Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Vote_lcap75% El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Vote_rcap 75% [ 41 ]
 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Vote_lcap25% El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55

El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

+10
Danna.G
Bennu ♥
levyrroni fans
ely-sere
maite perroni
tiko_levymontes
ninuca
Espinela-Fans
Mariko
eric von
14 posters

Page 61 of 69 Previous  1 ... 32 ... 60, 61, 62 ... 65 ... 69  Next

Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by Aurelio Casillas Wed Apr 29 2015, 09:45

მადლობა ნინუცი საინტერესო ინფოსთვის
მე-2 სერიას,ვუყუე დრამა,ექშენი არ აკლდა.დონა ალბა ბრავო,ეს ქალი მომწონს ძან,
აურელიოსა და ლეონორის სცენებს მეც ვუყურე. ლეონორი როგორ ქალიშვილი გოგოსავით იქცეოდა თავიდან და მერე ისე მიახტა კაცს გეგონება კაცის ხამი იყოს,ლეონორი აურელიო რიგითი ნაშა aსერომ ვთქვათ
Aurelio Casillas
Aurelio Casillas

საყვარელი სერიალი : csdfag
პოსტების რაოდენობა : 670
დაბადების თარიღი : 14.06.95
ქულები : 1020
ასაკი : 29

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Thu Apr 30 2015, 01:04

ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by Bennu ♥ Thu Apr 30 2015, 13:39

მთავარ ფოტოში უცბად როხელიო მეგონა.
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Thu Apr 30 2015, 21:20

ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Sat May 02 2015, 21:14

http://www.peopleenespanol.com/article/maritza-rodriguez-cambiara-el-rumbo-de-el-senor-de-los-cielos-telemundo
ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Sat May 02 2015, 21:59

მე-6 სერია
ტიმი აურელიოს ეუბნება,რომ შტატებში მისი გადაყვანა აღარ განიხილება და ჩემასა და ურანის პოვნაში დაეხმაროს,რომელიც ირანელებმა ჩემას დახმარებით უნდა გადაიტანონ შტატებში.წახალისების მიზნით კი ჰპირდება,რომ ტიხერასს შეახვედრებს.
ლეონორი თავის უფროსთან წასვლას აპირებს,რათა აურელიოს შტატებში გადაყვანა მოითხოვოს.
მარკადოს ისევ ჰყავს თავისი ხალხი ციხეში და ერთ-ერთ მათგანს აურელიოს მოკვლას ავალებს.ამ უკანასკნელს აურელიოსთან მოწამლული საჭმელი შეაქვს,თუმცა აურელიო ხვდება და პირს არ აკარებს.
ჩემა რუტილას ოთახში გადადის.რუტილას სხვა გზა აღარ რჩება და მასთან წვება.ჩემა ეუბნება,რომ მასზე გიჟდება და ოჯახის შექმნა სურს მასთან და თავიანთ შვილთან ერთად.რუტილა პასუხობს,რომ არ უნდა,მასთან რამე საერთო ჰქონდეს.
ირმა ვიქტორს ეუბნება,რომ უნდა იცოდეს,ვინ არის ჩაკორტას მკვლელი.
ვიქტორი თამაშს განაგრძობს,სინამდვილეში კი ბიზნესში ჩართვასა და მის გაძლიერებას აპირებს.
ტიმი და როდრიგო ხვდებიან,რომ აურელიო და ლეონორი ერთად იწვნენ.
ელეასარი(ტოსტაოს ძმა) ჩემას ურეკავს და შეხვედრას სთხოვს.ჩემა თანხმდება და ელეასარი მექსიკაში მიდის.
მონიკა თავისი ბიძაშვილის ნახვას აპირებს,რათა მასა და რუტილას ახალ ბიზნესში მფარველობა გაუწიოს.
აურელიო ლეონორს როგორც ყოველთვის ეღადავება.
მარკადო დამოუკიდებელი დანაყოფის შექმნას აპირებს იმ ფულით,რომელსაც აურელიოს მოკვლაში აიღებს.
ტიმს აურელიოსათვის სატელიტური ტელეფონი მიაქვს.აურელიო თავის ერთ-ერთ პარტნიორს უკავშირდება კოლუმბია-ვენესუელის საზღვარზე და მისგან გარკვეულ ინფორმაციას იღებს ურანის საქმის შესახებ.
ტიხერასი მექსიკაში გადმოჰყავთ და იმავე ციხეში ათავსებენ,სადაც აურელიოა.ტიმის ბრძანებით,ტიხერასი აურელიოსთან შეჰყავთ და პირისპირ ტოვებენ.
მე-7 სერია
აურელიო ტიხერასს ჩაკორტას სიკვდილში ადანაშაულებს და თავს ესხმის.ტიხერასი პასუხობს,რომ ის არაფერ შუაშია და ჩაკორტა ჩემას მოკლულია.მათ სამხედროები აშველებენ.
ლეონორი შტატებშია თავის უფროსთან,სადაც ჯერემის ხვდება.ჯერემი ეღადავება.ლეონორი უფროსს ეუბნება,რომ ჯერემი ჩემასთვის მუშაობს,მაგრამ უფროსი მხოლოდ იღიმება.
რუტილა თავის მეგობარ კრისტინას ურეკავს და შეხვედრას სთხოვს.კრისტინა ახლა ჟურნალისტია და სწორედ მან დაწერა სტატია ქიმიური ნარკოტიკების შესახებ,რისი ბიზნესის დაწყებასაც აპირებენ მონიკა და რუტილა.
ლეონორი როდრიგოს ურეკავს და სთხოვს დაადგინოს,ერნესტო რომელ ციხეშია,რათა ჩვენება მიაცემინოს ჯერემის წინააღმდეგ.
მარკადო თავის კაცს ისევ ურეკავს და ეუბნება,აურელიო სასწრაფოდ მოიშოროს თავიდან.
რუტილა და კრისტინა ერთმანეთს ხვდებიან.რუტილა სთხოვს,ყველაფერი მოუყვეს,რაც კი ქიმიური  ნარკოტიკების შესახებ იცის.
ელეასარი უკვე მექსიკაშია და ჩემასთან მიდის.ის და სუპერხავი ერთმანეთის დანახვაზე ბრაზდებიან.ჩემა ორივეს დამშვიდებისაკენ მოუწოდებს.
ვიქტორი თავის ხალხს სთხოვს,იმ კაცებთან შეახვედროს,რომლებიც ტურკოსთან მუშაობდნენ.
ტიმი როდრიგოს სხთოვს,რუტილასთან წავიდეს და ეცადოს,ინფორმაცია მოიპოვოს ჩემას ადგილსამყოფელზე.როდრიგო უარზეა,ტიმი მის დარწმუნებას ცდილობს.
კრისტინა რუტილას ეუბნება,რომ ვიქტორი მოსწონს.
მარკადოს კაცი აურელიოს საწოლს ტყვიებს ახლის,მაგრამ აურელიო ჭერშია ჩამოკიდებული.
აურელიო კლავს მას და ტელეფონსა და იარაღს აცლის.
მონიკა თავის ბიძაშვილ ომარს ხვდება,რომელიც ენრიკეს გუნდშია და არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში,ჯანდაცვის მინისტრი გახდება.ჯერ უბრალოდ საუბრობენ,საქმეზე სასაუბროდ კი მომავალში აპირებენ შეხვედრას.ომარს ეტყობა,რომ მონიკასთან დაწოლა უნდა.ამას მონიკაც ხვდება.
ვიქტორი ტურკოს მიერ გადამალული ფულის მოძებნას აპირებს.
აურელიო საკნიდან გარბის.მარკადო თავის კაცს ურეკავს.ყურმილს აურელიო იღებს და ემუქრება.
ჩემა ელეასარს ეუბნება,რომ იმ ფულს მისცემს,რომელიც ტიხერასს მისი ძმისთვის ემართა.ასევე სურს,ორივე მხარესთან ითანამშრომლოს(ელეასართან და სუპერხავისთან),რათა ახლა,როდესაც ტიხერასი თამაშგარეთაა,მათ მიხედონ ნარკოტიკების წარმოების საქმეს კოლუმბიაში.
აურელიო ტიმსა და როდრიგოს მიზანში იღებს და ეუბნება,რომ მისი მოკვლა კიდევ სცადეს.ისინი პასუხობენ,რომ არაფერში შუაში არიან და მარკადოს ხალხის აღმოჩენას ცდილობენ.აურელიო როდრიგოს მარკადოს კაცის ტელეფონს აძლევს და ეუბნება,თვითონ დაურეკოს მარკადოს,თუ არ სჯერა.როდრიგო ურეკავს და ერთმანეთს ემუქრებიან.
აურელიოს ისევ პისტოლეტი აქვს მომარჯვებული.ტიმი ეუბნება,კარგად დაფიქრდეს,რას აკეთებს,რადგან ციხის დაცვის გარღვევას ვერ შეძლებს და გარეთაც არავინ ჰყავს ისეთი,ვინც დაეხმარება.
მე-8 სერია
აურელიო შეუძლოდ ხდება და იარაღს უშვებს.ტიმი როდრიგოს ეუბნება,რომ არავინ უნდა გაიგოს,რაც მოხდა.
ჩაკორტა კულიაკანში დაკრძალეს.
აურელიო ისევ ურეკავს თავის პარტნიორს საზღვარზე.ეს უკანასკნელი პირადად შეხვედრას სთხოვს.ტიმი ქვეყნიდან გაყვანაზე უარს ეუბნება,მაგრამ აურელიო მის დარწმუნებას ახერხებს. ტიმი მექსიკის პრეზიდენტს ურეკავს ნებართვის სათხოვნელად,მაგრამ უარს იღებს.
როდრიგო რუტილასთან მიდის და სთხოვს,ყველაფერი გაიხსენოს იმ ადგილის შესახებ,სადაც ჩემას ჰყავდა გატაცებული.რუტილა პასუხობს,რომ იცოდეს სად არის ის ადგილი,ეტყოდა.
რუტილას როდრიგო მოსწონს.
მარკადო ციხეზე თავდასხმას აპირებს.
ტიმი როდრიგოს ეუბენება,ენრიკეს დაუკავშირდეს და აურელიოს ქვეყნიდან გაყვანის ნებართვა მას სთხოვოს.როდრიგო ურეკავს და ენრიკე თანხმდება.
აურელიო საზღვარზე მიჰყავთ.აურელიო თავის პარტნიორს სთხოვს,ირანელს დაუკავშირდეს.ის ეუბნება,რომ ხვდება,რომ აურელიო ამერიკელებთან თანამშრომლობს.აურელიო მას ოჯახით აშანტაჟებს(რომელზეც ინფორმაცია ტიმს წინასწარ მოაპოვებინა).კაცი ირანელს ურეკავს,ტიმი და მისი ხალხი კი მის ადგილსამყოფელს ადგენენ.
მონიკა და რუტილა კრისტინას ხვდებიან და ნარკოტიკების შესახებ საუბრობენ.აგრეთვე სთავაზობენ კრისტინას,ბიზნესში ისიც შევიდეს.კრისტინა თანახმაა.
აურელიოს ციხეში აბრუნებენ.
მარკადო და მისი ხალხი უკვე ციხესთან არიან,ტიმი,როდრიგო და მათი ხალხი-ჩემას ბუნკერთან.
ციხეს თავს ესხმიან.ლეონორიც იქ ყოფილა და სროლაში ისიც ერთვება.
სროლა ჩემას ბუნკერშიც იწყება.იამირს ორმხრივ სროლაში კლავენ.სუპერხავი ცალკე გარბის, ჩემა და დანარჩენები-ცალკე.ჯერემი ჩემას ეუბნება,რომ გარეთ გავა,ოპერაციის მონაწილედ გაასაღებს თავს და გაარკვევს,რომელი უწყება აწარმოებს ოპერაციას.რიგითი სამხედროებისგან იგებს,რომ ოპერაციას „მარინა“ ატარებს.ჩემას ურეკავს და ეუბნება,რომ არაფერი სცადოს,რადგან იქაურობა სამხედროებითაა გარშემორტყმული.
ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by Aurelio Casillas Tue May 05 2015, 14:15

გამიხარდა მარიცას შემოსვლა კასტში
მგონი სერიალის გადაღებები სრულდება უკვე
მე-3 სერია ს ვუყურე და მომეწონა, მადლობა ნინუცა რომ დებს სეიების ანონს
Aurelio Casillas
Aurelio Casillas

საყვარელი სერიალი : csdfag
პოსტების რაოდენობა : 670
დაბადების თარიღი : 14.06.95
ქულები : 1020
ასაკი : 29

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Sun May 10 2015, 14:29

მე-9 სერია
ჩემა მარკადოს ურეკავს და თავისი ხალხით დასახმარებლად მისვლას სთხოვს.მარკადო უარზეა.მაშინ ჩემა ორმაგის გადახდას ჰპირდება.მარკადო თანხმდება და თავის ხალხს უკან აბრუნებს,თუმცა მოულოდნელად ბრუნდება.მედარდო მისდევს.
აურელიოს და ტიხერასს ბორკილებს ხსნიან.
ტიმი და როდრიგო ურანს პოულობენ.
სამხედროები ჩემას ბუნკერს ამოწმებენ,მაგრამ ჩემასა და მის ხალხს ვერ პოულობენ.
ტიხერასი ხელებაწეული გამოდის.მედარდო ესვრის და მხარში ჭრის.
ჩემა,ელეასარი და დანარჩენი კაცები ისევ სამალავში არიან და გამთენიისას აპირებენ გასვლას.
აურელიო მედარდოს კლავს.მარკადო გაქცევას ახერხებს.
ლეონორი ტიხერასს კითხულობს.ის გაქცეულა და ქუჩაშია.
ტიმი ვაშინქტონშია და თავის უფროსებს ურანის საქმის ანგარიშს აბარებს.ასევე ეუბნება,რომ მისი შემდეგი სამიზნე ჩემა ვენეგასია.
ტიხერასი ჯერემის ურეკავს და დახმარებას სთხოვს.ის ეუბნება,რომ ჩემას ერთ-ერთ სახლში წავიდეს.
რუტილა გვარის გამოცვლას აპირებს თავისთვის და ლუზმასთვის.ლუზმა უკმაყოფილოა.
ენრიკე პრეზიდენტს მთავრობის სხვა წევრების წინაშე ეუბნება,რომ ოპერაცია წარმატებით დამთავრდა.პრეზიდენტი კითხულობს,რომელ ოპერაციას ეხება საქმე და ბრძანება ვინ გასცა.ენრიკე პასუხობს,რომ საქმე ურანს ეხება და ბრძანება თავად გასცა.როცა მარტო რჩებიან,პრეზიდენტი ენრიკესთვის ადგილის მიჩენას ცდილობს,მაგრამ ენრიკე აქეთ უჩენს ადგილს.
ლეონორი ფსიქოლოგთან მიდის და ეუბნება,რომ იმ კაცთან იწვა,რომელმაც ის კაცი მოაკვლევინა,რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა.ფსიქოლოგი ეკითხება,რა უფრო აწუხებს-ის,რომ საყვარელი ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლო თუ ის,რომ მის მკვლელთან იწვა.ლეონორს როგორც ყოველთვის ისტერიკა ეწყება და გარბის.
მარკადო და მისი ხალხი ჩემასთან მიდიან.მარკადო ჩემას ეუბნება,რომ აქედან ნაგვის მანქანით გაიყვანს.
სუპერხავი ლილოს ურეკავს და შეხვედრაზე უთანხმდება.
მონიკა ომარის სახლში მიდის.ომარი ეუბნება,რომ ყველანაირად დაეხმარება,მაგრამ სანაცვლოდ მასთან უნდა დაწვეს.მონიკა თავიდან უარზეა,მაგრამ მერე თანხმდება,ოღონდ პირობას ართმევს,რომ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება და საქმეზე გადადიან.
ისტერიკაში მყოფი ლეონორი აურელიოსთან შედის და ეუბნება,წყეულიმც იყავიო და ა.შ.
აურელიო ეკითხება,ხომ არ მოენატრა და იმის გამეორება ხომ არ უნდა.
მე-10 სერია
ლეონორი გაგიჟებულია და აურელიოს სცემს.
მონიკა და ომარი გორაობენ.მონიკას ეჩვენება,რომ საწოლში აურელიო ჰყავს.
ომარი ბიზნესში წილს სთხოვს.საბოლოოდ 10 %-ზე თანხმდებიან.
ტიმს აწინაურებენ.
ლეონორი ფსიქოლოგთან მირბის და ეუბნება,რომ მართალი იყო და მზად არის,თერაპია დაიწყოს.
აურელიო როდრიგოს ეუბნება,ვხვდები,რუტილა რომ მოგწონსო.როდრიგო უარყოფს.აურელიო ეუბნება,კი არ გადანაშაულებ,უბრალოდ გაფრთხილებ,რუტილასთან ფრთხილად უნდა იყოო.
კარლიტოსი გამოჩნდა(ეს ბავშვიც შეუცვლიათ).
ჩემა ტიხერასსა და ელეასარს ეუბნება,რომ  უნდა,კოლუმბიაში ლაბორატორია მოაწყონ და მხოლოდ მისთვის იმუშაონ.
როდრიგო რუტილას ურეკავს და შეხვედრაზე უთანხმდება.
ჯერემი ჩემას ელაპარაკება ტელეფონზე.ტიხერასი უსმენს და ხვდება,ვინ მოკლა ჩაკორტა და ვინ უვრცელებს ხმებს.
ტიმი აურელიოს ეუბნება,რომ მომდევნო დღეს უკვე გარეთ იქნება.ასევე უნდა,რომ აურელიომ ბიზნესი ხელახლა ააწყოს.
ჩემა რუტილასთან მიდის.რუტილა ეუბნება,რომ საცაა როდრიგო მოვა და წავიდეს,მაგრამ ჩემა უარზეა და ამბობს,რომ მათ ლაპარაკს მოისმენს.
როდრიგო მოდის,მაგრამ რუტილა ლაპარაკს არ აცდის და ისეთ ადგილზე გაჰყავს,სადაც ჩემა ვერ მოუსმენთ.
როდრიგო რუტილას ეუბნება,რომ ტიხერასი დაკითხა და მის უდანაშაულობაში დარწმუნდა.ასე რომ, ჩაკორტას მკვლელობაში ერთადერთი ეჭვმიტანილი ჩემაა.
ჩემა რუტილას ელოდება და ეუბნება,გავიგონე,რივერომ  ჩემი სახელი ახსენა და ყველაფერი უნდა მითხრაო.რუტილა თავიდან ეუბნება,უბრალოდ დამკითხაო,მაგრამ მერე ყველაფერს პირდაპირ ახლის.ჩემა ეკითხება:რას აპირებ,ეტყვი,რომ ბავში ჩემგან გყავსო?დავუშვათ და ჩაკორტა მე მოვკალი,ეტყვი,რომ ბიძაშენი შენი შვილის მამამ მოკლაო?(როდრიგომ არ იცის,რომ რუტილას ბავშვი ჩემასგან ჰყავს.)
მე-11 სერია
ჩემა და რუტილა კამათობენ.ჩემა არწმუნებს,რომ მის ოჯახს არაფერს ერჩის.
ტიმი ლეონორს ეუბნება,რომ აურელიოს გათავისუფლებას აპირებს.ლეონორი უკმაყოფილოა.
როდრიგო აურელიოს ეუბნება,არ მჯერა,რომ ტიმთან შენი ოჯახის დასაცავად თანამშრომლობო,რუტილას ასე რატომ სძულხარო.აურელიო პასუხობს,რუტილა უმადურია და მართლა ჩემი ოჯახის გამო ვთანამშრომლობო.
ტიხერასი მარკადოს და ელეასარს მის მხარეზე გადასვლას სთავაზობს.ისინი თანხმდებიან.მერე ჩემას კაცებს ხოცავენ,მის თვითმფრინავს იტაცებენ და კოლუმბიაში მიდიან.თან ჩემას წერილსაც უტოვებენ ლოზუნგის სახით.
ჩემა ტირის და რუტილას ეხვეწება,მასთან დაწვეს.რუტილა უწვება.
კრისტინას მონიკასთან თავისი ნაცნობი ფაბრისიო მიჰყავს,რომელიც ნარკოტიკების წარმოებაში უნდა დაეხმაროთ და გეგმებს აწყობენ.
ენრიკე როდრიგოს არჩევნების შემდეგ დაწინაურებას ჰპირდება.
ტიმი აურელიოს ეუბნება,რომ  ხმები უნდა გაავრცელონ,ვითომ გაიქცა.აგრეთვე თავის კაცს,ბენხამინს უჩენს,რომელიც 24 საათი აურელიოს გვერდით იქნება და ტიმს ყველაფერს შეატყობინებს.
მეორე დღეს ჩემა ისევ რუტილასთანაა,როცა ჯერემი ურეკავს და მომხდარის შესახებ ატყობინებს.ასევე ეუბნება,რომ ხმები დადის აურელიოს გაქცევის შესახებ.ჩემა რუტილას ეუბნება,რომ გაქცევის ვერსიის არ სჯერა და აურელიომ ჩაკორტა თავად გაყიდა თავისუფლების სანაცვლოდ.რუტილა ამბობს,რომ აურელიო ამას არ იზამდა.
ლეონორი ერნესტოსთანაა და ჯერემის წინააღმეგ ჩვენების მიცემის შესახებ უთანხმდება.ერნესტო რუტილასთან წერილს ატანს.
ჩემა რუტილას ეუბნება,როდრიგოს დაურეკოს და ყველაფერი გაარკვიოს.როდრიგო ტელეფონზე კონკრეტულს არაფერს ეუბნება და შეხვედრაზე თანხმდებიან.ლეონორი როდრიგოსთანაა ამ დროს  და ერნესტოს წერილს მას ატანს.
ისაბელს ექიმი ეუბნება,რომ ტყუპები ეყოლება.
აურელიო მონიკასთან მიდის.ეუბნება,რომ ციხიდან გაიქცა და ისე იქცევა,ვითომ მათ შორის ყველაფერი ძველებურადაა.მონიკა მწარე-მწარე სიტყვებს ეუბნება და უარჰყოფს.
მე-12 სერია

აურელიო ბრაზდება,თავადაც მწარე სიტყვებს ეუბნება და მიდის.

რუტილა ვიქტორს ურეკავს და ეუბნება,რომ ჩემას თანახმად,ჩაკორტა აურელიომ გაყიდა თავისუფლების სანაცვლოდ.ვიქტორი ამბობს,რომ არ სჯერა.ვიქტორის სიტყვებს ირმა ისმენს.
ჯერემი ლეონორთან მიდის და ემუქრებასავით,მასზე გამოძიების დაწყების გამო.
როდრიგო რუტილას ეუბნება,რომ ციხეში რაღაც არეულობა მოხდა,აურელიომ ამით ისარგებლა და გაიქცა.რუტილა ამბობს,რომ არ სჯერა.როდრიგო რუტილას ერნესტოს წერილს აძლევს.
მონიკა ომართან მიდის და უგორდება(უფრო ზუსტი იქნება,თუ ვიტყვით,რომ კაცს აქეთ იგორებს).
აურელიო კულიაკანში ჩადის.ირმა ჩაკორტას გაყიდვაში ადანაშაულებს.აურელიო ამბობს,რომ არაფერ შუაშია.
ირმა აურელიოს ეტლიკინება.აურელიო უშვერი სიტყვებით ლანძღავს და ოთახიდან აგდებს.ალბა და აურელიო ჩხუბობენ.
სუპერხავი ლილოს სთხოვს,აურელიოს შეახვედროს,რადგან მასთან უნდა საქმის დაჭერა.
ჩემა ბავშვს ჩემიტას ეძახის.რუტილა ეუბნება,რომ უმბერტო ჰქვია.ჩემა ეუბნება,რაც უნდა ის ერქვას,მე ჩემიტას დავუძახებო.
აურელიო ვიქტორს სთავაზობს,მამამისის ადგილი დაიკავოს.
ჩემა ტოროს ეუბნება,რომ პატარა ისიდროს გამოიყენებს აურელიოს წინააღმდეგ.
ტიხერასი მარკადოსა და ელეასარს ეუბნება,საქმე ისე უნდა ავაწყოთ,რომ ჩემას 1 გრამი ნარკოტიკიც კი არ შეხვდესო.
რუტილა ერნესტოს წერილს კითხულობს და ტირის.ერნესტო სწერს,რომ უყვარს,ნანობს და ა.შ.
ისაბელი კარლიტოსს ეუბნება,არავის უთხრას აურელიოს იქ ყოფნის შესახებ.
ჩემა რუტილას ეუბნება,როდრიგოს დაუახლოვდეს და მისი ნდობა მოიპოვოს,თუნდაც თავიც შეაყვაროს.ვიცი,არჩევნების შემდეგ დააწინაურებენ და მასთან დაკავშირებით გეგმები მაქვსო.
მე-13 სერია
ჩემა და რუტილა გორაობენ.
ტიმი აურელიოს ურეკავს და ეუბნება,48 საათში იშოვოს 3 ტონა ნარკოტიკი,რომელიც ჩიკაგოსთვის სჭირდება,რომლის ნარკობაზარზეც ჩემაა გაბატონებული.
ჩაკორტას მთელი ფინანსები ირმას ხელში დაუტოვებია და აურელიოს ფული არ აქვს,თუმცა ძველი თაობის ნარკომოვაჭრეს,ფეიოს მაინც ურეკავს და ეუბნება,რომ საქონლის შეძენა უნდა.ფეიო პასუხობს,რომ ბიზნესიდან გასვლას აპირებს,მაგრამ მიჰყიდის,რა რაოდენობის ნარკოტიკიც აქვს დარჩენილი და პირადად შეხვედრას სთხოვს.აურელიო თანხმდება.ფეიოს ახალგაზრდა ცოლი,კონდესა ჰყავს.
აურელიო ვიქტორს ისევ სთხოვს ჩაკორტას ადგილის დაკავებას.ვიქტორი პასუხობს,რომ არც თავად და არც ირმა ბიზნესში შესვლას არ აპირებენ.
ირმას თავი ყველაფრის ბატონ-პატრონად მიაჩნია.აურელიოსა და ვიქტორს თოფით ხელში უვარდება და მოითხოვს,ახსნა-განმარტება ჩააბარონ.აურელიო ისევ ლანძღავს,ვიქტორი კი თოფს აშვებინებს და ოთახიდან გაჰყავს.
ლეონორი ერნესტოს სახელსა და გვარს უცვლის და სხვა ციხეში გადაჰყავს.იქ იგნასიოს ხვდება.ეს არსება ეხვეწება,აპატიოს.ლეონორი,როგორც ყოველთვის,სამართლიანი ქალის როლში გამოდის.გარნიკაც იმავე ციხეშია და ლეონორს ეღადავება.მერე ერთ-ერთ პატიმარს ეუბნება,ყველაფერი გაარკვიოს იმ ტიპის შესახებ,რომელიც ლეონორმა მოიყვანა.
ერნესტო ლეონორს გამუდმებით რუტილას შესახებ ეკითხება.ლეონორი ეუბნება,რუტილა დაივიწყოს,რადგან მას სხვა კაცისაგან ჰყავს შვილი(ლეონორმაც არ იცის,რომ ბავშვის მამა ჩემაა).ერნესტო ეჭვობს,რომ შეიძლება ბავშვის მამა თავად იყოს.
კრისტინა ვიქტორს ეფლირტავება.ისაბელი ეჭვიანობს და თავის ბიძაშვილს ურეკავს და ეუბნება,ყველაფერი გაარკვიოს კრისტინას შესახებ.
კრისტინა ვიქტორს ახსენებს,თუ საიდან გამოიყვანა ისაბელი და მის შესახებ აგდებულად ელაპარაკება.ვიქტორი სახლიდან აგდებს.
აურელიო ვიქტორს ბიზნესში შესვლას აძალებს.ვიქტორი უარზეა და აურელიოს წარსულის შეცდომებს და ცოდვებს ახსენებს.აურელიო სილას აწნავს.
მონიკა და რუტილა კამათობენ.მონიკა ეუბნება,ჩემი ღალატი და საქმის ჩემასთან ერთად დაწყება გაქვს გადაწყვეტილიო.რუტილა პასუხობს:არა,ეს შენ აპირებ ჩემს ღალატს,რადგან იდეა მოგეწონა და გინდა,საქმე მხოლოდ შენ და შენმა  ბიძაშვილმა დაიწყოთო.ბოლოს წყნარდებიან და მონიკა ეუბნება,შენმა დანახვამ მამაშენი გამახსენა და ამიტომ გავნერვიულდიო.მერე ყველაფერს უყვება თავისი და აურელიოს ურთიერთობის შესახებ.იმასაც ეუბნება,ბოლო შეხვედრისას აურელიომ რა უთხრა.რუტილა თავის მხრივ ეუბნება,ჩემასთან იმიტომ ვარ,რომ ჩვენი ბიზნესის მშვიდად აწყობა დაგვაცადოს,სანამ დაკმაყოფილებული მყავს,არაფერს იზამსო.
ირმა ვიქტორს ეუბნება,რომ გაიგონა,რუტილას რაც უთხრა ტელეფონზე და ეკითხება,სჯერა თუ არა იმის,რომ ჩაკორტა აურელიომ გაყიდა.ვიქტორი პასუხობს,რომ არ სჯერა.
ალბა აურელიოს ეუბნება,ვიქტორს ბიზნესში შესვლას ნუ აძალებ და საერთოდ,ოჯახის ყველა წევრისგან თავი შორს დაიჭირეო.
ჯერემი ჩემას ეუბნება,რომ ლეონორის ინიციატივით მასზე გამოძიება დაიწყო.ჩემა ეუბნება,ახლა ლეონორი რომ მოვაკვლევინო,ყველა შენზე მიიტანს ეჭვს,მე კი „დეაში“ მჭირდებიო.
ალბა აურელიოს ეკითხება,საკუთარ ცხოვრებას რას უპირებს.აურელიო პასუხობს,რომ საქონლის შესაძენად ფულს იშოვის და იშოვის ისე,როგორც საჭირო იქნება.
ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Wed May 13 2015, 14:57

ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by tiko_levymontes Fri May 15 2015, 20:37

seriali am sezonit morcheba?
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Fri May 15 2015, 20:40

tiko_levymontes wrote:seriali am sezonit morcheba?
არა  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526
ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by tiko_levymontes Fri May 15 2015, 20:41

ninuca wrote:
tiko_levymontes wrote:seriali am sezonit morcheba?
არა  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526
vaimeee rit vegar morchneeeen.. leonori mainc chaadzaglon amovida es erti seriali kisershi sheaberda am rols es gogo   El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Fri May 15 2015, 20:52

tiko_levymontes wrote:
ninuca wrote:
tiko_levymontes wrote:seriali am sezonit morcheba?
არა  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526
vaimeee rit vegar morchneeeen..
გაღორებულები არიან რეიტინგზე  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 1692790436 და შენ ის თქვი,რომ შეიძლება არც მე-4 სეზონით დაამთავრონ  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526 ერთ ვიდეოში ჯოშუა მინთსი ამბობს,რომ ამბიცია გვაქვს,მე-4,მე-5 სეზონებიც გადავიღოთო  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 1692790436
leonori mainc chaadzaglon amovida es erti seriali kisershi sheaberda am rols es gogo   El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526
ვნახოთ აბა,კარმენი შეიძლება გამოეხსნას,მაგრამ რაფა რომ ბოლომდე უნდა იყოს  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 1692790436 არადა ძალიან მინდა სხვა როლში ვნახო.
ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by tiko_levymontes Fri May 15 2015, 21:05

arada reitingi ufro da ufro iwevs xo? mitumetes ar moeshvebian.. ise megona rom dauvardeboda reitingi da moswyindeboda amdeni mayurebels..
aramgonia gamoetishos moswons dzaan mag serialze mushaoba ufro meti warmatebamag serialma moutana vidre mi corazon insistem.. + reitinguli serialia da rogorc xami ar gamoetisheba   El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 769468828
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by ninuca Fri May 15 2015, 21:27

tiko_levymontes wrote:
ninuca wrote:
tiko_levymontes wrote:
ninuca wrote:
tiko_levymontes wrote:seriali am sezonit morcheba?
არა  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526
vaimeee rit vegar morchneeeen..
გაღორებულები არიან რეიტინგზე  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 1692790436 და შენ ის თქვი,რომ შეიძლება არც მე-4 სეზონით დაამთავრონ  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526 ერთ ვიდეოში ჯოშუა მინთსი ამბობს,რომ ამბიცია გვაქვს,მე-4,მე-5 სეზონებიც გადავიღოთო  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 1692790436
leonori mainc chaadzaglon amovida es erti seriali kisershi sheaberda am rols es gogo   El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 3499917526
ვნახოთ აბა,კარმენი შეიძლება გამოეხსნას,მაგრამ რაფა რომ ბოლომდე უნდა იყოს  El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 1692790436 არადა ძალიან მინდა სხვა როლში ვნახო.
arada reitingi ufro da ufro iwevs xo? mitumetes ar moeshvebian.. ise megona rom dauvardeboda reitingi da moswyindeboda amdeni mayurebels..
aramgonia gamoetishos moswons dzaan mag serialze mushaoba ufro meti warmatebamag serialma moutana vidre mi corazon insistem.. + reitinguli serialia da rogorc xami ar gamoetisheba   El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 769468828
ხო.პირველი 3 კვირა უმაღლესი რეიტინგი ჰქონდა,პირველ 2 სეზონსაც აჯობა და საერთოდ,ესპანურენოვანებში პირველი იყო.ამ კვირაში შედარებით დაიწია,მაგრამ "ტელემუნდოსთვის" მაინც მაღალ რეიტინგებს დებს.როგორც იქაური იუზერები წერენ,ამ კვირაში ფეხბურთები ყოფილა და მომავალი კვირიდან ისევ აიწევს.
aramgonia gamoetishos moswons dzaan mag serialze mushaoba ufro meti warmatebamag serialma moutana vidre mi corazon insistem.. + reitinguli serialia da rogorc xami ar gamoetisheba   El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 769468828
არადა ლეონორი სულ უფრო ამაზრზენი ხდება.+ ყველა მაგის მოკვლას ითხოვს.ჩემი აზრით,პროდიუსერი წყვეტს მოკლან თუ არა(რადგან ერთ-ერთი მთავარი გმირია).
ninuca
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

Back to top Go down

 El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი - Page 61 Empty Re: El Señor de los Cielos/ცათა მბრძანებელი

Post by Sponsored content

Sponsored content

Back to top Go down

Page 61 of 69 Previous  1 ... 32 ... 60, 61, 62 ... 65 ... 69  Next

Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum