Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია  Vote_lcap75%სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია  Vote_rcap 75% [ 41 ]
სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია  Vote_lcap25%სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია  Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია

Go down

სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია  Empty სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია

Post by MaRiami Thu Jun 26 2014, 11:31

სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია  C7824eb5d2e4f0e083bf1aee88b0afc3

''X ფაქტორის'' მორიგი კონცერტი სალომე ტეტიაშვილისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ის ხალხის რჩეულ მებო ნუცუბიძესთან ერთად მოხვდა აუტსაიდერებში. მენტორთა ხმათა უმრავლესობით სალომემ პროექტი დატოვა. გუშინ სალომე ამ თემაზე დუმილს ამჯობინებდა და სოციალურ ქსელში აქტიურობისგან თავს იკავებდა.

- სალომე, კონკურსისის დატოვებამ მოგიწია, ხომ არ განიცდი ამ ამბავს?
- რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მინდოდა ხალხისთვის დიდხანს მემღერა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არასოდეს მიმუშავია პედაგოგთან, არანაირი გამოცდილება არ მქონია, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი და წარმატებული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი გავაკეთე ამ კონკურსში და კმაყოფილი ვარ ამ შედეგით.
- მენტორებზე ხომ არ ხარ ნაწყენი, თვლი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, მებოს პოექტში დატოვებით?
- ნაწყენი არ ვარ ნამდვილად... რადგან მე და მებო მოვხვდით აუდსაიდერებში, ნამდვილად მე უნდა დამეტოვებინა პროექტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემსა და მებოს შორის სწორი არჩევანი გააკეთეს
- სტეფანეს როგორ დაემშვიდობე, რა გითხრა კონცერტის დასასრულს?
- მითხრა, რომ ძალიან მაგარი გოგო ვარ, ძალიან ვუყვარვარ და წინ დიდი მომავალი მაქვს.
- სალომე, დედა ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო შენი, როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- ძალიან განიცადა, კულისებში რომ ვნახე თვალები ცრემლიანი ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა ჩემთვის არ დაენახვებინა. ვფიქრობ, რომ ჩემით ნამდვილად ამაყობს, მისი რეაქცია ბუნებრივიც იყო, ძალიან რთულია ალბათ მშობლისთვის მსგავსი ფაქტის ადვილად გადატანა, მაგრამ ყველაფერი ხდება. ამით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება. დედამ კარგად იცის რომ ფარხმალს არასოდეს დავყრი, ბუნებით მებრძოლი ადამიანი ვარ და ისიც იცის, რომ ჩემი კარიერისთვის და წინსვლისთვის მთელი ცხოვრება ვიბრძოლებ.
- რას აპირებ, როგორ და სად გაგრძელდება შენი კარიერა?
- ჯერ არ ვიცი ნამდვილად... მინდა ცოტა დავისვენო. საკმაოდ რთული ყოფილა პროექტში ყოფნა, დიდ ნებისყოფასა და მუშაობას მოითხოვს. ამასთან ერთად დიდი ფსიქოლოგიური სტრესია. ამიტომ ცოტას დავისვენებ, განვიტვირთები და აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს. უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და მინდა იმით დავკავდე რაც სიამოვნებას მანიჭებს და რაზეც ვაპირებ ჩემი მომავლის აგებას.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum