Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"  Vote_lcap75%ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"  Vote_rcap 75% [ 41 ]
ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"  Vote_lcap25%ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"  Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"

Go down

ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"  Empty ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"

Post by Espinela-Fans Mon May 26 2014, 14:37

ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"  NdB4n
რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი, რომლის ნამდვილი გვარიც შაიხლისლამოვაა ქართველმა მოდის აგენტმა, გია ჯიქიძემ აღმოაჩინა. ქართველი სკაუტის წყალობით ირინა და ცნობილი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა რუსეთის პროვინციებიდან მსოფლიოს მაღალ პოდიუმზე აღმოჩნდნენ. ირინამ ინტერვიუ ჟურნალ V MAGAZINE-ს მისცა და ქართველ აგენტზეც ისაუბრა.

- მოდის ბიზნესში როგორ აღმოჩნდით?
- დედა მუსიკოსია და ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდიოდი. თუმცა, როდესაც წამოვიზარდე, მუსიკა მომწყინდა; ჩემი და, ტატიანა სილამაზის პროდუქტებზე ყოველთვის შეყვარებული იყო. მაკიაჟისა და თმის მოვლის საშუალებებს ჩემზე ცდიდა. ერთ დღესაც სილამაზის სკოლაში წამიყვანა, სადაც გია ჯიქიძე დამხვდა. ის მოდის აგენტი იყო, რომელმაც ნატალია ვოდიანოვა აღმოაჩინა. კარიერა მისი წყალობით დავიწყე.

- გლამურული ბავშვი იყავით?
- არასდროს. მამაჩემი ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა და ყველანი გულმოდგინედ ვუვლიდით ეზოში ბოსტანს, რათა თავი გამოგვეკვება. არასდროს მიცხოვრია ამერიკელი ბავშვის ცხოვრებით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე პარიზსა თუ ნიუ-იორკში ვიცხოვრებდი. ამაზე არც კი მიოცნებია. თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ სოფლელი გოგო დიდხანს არ ვიქნებოდი და სოფლის დატოვებას ვგეგმავდი.

- ცნობილი ლამაზმანები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვობაში უშნო იხვის ჭუკებს ჰგავდნენ, თქვენს გარეგნობაზე რას გვეტყვით?
- ბავშვები ყოველთვის დამცინოდნენ, რადგანაც ძალიან გამხდარი ვიყავი. ახლაც მახსოვს, 14 წლის ასაკში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყიდვა მინდოდა. თუმცა, 25 დოლარი ღირდა და მშობლებმა ვერ მიყიდეს. ამიტომ წავედი და საავადმყოფოს კედლებს ვღებავდი, რათა თანხა შემეგროვებინა.

ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"  WvET5
- პირველი წარმატება და მსოფლიო აღიარება
- მოდელობა გვიან დავიწყე, 20 წლის ვიყავი. პარიზში წავედი და ინგლისური ძალიან ცუდად ვიცოდი. ერთადერთი, რაც მეხერხებოდა, კამერის წინ პოზირება იყო. მოდელების ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ თავს ლამაზად არ ვთვლიდი. საცხოვრებელში სხვა მოდელები დამცინოდნენ, რადგანაც მათგან რადიკალურად განვსხვავდებოდი; ისინი ფერმკრთალი, გამხდარი გოგონები იყვნენ, მე კი ფორმიანი და მუქი ფერის. ერთ დღესაც საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სოფელში ხელცარიელი არ დავბრუნდებოდი.

ასე აღმოვჩნდი ნიუ-იორკში, რომელსაც Sports Illustrated-ის კონტაქტი მოჰყვა. აი, ყველაფერი აქედან დაიწყო.

- ნიუ-იორკში ცხოვრობთ. რატომ გიყვართ ეს ქალაქი?
- ნიუ-იორკი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. დილით ადრე გაიღვიძებ, სახლიდან გახვალ და იგრძნობ, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი ძალიან ცოცხალია.

Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"  Empty Re: ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"

Post by Espinela-Fans Mon May 26 2014, 14:38

ჩემი სოფლელი გოგო <3
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum