Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ნინა დობრევი/ბიოგრაფია Vote_lcap75%ნინა დობრევი/ბიოგრაფია Vote_rcap 75% [ 41 ]
ნინა დობრევი/ბიოგრაფია Vote_lcap25%ნინა დობრევი/ბიოგრაფია Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ნინა დობრევი/ბიოგრაფია

2 posters

Go down

ნინა დობრევი/ბიოგრაფია Empty ნინა დობრევი/ბიოგრაფია

Post by nino-nina Tue Jan 13 2015, 18:30

ნინა დობრევი გახლავთ წარმოშობით ბულგარელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1989 წლის 9 იანვარს, სოფიაში. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა კანადაში და იზრდებოდა ტორონტოში. ბავშვობიდან სურდა გამხდარიყო მსახიობიმიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სოციოლოგიას სწავლობდა. აღმოაჩინა ერთ-ერთმა აგენტმა და სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა, როგორც მსახიობის. დობრევის საკულტო როლი, რომლის საშუალებითაც მთელმა მსოფლიომ გაიცნო ესაა ელენა გილბერტი ცნობილ სატელევიზიო შოუში ‘ვამპირის დღიურები.’ დღესდღეობით ნინა ერთ-ერთი მოთხოვნადი სელებრითი გახლავთ ახალგაზრდა ‘A-List’-ის მსახიობებს შორის. გარდა ამისა, ნინა ცნობადობას და პოპულარობას კარგი საქმისთვის იყენებს და ცდილობს გაჭირვებულ ადამიანებს მაქსიმალურად უკეთესი ცხოვრება შეუქმნას. გთავაზობთ,საინტერესო ფაქტებს ნიკოლინა კონსტანტინოვა დობრევას პირად ცხოვრებიდან და კარიერიდან.

ნინა დობრევი/ბიოგრაფია D7162da86fe49e3a524b00f93e321ba9


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები 





✖ ნინა დობრევი დაიბადა 1989 წლის 9 იანვარს, სოფიაში, ბულგარეთში. 

✖ მისი სრული სახელია: ნიკოლინა კონსტანტინოვა დობრევა

✖ მისი ზედმეტსახელია: ალმონდი

✖ მისი სიმაღლეა: 1.68 სანტიმეტრი

ნინა დობრევი/ბიოგრაფია A71a24d3db18155d823c8654a645e4e8


✖ მამამისი კონსტანტინ დობრევი კომპიუტერების სპეციალისტი გახლავთ, ხოლო 
დედა მიაელა დობრევა კი ხელოვანი. ჰყავს უფროსი ძმა ალექსანდრი. 

✖ ოჯახთან და ძმასთან ერთად ნინა 2 წლის ასაკში საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. 

ნინა დობრევი/ბიოგრაფია E6af4359c00091fe59d3ca8a6c2bca2e


● სკოლაში დადიოდა ბალეტისა და ჯაზის გაკვეთილებზე, ხოლო უნივერსიტეტში სწავლობდა 
სოციოლოგიას
, თუმცა 2008 წელს სწავლა შეწყვიტა, რათა მსახიობი გამხდარიყო. 

● სამსახიობო გაკვეთილებს გადიოდა ტორონტოში არმსტრონგის უნივერსიტეტში. 

● ნინა აღმოაჩინა აგენტმა არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში, ტორონტოში. 

ნინა დობრევი/ბიოგრაფია C29552ddd3190e65be673a42f3f4d21c


● 2001 წელს, მან ქასთინგი გაიარა სატელევიზიო შოუსთვის ‘Degrassi: The Next Generation’, სადაც 
მენი სანტოსის როლი უნდა განესახიერებინა. მოგვიანებით მას დაურეკეს და მია ჯონსის როლი შესთავაზეს. 

● ისაა პროფესიონალი ტანმოვარჯიშე და 2005 წელს საერთაშორისო დონის შეჯიბრში, დანიაში წარადგინა კანადა. 

ნინა დობრევი/ბიოგრაფია 51df319698f202a08b480244f18e12bf


✖ მისი ფავორიტი ფილმებია: შინდლერის სია, უბის წიგნაკი, ჯუნო.

✖ მისი საყვარელი სატელევიზიო შოუებია: ექიმი ჰაუზი, გრეის ანატომია, ჭორიკანა, ნამდვილი სისხლი.

✖ მისი საყვარელი მსახიობები არიან მერინ სტრიპი და რეიჩელ მაკადამსი. 

✖ ის გატაცებულია წყლის თითქმის ყველა სახეობის სპორტით. ყველაფერთან ერთად მისი 
ჰობია ევროპის გარშემო მოგზაურობა. თამაშობს ფეხბურთს, ხშირად ჯირითობს ცხენზე და ლაშქრავს მთას. 




✖ ნინა ‘ბინდის’ წიგნების დიდი გულშემატკივარია და ქასთინგიც კი გაიარა ბელა სვონის როლისთვის 
მანამ, სანამ ‘ვამპირის დღიურებში’ ცდიდა ბედს. თუმცა, კრისტენ სტუარტმა ათასობით კანდიდატი დაამარცხა

✖ ნინა სხვა სელებრითების მსგავსად ქველმოქმედებითაა დაკავებული. ის მეგობრებთან ერთად 
ესტუმრა კენიას და საერთო ძალისხმევით ააშენა სკოლა იქ მცხოვრები ბავშვებისთვის. 




✦ თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და ბულგარულად

✦ მას ხშირად ამსგავსებენ მსახიობ ვიქტორია ჯასტისს. მსგავსება საკმაოდ თვალშისაცემია. 




✄ როდესაც ‘TVD’-ს პროდიუსერებმა გამოცხადეს ქასთინგი ელენა გილბერტის როლზე ბევრ ახალგაზრდა მსახიობს სურდა მისი მორგება, მათ შორის ეშლი სიმპსონსა და ალექსანდრა ჩანდოს, თუმცა ნინას ქასთინგმა, რომელიც მან ვიდეო ჩანაწერის სახით გააგზავნა ყველა მოხიბლა და მათ ერთხმად გადაწყვიტეს ახალგაზრდა მსახიობისთვის შანსი მიეცათ. 






❥ დობრევი გიჟდება თავის ფანებზე და ხშირად უკეთებს მათ სიურპრიზებს. ერთხელაც ფანმა მას წერილი მისწერა იმის შესახებ თუ როგორ იტანჯებოდა მისი 3 წლის მამიდაშვილი ცერებრალური დამბლით და მისი ერთადერთი ოცნება იყო ნინას ხმის გაგონება. ნინამ მას სათამაშო დათვი გაუგზავნა და ვიდეო ჩანაწერიც კი ჩაწერა სპეციალურად მისთვის. 






★ სატელევიზიო შოუში ნინა უკვდავ ვამპირს განასახიერებს, თუმცა 
რეალურ ცხოვრებაში სულაც არ სურს მარადიულად იცხოვროს

★ ‘ვამპირის დღიურებიდან’ მისი საუკეთესო მეგობრები არიან 
ქენდის აკოლა, ქეთ გრაამი, მაიკლ ტრევინო და პოლ უესლი


ნინა დობრევი/ბიოგრაფია 738619d07ea4333633c1d45174aa9eea


★ 2012 წელს მან ემა უოტსონთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘The Perks of Being a Wallflower ‘. მან ქასთინზე 
მისვლა ვერ მოახერხა და ფილმის პროდიუსერებთან სკაიპის საშუალებით გაირა შესარჩევი ტური, რამაც გაამართლა და ნინა როლზე უპრობლემოდ დაამტკიცეს. 




★ მას უახლოესი ურთიერთობა აქვს ლილი კოლინზთან, ჯულიანა და დერეკ ჰაფთან
ნინამ 2013 წლის მადლიერების და შობის დღე ჰაფების ოჯახში გაატარა.

★ ის მეგობრობს ‘ჭორიკანას’ ქასთის წევრებთან ჩეის კროუფორდთან და ჯესიკა ზორთან.






✘ ნინა გულშემატკივრობს ‘Team Defan’-ს და ცალცალკე არ გამოარჩევს არც სტეფანს და არც დეიმონს. 

✘ დღესდღეობით ნინა არავის ხვდება. მან ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ‘არ მჭირდება ბოიფრენდი 
იმისთვის, რათა ვიყო ბედნიერი. მანამ, სანამ ჩემს ცხოვრებში სწორი ადამიანი გამოჩნდება ვიქნები ჩემთვის და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.’


ნინა დობრევი/ბიოგრაფია Adb9a6cbde2dcf8cef3d124e35c01463 ნინა დობრევი/ბიოგრაფია 957f9378260aee08aa977e8dad3106b4


☢ ნინა დიდ დროს უთმობს იოგაში ვარჯიშს და ამბობს, რომ გატაცებულია იოგით და 
მისი ცხოვრების სტილია. მან კონან ო’ბრაიანის შოუში იოგის დემონსტრაციაც კი მოახდინა. 

ნინა დობრევი/ბიოგრაფია 11e47c42d2ed74a8473f7dbe4969baaf ნინა დობრევი/ბიოგრაფია 8b9515581c363f2cdfa6281e055619db


☢ 2012 წელს ის ‘People's Choice Award’-ის ფარგლებში 
საზოგადოებამ აირჩია, როგორც ‘Favorite TV Drama Actress’.

☢ ნინას ერთ-ერთი ჰობია სამკაულების დამზადება და თავისი ხელით ამზადებს მათ. 
ახლახან მსახიობმა თანამშრომლობა დაიწყო სამკაულების ბრენდთთან ‘Gorjana’.




☢ მას უყვარს სხადსხვა აქცენტების შესწავლა და მათზე ვარჯიში. ‘ბრიტანული აქცენტი ძალიან მაგარია. ერთხელაც პრეს ტურზე ვიყავით და შოპინგისას გადავწყვიტე ხასიათში შევსულიყავი და ბრიტანული აქცენტი მომერგო. ერთმა გოგონამ, რომელმაც ჩემი საუბარი მოისმინა მითხრა ‘შენ არ ხარ ბრიტანელი, რატომ საუბრობ ბრიტანული აქცენტით?’’

ნინა დობრევი/ბიოგრაფია 62853774a1d69cd0c816e0fbb7758168 ნინა დობრევი/ბიოგრაფია 70715dd7d032d8268e443d96833dfc03


◇ 2014 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა კომედიური ჟანრის 
ფილმი ‘Let’s Be Cops’,
 სადაც მან სექსუალური მიმტანის როლი მოირგო. 

ნინა დობრევი/ბიოგრაფია 82b3f8816161acce69568336a25a160a ნინა დობრევი/ბიოგრაფია B91f8045ed9d128b57741789fbf0c426

ნინა დობრევი/ბიოგრაფია 80914ad880ea9765acaed16be19a0258 ნინა დობრევი/ბიოგრაფია 6321a1578c69d406a2d71e10a7ca6152


❥ 2009-2010 წლებში ნინას ურთიერთობა ჰქონდა ივან უილიამსთან, რომელიც სატელევიზიო 
შოუს გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მათმა ურთიერთობა 1 წელი გასტანა. 



❥ 2010 წელს კი ‘ვამპირის დღიურების’ გადასაღებ მოედანზე მან გაიცნო იან სომერჰელდერი. მათ ერთმანეთი უმალვე შეუყვარდათ და სამი 3 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2013 წელს კი გავრცელდა ინფორმაცია მათი ურთიერთობის დასრულების შესახებ. ისინი მეგობრებად დარჩნენ და კვლავ აგრძელებენ ერთად მუშაობას. იანი დობრევის მეგობარს ‘ბინდის’ მსახიობს ნიკი რიდს ხვდება


❥ 2013 წელს ნინას თავისი საუკეთესო მეგობრის ჯულიანა ჰაფის ძმასთან მოცეკვავე 
დერეკ ჰაფთან
 ჰქონდა მოკლეხნიანი რომანი, თუმცა ისინი საბოლოოდ მეგობრებად დარჩნენ. 
nino-nina
nino-nina

საყვარელი სერიალი : TVD da Medceziri
პოსტების რაოდენობა : 121
დაბადების თარიღი : 15.10.01
ქულები : 133
ასაკი : 23

Back to top Go down

ნინა დობრევი/ბიოგრაფია Empty Re: ნინა დობრევი/ბიოგრაფია

Post by Espinela-Fans Tue Jan 13 2015, 18:36

ამის გახსნას მე ვაპირებდი :დდდდდ
პ.სს რააა კარგი ბიო აქვს ჩემ თოჯინასს <3
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

ნინა დობრევი/ბიოგრაფია Empty Re: ნინა დობრევი/ბიოგრაფია

Post by nino-nina Thu Jan 15 2015, 00:03

E s P i N e L a _ F a N s wrote:ამის გახსნას მე ვაპირებდი :დდდდდ
პ.სს რააა კარგი ბიო აქვს ჩემ თოჯინასს <3
აბააა  dsccc dsccc
nino-nina
nino-nina

საყვარელი სერიალი : TVD da Medceziri
პოსტების რაოდენობა : 121
დაბადების თარიღი : 15.10.01
ქულები : 133
ასაკი : 23

Back to top Go down

ნინა დობრევი/ბიოგრაფია Empty Re: ნინა დობრევი/ბიოგრაფია

Post by Espinela-Fans Thu Jan 15 2015, 00:10

nino-serenay wrote:
E s P i N e L a _ F a N s wrote:ამის გახსნას მე ვაპირებდი :დდდდდ
პ.სს რააა კარგი ბიო აქვს ჩემ თოჯინასს <3
აბააა  dsccc dsccc
ყველა სფეროში როგორი წარმატებულია <3
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

ნინა დობრევი/ბიოგრაფია Empty Re: ნინა დობრევი/ბიოგრაფია

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum