რა სკანდალში გაეხვა "მის თურქეთი 2010" სერენაი სარიკაია
3 posters
Page 1 of 1
რა სკანდალში გაეხვა "მის თურქეთი 2010" სერენაი სარიკაია
სერენაი სარიკაია თურქეთში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მოდელი და მსახიობია. ქართველი მაყურებელი მას იეშიმის როლით იცნობს სერიალიდან "ტიტების დრო". უნდა აღინიშნოს, რომ ეს გმირი მაყურებლის უმეტესობის კრიტიკას იმსახურებს. ვინც ამ სერიალს ადევნებს თვალს, ალბათ ისიც აინტერესებს, როგორია რეალურ ცხოვრებაში იეშიმის როლის შემსრულებელი, მით უფრო, რომ ბოლო დროს მსახიობის ირგვლივ სერიოზული სკანდალი აგორდა.
სერენაი სარიკაია 1991 წლის 1 ივლისს ანტალიაში დაიბადა. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც მომავალ მსახიობს 6 წელი შეუსრულდა. სერენაი დედასთან იზრდებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა. სარიკაია ცეკვითა და სპორტით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი მსახიობობამ გაიტაცა. 2010 წელს "მის თურქეთი" გახდა. ამ გამარჯვებამ კი პოდიუმისკენ გაუკვალა გზა და საკმაოდ წარმატებული მოდელია – პოდიუმზე 10 წუთიან გამოსვლაში იმდენს უხდიან, რასაც სხვა მოდელებს ერთ თვეში.
სერენაი ეკრანებზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა და ითამაშა ფილმში "ქუჩის ქალი". შემდეგ სხვადასხვა ფილმებსა და სერიალებში მიიწვიეს: "ტიტების დრო", "ლიმონის ხე", "ადანალი", "ზღაპარი", "პლაჟზე" და "დამსხვრეული სიყვარული". 2013 წელს იგი გადაიღეს სერიალში "მოქცევა", რომელიც თურქეთში ამჟამადაც გადის და რეიტინგების სათავეშია.
პირად ცხოვრებაში სერენაის ჯერჯერობით არ უმართლებს. გასულ წელს მას სკანდალური რომანი ჰქონდა მსახიობ ტოლგახან საიშმანთან (ჩინარის როლის შემსრულებელი), რომელიც განშორებით დასრულდა. სარიკაიამ მაშინ განაცხადა, რომ ტოლგახანთან ურთიერთობაში უკვე აღარაფრის შეცვლა შეიძლება და მთლიანად კარიერაზე უნდა გადაერთოს.
2013 წლის ბოლოს თურქული ჟურნალების, გაზეთებისა და ინტერნეტგვერდების განხილვის მთავარი ობიექტი სერენაი სარიკაია იყო. ამის მიზეზი ცოლიან ბიზნესმენთან მისი ურთიერთობა გახდა. ჟურნალისტებმა ისინი ერთ–ერთ ცნობილ რესტორანში ერთად დააფიქსირეს. გავრცელდა ჭორი, რომ მსახიობი ბიზნესმენს ადრეც იცნობდა და ერთადაც ისვენებდნენ. ყოველივე ამას ახალგაზრდა მსახიობის, სელენ სოიდერის კომენტარი დაემატა "ტვიტერში", სადაც ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის გამო სერენაის აკრიტიკებდა. ამის გამო სარიკაიას ფანები სელენს აუმხედრდნენ. თავად სერენაიმ კი ბიზნესმენთან ურთიერთობა უარყო. ბიზნესმენის ცოლმა განაცხადა, რომ ქმართან სერიოზულად იჩხუბა, მაგრამ დაშორებას არ აპირებენ.
სარიკაიას გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, ბუნებრივია, ჟურნალისტებისა და მისი თაყვანისმცემლების ცხოველი ინტერესი გამოიწვია. სიტუაციის გასანეტირალებლად სერენაიმ ჟურნალ "ელეს" ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხა.
– როგორი გრძნობაა, როცა ლამაზი ქალი ხართ?
– რა თქმა უნდა, სასიამოვნო. გაცილებით თავდაჯერებული ხარ, მაგრამ გარეგნულ სილამაზეს სულაც არ ვაქცევ დიდ ყურადღებას. ამით არ უნდა იამაყო, უბრალოდ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვფიქრობ, ყველა ქალი თავისებურად ლამაზია, მთავარია, როგორ მოუვლის თავს. მე, პირადად, ძალიან მიყვარს სარკის წინ მაკიაჟის კეთება.
– მსახიობობის პარალელურად თქვენ ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელიც ხართ. ამბობენ, რომ სხვა მოდელებზე გაცილებით ბევრს გიხდიან. ფულს თუ აბანდებთ სადმე?
– ჩემმა სამუშაომ შესაძლებლობა მომცა, დედას დავხმარებოდი და მისთვის საკუთარი სახლი შემეძინა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან მიხარია, რომ დედაჩემისთვის ამის გაკეთება შევძელი.
– წლის დასაწყისში ეკრანებზე გამოვიდა ფილმი, რომელიც დიდი ანშლაგით გადის თურქეთის კინოთეატრებში. ვის ასახიერებთ ამ ფილმში?
– ფილმში ნარკობარონის პარტნიორის, მელისას როლს ვასრულებ. შეიძლება ითქვას, რომ ადრე მსგავსი როლი არ შემისრულებია. თავიდან ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მსახიობებისა და რეჟისორის დახმარებით მუშაობა გამიადვილდა. მადლობელი ვარ იმ შანსისთვის, რომელიც მომცეს.
– ამ ფილმში პირველად აიღეთ ხელში იარაღი?
– არა, იარაღი უკვე გამოვცადე "ტიტების დროში", მაგრამ ეს სულ სხვაა.
– სამსახიობო კარიერა ძალიან პატარამ დაიწყეთ, ასეთ ასაკში ხალხს უჭირს საკუთარი თავის მართვა, თქვენ არ გაგიძნელდათ?
– საკმაოდ დიდი მსხვერპლის ხარჯზე მოვახერხე საკუთარი თავის მართვა. ჩემს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც კარგ რჩევებს მაძლევენ, მაგალითად, დედაჩემი. თავს სულ ვარწმუნებდი, რომ მიზნის მიღწევად მოთმინება უნდა მესწავლა და შედეგიც სახეზეა.
– გასული წლის ნოემბერში თქვენი და ასაკოვანი ბიზნესმენის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გავრცელდა ჭორები. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
– რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ამბავმა ყველა და ყველაფერი დაიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ მასში სიმართლის ერთი მარცვალიც არ არის. ყველაზე რთული მომენტია, როცა მართალი ხარ და ამის მტკიცება გჭირდება, მაგრამ უნდა ვაღიარო, ეს ჭორები დამეხმარა, გამეგო, რამდენად შემიძლია ვენდო ხალხს.
– ანუ თქვენს პირად ცხოვრებაში ახალი არაფერია?
– ახლა თავისუფლებით ვტკბები და საკუთარ თავზე ვმუშაობ. ტოლგახან საიშმანის შემდეგ რომანი არავისთან მქონია.
– მოგწონთ თქვენი დღევანდელი ცხოვრება?
– ძალიან მომწონს. ვარ წარმატებული მსახიობი და მოდელი, გვერდით კი საყვარელი ადამიანები მყვანან.
– რაზე ოცნებობთ?
– ვოცნებობ, მყავდეს საყვარელი ოჯახი. ძალიან მიყვარს ოჯახური გარემო და ალბათ ამის დროც მოვა.
es interviu aris dabejdili jurnal sarkeshi

eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: რა სკანდალში გაეხვა "მის თურქეთი 2010" სერენაი სარიკაია
სატაური აინც ვერ გავიგე :დ
ისე ეგ ინტერვიუ ვიცოდი : <3
ისე ეგ ინტერვიუ ვიცოდი : <3
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: რა სკანდალში გაეხვა "მის თურქეთი 2010" სერენაი სარიკაია
aseti satauri edo sarkes
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: რა სკანდალში გაეხვა "მის თურქეთი 2010" სერენაი სარიკაია
kargi adamiania Selen ჯარისკაცები ki argavs t
maite perroni- საყვარელი სერიალი : cuidado con el angel " Kaderimin Yazıldıgı Gün
პოსტების რაოდენობა : 3101
დაბადების თარიღი : 12.03.00
ქულები : 3298
ასაკი : 24
Similar topics
» სერენაი სარიკაია ელიდორისთვის - მის თურქეთი 2014
» სილამაზის ნამდვილი დედოფალი სერენაი სარიკაია ( მის თურქეთი 2014)
» მესი ფინანსურ სკანდალში გაეხვა
» სერენაი სარიკაია გადარჩა
» სერენაი სარიკაიას და სელენ სოიდერის ერთობლივი დუეტი "მის თურქეთი 2014 თვის?"

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum