მესი ფინანსურ სკანდალში გაეხვა
Page 1 of 1
მესი ფინანსურ სკანდალში გაეხვა
„ბიბისის“ ინფორმაციით, „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი და მისი მამა გადასახადების დაფარვაში არიან ეჭვმიტანილნი. წყაროს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ესპანეთის მიმართ 4 მილიონ ევროზე მეტის დამალვაში არის ეჭვმიტანილი.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 2007-2009 წლებში მესი და მამამისი ხორხე ორასიო ყალბი საგადასახადო დოკუმენტების შევსებაში იყვნენ შემჩნეულნი.
მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა:
„ცოტა ხნის წინათ მედიის საშუალებით გავიგეთ, რომ ესპანეთის საგადასახადო ორგანოში ჩვენს წინააღმდეგ სარჩელი შევიდა. ეს ცნობა ჩვენს გაკვირვებას იწვევს, რადგან რაიმე სახის დარღვევა არასდროს ჩაგვიდენია. ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით ჩვენს საგადასახადო ვალდებულებებს და ამ სიტუაციის გარკვევას ჩვენი საგადასახადო კონსულტანტები შეეცდებიან“, – ნათქვამია მესის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ფორბსის“ თანახმად, არგენტინელ ფეხბურთელს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენთა შორის მე-10 ადგილი უკავია. მისი წლიური შემოსავალი 31.4 მილიონ ევროს უტოლდება.
ოთხშაბათს, ბარსელონას იმ უბნის სასამართლოში, სადაც ლეო მესი ცხოვრობს, საჩივარი შევიდა, რომელსაც ხელს პროკურორი რაკელ ამადო აწერს.
ესპანური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თუ მესის ბრალი დაუმტკიცდა, მას ექვს წლამდე პატიმრობა და დიდი ფულადი ჯარიმა ემუქრება.
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Similar topics
» ანჯელინა ჯოლი მორიგ სკანდალში გაეხვა!
» ლიონელ მესი სკანდალში გახვიეს
» რა სკანდალში გაეხვა "მის თურქეთი 2010" სერენაი სარიკაია
» მესი VS რონალდო
» მესი უილიამსი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი
» ლიონელ მესი სკანდალში გახვიეს
» რა სკანდალში გაეხვა "მის თურქეთი 2010" სერენაი სარიკაია
» მესი VS რონალდო
» მესი უილიამსი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum