Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
3 posters
:: მსახიობები :: ქართველი ცნობილები
Page 1 of 1
მოგწონთ მებო?
Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
24 წლის მებო – მერაბ ნუცუბიძე – "იქს ფაქტორის" მაყურებელმა, ცოტა არ იყოს, უცხო მუსიკალური ინსტრუმენტით, უკულელეთი გაიცნო. ეს პატარა გიტარა ჰავაური საკრავია, რომელზეც კონკურსანტმა ჯონ მეიერის სიმღერის შესანიშნავი ქავერი შეასრულა.
მებომ საკუთარ თავში სიმღერის ნიჭი 16 წლის ასაკში, საფრანგეთში სწავლის პერიოდში აღმოაჩინა და მიხვდა, რომ ეს იყო მისი მთავარი საქმე. შემდეგ უკვე მუსიკალური ინსტრუმენტებითაც დაინტერესდა და ახლა საკუთარი ფინანსებით შეძენილი პატარა სტუდია აქვს სახლში. "იქს ფაქტორი" მისთვის პირველი კონკურსი არ არის. 2010 წელს "ჯეოსტარშიც" მონაწილეობდა, თუმცა წარუმატებლად. ახლა იმ გამოსვლაზე ეცინება. მაშინ ძიების პროცესში იყო და საკუთარი სტილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნაპოვნი. როგორც "სარკეს" უთხრა, თავადაც უკვირს, იმ პერიოდთან შედარებით როგორ შეიცვალა მისი შესრულების მანერა. მაშინ მერაბი ვიყავი და ახლა მებო ვარო, ამბობს.

MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
არ მომწონს,მეზიზღებაა
ნეტა დროზე მოშორდებოდეს იქს ფაქტორიდაან
ნეტა დროზე მოშორდებოდეს იქს ფაქტორიდაან
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
– მაინც რა განსხვავებაა 4 წლის წინანდელ, "ჯეოსტარში" გამოსულ მებოსა და ახლანდელ, "იქს ფაქტორის" მონაწილე მებოს შორის?
– ჩემი და სულ დამცინის, როცა ჩემს დღევანდელ და თუნდაც ერთი წლის წინანდელ ნამღერს უსმენს. მეც მეცინება, თურმე რამდენად შეიძლება, რომ ადამიანი პროფესიულად გაიზარდოს. ემოციების გადმოცემას ვგულისხმობ. მე არ ვარ მომღერალი, რომელიც სიმღერის დროს ტექნიკურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორად ვმღერი, მაგრამ ჩემთვის ემოციის გადმოცემა უფრო მნიშვნელოვანია. "ჯეოსტარში" რომ მივედი, ამის გამოცდილება არ მქონდა. იქ სრულიად სხვანაირი ვიყავი. იქ მერაბი გამოდიოდა, რომელსაც მებოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. 4 წლის განმავლობაში ვცდილობდი, მეჩვენებინა, რომ მე მებო ვარ და არა – მერაბი.
– სახელს რას ერჩით, არ მოგწონთ?
– სახელზე არ მაქვს პრობლემა. უნივერსიტეტში, ლექციებზე, როცა ლექტორი მერაბით მომმართავს, ეს სწორად მიმაჩნია. გამიკვირდება კიდეც, იქ მებო დამიძახონ. მერაბიც ვარ და მებოც. ოღონდ მერაბი სხვანაირია – ფრანგული ლიტერატურა და წიგნების თარგმნა უყვარს, ხოლო მებო მუსიკალურია. "ჯეოსტარის" შესარჩევ ტურშიც მებოთი წარვდექი, მაგრამ ჩემი სახელით დამტოვეს. ეს გამიკვირდა, ოღონდ არ გამიპროტესტებია.
– ვინ შეგარქვათ მებო?
– დეიდაშვილმა და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. საფრანგეთში სასწავლებლად რომ წავედი, იქ მერაბის თქმა უჭირდათ და ყველას მებოდ გავეცანი. პარიზში 2006 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ვიყავი. სკოლა იქ დავამთავრე და ერთი წელი სორბონაში ვსწავლობდი იურიდიულზე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია არ იყო. გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქაურობა მომენატრა.
– რა მოგცათ საფრანგეთმა?
– იქ იმ ასაკში ვიყავი, როცა ადამიანი საბოლოოდ ყალიბდება, ამიტომ ბევრი ქართული სტერეოტიპული დამოკიდებულება აღარ ჩამომიყალიბდა. არაფერი მიკვირს, მათ შორის საყურე ბიჭზე. მეც მეკეთა. მერე იმიჯი შევიცვალე.
– ალბათ ამ კონკურსში "ჯეოსტარში" მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებთ.
– "ჯეოსტარმა" საკუთარ თავში გამარკვია. მივხვდი, რომ ისეთი არ ვიყავი, როგორიც მაყურებლის წინაშე წარვდექი. ის იმიჯი, სახელი თუ შერჩეული რეპერტუარი ჩემი სტილი არ იყო. მებო "ჯეოსტარში" არ მივიდოდა, რადგან საჩემო პროექტი არ არის. ძალიან არ მომწონდა ჩემი თავი. იმდროინდელი ყველა ვიდეო წავშალე და მეგობრებსაც იგივე ვთხოვე, რადგან ჩემს თავს არ ვგავდი. შინაგანად არ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. ეს პროექტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. "ჯეოსტარში" ქართულ სიმღერებზე კეთდებოდა აქცენტი, "იქს ფაქტორში" სხვა ფორმატია.
– ქართული სიმღერების საწინააღმდეგო რა გაქვთ?
– ამგვარი დამოკიდებულება მაქვს სიმღერის მიმართ – მომღერალს შეიძლება ყველაფრის შესრულება შეეძლოს, მაგრამ უნდა იმღეროს ის, რაც მის სულთან და ემოციასთან არის ახლოს. ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები, მაგრამ მე ვერ ვიმღერებ, რადგან მათ სხვანაირი დამოკიდებულება სჭირდებათ. მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს ვასრულებ. "იქს ფაქტორში" რაც ვიმღერე, ის მუსიკა ჩემთან ახლოსაა.
– რა ასაკიდან მღერით?
– 16 წლამდე არ ვმღეროდი. მართალია, მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, მაგრამ პიანინოზე დაკვრა არ მიყვარდა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ცოდნა ძალიან გამომადგა. 16 წლის რომ გავხდი, გიტარაზე დაკვრის სწავლა მომინდა. ამ დროს სიმღერაც დავიწყე. ოჯახში მუსიკოსები არ გვყავს, პირველი ვარ, ვინც ამ საქმეს შეეჭიდა. ძალიან ცოტა ხანი ვოკალის პედაგოგთანაც დავდიოდი, ჩემს მეგობარ ბაია მასწავლებელთან, რომელმაც უბრალოდ მასწავლა, სწორად როგორ მემღერა, რომ ყელი არ დამძაბვოდა. მერე უკვე ჩემით გავაგრძელე.
– სახლში ვარჯიშობთ ვოკალში?
– დიახ და ოჯახის წევრებს ვაწუხებ. გარშემომყოფები მეუბნებიან, ალბათ რა ბედნიერები არიან შენი ოჯახის წევრები, სახლში რომ ჰყავხარ და სულ შეუძლიათ მოგისმინონო. არადა ისინი შეწუხებულები არიან, რადგან სახლში ძირითადად შავ მასალას ვასრულებ – ნოტის პოვნას ვცდილობ, ხმის სწორად დადებას და ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსასმენი არაა. ადრე მეზობლები "ფეისბუქზე" მწერდნენ, ნუ "გალობო". ახლა ძალიან მგულშემატკივრობენ და პირიქით, მეუბნებიან, ივარჯიშეო.
– როგორც ვიცი, სიმღერებს თავადაც წერთ.
– კი, ყოველთვის ჩემს სიმღერებს ვმღერი, როცა პატარა კონცერტებს ვაწყობ მეგობრებისთვის. პირველი სიმღერა საფრანგეთში დავწერე. ჩემს იტალიელ მეგობარს მივუძღვენი, რომელიც ძალიან მექალთანე იყო. მას მოსწონდა ეს სიმღერა და ძმაკაცები ერთად ვღიღინებდით. სიმღერებს ყველგან ვწერ. შთაგონების წყარო ყველაფერია – ადამიანები, ბუნება, სამყარო... ყველაზე ხშირად კი სიმღერებს ავტობუსში ვწერ.
– თქვენი ჯგუფი "ბეარ ფოქსი", რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ შექმენით, ინტერნეტში უცებ გახდა პოპულარული. როგორ დაიბადა ჯგუფის შექმნის იდეა?
– ეს იდეა მე და ჩემს მეგობარს, ირაკლი მანჩხაშვილს, იგივე ბეთჰოს, გვეკუთვნის. ირაკლი საკმაოდ ცნობილი კომპოზიტორია, სხვადასხვა ქართული სერიალისთვის წერს მუსიკას. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. მას ჩემი სიმღერების ჩანაწერებს ვუგზავნიდი. ერთმანეთის შემოქმედებით აღფრთოვანებულები ვიყავით. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ გავერთიანებულიყავით. ჩვენმა პირველმა სიმღერამ, რომელიც ინტერნეტში დავდეთ, ყოველგვარი რეკლამის გარეშე მოიპოვა პოპულარობა. ჯგუფს დავარქვით "ბეარ ფოქსი", ანუ "დათვი მელა". ბეთჰო ფიზიკურად დიდია, დათვს ჰგავს, მე კი პატარა ვარ და მელას მამსგავსებენ. ჯგუფში ორი წევრი შემოვიმატეთ. ივლისში მიწვევა გვაქვს პოლონეთში, მუსიკალურ ფესტივალზე. ჩვენი ჩანაწერები გავგზავნეთ და აგვარჩიეს.
თავი სიზმარში მგონია. რაც მოგვწონს, იმას ვაკეთებთ, კომერციულ პროექტზე არ ვფიქრობდით, მაგრამ "ბეარ ფოქსი" თავისით ხდება კომერციული.
– "ჯეოსტარის" დროს ამბობდით, რომ თქვენი სიმღერა ყოველთვის კონკრეტულ ადამიანს ეძღვნებოდა. დღესაც გყავთ ობიექტი, ვისაც სიმღერებს უძღვნით?
– ცუდი იყო, ერთი პერიოდი რომ ჩემს სიმღერებს ვიღაც კონკრეტულს ვუძღვნიდი, რადგან ისინი თუ ქრებოდნენ ჩემი ცხოვრებიდან, სიმღერა ცუდ ემოციას მიტოვებდა. ამიტომაც ახლა სიმღერებს ყველას ვუძღვნი.
ჩემს პირად ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, სხვათა შორის, იურისტია. მას ძალიან კარგად ესმის ჩემი და მე – მისი. ყოველთვის მქონდა სტერეოტიპი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გოგო, რომელიც მეყვარებოდა. ის კი სრულიად სხვანაირია, ბევრად უფრო კარგი, ვიდრე წარმომედგინა. 8 თვეა ერთად ვართ. ძალიან მშვიდად მივყვებით ცხოვრებას. ჯერ გეგმები გვაქვს, მე – მუსიკალური, მას – სწავლის, ასე რომ, არ გვეჩქარება.
– "იქს ფაქტორში" ქართველი მაყურებლისთვის ცოტა უცხო საკრავით – გიტარით, უკულელეთი გამოხვედით. როგორ აღმოაჩინეთ ის და რატომ მოგინდათ მასზე დაკვრა?
– ერთი წლის წინ პარიზში, საშობაო ბაზრობაზე სამუშაოდ წავედი. ეს გულისხმობს საშობაო ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნის პროდუქციის გაცნობას. წინა წელს საქართველოს ხვდა ეს პატივი წილად და მეც მოვახერხე, დელეგაციის წევრი გავმხდარიყავი. თვენახევარი სიცივეში, ყინვაში ვმუშაობდი. აღებული ფულით მუსიკალური ტექნიკის და ინსტრუმენტების ყიდვა მინდოდა. იქ ვიყიდე უკულელე. მაღაზიაში რომ შევედი, უკულელე დავინახე და მისი ჟღერადობა გავიგონე, მივხვდი, რომ ის ჩემი იყო. ბევრი ფული არ მქონდა, მაგრამ მაინც ვიყიდე და მერე მთელი კვირა ვშიმშილობდი. საფრანგეთში ყველაფერი ვიყიდე, რაც მჭირდებოდა. სახლში ფაქტობრივად პატარა სტუდია მაქვს.
– სცენაზე ფერადი შარვლებით გამოდიხართ. ეს თქვენი ყოველდღიური სტილია თუ მხოლოდ სასცენო?
– როგორიც სცენაზე ვარ, აბსოლუტურად ისეთი ვარ ქუჩაშიც. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ფერადი შარვლებით გამორჩეული ვარ. ბუნებრივად მაქვს ეს სტილი. არ მომწონს, როცა სპეციალურად იცვამენ ფერად სამოსს ან სპეციალურად არ იცვამენ. რაც მოგწონს და შენია, ის უნდა მოირგო.
– თქვენი მენტორი, გიორგი გაბუნია, იმიჯს ხომ არ შეგიცვლით?
– სწორედ ეს მომწონს "იქს ფაქტორში", რომ აქ იმიჯს არ გიზღუდავენ. სწორედ ჩვენი იმიჯის გამო შეგვარჩიეს. არამხოლოდ ვოკალი იყო მათთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ რადიკალური ცვლილება არ მოხდება, თუმცა გიორგის აზრს გავითვალისწინებ.
– როგორი მენტორია გიორგი გაბუნია?
– მასთან ერთად მუშაობა სიამოვნებაა. ის კარგად ხვდება, რა სჭირდება მონაწილეს. რეპერტუარს სწორად გვირჩევს. ის მუსიკოსი არ არის, მაგრამ საუკეთესო რჩევებს გვაძლევს. მე მუსიკოსი ვარ, მაგრამ შეიძლება ვერც მივხვდე, ვის რა სიმღერა მოუხდება. მგონი, არც ამ პროექტის შემქმნელი და პროდიუსერი საიმონ კოულია მუსიკოსი, მაგრამ ფაქტია, რომ ის კარგად ხვდება, ვის რა შეუძლია.
– თქვენც ხომ არ გწყინთ გიორგის სარკასტული იუმორი?
– გიორგიმ პირველ ტურში ასე შემაფასა – თურმე ზომას მნიშვნელობა არ აქვსო. მეორე ტურში კი მითხრა, მებო მუსიკას ფეხის წვერებიდან თმის ღერამდე გრძნობს, იმ თმის ღერამდე, რაც დარჩა თავზეო. მე მომწონს იუმორის ამგვარი გრძნობა.
– "იქს ფაქტორში", სადაც ძალიან მკაცრი წესებია, კონკურენციას გრძნობთ?
– თქვენ ნახეთ მეორე ტური, სადაც ათივე მონაწილე ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს და გავარდნის დროს ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. მხოლოდ ბიჭების ჯგუფმა აჩვენა ასეთი თანადგომა. ანრი, ვის ნაცვლადაც დავრჩი სკამზე, ძალიან მაგარი მუსიკოსია. ბუნებრივია, კონკურსი კონკურენციას გულისხმობს, მაგრამ ეს კონკურენცია ჯანსაღია.
– უცნობებისგან უკვე გრძნობთ ყურადღებას?
– კი, ასეა, დადებითი ემოციებით მხვდებიან. ბავშვები განსაკუთრებული სითამამით გამოხატავენ მოწონებას. სულ უკულელეზე მეკითხებიან და მასზე დაკვრის სწავლა უნდათ.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე

მეზიზღებააააააა ნაგავიააააააააა
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
ეს და მიშო რო გავარდნენ შოუდან სოფი გაიამრჯვებსსსსსსსსსს
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
ვაიმეე ხოო დამპლებიიEspinela-Fans wrote:ეს და მიშო რო გავარდნენ შოუდან სოფი გაიამრჯვებსსსსსსსსსს
ვაიიმეე ხო მართლა დროზე იქს ფაქტრის თემაში მოდიიგ გული გაგიხეთქოო
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
ვნახე :ხხvanessa pose wrote:ვაიმეე ხოო დამპლებიიEspinela-Fans wrote:ეს და მიშო რო გავარდნენ შოუდან სოფი გაიამრჯვებსსსსსსსსსს
ვაიიმეე ხო მართლა დროზე იქს ფაქტრის თემაში მოდიიგ გული გაგიხეთქოო
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
როგორ მეზიზრება ეს წყეული მებო შემდეგზე სმს ლიდეირ იქნება ხო ვიცი ეს მოსაკლავიიიი
არ იმსახურებს მებო X ფაქტორობას რადგნ ის მხოლოდ ერთ ჟანრში მრერის,ჩქარი სიმრერების სიმრერა არშ ეუძილაა და იქს ფაქტორი ყველაფერს უნდა ერგებდეს ჩქარსა და ნელსაც ასე რომ მებო იქს ფაქტორი არაა
არ იმსახურებს მებო X ფაქტორობას რადგნ ის მხოლოდ ერთ ჟანრში მრერის,ჩქარი სიმრერების სიმრერა არშ ეუძილაა და იქს ფაქტორი ყველაფერს უნდა ერგებდეს ჩქარსა და ნელსაც ასე რომ მებო იქს ფაქტორი არაა
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: Mebo Nucubidze/მებო ნუცუბიძე
fuuuuuu ver vitann
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Similar topics
» თორნიკე ყიფიანი თუ მებო ნუცუბიძე?
» მებო ნუცუბიძემ პროექტი დატოვა
» სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო"
» მებო ნუცუბიძემ პროექტი დატოვა
» სალომე ტეტიაშვილი - "მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო"
:: მსახიობები :: ქართველი ცნობილები
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum