Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო" Vote_lcap75%სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო" Vote_rcap 75% [ 41 ]
სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო" Vote_lcap25%სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო" Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო"

Go down

სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო" Empty სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო"

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 16:19

სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო" 2014062414204910488836_538301319625730_1682767387_n

"X ფაქტორის" გუშინდელი ლაივკონცერტი სალომე ტეტიაშვილმა დატოვა. მასთან ერთად აუტსაიდერებში მებო ნუცუბიძე იდგა. მენტორებიდან სამმა წევრმა ხმა მებოს მისცა, სტეფანემ კი თავისი გუნდის წევრს. სალომეს მენტორებმა სიმღერა დაუწუნეს და უთხრეს, რომ სტეფანემ ცუდად შეურჩია სიმღერა და მასში კონკურსანტი თავს თავდაჯერებულად არ გრძნობდა. სალომეს დედამ, ქალბატონმა თამარმა აღელვების ფონზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. PrimeTimeNews-თან სალომე პირველ კომენტარს აკეთებს.

სალომე ტეტიაშვილი: რომ გითხრათ, გული არ დამწყდა-მეთქი, მოგატყუებთ. კმაყოფილი ვარ ჩემი საერთო შედეგით. სრულიად გამოუცდელი ადამიანისთვის კიდევ ბევრს მივაღწიე. არასდროს არ მიმუშავია პედაგოგებთან, ასეთ პროექტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. ყველაფერი ჩემით და ჩემი მენტორის დახმარებით გავაკეთე. ვერც ვიფიქრებდი, რომ აქამდე მოვიდოდი. ბევრად დახვეწილი და მაგარი მომღერლები არიან პროექტში. უბრალოდ, მინდოდა დიდი ხანი მემღერა ხალხისთვის. მაგრამ ყველაფერი არ მთავრდება. ახლა ვიწყებ ცხოვრებას.

- მენტორებზე ნაწყენი ხომ არ ხარ?

- სავსებით სამართლიანები იყვნენ მენტორები. სავსებით სამართლიანად დავტოვე პროექტი. მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო.

- სიმღერა დაგიწუნეს. მართლა არ იყავი თავდაჯერებული?

- ჩემი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინე. ყველაფერმა ერთად იმოქმედა, ის, რომ პირველი ვიყავი, ის, რომ ვნერვიულობდი...

- ივლი საგულშემატკივროდ?

- ვივლი, ჩემი ფავორიტიც მყავს, მაგრამ ვერ დავასახელებ.

- ეს არ არის თანაგუნდელი სოფი სააკაშვილი?

- სოფი ყველაზე მაგარია. სტეფანეს ვეთანხმები თავის კომენტარში. პროექტშიც ვინც ვართ, სოფისნაირად არავინ მღერის.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 24

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum