Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_lcap75%Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_rcap 75% [ 41 ]
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_lcap25%Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

3 posters

Page 1 of 2 1, 2  Next

Go down

მოგწონთ სალომე?

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_lcap100%Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_rcap 100% 
[ 1 ]
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_lcap0%Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_rcap 0% 
[ 0 ]
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_lcap0%Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Vote_rcap 0% 
[ 0 ]
 
Total Votes : 1
 
 

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:34

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10303296_759198227447758_7705091728186742370_n

სალომე ტეტიაშვილი არის მომღერალი.ერთ დღეს მისმა მეგობარმა უთუბეზე მისი ნამღერი ატვირთა და სულ რაღაც 1 თვეში მას ნახევარი საქართველო იცნობდა.მას ძალიან მძიმე წარსული აქვს.სალომე სულ პატარა იყო,როდესაც მამამ მიატოვა.სალომე დედამ გაზარდა სრულიად მარტომ.სალომედ დედა რუსთავი 2-ში დამლაგებლად მუშაობს.2014 წელს სალომე გამოვიდა პროექტში "იქს ფაქტორი",მისი გამოსვლა ყველას ძალიან მოეწონა და ამ პროექტის შემდეგ მისი გულშემატკივრების რიცხვი ორმაგად გაიზარდა.იგი მოხვდა გოგოების გატეგორიაში,სტეფანეს გუნდში.


MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:34

მომწოონს
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:42

ინტერვიუ სალომე ტეტიაშვილთან :


სალომე ტეტიაშვილის ინტერნეტსივრცეში გამოჩენას საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ნაწილი აღფრთოვანებულია მისი სუფრასთან ნამღერი ქართული თუ უცხოური სიმღერებით, ნაწილი აკრიტიკებს და უნიჭოსაც კი უწოდებს. თავად სალომე მიიჩნევს, რომ ჯერ ბევრი აქვს სასწავლი ამ კუთხით, ასარჩევი აქვს ჟანრი, რომელშიც გააგრძელებს სიმღერას. ამისთვის კი პედაგოგი სჭირდება. პედაგოგის აყვანა 19 წლის შემსრულებლისთვის ფუფუნებაა. ის დედასთან ერთად ერთ ოთახში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. სალომეს დედას, ქალბატონ თამარს, ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი კარგად იცნობს. ის უკვე წლების განმავლობაში ამ ტელევიზიას ერთგულად ემსახურება, ოთახებს ალაგებს და ''კომედი ჯგუფის'' სკეტჩებშიც მონაწილეობს.

- სალომე, სულ თავიდან დავიწყოთ, იმ ასაკიდან, როცა მამა თქვენთან იყო...
- მამას ჩვენამდე ოჯახი ჰქონდა. იმ ოჯახიდან ჰყავს შვილი. დიდი ძმა მყავს. მერე ისე მოხდა, რომ მამამ დედა გაიცნო და ძალიან დიდხანს იყვნენ ერთად. მთლიანობაში დედასა და მამას ურთიერთობა 25 წელს ითვლის. დედა 23 წლის გათხოვდა, 38 წლის იყო, მე რომ გავჩნდი. მამა დედაზე 8 წლით უფროსია. კარგად მახსოვს მამა. თბილი და მოსიყვარულე იყო, ოჯახის საყრდენი. მაშინ სახლი გვქონდა. მერე გარკვეული პრობლემების გამო ბინა გავყიდეთ და ერთი წლის განმავლობაში მამას წასვლამდე ქირით ვცხოვრობდით. მალე მამა ძველ ოჯახს დაუბრუნდა და ჩვენი ცხოვრებიდან გაქრა.
- რას ამბობს დედა, რა იყო დაშორების მიზეზი? გახსოვს მშობლების კამათი?
- არა, არ მახსოვს. დედასაც არასდროს უხსენებია მამა ჩემთან აუგად. ყოველთვის კარგს ამბობდა მასზე. ასეა დღემდე. ამიტომ იყო მოულოდნელი მისი წასვლა ჩვენგან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მამა ყოველდღე აღარ მოდიოდა სახლში. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდიოდა. შემდეგ ეს შუალედები გაიზარდა და ბოლოს წავიდა.
- როდის გაგიჩნდა შეკითხვა, სად არის მამა?
- 7-8 წლის ასაკში. სკოლაში მამები რომ აკითხავდნენ ბავშვებს, ზოგჯერ დედის მაგივრად მოდიოდნენ კრებებზე, მაშინ გამიჩნდა კითხვები. შინაგანად სიცარიელეს ვგრძნობდი. არასდროს მოვუტყუებივარ დედას, რომ მამა მივლინებაშია ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და მალე ჩამოვა. თავიდანვე ვიცოდი, რომ მამა ჩვენთან ერთად არ იქნებოდა.
- როგორ ანუგეშებდი დედას ამ წლების განმავლობაში?
- შეიძლება, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ არასდროს დამჭირვებია ასეთი რამ. იმდენად ძლიერად იდგა ყოველთვის დედა, ისე ეჭირა თავი... 19 წლის ვარ და დედაჩემის ცრემლები დღემდე არ მინახავს.
- დედას ''რუსთავი 2''-ის გარდა სხვა სამსახური ჰქონია?
- როგორ არა. არაერთ მაღაზიაში უმუშავია, კავშირგაბმულობის კომპანიაში, მაგრამ პატარა პერიოდებით. ''რუსთავი 2''-ში წლებია მუშაობს.
- უმუშევრობის პერიოდი გახსოვს?
- არა. ალბათ იმიტომ, რომ დედას არანაირი სამსახური არ უთაკილია. როცა პატარა შვილი გყავს და არავინ გიდგას გვერდში, არც ნათესავი, არც ახლობელი, არც ქმარი, არაფერზე აღარ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ შვილს ელემენტარული საარსებო პირობები შეუქმნა.
- შენს თანატოლებს კარგად რომ ეცვათ, ძვირად ღირებული ტელეფონები ეკავათ, ალბათ, მაინც გწყდებოდა გული შენს შესაძლებლობებზე.
- რა თქმა უნდა, გული მწყდებოდა, მაგრამ პრეტენზია არასდროს გამომითქვამს. ხომ ვხედავდი, რის ფასად შრომობდა დედა, უმადური უნდა ვყოფილიყავი, უკმაყოფილება გამომეხატა. უფრო მეტად იმაზე მწყდებოდა გული, დაბადების დღეებს რომ იხდიდნენ ჩემი თანატოლები ან საზღვარგარეთ მიდიოდნენ პროგრამებით სასწავლებლად. მატერიალური ღირებულებები, ჩასაცმელი, ტელეფონი, იმდენად მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა ჩემთვის.
- დედა მღერის?
- კი, სახლში ვმღერით ხოლმე. გიტარაზე ცოტა ცუდად ვუკრავ, მაგრამ ვახერხებ (იღიმება).
- გიტარა ვინ გიყიდა?
- ჩემი დანაზოგით ვიყიდე. სკოლა რომ დავამთავრე, ზედმეტად კრიზისული პერიოდი გვქონდა. გადავწყვიტე, ოჯახს რაღაცით მეც დავხმარებოდი და მაღაზიაში მუშაობა დავიწყე. დღეში 12 საათს ვმუშაობდი, ღამეც მიწევდა მორიგეობა. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სწორედ მაშინ ხელფასიდან დანაზოგს ვაკეთებდი და რამდენიმე თვეში შევიძინე გიტარა.
- კომპიუტერიც ასე შეიძინე?
- არა. კომპიუტერი კლასელებმა დაბადების დღეზე მიყიდეს. მაშინ 11 წლის ვიყავი. კლასელებში და ზოგადად მეგობრებში ძალიან გამიმართლა. არასდროს მყოლია ისეთი წრე, ზემოდან რომ გიყურებენ იმის გამო, რომ მათ შენზე მეტი შესაძლებლობა აქვთ. მეგობრების წყალობით მიცნობს დღეს ხალხი. პირველი ვიდეო სწორედ ბესო როსტიაშვილმა გამოაქვეყნა ისე, რომ მეც არ ვიცოდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი. მეორე ინტერნეტბუმიც ბესოს დაბადების დღიდან დაიწყო, სწორედ მის დაბადების დღეზე გადაღებულ ვიდეოებს აზიარებენ დღეს ''ფეისბუქზე''. ამას მოჰყვა ტელევიზიები, ჟურნალისტები, შემოთავაზებები. რომ არა ჩემი მეგობრები, თვითონ ამას ვერ გავაკეთებდი.
- ვიცი, რომ საოცრად გეშინია კამერის, სცენის...
- სცენის არა, კამერის შიში მაქვს. მეგობრების წრეში, კარაოკებარებში ან სხვა სცენაზე თავისუფლად ვარ, მაგრამ კამერის დანახვისას ვიბნევი. ახლა ნელ-ნელა დავძლიე ეს შიში.
- ''იმედის'' ''დღის შოუში'' ამის გამო სცენაც კი დატოვე...
ჰო, ეს იყო ჩემი პირველი ტელეეთერი და თან პირდაპირი. საშინელება დამემართა. ნერვიულობისგან ხმა ჩამიწყდა. იძულებული გავხდი, სიმღერა შემეწყვიტა და სცენიდან ჩამოვსულიყავი. ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერიდან გავიქეცი (იცინის). მერე კი დამაბრუნეს და პატარა ინტერვიუც ჩავწერეთ, მაგრამ ეს დღე მწარედ მახსოვს. ამიტომაც ვერ ვავლენ თავს კონკურსებზე. არასდროს გამიმართლა მუსიკალურ კონკურსებზე, ვერასდროს გავედი ფინალში. შიდატურებსაც რომ გავდიოდი, მიკვირდა.
- ხელი ხომ არ ჩაიქნიე?
- არა. 20-ჯერ რომ მომიწიოს ცდამ, ვცდი. თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. ბუნებით ოპტიმისტი ვარ.
- სალომე, არიან ისეთებიც, ვისაც შენი ნამღერი არ მოსწონს და ბრაზდება კიდეც იმის გამო, რომ ამდენი ნახვა გაქვს ''იუთუბზე''...
- არ მიკვირს, ყველას ხომ ვერ მოეწონები. ამბიციური არ ვარ. ჩემი ვიდეოები ვარსკვლავობისთვის გამიზნული არც ყოფილა. ეს იყო სუფრაზე, მეგობრების წრეში გადაღებული სიმღერები. თავიდან ცოტა ვბრაზდებოდი კიდეც, სერიოზულად რომ მაფასებდნენ. ასეთი კომენტარიც ამოვიკითხე, ამდენი სმით გალოთდებითო, წერდნენ (იცინის). თუ სუფრასთან ზიხარ, იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის სვამ. თან ისე მაფასებდნენ, თითქოს ლა სკალაში ოპერის არიას ვმღეროდი. ზედმეტად ემოციური ვარ, თავიდან ვბრაზდებოდი, სოციალურ ქსელში ვპოსტავდი, რა გჭირთ, რატომ მერჩით-მეთქი. მერე მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. ის არის ზუსტად მაგარი, რომ აი, ასეთი უბრალო ნამღერით შემიყვარა ხალხმა. რაც უნდა მაგარი იყო, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგაკრიტიკებს, ამას უნდა მივეჩვიო. ჩემთვის ყველაზე მაგარი ჯგუფია ''ქუინი'' და სამი ათასი ''დისლაიქი'' აქვს ხოლმე.
- კიდევ რომელი მომღერალი მოგწონს?
- ლარა ფაბიანია ჩემი პრინცესა (იღიმება). რომ ვამბობ, არავის სჯერა, ქართული სიმღერა არასდროს მიმღერია. ძირითადად, ინგლისურენოვან სიმღერებს ვასრულებ. უბრალოდ, ინტერნეტით ქართული სიმღერა გავრცელდა და ყველა მეუბნება, ქართულს მიაწექიო (იცინის).
- რა ჟანრში უნდა დაიმკვიდრო თავი?
- ამას პედაგოგი სჭირდება, რომ მიმართულება მომცეს. შეიძლება მე მეგონოს, რომ რაღაცას კარგად ვმღერი და სულ არ იყოს ეს ჩემი ყელისთვის კარგი. პედაგოგი მხოლოდ ორი თვე მყავდა, ისიც სხვისი დაფინანსებით. საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და შესაბამისად, ვერ შევძელი.
- სალომე, შეყვარებული ხარ?
- კი. მეგობრობით დაიწყო ყველაფერი. ათი თვეა, რაც შეყვარებული ვარ. ჩემი რჩეული ბიზნესადმინისტრირებაზე სწავლობს. არ მღერის.
- შენს პროფესიაზე რას ფიქრობ?
- ესეც ფინანსების წყალობით ვერ მოვახერხე. აბიტურიენტობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, დღეს ჩემი ძირითადი პროფესია სიმღერაა და ამით მინდა გავიკვალო გზა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:45

სალომე ტეტიაშვილი ნანუკას შოუში

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:46

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:46

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:47

სალომე ტეტიაშვილი იქ ფაქტორში

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:48

სალომე იქს ფაქტორში #2

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:48

სალომე იქს ფაქტორში #3

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:49

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10374071_708968382499201_8739326089695213595_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10305076_801879543164486_7120088018447000519_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10325315_725158874189832_1909379808720693452_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:50

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 1006086_817255261636962_2111211864486629915_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10001405_816663835029438_6889160251300788144_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:52

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10299553_771143379586576_7881334333958870202_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10410283_770495736318007_2744068896785489006_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10325255_770273476340233_968084601318235055_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:52

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10308229_770105466357034_5477718093158743794_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10422029_770084059692508_4884921890632392265_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10389026_768130283221219_8148380871477081709_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10370888_767927049908209_2279176642871132320_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:53

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10384516_766865300014384_9092104379994841040_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10305030_764726360228278_5866169386301547728_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 1940014_764084443625803_2413705812524574334_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10273606_764080853626162_9131015826576638587_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by MaRiami Sun Jun 01 2014, 18:54

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10371955_763664873667760_5007468262009638599_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10291861_760472397320341_6692854846728665565_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10339698_760464340654480_278176090515636413_n
Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი 10308198_759690160731898_685758766004809583_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი Empty Re: Salome Tetiashvili/სალომე ტეტიაშვილი

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 1 of 2 1, 2  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum