Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში Vote_lcap75%ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში Vote_rcap 75% [ 41 ]
ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში Vote_lcap25%ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში

Go down

ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში Empty ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში

Post by Bennu ♥ Sat Feb 27 2016, 21:28

ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაათაის "Colin's"- ის რეკლამაში გადაიღებენ ჯიჯი ჰადიდთან ერთად. ფოტოგრაფი იქნება მერთ ალასი, რომელიც მეგობრობს ცნობილ მომღერალ მადონასთან. ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. ჩაათაიმ ინტერვიუში დააანონსა, რომ თებერვალში გადაიღებდნენ რეკლამაში. ცოტა ხნის წინ კი უკვე ოფიციალურად დაადასტურეს ყველაფერი "Colin's"- ის წარმადგენლებმა. თურქი ბლოგერი აბდურაჰმან ბალჯილარი, რომელიც ხშირად წერს ჩაათაიზე, ამბობს, რომ რეკლამა გამოვა 29 თებერვალს. რაც შეეხება ჰონორარს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩაათაი რეკლამისთვის 1.800.000 თურქულ ლირას მიიღებს.

ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში 12341502_1061358470572465_5317294966281376198_n

თურქი ბლოგერი, აბდურაჰმან ბალჯირალი საკუთარ ბლოგზე წერს:
"ჩაათაი მსოფლიოს სამოდელო სამყაროს ახალი ვარსკვლავი გახდება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე შედგა მოლაპარაკება "Colin's" - თან. ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა ფოტოგრაფ მერთ ალასის მონაწილეობა, მაგრამ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩაათაი პირადად იცნობდეს სტეფანო გაბანას და ესწრებოდეს მის წვეულებას - ეს დიდი წარმატებაა. მსოფლიო სამოდელო სამყაროსკენ ჩაათაი დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ."
ბლოგერი ასევე გამოეხმაურა თურქულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას. საქმე იმაშია, რომ, პრესის ცნობით, ფოტოგრაფმა მერთ ალასმა "Colin's" - ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის სანაცვლოდ 1 მილიონი თურქული ლირა მოითხოვა. ჟურნალისტების ცნობით, "Colin's" ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა და ალტერნატიულ საშუალებებს გამონახავდა. ჩაათაი კი, თავის მხრივ, უარს აცხადებდა სხვა ფოტოგრაფთან მუშაობაზე. აბდურაჰმან ბალჯირალმა უარყო ინფორმაცია ჩაათაის "პრეტენზიების" შესახებ: "ჩაათაი ულუსოი ის ადამიანია, რომელსაც არ ახასიათებს წუწუნი რაიმეზე. მას უნდა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს. ეს კი სულაც არ ნიშნავს ჭირვეულობას."
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum