . Alguien te mira.Amantes del desierto
პოსტების რაოდენობა : 637
დაბადების თარიღი : 21.03.25
ქულები : 635
ასაკი : 94

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by natalia-natis on Sun Dec 07 2014, 19:54

rame  informacia  ici? :D
natalia-natis
natalia-natis

საყვარელი სერიალი : La Que No Podia Amar
პოსტების რაოდენობა : 249
დაბადების თარიღი : 10.03.90
ქულები : 249
ასაკი : 29

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by vicky_fan on Sun Dec 07 2014, 21:44

sheidzleboda ufro tagikuli finali gaeketebina

სერიალი ხო იყო დრამა და ტრაგედია? ფინალიც  შესაბამისი. :დ
მოიცა ალტერნატიური ფინალი რას ქვია??/
ანუ სულ გადაიღეს 4 ფინალი და აქედან ერთ-ერთი დატოვეს ოფიციალურად ( დაიწერა, რომ სხვა ქვეყნებმა შეიძლება სხვა ფინალით დაასრულონ. სურვილის შესაბამისად), დანარჩენი 3 ფინალი კი მხოლოდ ტელევისას გვერდზე დაიდო.

იმედმა ლათინურების დაბრუნება თუ გადაწყვიტა ,ამას უეჭველი იყიდის :დ
ისე, კი არის უკვე დრო, რომ ვიკის სერიალი გაუშვან :დ ერთ წელზე მეტია არ ყოფილა "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 769468828
vicky_fan
vicky_fan

საყვარელი სერიალი : La Madrastra, Alborada
პოსტების რაოდენობა : 952
დაბადების თარიღი : 21.03.91
ქულები : 962
ასაკი : 28

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by Danna.G on Mon Dec 08 2014, 22:08

natalia-natis wrote:rame  informacia  ici? :D
არაფერი ვიცი ისეთი  :დ უბრალოდ ვიქტორია რუფოს სერიალს არ გაუშვებენ ხელიდან ,თუ ოდესმე ლათინურების მასიური გაშვება დაიწყეს . 
რუსთავი 2ს და იმედს ჰყავდა ამოჩემებული მსახიობები და მათ ნებისმიერ ახალ სერიალს უშვებდნენ.  რუფოს,ჩიმაროს, სილვია ნავაროს ,კატერინ სიაჩოკეს,დანა გარსიას,ედიტ გონსალესს.. კიდე რამდენია "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 494117340
Danna.G
Danna.G

საყვარელი სერიალი : Pasion de gavilanes . Alguien te mira.Amantes del desierto
პოსტების რაოდენობა : 637
დაბადების თარიღი : 21.03.25
ქულები : 635
ასაკი : 94

Back to top Go down

"La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი" - Page 7 Empty Re: "La Malquerida"/"ცუდი  საყვარელი"

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 7 of 23 Previous  1 ... 6, 7, 8 ... 15 ... 23  Next

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum