Log in

I forgot my password

გილოცავთ ახალ, 2017 წელს!

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

76% 76% [ 37 ]
24% 24% [ 12 ]

Total Votes : 49


ჩაათაი ულუსოი "Dolce & Gabbana"- ს წვეულებაზე

View previous topic View next topic Go down

ჩაათაი ულუსოი "Dolce & Gabbana"- ს წვეულებაზე

Post by Bennu ♥ on Sat Feb 27 2016, 21:17

ჩაათაი ულუსოი "Dolce & Gabbana"- ს წვეულებაზე

ერთ-ერთი თურქული გადაცემის წამყვანი ქალბატონი ჩაათაიზე ამბობს: "სამსახიობო კარიერის დასაწყისში ის, ცოტა არ იყოს, მოუქნელი (მოუხერხებელი) მეჩვენებოდა. მაგრამ მისმა მუშაობამ საკუთარ თავზე, გარეგნობის შეცვლამ (თმები და წვერები), მოხერხებულობამ და ენერგიულობამ, მას ყველაფერი შეაძლებინა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მორიდებული ადამიანები კარგი მსახიობები ხდებიან. ჩაათაი - მორიდებული? შეხედეთ კადრებს რეპორტაჟიდან. მას აქვს უნაკლო, სრულყოფილი სახე."


24 თებერვალს "Dolce & Gabbana" დასავლეთ ჰოლივუდში, კალიფორნიაში "პიჟამა ფართი" მოაწყო, რომელსაც ძალიან ბევრი სელებრითი ესწრებოდა, ესენი გახლავთ: Jessica Alba, Naomi Campbell, Nicole Richie, Emily Ratajkowski, Selma Blair, Camilla Belle, Poppy Delevingne, Juno Temple, Joan Smalls, Amber Valletta, Dasha Zhukova, Vanessa Traina, Rachel Zoe, Jamie Chung, Kelly Sawyer, Talita Von Furstenberg, Jennifer Meyer, Derek Blasberg, Will Peltz, Adam Senn.
ამ წვეულებაზე ასევე იმყოფებოდა ცნობილი თურქი ვარსკვლავი ჩაათაი ულუსოი. ის პირადად მიიპატიჟა სტეფანო გაბანამ, რომელიც მის მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია. ჩაათაის ფოტოს, რომელშიც მას კოსტიუმის შიგნით პიჟამო აცვია, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოკლე დროში ტვიტერზე ჩაათაის სახელი ტრენდებში მოხვდა. ასევე დიდი აჟოიოტაჟი გამოიწვია თურქულ პრესაში. სიახლეები იბეჭდებოდა "Vogue Turkey" და "ELLE".
ჩაათაის ფოტო საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე განათავსა "დოლჩე და გაბანას" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერიო დე ამბროსიომ, წარწერით: "გასულ ღამეს სტუმრად გვყავდა ყველაზე სიმპათიური თურქი მსახიობი". ასევე ჩაათაის მეგობარმა ენგინ აიქანათმა, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა მსახიობი და მოდელი წვეულებაზე, ველერიოს მადლობა გადაუხადა მოპატიჟებისათვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩაათაი გახდა #DGPYJAMA - ის სახე და მონაწილეობას მიიღებს მის სარეკლამო კამპანიაში.

Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14291
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14753
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum