ირინა შეიკი // ბიოგრაფია
:: მსახიობები :: ამერიკელი ცნობილები :: ირინა შეიკი
Page 1 of 1
ირინა შეიკი // ბიოგრაფია
"მის სუპერმოდელი" 2004
ბიოგრაფია
Irina Shayk-ი დაიბადა Yemanzhelinsk-ში (რუსეთი) 1986 წლის 6 იანვარს. დედამისი იყო პიანისტი და ასწავლიდა ბავშვებს, მამამის კი ქვანახშირის საბადოში მუშაობდა. 6 წლის გონამ დაიწყო პიანინოზე დაკვრა, 9 წლის კი მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა სიმღერას, დედამისის სურვილით. 14 წლისას დაეღუპა მამა პნევმონიით, ამიტომ დედამის ორ ადგილას უხდებოდა მუშობა ოჯახის გამოსაკვებად.
სკოლის დამთვრების შემდეგ, Shayk-ი მარკეტინგს სწავლობდა, თუმცა მალევე მიატოვა და დასთან ერთად სილამაზის სკოლაში განაგრძო სწავლა, სადაც იგი ერთ-ერთმა სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შეენიშნა და "Miss Chelyabinsk 2004" მიიწვია მონაწილეობის მისაღებად, რომელშიც მან გაიმარჯვა.
სამოდელო კარიერა 19 წლისამ დაიწყო პარიზში, დღეს კი მსოფლიო დონის მოდელია. Irina Shayk-ს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ცნობილი ბრენდების გამოსვლებში, როგორიც არის: Guess, iVictoria's Secret, Lacoste, Cesare Paciotti და სხვები. 2010 წელს არმანის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მოდელი იყო, სწორედ იქ გაიცნო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და ახლაც ერთად არიან.
2011 წელს ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა ჟურნალმა Periodika .
ასევე გახდა Vogue-ს სახე, მრავალ ქვეყანაში მუშაობდა და მუშაობს მოდელად.
ახლა მონაწილეობს ფილმში ჰერკულესი, რომელიც 2014 წელს გამოვა.ირინა რუსეთში ქველმოქმედებას ეწევა, არის რუსეთის ელჩი, უყვარს ცხოველები. ყავს ლაბრადორი სახელად კეისარი (რომელიც ფილმში Marley and me-ში არის გადაღებული).2010 წელი მისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა . მან უამრავი ჟურნალის გარეკანი დაამშვენა. მოხვდა GQ-ს გარეკანზე დასახელდა 50 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის. დასახელდა 2010 წლის „ საუკეთესო ინტერნაციონალურ მოდელად . 2011 წელს დასახელდა ყველაზე სექსუალურ ქალად.
ირინა შეიკი models.com -ის გამკითხვებით ყველაზე სექსუალური მოდელი მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. მისი ბიოგრაფიის დეტალის დამსახურებაა ის, რომ შეიკს განსაკუთრებით უყვარს ქართველები. მის მეგობრებს შორის ბევრი ქართველია, მათ შორის ცნობილი ბიზნესმენი მამუკა ფიფია. უყვარს ხინკალი და საქართველოში ჩამოსვლითაც დასდო პატივი ქართველ თაყვანისმცემლებს, როდესაც თბილისისა და მოსკოვის „დინამოების" ამხანაგურ მატჩს კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად დაესწრო. სუპერმოდელმა ირინა შეიკმა ფოტოგადაღებებში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საუკეთესო უკანალების წიგნისთვის გაიმართა.
წიგნს "Culo" ჰქვია და სულ 248 მსახიობის, მოდელისა და უბრალოდ ლამაზი გოგონას უკანალის ფოტოს მოიცავს. ესპანურიდან თარგმანში სიტყვა "Culo" "უკანალს" ნიშნავს.
წიგნისთვის უკანალებს მისი ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი რაფაელ მაცუკო ”აგროვებს”. ის თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ჟურნალებთან, როგორებიცაა: "Vogue", "Vanity Fair", "Playboy" და სხვები.
ირინა შეიკი მაცუკოს გახდაზე ადვილად დასთანხმდა. მისი ფოტონამუშევრები ხელოვნების ნიმუშებად ითვლება. წიგნი 11 ნოემბერს გამოვა, ჯერჯერობით ხელმისაწვდომი მხოლოდ შიშველი ირინა შეიკის ფოტოა.ირინა შეიკის საყვარელი ფილმებია:Match Point (2005) The Game (1997)"მე ხშირად მეკითხებიან: "როგორ?! შენ ჰამბურგერებს ჭამ? მოდელები ხომ მარტო ვაშლებით იკვებებიან" მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ტყუილია..." -ირინა შეიკი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და ლამაზი ქალბატონი ირინა შეიკი გასულ წელს განსაკუთრებულად აქტუალური და პოპულარული იყო. წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეიტინგის სათავეში მოექცა, რამდენიმე შთამბეჭდავი ფოტოსესია და სარეკლამო გადაღებაც იყო მის ანგარიშზე.
წლის ბოლოსკენ ირინა ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის ჩვენებაზეც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ანუკიმ აღნიშნა, ირინას ბებია ჰყავდა ცუდად. 20 დეკემბერს ცნობილი ლამაზმანის ბებია გალია შაიხლისლამოვა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სწორედ მისი გაზრდილები არიან ირინა და მისი უფროსი და. ბებო ზრდიდა შვილიშვილებს, სანამ მათი დედა რამდენიმე სამსახურში მუშაობდა, რომ გაჭირვებული ოჯახი გამოეკვება.
''შენ ყოველთვის დარჩები ჩვენს გულში სიცოცხლის მოყვარულ, კეთილ, მზრუნველ, მოსიყვარულე ადამიანად! ჩვენ შენით ვამაყობთ და გვიყვარხარ! მხოლოდ შენისთანა ძლიერი ქალი თუ შეძლებდა 19 წლის ასაკში ომში მოხალისედ წასვლას, რომ ჩვენი სამშობლო დაეცვა! ჩვენ ყოველთვის გვეყვარები და გვეხსომები! შენ სამაგალითო ხარ, ძლიერი, მამაცი და უბრალოდ, საყვარელი!'' - ასეთი სიტყვები მიუძღვნა ირინა შეიკმა ბებიის გარდაცვალებას.
ირინას დეკემბრის დასაწყისში გააგებინეს, რომ ბებიამისი კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა. მან ყველა საქმე მიატოვა და მშობლიურ მხარეში, ბაშკირეთში გაფრინდა. რამდენიმე დღე გაატარა ავადმყოფის ლოგინთან და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდა. გალია შაიხლისლამოვაზე ცნობილია, რომ ბაშკირეთის ქალაქ სიბაიში ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და დაზვერვაში მუშაობისთვის რამდენიმე მედალი ჰქონდა მიღებული. ახალგაზრდობაში ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც მისი შვილიშვილი.
ირინას ძალიან უყვარდა თავისი ბებია, ხშირად ნახულობდა, საჩუქრებით ანებივრებდა. ბებიასთან ჩასული იხსენებდა ბავშვობას, სიღარიბის წლებს. იქ მყოფი თვითონ ჩეხდა შეშას, აცხობდა ბლინებს... მერე ამ ფოტოებს სოციალური ქსელით ავრცელებდა ხოლმე. 27 წლის რუსმა სუპერმოდელმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს კი წარსული გაიხსენა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ბავშვობაში ძალიან გამხდარი ვიყავი და სპეციფიკურ ვარცხნილობას ვატარებდი, ამიტომ ყველა დამცინოდა. მახსოვს. როდესაც 14 წლის ვიყავი მაღალ ყელიანი ფეხსაცმელები მინდოდა, რომელიც 25 $ ღირდა, მაგრამ მის შეძენას ვერ ვახერხებდი, სწორედ ამიტომ გადავიწყვიტე დამეწყო მუშაობა ერთ-ერთ ჰოსპიტალში კედლების მოხატვაზე, რის შემდეგაც მოვახერხე ამ ფულის დაგროვება. ეს ფეხსაცმელებიც ჩემი დაცინვის საბაბი გახდა, თუმცა მე ეს დიდად არ მადარდებდა.”
ცნობილი მოდელი შეიკი ასევე ცნობილი ფეხბურთელის კრისტიანო რონალდოს მეგობარი გოგონაა, მათ ურთიერთობაზე კი ის შემდეგ კომენტარს აკეთებს: ” თუ ვიღაც ძალიან გიყვარს და მასთან კარგი ურთიერთობა გაქვს, თავს კარგად გრძნობ არ გაინტერესებს არაფერი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოს მასთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა ჩვენ დაშორებას, მაგრამ თუ ბედნიერი ხარ ერთგვარ კედელს აგებ შენ გარშემო ასეთი ადამიანების წინააღმდეგ. ყველაზე უსიამოვნო და ცუდი დეტალები კი ამ კედლის გარეთ რჩება.”ირინას ძალიან უყვარს ნიო-იორკი: ”ეს საუკეთესო ქალაქია მთელს მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ დილით ადგეთ, გაისეირნოთ და მიხვდეთ, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი ძალიან ცოცხალია, მე სამი წელი გავატარე ამ ქალაქში, მიყვარს ფილმების ყურება და ეს საუკეთესო ადგილი იყო, სადაც ამას კომფორტულად ვაკეთებდი”- განაცხადა სუპერმოდელმა. ის თავისი კარიერის პიკში იმყოფება და ხშირად ცდილობს მოიწონოს თავი შესანიშნავი სხეულით
ჯილდოები
1)ყველაზე გემოვნებიანი ქალი რუსეთში-ირინა შეიკი
2)"მის სუპერმოდელი"2004
3)ყველაზე ლამაზი ქალი-ირინა შეიკი(გერმანია)
3)ვარსკვლავური სილამაზე-ირინა შეიკი(გერმანია)
4)ყველაზე გემოვნებიანი მოდელი-ირინა შეიკი
5)წლის მოდელი-ირინა შეიკი(რუსეთი)
6)ყველაზე გემოვნებიანი მოდელი 2011-ირინა შეიკი(საფრანგეთი)
7)ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში 2011-ირინა შეიკი(უნგრეთი)
8)50 ყველაზე სექსუალური ქალთა სიაში მოხვდა!
9)2010 წლის „ საუკეთესო ინტერნაციონალურ მოდელი" -ირინა შეიკი
ფილმები
ცნობილმა რუსმა სუპერმოდელმა ყველასათვის ცნბილმა ირინა შეიკმა სამსახიობო კარიერა დაიწყო,როგორც ჩანს ირინა ამ სფეროშიც წარმატებულია რადგან ფილმის მიმართ ბევრს დადებითი წარმოდგენა აქვს!ირინა ჰოლივუდში მოღვაწეობს,მისი სამსახიობო კარიერა მხოლოდ ერთი ფილმით შემოიფარგლება,ფილმს ჰქვია ჰერკულესი!
პირადი ცხოვრება
ცნობილი ფეხბურთელის კრისტიანუ რონალდუს შეყვარებული უალამაზესი რუსი სუპერმოდელი ირინა შაიკია.წარმოშვებით რუსმა სუპერმოდელმა და პორტუგალიელმა 'მადრიდის რეალის' საუკეთესო ფეხბურთელმა, ერთმანეთი Georgie Armani-ს სარეკლამო გადაღებებზე გაიცნეს.რონალდუს ბევრი არ უფიქრია და მალევე სთხოვა ხელი შეიკს მაგარამ, დატვირთული გრაფიკის გამო ისინი ოფიციალურად დაქორწინებას ვერ ახერხებენ.2012 წლის დასაწყისში მათ ნიშნობაც ქონდათ,ამბობენ რომ შეიკი და რონალდო ქორწილის გადახდას აპირებენ აგვისტოში პუერტო-სანტაზე სადაც რონალდო 10 ვარსკლავიან სასტუმროს აშენებას აპირებს და მასში 7 მილიარდ ევროს ჩადებს!
ვიზუალური მხარე
წონა-57კგ
სიმაღლე-1,78
პარამეტრები-88-60-90
თმის ფერი-მუქი ყავისფერი
თვალების ფერი-მწვანე
დაბადების სახელი: ირენა შეიხისლამოვა
ნიკი-ირი
დაიბადა:6 იანვარს 1986 წელს,რუსეთში
ოჯახი:მამა(მკვდარი) დედა-ნატალია,და-ტატიანა
საყვარელი რეჟისორი-ვუდი ალენი
პროფესია: მოდელი, მსახიობი
ზოდიაქოთი არის თხის რქა
საყვარელი ჩაცმის სტილი-კლასიკური
ასაკი-28 წელი
ეროვნება-რუსი
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Similar topics
» ირინა შეიკი თუ შაკირა?
» ირინა შეიკი მექსიკაში.
» ირინა შეიკი თუ ჯიჯი ჰადიდი?
» ირინა შეიკი/Irina Shayk
» ირინა შეიკი და დუინ ჯონსონი
» ირინა შეიკი მექსიკაში.
» ირინა შეიკი თუ ჯიჯი ჰადიდი?
» ირინა შეიკი/Irina Shayk
» ირინა შეიკი და დუინ ჯონსონი
:: მსახიობები :: ამერიკელი ცნობილები :: ირინა შეიკი
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum