Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

76% 76% [ 37 ]
24% 24% [ 12 ]

Total Votes : 49


ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში

View previous topic View next topic Go down

ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში

Post by Bennu ♥ on Sat Feb 27 2016, 21:28

ჩაათაი ულუსოი ჯიჯი ჰადიდთან ერთად რეკლამაში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაათაის "Colin's"- ის რეკლამაში გადაიღებენ ჯიჯი ჰადიდთან ერთად. ფოტოგრაფი იქნება მერთ ალასი, რომელიც მეგობრობს ცნობილ მომღერალ მადონასთან. ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. ჩაათაიმ ინტერვიუში დააანონსა, რომ თებერვალში გადაიღებდნენ რეკლამაში. ცოტა ხნის წინ კი უკვე ოფიციალურად დაადასტურეს ყველაფერი "Colin's"- ის წარმადგენლებმა. თურქი ბლოგერი აბდურაჰმან ბალჯილარი, რომელიც ხშირად წერს ჩაათაიზე, ამბობს, რომ რეკლამა გამოვა 29 თებერვალს. რაც შეეხება ჰონორარს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩაათაი რეკლამისთვის 1.800.000 თურქულ ლირას მიიღებს.


თურქი ბლოგერი, აბდურაჰმან ბალჯირალი საკუთარ ბლოგზე წერს:
"ჩაათაი მსოფლიოს სამოდელო სამყაროს ახალი ვარსკვლავი გახდება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე შედგა მოლაპარაკება "Colin's" - თან. ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა ფოტოგრაფ მერთ ალასის მონაწილეობა, მაგრამ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩაათაი პირადად იცნობდეს სტეფანო გაბანას და ესწრებოდეს მის წვეულებას - ეს დიდი წარმატებაა. მსოფლიო სამოდელო სამყაროსკენ ჩაათაი დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ."
ბლოგერი ასევე გამოეხმაურა თურქულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას. საქმე იმაშია, რომ, პრესის ცნობით, ფოტოგრაფმა მერთ ალასმა "Colin's" - ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის სანაცვლოდ 1 მილიონი თურქული ლირა მოითხოვა. ჟურნალისტების ცნობით, "Colin's" ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა და ალტერნატიულ საშუალებებს გამონახავდა. ჩაათაი კი, თავის მხრივ, უარს აცხადებდა სხვა ფოტოგრაფთან მუშაობაზე. აბდურაჰმან ბალჯირალმა უარყო ინფორმაცია ჩაათაის "პრეტენზიების" შესახებ: "ჩაათაი ულუსოი ის ადამიანია, რომელსაც არ ახასიათებს წუწუნი რაიმეზე. მას უნდა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს. ეს კი სულაც არ ნიშნავს ჭირვეულობას."

Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14291
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14753
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum