Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ნინა დობრევი/სიახლები Vote_lcap75%ნინა დობრევი/სიახლები Vote_rcap 75% [ 41 ]
ნინა დობრევი/სიახლები Vote_lcap25%ნინა დობრევი/სიახლები Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ნინა დობრევი/სიახლები

3 posters

Page 1 of 4 1, 2, 3, 4  Next

Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:14

ამ თემაში დაიდება ახალი ამბები,ჭრები ნინა დობრევზე
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:18

ნინა დობრევი/სიახლები Aazknl
2015 წლის People's Choice Awards-ი გუშინ ლოს ანჯელესში, ნოკიას თეატრში გაიმართა, რომელიც ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი.

წარმოგიდგენთ გამარჯვებულთა სიას და ფოტოგალერეას:
იხილეთ ფოტოგალერეა

წლის ფილმი: "მალეფისენტი"
ფავორიტი კინომსახიობი მამაკაცი: დობერტ დაუნი უმცროსი

ფავორიტი კინომსახიობი ქალი: ჯენიფერ ლოურენსი

ფავორიტი კინოწყვილი: შეილინ ვუდლი და თეო ჯეიმსი - დაივერჯენთი

საუკეთესო კინო-კომედია:

22 Jump Street

საუკეთესო დრამა: "ბედის ვარსკვლავის ბრალია"

ფავორიტი სერიალი: "დიდი აფეთქების თეორია"

საუკეთესო დუეტი სერიალში: ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი - ”ვამპირის დღიურები”

ფავორიტი კაცი მომღერალი: ედ შირენი

ფავორიტი ქალი მომღერალი: ტეილორ სვიფტი

ფავორიტი ჯგუფი: "მარუნ 5"

ფილანტროპული საქმიანობისთვის კი ჯილდო გადაეცა ბენ აფლეკს.

People's Choice Awards არის დაჯილდოება, სადაც ხალხი იჩევს გამარჯვებულს ონლაინ ხმის მიცემით.
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:23

ნინა დობრევი/სიახლები Zschl
წელიწადზე მეტია, რაც პოპულარულ სერიალ "ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი კოლეგა ნინა დობრევს დაშორდა, თუმცა, როგორც ჩანს, ზებუნებრივის მიმართ ლტოლვა მსახიობს ჯერ ისევ არ განელებია.
მისი ახალი გატაცება "ბინდის" მონაწილე ნიკი რიჩია. წყვილი ბოლო დროს არაერთხელ შენიშნეს ერთად, თუმცა რიდი და სომერჰალდერი მხოლოდ მეგობრებივით იქცეოდნენ. რამდენიმე დღის წინ კი პაპარაცემა წყვილი მაშინ გადაიღეს, როდესაც მორიგი სეირნობის დროს ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებოდნენ.

შესაძლოა, 35 წლის მსახიობი მეგობრულ სინაზეს გამოხატავს, თუმცა მისი თაყვანისმცემლები ეჭვობენ, რომ წყვილს შორის მეგობრობაზე მეტია. მათ ურთიერთობის დამალვის მიზეზი ნამდვილად

აქვთ - რიდი ნინა დობრევის საუკეთესო მეგობარია. როცა დაქალი შენს ყოფილ შეყვარებულთან რომანს აბამს, ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
შესაგხსენებთ, შარშან ნინა დობრევისა და იან სომერჰალდერის შერიგების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. წყვილი წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა ერთად და ერთადაც პოზირებდა. თუმცა, ისინი ამის შემდეგ ერთად აღარ უნახავთ და ჭორებიც მალე გაქარწყლდა.

აღსანიშნავია, რომ იანის და ნიკის პაპარაცული ფოტოების გავრცელების შემდეგ ნინამ დაქალი სოციალურ ქსელში მეგობრების სიიდან წაშალა და მისი ყოფილი ქმარი დაიმეგობრა.
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:26

ნინა დობრევი/სიახლები 2eokuwl
11 აგვისტოს ამერიკულმა ტელეკომპანია Fox-მა მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის სფეროში მიღწევებისთვის ცნობილ ადამიანებს ტრადიციული Teen Choice Awards-ის ჯილდოები გადასცა. წელს ლოს-ანჯელესში გამართულ ცერემონიალს ლუსი ჰეილი და დარენ კრისი უძღვებოდნენ. Gibson Amphitheatre-ში ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ნინა დობრევი, მაილი საირუსი, იან სომერჰალდერი, კერი ვაშინგტონი, ხლოია მორეცი, სელენა გომესი და სხვები.

"საუკეთესო ტელემსახიობი ქალის" ნომინაციაში გამარჯვება ლი მიშელმა მოიპოვა. სერფინგის დაფა წილად ხვდა ასევე მაილი საირუსს, დემი ლოვატოს, რებელ უილსონსა და ჯიმ პარსონსს. ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი, რომლებიც რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ 2013 წლის მაისში დაშორდნენ ერთმანეთს, "ვამპირის დღიურებში" შესრულებული როლებისთვის დააჯილდოვეს. თინეიჯერების გულებში "ვამპირის დღიურებმა" "ბინდის" საგა დაჩრდილა.

Teen Choice Awards-ის პირველი დაჯილდოების ცერემონია 1999 წელს გაიმართა. გამარჯვებულების გამოვლენა 13-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდთა გამოკითხვის საფუძველზე ხდება. Teen Choice Awards 2013-ს გამარჯვებულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

"საუკეთესო გუნდი" - One Direction
"საუკეთესო საზაფხულო ტური" - One Direction
"საუკეთესო ჯგუფური სინგლი" - Live While We’re Young, One Direction
"საუკეთესო სიმღერა სიყვარულის შესახებ" - Little Things, One Direction
"საუკეთესო კომიკოსი მსახიობი ქალი" - რებელ უილსონი, Pitch Perfect
"საუკეთესო კომიკოსი მსახიობი მამაკაცი" - სკილარ ასტინი, Pitch Perfect
"ბოროტი პერსონაჟის საუკეთესო შემსრულებელი" - ადამ დეივაინი, Pitch Perfect
"საუკეთესო სიმღერა განშორების შესახებ" - Come And Get It, სელენა გომესი
"პოპ-ვარსკვლავი" - სელენა გომესი
"hot-გოგო" - სელენა გომესი
"საუკეთესო ტელესერიალი" - "პატარა მატყუარები"
"ზაფხულის ტელევარსკვლავი" (ქალი) - ლუსი ჰეილი, "პატარა მატყუარები"
"ზაფხულის ტელევარსკვლავი" (მამაკაცი) - კიგან ალენი, "პატარა მატყუარები"
"საუკეთესო ტელეკომედია" - "გუნდი"
"საუკეთესო ტელემსახიობი ქალი" - ლია მიშელი
"დრამატული ჟანრის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი" - ლორან ლერმანი, პერკი ბიტია Wallflower
"საუკეთესო დრამატული ფილმი" - "კარგია იყო წყნარი"
"საუკეთესო მომღერალი ქალი" - დემი ლოვატო
"საუკეთესო სინგლი" - Heart Attack, დემი ლოვატო
"ფანტასტიკური

ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი)" - იან სომერჰალდერი, "ვამპირის დღიურები"
"ფანტასტიკური ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი (ქალი)" - ნინა დობრევი, "ვამპირის დღიურები"
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:29

ნინა დობრევი/სიახლები M75n9y
მსახიობი ნინა დობრევი კოლეგას და საყვარელ იენ სომერჰოლდერს, რომელთან ერთადაც სერიალ "ვამპირის დღიურებში" თამაშობს, საბოლოოდ დაშორდა. ჟურნალ Cosmopolitan-თან ვარსკვლავმა პირველად ისაუბრა 34 წლის იენთან განშორების შესახებ და განაცხადა, რომ ამ დაშორების შემდეგ ბევრ რამეზე შეეცვალა შეხედულება.

წყვილის რომანი მაისში დასრულდა. მაშინ მას მეგობარი ჯულიანა ჰიუ ამშვიდებდა. კითხვაზე, როგორ მოაწყო პირადი ცხოვრება იენთან განშორების შემდეგ, ნინა აღიარებს, რომ მამაკაცებთან პაემანზე ის "ძველმოდურად მგრძნობიარე" ხდება.

"ბევრი რამ უნდა შევიტყო მამაკაცზე, სანამ შემიყვარდება. მე არ ვარ გოგონა ერთი ღამისთვის, მე ვარ გოგონა ურთიერთობისთვის",

- აცხადებს დობრევი.

ნინამ თავის იდეალურ მეორე ნახევარზეც ისაუბრა.

"მიზიდავს ჭკუა, ნიჭი და იუმორი. კარგ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი ნამდვილად იქცევს ყურადღებას, მაგრამ მე ყურადღებას ისეთებსაც ვაქცევ, რომლებიც დიდ ძალისხმევას არ ახმარენ იმას, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. მიყვარს "დაუდევარი" სტილი, თითქოს მამაკაცი ეს-ესაა საწოლიდან ადგა, მაგრამ მაინც ძალიან სექსუალურია", - განაცხადა დობრევმა.

მიუხედავად იმისა, რომ იენის და ნინას 3 წლიანი რომანი დასრულდა, ისინი მეგობრებად დარჩნენ და სერიალ "ვამპირის დღიურებში" კვლავ ერთად განაგრძობენ თამაშს.
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:33

ნინა დობრევი/სიახლები Jsg486
Victoria's Secret-ის მოდელებმა ყველაზე სექსუალური ვარსკვლავების რეიტინგი გამოავლინეს. რეიტინგს What Is Sexy-ი ქვია. მასში შოუ-ბიზნესის და კინოს ყველაზე სექსუალური ქალბატონები სხვადასხვა ტიტულებს ინაწილებენ.

2013 წლის რეიტინგში "ყველაზე სექსუალური მსახიობის" ტიტული ჯესიკა ჩესტეინმა მოიპოვა, ხოლო მომღერალ ბიონსეს "ყველაზე სექსუალური მომღერლის" ტიტული ხვდა წილად.

What Is Sexy-ის რეიტინგში მოხვდნენ რიანა, ეშლი გრინი და ბლეიკ ლაივლიც.

სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. ყველაზე სექსუალური მსახიობი - ჯესიკა ჩესტეინი
2. ყველაზე სექსუალური მომღერალი - ბიონსე
3. ყველაზე სექსუალური ბიკინი - რიანა
4. იუმორის გრძნობა - ჯენიფერ ლოურენსი
5.

ყველაზე სექსუალური ფეხების მქონე ვარსკვლავი - ბლეიკ ლაივლი
6. ყველაზე სექსუალური სტილი - ნინა დობრევი
7. ყველაზე სექსუალური ტუჩები - კერი ვაშინგტონი
8. ყველაზე სექსუალური ღიმილი - ზოი სალდანა
9. ყველაზე სექსუალური თმები - ამანდა სეიფრიდი
10. ყველაზე სექსუალური თვალები - ზოი დეშანელი
11. ყველაზე სექსუალური დედა - ჯულიანა რანჩიჩი
12. ყველაზე სექსუალური სპორტული სტილი - ეშლი გრინი
13. ყველაზე სექსუალური უცხოელი ვარსკვლავი - ემილია კლარკი.

Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:39

ნინა დობრევი/სიახლები 2qum3p3
მიუხედავად იმისა, შოუბიზნესის რომელ სფეროში მოღვაწეობენ, ვარსკვლავები ყველანაირად ცდილობენ მათი სხეულის მთავარი "სიამაყე" თვალსაჩინო იყოს, ხოლო ნაკლს ყველა ხერხით მალავენ.

გთავაზობთ საუკეთესო ფეხების მქონე ვარსკვლავთა რეიტინგს.

1. პირველ ადგილზე რაიან რეინოლდსის მეუღლე, მსახიობი ბლეიკ ლაივლია. მან კარგად იცის, რომ იდეალური

სხეული და კიდევ უფრო იდეალური ფეხები აქვს, ამიტომ წითელ ხალიჩაზე ხშირად ცდილობს მათ დემონსტრირებას.
2. მეორე ადგილი ახალგაზრდა მსახიობმა და "ვამპირის დღიურების" ვარსკვლავმა ნინა დობრევმა დაიკავა.

3. საუკეთესო ფეხების მქონე ვარსკვლავთა რეიტინგში საპატიო მესამე ადგილი ეშლი გრინს ერგო.

დანარჩენი ადგილები კი ასე გადანაწილდა:

1. ბლეიკ ლაივლი
2. ნინა დობრევი
3. ეშლი გრინი
4. ნიკოლ შერზინგერი
5. მეგან ფოქსი
6. კამერონ დიასი
7. სელიტა ებანკსი
8. ქერი ანდერვუდი
9. ბარ რაფაელი
10. კეტი პერი
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:46

ნინა დობრევი/სიახლები 169gvtj
მსახიობმა ნინა დობრევმა, რომელიც პოპულარული სერიალ "ვამპირის დღიურებით" გახდა, განაცხადა, რომ ეროტიკული სცენების გადაღებაში მას დედა ეხმარება. 24 წლის ვარსკვლავის თქმით, სასიყვარულო სცენების უკეთ გადასაღებად დედა მიკაელა კონსტანტინა მას რჩევებს აძლევს.

"ყველაზე უხერხულია, როდესაც სექსუალურ სცენებს ვიღებ და ამ დროს

გადასაღებ მოედანზე დედაჩემი მოდის. მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია, როდესაც გადასაღები მოედნიდან ვბრუნდები და დედაჩემი რჩევებს მაძლევს: "გადაიხარე ხოლმე უფრო ხშირად. ეს უფრო სექსუალურად გამოჩნდება". ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან!" - განაცხადა ნინა დობრევმა.

ნინა სერიალ "ვამპირის დღიურებში" მთავარ გმირს განასახიერებს. მას პარტნიორობას პოლ უესლი და იან სომერჰალდერი უწევენ. ეს უკანასკნელი რეალურ ცხოვრებაში ნინა დობრევის შეყვარებულია.
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:49

ნინა დობრევი/სიახლები 29uvbwo
მსახიობები ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად მიიჩნევა, თუმცა მათი რომანის შესახებ არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი.

ნინამ და იანმა ერთმანეთი 2009 წელს მისტიკური სერიალის "ვამპირის დღიურების" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. სერიალის გადაღება დღემდე მიმდინარეობს. დობრევი ერთდროულად ორ პერსონაჟს - ადამიან ელენა გილბერტსა და ვამპირ კეტრინ პირსს განასახიერებს, სომერჰალდერი კი ვამპირი ძმებიდან ერთ-ერთს - დეიმონ სალვატორეს როლს ასრულებს. სტეფან სალვატორეს როლში პოლ უიესლია. სერიალში ძირითადი ყურადღება ძმებსა და ელენა გილბერტს შორის სასიყვარულო სამკუთხედზეა გამახვილებული. ფილმში მოვლენები უძველეს ქალაქ მისტიკ ფოლსში ვითარდება.

თავიდან ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. ვიდრე ისინი შეხვედრებს დაიწყებდნენ, კოლეგები ერთად 2009 წლის 21 მაისს სასტუმრო Gramercy Park Hotel-ში ტელეარხ CW-ს წვეულებაზე შენიშნეს.

"მსახიობებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, ხშირად უყვარდებათ ერთმანეთი, ასე რომ, ამაში საკვირველი არაფერია. მაგრამ მე არასდროს მქონია რომანი კოლეგასთან. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჟურნალში ჩემს შესახებ სტატია ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "რატომ არ აბამს რომანს ნინა დობრევი კოლეგებთან". ახლა ამაზე საუბარი ჩემთვის სასაცილოა, მე და იანს ერთმანეთი გვიყვარს, თუმცა მაშინ ნამდვილად ვფიქრობდი, რომ გადასაღები მოედანი რომანის დასაწყებად შესაფერისი ადგილი არ არის", - განუცხადა ნინა დობრევმა ჟურნალ Teen Vogue-ს.

პირველად ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდა, 2010 წლის 6 მარტს ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა. ფოტოებზე მსახიობები ერთმანეთს კოცნიდნენ. ფოტოებმა სერიალის თაყვანისმცემლებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც წყვილს კომენტარის გაკეთება მოუხდა.

"ჩვენ ველოდით, რომ მსგავსი ჭორები გავრცელდებოდა. თუ იანთან არ მექნებოდა რომანი, მაშინ ჩემს სახელს პოლს მაინც დაუკავშირებდნენ. ადრე ჩემს უმთავრეს მიზანს მხოლოდ მუშაობა წარმოადგენდა. ურთიერთობებზე მოცდენა არ მსურდა. იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი, მაგრამ შემდეგ სიყვარული ჩემზე მაღლა დადგა", - აღიარებს ნინა.
ურთიერთობის გაღრმავების შემდეგ ნინა და იანი სხვადასხვა წვეულებებს სულ უფრო ხშირად ესწრებოდნენ კოლეგების გარეშე. 2010 წლის 27 მაისს წყვილი კალათბურთის მატჩზე (L.A. Lakers/ Phoenix Suns) ერთად ნახეს. თვითმხილველთა თქმით, მსახიობები მაშინ ჯერ კიდევ ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ ისინი ძალიან დაახლოვდნენ.
მონტე-კარლოში იმავე წელს გამართულ სატელევიზიო ფესტივალზე იანი სხვების თანდასწრებითაც არ ერიდებოდა ნინას მიმართ თბილი გრძნობების გამოხატვას.
2011 წლის 30 აპრილს ვაშინგტონში თეთრი სახლის ჟურნალისტთა ასოციაციის ვახშამზე წყვილი სიამოვნებით პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის. "ნინას სურს ყველაფერი მოსინჯოს, რასაც ცხოვრება სთავაზობს და ამისგან სიამოვნებას იღებს, ეს შესანიშნავია", - ამბობს იანი.

2011 წლის 24 მაისს შეყვარებულებმა მშობლებთან ერთად პარიზში ექსკურსიის დროს სენ-ჟერმენ-დე პრეს სააბატო მოინახულეს. თვითმხილველთა თქმით, წყვილი ერთად ყოფნის დროს ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა.

2011 წლის 18 სექტემბერს "ემის" 63-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ნინა დობრევი ძალიან მარტოსულად გამოიყურებოდა, თუმცა საყვარელ მამაკაცს ლოს-ანჯელესში გუბერნატორთან გამართულ წვეულებაზე იმავე საღამოს შეხვდა.

2012 წლის აპრილში კალიფორნიაში Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე შეყვარებულებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა. ფესტივალზე ბევრი

წყვილი იყო, თუმცა ნინა და იანი ყველასგან გამოირჩეოდნენ.
2012 წლის 14 მაისს მსახიობები ხელიხელჩაკიდებულები ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს შენიშნეს.

"იანი ყოველთვის პოზიტიურად უყურებს მოვლენებს, ის თითქოს ენერგიას ასხივებს. ის ყოველთვის ბედნიერია, - ამბობს ნინა, - იანი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა".

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობები ქორწილისთვის ემზადებიან. ერთ-ერთ წვეულებაზე ნინას მარცხენა ხელის უსახელო თითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. თუმცა გავრცელებული ხმები ჯერჯერობით არცერთი მათგანის წარმომადგენელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.



Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 14:58

ნინა დობრევი/სიახლები 33tkol2
ნინა დობრევი და ნიკი რიდი მონაწილეობდნენ რეკლამაში,სადაც მათ აჩვენეს რომ შეძლება შეგემთხვეს უბედურება მაშინაც კი თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, სამედიცინო დამხარება კი ძვირი ღირს. აქედან გამომდინარე მსახიობები გირჩევენ გააფორმოთ სამედიცინო დამხარება
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 15:00

ნინა დობრევი/სიახლები 2z6fss4
კომედია არის ორ მეგობარზე რომელთაც მობეზრდათ მათი ერთფეროვანი ცხოვრება. რაიმეთი რომ გაამრავალფეროვანონ მათი არსებობა, ისინი თავს გაასაღებენ პოლიციელებად, ეს იდეა აღმოჩდა საკმაოდ კარგი, მეგობრები, გადაცმულები პოლიციელების ფორმაში შეეჩეხებიან ნამდვილ მაფიოზებს და აღმოჩდებიან მოვლენების ცენტრში. გარშემო იქნებიან ადამიანები რომლებიც მთელი მათი ცხოვრება იყვენ ბოროთ მოქმედები. ნინა დობრევი ითამაშებს ერთ-ერთი ამ ბიჭების შეყვარებულის როლს, რეჯისორმა ჯერ კიდევ არ გაამხილა ზუსტი თარიღი პრემიერის
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 15:04

ნინა დობრევი/სიახლები Xfztpc
ვამპირის დღიურების ვარსკვლავი ნინა დობრევი და ცნობილი ინგლისელი მსახიობი ემა ვოთსონი 10 სექტემბერს, ორშაბათს იმყოფებოდნენ მათი ახალი ფილმის The Perks Of Being A Wallflower-ის პრემიერაზე ჰოლივუდში. ეს კი პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები:
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 15:09

ნინა დობრევი/სიახლები 34yba0w
ნინა დობრევის ფოტოსესია ჟურნალ «Femina».-სთვის
ნინა დობრევი/სიახლები 2i0xc9vნინა დობრევი/სიახლები 2w4xv85ნინა დობრევი/სიახლები O0s77t
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 15:22

ნინა დობრევი/სიახლები D10f88a82d426e24201218d46b802541
ნინა დობრევი ,,New York Post" - ფოტოსესია
ნინა დობრევი/სიახლები 2d9f5c5eeaa5b7fcfb9494b091e09e33 ნინა დობრევი/სიახლები E0a29e97f6a5f1e66313f6a7b970f079 ნინა დობრევი/სიახლები F33adfad4491bb2062d706dac46a5c14 ნინა დობრევი/სიახლები D444cbc2056ec8b8b53cc3eb9d44e5f6
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 15:30

ნინა დობრევი/სიახლები 4d7711e2aff655faeeb1b2b8303baaec
ნინა დობრევი პარიზში იმყოფებოდა სადაც ის დაესწრო პარიზის მოდის კვირეულს - Elie Saab
ნინა დობრევი/სიახლები 4f69cbba80fbbc9df678c10e597f2d88ნინა დობრევი/სიახლები 24bef04887d74adadbec8c7db047bfa8
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ნინა დობრევი/სიახლები Empty Re: ნინა დობრევი/სიახლები

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 1 of 4 1, 2, 3, 4  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum