Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Vote_lcap75%x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Vote_rcap 75% [ 41 ]
x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Vote_lcap25%x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


x ფაქტორი რუსთავი ორზე

+11
eric von
lasha houston
RonaldoFan
Bennu ♥
dana-daniko
bianca y bruno
ely-sere
tiko_levymontes
Mariko
MaRiami
Espinela-Fans
15 posters

Page 44 of 46 Previous  1 ... 23 ... 43, 44, 45, 46  Next

Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Gutierrez Wed Jul 02 2014, 14:54

"X ფაქტორის" მორიგი
ტური სოფო სააკაშვილმა
დატოვა. კონკურსის
დატოვებამდე სოფო
არაერთხელ გადაარჩინეს
მენტორებმა. გავრცელდა
ინფორმაცია, რომ სოფო
გვარის გამო არ მიიღო
ქართველმა მაყურებელმა.
მაყურებლის
გადაწყვეტილებით, ის
თითქმის ყველა ტურზე
ბოლო ადგილზე იყო.
კონკურსის დატოვების
შემდეგ სოფომ საკუთარ
მენტორს, სტეფანე
მღებრიშვილს "ფეისბუქის"
კედელზე თბილი სიტყვები
მიუძღვნა.
"დიდი მადლობა მინდა
გადაუხადო ჩემ მენტორს,
რომელმაც სადამდეც შეძლო
გადამარჩინა და მომცა
საშუალება აქამდე
"შენი გემოვნება საუკუნით
წინ არის და ამას ამ
ქვეყანაში დიდი ხანი ვერ
გაიგებენ" - სოფო
სააკაშვილის თბილი
დამშვიდობება სტეფანეს
მოვსულიყავი, მე
უბედნიერესი ვარ, რომ
მომიწია მუშაობა ისეთ
პროფესიონალ ადამიანთან
ერთად, როგორიც არის
სტეფანე, ამ დროის
მანძილზე ბევრი ახალი
სიმღერა აღმომაჩენინა და
ერთ-ერთია Rachelle Farrel -ს
i forgive you და კიდევ
ერთხელ ავღნიშნავ, რომ
მისი გემოვნება საუკუნით
წინ არის და ამას ამ
ქვეყანაში დიდი ხანი ვერ
გაიგებენ. მიყვარხარ და
ამაყი ვარ რომ მე შენს
გუნდში ვიყავი, ამაყი ვარ
რადგან შენი დახმარებით
გავაკეთე ის, რასაც ქვია
performance, და ამაყი ვარ
რომ გიცნობ love you daddy",
- წერს სოფო სააკაშვილი.
როგორც მომღერალმა
"ფეისბუქის" პირად
გვერდზე დაწერა, უახლოეს
მომავალში ნიუ-იორკში
მიემგზავრება.
Gutierrez
Gutierrez

საყვარელი სერიალი : El rostro de analia, el rostro de la vengaza
პოსტების რაოდენობა : 3215
დაბადების თარიღი : 25.05.97
ქულები : 3217
ასაკი : 27

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Gutierrez Wed Jul 02 2014, 15:06

თორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი
მეუღლისგან უფრო მეტ
გაგებას ითხოვს
ერთადერთი კონკურსანტი
იყო, რომელმაც ''X
ფაქტორის'' პირველ
ლაივკონცერტზე ქართული
სიმღერა შეასრულა, ირაკლი
ჩარკვიანის ''მენატრება'', და
ესემესლიდერი გახდა. თამთა
გოგუაძის ერთ-ერთ
ფავორიტსა და გუნდის
წევრს ქება დიდად არ
აღაფრთოვანებს. ამბობს,
რომ მაშინ გაუხარდება,
როცა თავის დაწერილ
სიმღერას შეუქებენ.
''X ფაქტორის'' ბრილიანტი,
როგორც მას მენტორებმა
უწოდეს, სიტყვაძუნწია,
როგორც თავად ამბობს -
ბლუყუნებს და თან უნდა,
კარგად ესმოდეთ მისი,
განსაკუთრებით ცოლს.
- თორნიკე, იმ ასაკიდან
დავიწყოთ, საიდანაც შენ და
მუსიკა დამეგობრდით...
- ბავშვობაში მშობლებს
დავყავდი მუსიკაზე,
ფორტეპიანოსა და
ვიოლინოზე დაკვრას
ვსწავლობდი, მაგრამ არ
მიყვარდა და მალევე
გამოვედი.
- ბეთჰოვენას ხომ არ
გეძახდნენ უბანში?
- არა, ისე დავდიოდი, რომ
არავინ იცოდა ჩემ გარდა.
- როგორ, ამხელა ვიოლინოს
სად მალავდი?
- ეგ ამბები დაწვრილებით
არ მახსოვს. ის მახსოვს, რომ
არ დამცინოდნენ... მე მაინც
არ მომწონდა ეს ვიოლინო
და ფორტეპიანო, სულ სხვა
ჟანრი მიზიდავდა. რეპი
მომწონდა. ემინემსა და
დოქტორ დრეს ვუსმენდი.
მერე მუსიკალურ
ათწლედში ვისწავლე
რამდენიმე წელი და
იქიდანაც გამოვედი. მერე
მამაჩემმა მომასმენინა
ჰენდრიქსის საუკეთესო
სიმღერები და
გადავწყვიტე, გიტარაზე
დაკვრა მესწავლა. მამა
ბითლომანია, კარგი
მუსიკალური გემოვნება
აქვს. ამ პერიოდში
გადავწყვიტე, მეც დამეწერა
სიმღერა და ჩემი პირველი
სიმღერაც შეიქმნა. ''მოვიდა''
ერქვა.
- ვინ მოვიდა?
- გრძნობები. სხვებსაც
მოეწონათ ეს სიმღერა და
ვიფიქრე, რომ კარგი
გამოვიდა. მერე ჯგუფის
შექმნა გადავწყვიტე. 18
წლის ასაკში ჩამოვაყალიბე
პირველი როკჯგუფი
''წრიული კუთხე''. კუთხეში
ვიგულისხმე ადამიანის
სულიერი მდგომარეობა,
რომელიც წრეზე ბრუნავს.
სამყაროც ასეთია.
- ეს ყველაფერი ალბათ
სკოლის პარალელურად
ხდებოდა. მასწავლებლებს
თუ ესმოდათ შენი მუსიკა?
- არ იცოდნენ. მუსიკა და
მასთან დაკავშირებული
მეგობრები ცალკე სამყარო
იყო ჩემთვის, სკოლა,
კლასელები და
მასწავლებლები - სხვა.
რთული აღმოჩნდა ჯგუფის
შენარჩუნება, არანაირი
ხელშეწყობა არ გვქონდა.
საქართველოში დღემდე არ
არის ისეთი პირობები, რომ
ცოცხალმა ჯგუფმა თავისი
სახსრებით იარსებოს. ამ
პრობლემების გამო ზოგი
მიდიოდა ჯგუფიდან, ზოგი
უკან ბრუნდებოდა, თავიდან
ვარჩევდით სიმღერებს.
მოკლედ, ვერ გავქაჩეთ და
დავიშალეთ. იმედგაცრუება
დიდხანს მქონდა,
სოლოკარიერის დაწყება
ვცადე. მარტოც არაფერი
გამომივიდა. მერე ახალი
მეგობრები გავიცანი და
სხვა ჯგუფი შევქმენით.
თავიდან თავად დავიწყე
სიმღერა, სანამ ვოკალისტს
ვიპოვიდით.
- რატომ, შენს თავს
ვოკალისტად არ მიიჩნევ?
- საერთოდ არ ვფიქრობდი,
რომ ვიმღერებდი, უფრო
გიტარისტობა მომწონდა.
- ''მაესტროს'' მუსიკალურ
კონკურსში ხომ
ვოკალისტად მიხვედი?
- იქ მეგობარს მივყევი,
მთხოვა, აკომპანემენტი
გამიკეთე გიტარითო.
ძმაკაციც გამომყვა.
გადამეკიდა, იმღერეო. უარი
ვუთხარი. მერე ერთ-ერთ
პროდიუსერთან მივიდა და
უთხრა, თვითონ არ უნდა,
მაგრამ ესეც იმღერებსო.
ვიმღერე და დამტოვეს
პროექტში.
- და წარმატებულიც
აღმოჩნდა შენთვის, რადგან
ფინალურ ხუთეულში
მოხვდი. ''X ფაქტორს''
დავუბრუნდეთ, ამ
პროექტშიც მეგობარს
მოჰყევი?
- არა, ამჯერად მეუღლემ
მთხოვა და უარი ვერ
ვუთხარი.
- ვინ არის შენი მთავარი
კრიტიკოსი ოჯახში?
- თვითონ ვარ. არასდროს ვარ
კმაყოფილი საკუთარი
ნამღერით. ასეც უნდა იყოს,
სხვა შემთხვევაში, უკეთესის
გაკეთებაზე არ იფიქრებ.
- ერთადერთი კონკურსანტი
იყავი, რომელმაც ქართული
სიმღერა იმღერა პირველ
ლაივკონცერტზე. ირაკლი
ჩარკვიანის რეპერტუარი
თავად შეარჩიე თუ
მენტორმა გირჩია?
- თავიდან სხვა სიმღერის
შესრულებას ვაპირებდი,
ინგლისურენოვანი იყო,
მაგრამ ქართული
სიტყვებიც იყო. ის სიმღერა
რიგი მიზეზების გამო ვერ
ვიმღერე. მერე, რადგან იყო
დაშვებული ქართული
ტექსტი, ქართულ
სიმღერაზე დავიწყეთ
ფიქრი. მანანა მორჩილაძემ
მითხრა, ჩარკვიანის
რომელიმე სიმღერას ხომ არ
შეასრულებო. ეს სიმღერა
თავად შევარჩიე. ირაკლის
შემოქმედება ბავშვობიდან
მომწონდა, ჯერ კიდევ იმ
ბავშვობიდან, რეპს რომ
ვუსმენდი. ესეც მამაჩემის
დამსახურებაა. მამაჩემის
გემოვნება ჩემზე
ყოველთვის დიდ გავლენას
ახდენდა. რომ ამბობდა,
კარგი მუსიკოსიაო,
მჯეროდა მისი. მაშინ
ირაკლის ყველა ცუდად
მოიხსენიებდა. დღეს ყველას
უყვარს.
- გიორგი გაბუნიამ ასეთი
ფრაზა გითხრა კონცერტზე,
- ''შენ ჩემს გუნდში უნდა
ყოფილიყავი, უბრალოდ,
მამაშენს შეეშალა, ორი
წლით ადრე გაგაკეთა''. მამა
ხომ არ გაბრაზდა ამ
ხუმრობაზე?
- (იღიმება) ალბათ,
უადგილო ხუმრობა იყო,
მაგრამ გაბრაზებამდე საქმე
არ მისულა.
- პირველ ტურზე სიმღერა
რომ დაამთავრე, გეგა
ფალავანდიშვილი სცენაზე
გამოვიდა და ხელი
ჩამოგართვა, რაღაც გითხრა
კიდეც. გახსოვს, რა გითხრა?
- არ მახსოვს, მგონი,
არაფერი. პატივისცემის
დაფიქსირება უნდოდა
ალბათ.
- როგორ მოქმედებს ქება
შენზე. ზოგს თავში
უვარდება...
- რაც უნდა დიდმა ადამიანმა
შემაქოს, ჩემთვის ეს დიდს
არაფერს ნიშნავს. ეს არ არის
საზომი. ჩემი სათქმელი სხვა
არის, შევქმნა ჩემი მუსიკა.
სანამ ჩემს სიმღერაზე არ
მეტყვიან, რა მაგარიაო,
მანამდე ქება დიდად არ
მოქმედებს.
- ნათელია, რომ ძალიან
მოსწონხარ ჟიურის ყველა
წევრს, არ მახსენდება მათი
მხრიდან ფრაზა, რომელიც
შენს პატარა ნაკლზეც კი
მიუთითებდეს. როგორ
ფიქრობ, მართლა ასე კარგი
იყო შენი ყველა გამოსვლა
თუ პიროვნულად შეაყვარე
მენტორებს თავი?
- უნაკლო გამოსვლა არ
არსებობს, ალბათ
გარკვეული პოტენციალი
დაინახეს ჩემში და
ცდილობენ, არ
დამაკომპლექსონ.
- კომპლექსები გაქვს?
კრიტიკამ შეიძლება
დაგაკომპლექსოს?
- არა, კრიტიკამ არა.
სხვანაირი კომპლექსები
მაქვს. მაგალითად,
მრცხვენია, ვინმეს ისეთი
რამ ვკითხო, რაც მგონია,
რომ აუცილებლად უნდა
ვიცოდე.
- კიდევ რა კომპლექსები
გაქვს. თავისუფლების
ხარისხი როგორია შენში?
- ვეთანხმები იმას, რაზეც
შეთანხმდა კაცობრიობა, რომ
სადაც იწყება სხვისი
თავისუფლება, იქ
მთავრდება შენი.
- ამ მოსაზრებას ოჯახშიც
ეთანხმები? ცოლის
თავისუფლება სადაც
იწყება, იქ მთავრდება შენი?
- როგორ გითხრა, მარტო
არსად არ წახვიდე-მეთქი, არ
ვეუბნები, მაგრამ რაღაც
დოზით ალბათ ვზღუდავ
(იღიმება). მე უფრო მეტი
თავისუფლება მაქვს.
მაგალითად, მე რომ
შუაღამით გავიდე
სახლიდან, პრობლემა არ
იქნება, მისთვის - იქნება.
ვეტყვი, მეწყინება-მეთქი და
არ წავა.
- თუ მის მეგობარს უჭირს,
გამხნევება სჭირდება?
- მეც თან გავყვები. მთლად
ასეთი მკაცრიც არ ვარ.
კლუბშიც წასულა დასთან
ერთად ჩემ გარეშე, მაგრამ
სისტემატურად არ
შეიძლება.
- ურთიერთობებში მძიმე
ხარ, მეუღლის ჩაცმის
სტილში თუ ერევი, სადილი
თუ არ გხვდება
მომზადებული, როგორ
რეაგირებ?
- ასეთ ყოველდღიურ
წვრილმანებში მძიმე არ
ვარ. რაც შეეხება ჩაცმას,
ისეთი მომეწონა, როგორიც
გავიცანი. ჩემი იდეალის
გამოძერწვას არავისგან არ
ვაპირებ. მძიმე ვარ იმ
მხრივ, რომ მინდა, უფრო
ადვილად გამიგოს.
- რა უნდა გაგიგოს?
- თუნდაც ის, ასე რომ
ვბლუყუნებ (იცინის). ან
სანამ ბლუყუნს დავიწყებ,
თვალებში წაიკითხოს, რა
მინდა.
- დავუბრუნდეთ პროექტს,
ვის მიიჩნევ შენს მთავარ
კონკურენტად გუნდში?
- ასე რომ ვამბობ, ალბათ
ჰგონიათ, რომ ვიტყუები,
მაგრამ პროექტში
კონკურენტებად ვერავის
აღვიქვამ. არ ვიცი, ეს
ზუსტად როგორ ავხსნა.
- მგონი, მაინც ჯობს ახსნა,
ამბიციურობაში რომ არ
ჩაგითვალონ.
- არა, მე ყველაზე მაგარი
ვარ და ვერავინ მიწევს
კონკურენციას-მეთქი, არ
მიგულისხმია. კონკურენცია
ჩემთვის უფრო სამსახურთან
ასოცირდება, ვიდრე
ხელოვნებასთან. პრინციპში
ეს შოუ ხელოვნებისგან
ცოტა შორს არის, მაგრამ მე
მაინც ვცდილობ, აქ ჩემი
ხელოვნება ჩავდო. სპორტში
რომ იყოს შეჯიბრება,
მაგალითად, სირბილში,
მოვინდომებდი, რომ სხვაზე
სწრაფად მერბინა.
- თორნიკე, რა პროფესიის
ხარ?
- არქიტექტურის
ფაკულტეტი მაქვს
დამთავრებული.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემს
მშობლებს ჩემთვის კარგი
უნდოდათ, მაგრამ არ
დავუფასე. მუსიკამ
გამიტაცა. არქიტექტურაც
ლამაზი ხელოვნებაა, მაგრამ
მუსიკა უფრო ჩემია, ასე
მგონია.
Gutierrez
Gutierrez

საყვარელი სერიალი : El rostro de analia, el rostro de la vengaza
პოსტების რაოდენობა : 3215
დაბადების თარიღი : 25.05.97
ქულები : 3217
ასაკი : 27

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Gutierrez Wed Jul 02 2014, 15:22

Ra akavshirebs sofo saakashvils bera ivanishviltan.......მაყურებელმა სოფო
სააკაშვილი პროექტ ''X

ფაქტორიდან'' გაიცნო.
გოგონა საოცარი ვოკალური
მონაცემებითა და
სასიამოვნო გარეგნობით
მალე პოპულარული გახდა.
თუმცა, ეთერში შემოსული
ზარების რაოდენობით თუ
ვიმსჯელებთ, ცნობილი
დედის, მომღერალ, მაია
ყარყარაშვილის ქალიშვილს
სხვა ბევრმა კონკურსანტმა
აჯობა. სოფო პროექტის
დატოვებიდან ორჯერ მისმა
მენტორმა, სტეფანემ იხსნა.
გოგონა არც ჟურნალისტებს
დარჩენიათ ყურადღების
მიღმა. მან არაერთი
ინტერვიუ მისცა პრესას,
თუმცა არ უთქვამს, რომ
ერთი წლის განმავლობაში
ბერას მუსიკალურ
სტუდიაში ემზადებოდა. ეს
ინფორმაცია
ექსკლუზიურად მოვიპოვეთ
და სოფოს რამოდენიმე
კითხვა დავუსვით.
- სოფო, ჩვენი
ინფორმაციით, რომ შენ
ერთი წლის განმავლობაში
ბერას სტუდიაში
სწავლობდი...
- კი, მართალია. ჩემთან
ერთად სწავლობდა ნინა
სუბლატიც.
- ეს ამბავი არც ერთ
ინტერვიუში არ გითქვამს,
''რეიტინგთან'' ინტერვიუში
ამბობდი, რომ სიმღერის
კუთხით გამოცდილება არ
გაქვს.
- გააჩნია, რას გულისხმობთ
გამოცდილებაში. მე ვთქვი,
რომ ''X ფაქტორის'' მსგავს
პროექტებში არ მიმიღია
მონაწილეობა. ბერას
სტუდია, ''ლეიბლი'' არის
სასწავლო ცენტრი და არა
დიდი სცენა.
- როგორ გახსენდება ეს
პერიოდი, რა გამოცდილება
მიიღე და რამდენად გადგება
დღეს კონკურსზე?
- არაჩვეულებრივი
პერიოდი იყო. ამერიკელი
პედაგოგები მყავდა,
ქორეოგრაფი, ვოკალის
პედაგოგი. ბევრი რამ
ვისწავლე ამ ცენტრში.
- პირადად თუ იცნობ
ბერას?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ.
მაშინ, ერთი წლის
განმავლობაში ვხვდებოდით
ერთმანეთს.
- დღეს თუ
გგულშემატკივრობს, რა
ინფორმაცია გაქვს?
- ნამდვილად არ ვიცი. რაც
სწავლა დავამთავრე, მას
მერე კონტაქტი აღარ გვაქვს.
იმედია
მგულშემატკივრობს
Gutierrez
Gutierrez

საყვარელი სერიალი : El rostro de analia, el rostro de la vengaza
პოსტების რაოდენობა : 3215
დაბადების თარიღი : 25.05.97
ქულები : 3217
ასაკი : 27

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Bennu ♥ Wed Jul 02 2014, 21:38

Klaroline wrote:სალომეს გავარდნა იყო ყველაზე დიდი უსამართლობა!!!!
პ.ს ჩემთვის ;)  
იმედია ყიფიანი გაიმარჯვებს.


ზოგადად პროექტში ბევრი უსამართლობა იყო თუნდაც გავარდნების მხრივ. მაგრამ ჩმეი აზრით ყველაზე სამართლიანი ქინება თუ ამ პროექტს თორნიკე მოიგებს ეხლა.

იმედია ყიფიანი გაიმარჯვებს.

my giiiiiiiiiiiiiiiiiiiiiirl  x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 1185665371 x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 1185665371 
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Bennu ♥ Wed Jul 02 2014, 21:44

erterti fani tornike yifianze

x factor ინგლისური სიტყვაა და ქართულად თორნიკე ყიფიანს ნიშნავს

Yeeeeeeeeeeeeesss
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Bennu ♥ Thu Jul 03 2014, 15:40

yvelze magari fanebi yavs yofos imdnei qnes sergi gvarjalandzes miweres da man misa ufleba sheasrulos misi simgera romelic tornikes dzaan undoda

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მიყვარს ტალანტ შოუს ფორმატი და ამ სიმღერასთან (Artificial Love) დაკავშირებით გარკვეული გეგმები გვქონდა, მინდა თორნიკეს მივცე უფლება შეასრულოს ეს სიმღერა აბსოლუტურად უსასყიდლოთ. ეს უპირველეს ყოვლისა თორნიკეს დამსახურებაა (მოვისმინე და ვნახე მისი გამოსვლები როგორც იქნა) და მისი არაჩვეულებრივი ფანების, რომლებიც ასე აქტიურად მხარში უდგანან მას. მინდა წარმატება ვუსურვო თორნიკეს და ყველა მონაწილეს და ისეთივე დაუვიწყარი მომენტები, როგორიც მე მქონდა ამ სიმღერის შესრულებისას. პატივისცემით და სიყვარულით. სერგი გვარჯალაძე ყიფოს უფლება მისცეს იმღეროს Artificial Love
we did it

aii coveric amas tu sheasrulebs rogorc yoveltvis magari iqneba tumca arc sxvaze viqnebi ukmayofilo

Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by eric von Thu Jul 03 2014, 19:11

ყიფიანმა უნდა მოიგოს ფინალი 
მიხარია რომ ფინალი ასეთი შთამბეჭდავი იქნება
მებოს წასვლა ძან გულდასაწყვეტია
eric von
eric von

საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Bennu ♥ Thu Jul 03 2014, 21:58

eric von wrote:ყიფიანმა უნდა მოიგოს ფინალი 
მიხარია რომ ფინალი ასეთი შთამბეჭდავი იქნება
მებოს წასვლა ძან გულდასაწყვეტია


tavidan shemeocd amara exla es rom wavikitxe agar!!! bogmiani yofilaa

tornikes coli


Mariam Soselia
დაახლოებით ერთი საათის წინ, Tbilisi-სთან ახლოს
ის იშვიათი შემთხვევაა,როცა ჩემს სტატუსს ფაბლიქს ვაძლევ... რა თქმა უნდა მიხვდებით რატომაც... მინდა ერთი რაღაც ვთქვა, მებოს მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი და ვინმე რამე ცუდს რომ ამბობდა, ვპასუხობდი, რას ერჩით, ძალიან საყვარელიათქო... ეხლა უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. იმიტომ რომ საყვარელი კი არა, ძალიან ბოროტი ადამიანი ყოფილა.
ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო X ფაქტორი • X Factor-ი, როცა მე თორნიკეს ვთხოვე იქნებ Miley Cyrusის სიმღერა დააქავერო,ბევრს ევასება,მაგრამ არ უსმენენ, იმიტომ რომ ,ნუ ალბათ ხვდებით (და მათ შორის მეც). დამიწუნა იდეა,მაგრამ მერე თქვა თამთასთან, გაბუნიაც იქვე იყო და მიშოც... (სხვა აღარ მახსოვს).. ანუ უბრალოდ განიხილეს ეგ თემა... ეხლა,ფინალზე კი აღმოჩნდა რომ მებოს მოუნდა ემღერა, აჩვენა გაბუნიას თავისი ქავერი,მაგრამ საკუთარ მენტორსაც კი არ მოეწონა ისეთი ქავერი იყო და უარი უთხრა თან ყიფოსთან უკვე იყო ეგ ვერსია... მოკლედ,ასე საყვარლად მოიტყუა მებომ.
ეხლა ცდილობს ყიფოსაც გაუფუჭოს საქმე... ხალხმა ზურგი შეაქციოს... ვითომ ჩაწყობილიაო... ან იმაზე რატომ არ ფიქრობენ, რაში აწყობს რ2ს ჩაწყობა? ანუ ესე იგი ყველაზე მეტ პერსპექტივას ყიფოში ხედავენ? აღიარებთ მაგას? თუ დებილები არიან და ისე , უბრალოდ მებოს ჯინაზე აკეთებენ? ეხლა რატომ დატოვა პროექტი? იმას არ ამღერებდნენ რაც უნდოდა? არ იცოდა სად მიდიოდა? არ იცოდა რომ მანდ ეგრე ხდება? მსგავს პროექტებში პროდიუსერები იმიტომ ჰყავთ,რომ ისინი წყვეტენ? ხო იმღერა ისეთი სიმღერები,რომლებიც უნდოდა?
ყიფოს ვინც უსმენთ, იცით ყიფოს ჯგუფი და მისი მიმდინარეობა, რამდენი სიმღერა იმღერა ისეთი,რომელიც ჰგავს მის სტილს? რამდენი არ უნდოდა,მაგრამ მაინც მოირგო, იმიტომ რომ ეგაა მუსიკოსობა,მე ასე მგონია... კიდევ ძალიან ბევრს დავწერდი,მაგრამ მე წერა მეზარება და თქვენ ალბათ კითხვა... ძალიან ბევრი რაღაც გავიგე ჩემდა სამწუხაროდ და კიდევ ერთხელ დავრწუმნდი რომ ადამიანები გადაშენების პირას დგანან და ცხოველებს ემსგავსებიან . მოკლედ,ვინც მოტყუვდება, ღირსია მოტყუვდეს. ყიფოში ვისაც ეჭვი შეეპარება,ის არც იქნება ყიფოს გვერდში არასდროს
და ყველამ თავისი სიმართლით იაროს
მე მყავს უბოროტო, საყვარელი და ძალიან მაგარი ადამიანი გვერდში
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by RonaldoFan Fri Jul 04 2014, 19:30

საერთოდ საქართველოში არ არსებობს შოუ რომელიც ბოლომდე სამართლიანი იქნება!
სულ თავიდან დავიწყებ..
თორნიკე ყიფიანი, ეს არის X FACTOR, მიუხედავად იმისა, რომ თორნიკესკენ არ ვყოფილვარ არც თავიდან და არც მერე ფაქტია, რომ მას ააქვს X. ფინალისტებს შორის არის თორნიკე ყველაზე ძლიერი, ვოკალურადაც და მას ააქვს ყველაფერი, რომ იყოს პირველი იქს ფაქტორი, თორნიკემ, რომ არ გაიმარჯვოს მთელს ცხოვრებაში ყველაზე ნაგავ და უსამართლო შოუდ ჩავთვლი იქს ფაქტორს! შეგახსენებთ, რომ არ ვარ თორნიკესკენ. :)
სოფი სააკაშვილი, ეს გოგონა არ მომწონდა თავიდანვე, მართლა არ მომწონდა , ვიცი, რომ არაფერი დაუშავებია ჩემთვის მაგრამ აი ესე უბრალოდ არ მომწონდა და არც ეხლა მომწონს, რომ გითხრათ მეწყინა მისი გავარდნა თქო და რომ გითხრათ გამიხარდა, რომ დააბრუნეს თქო მოგატყუებთ მაგრამ, სოფის Empire State of Mind, ის შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანმა სოფიზე თქვას, რომ ხმა არ აააქვსო?! :)
მებო ნუცუბიძე, ეს არის ადამიანი ვინც პირველი ტურიდან დაიმსახურა ჩემი სიყვარული, რავიცი აი ყველაფერი მომწონს ამ ადამიანში, ვიზუალიც, ჩაცმულობაც და ხმა ხომ საერთოდ, რომ არ წასულიყო იქს ფაქტორიდან ვისურვებდი მის გამარჯვებას რადგან მართლაც ეს ის ადამიანია ვისაც ვუსმენ და ესე მგონია პროფესიონალ მომღერალს ვუსმენ! და არა ვიღაც მონაწილეს, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მებოს შესრულებული Let her go, აი ამის შემდეგ მან სამუდამოდ დაიპყრო ჩემი გული :დ
მიშო ელიავა, მიშო არის იქს ფაქტორში ყველაზე სიმპატიური მამაკაცი ჩემთის, მას ააქვს შესანიშნავი გარეგნობა რასაც ვოკალზე ვერ ვიტყვით, მიშომ, რომ გაიმარჯვოს დიდი უსამართლობა იქნება რადგან ვოკალურად მიშოს თითქმის ყველა ფინალისტო სჯობს :/
სალომე ტეტიაშვილი, აი ეს ადამიანი იყო ჩემთის X FACTOR, მე აი ამ ადამიანისკენ ვიყავი ბოლო წამამდე სანამ გავარდებოდა, ვინც ამბობს, რომ ხმა არ ააქვსო ის არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყრუ! სალომეს ქავერებს, რომ ვუსმენ კეთილი შურით მშურს იმდენად მაგრად ასრულებს, ვგიჟდები ამ გოგოზე, ყველანაირად მაგარი გოგოა საერთოდ.
ფაქტია, რომ ყველა მონაწილეს ვერ ჩამოვწერ აქ ხომ 400-ზე მეტი კონკურსანტი იყო უბრალოდ არ შემიძლია არ გამოვარჩიო:
თამუნა შავერდაშვილი, მთელი პროექტის განმავლობაში რაც კი უსამართლობა ყოფილა, აი ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და სიდამპლე, რომ ეს გოგო გააგდეს პროექტიდან! სტეფანე ძლიან მიყვარს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სოფის იცნობს დიდი ხანია და ა.შ თამუნა არ უნდა გაეგდო, სოფის არაჩეულებრივი ვოკალი აქვს მაგრამ აი ამისნაირი არცერთს არ ააქვს, სალომე ამაზე 1000-ჯერ მეტად მიყვარს უბრალოდ აი სალომეზეც და ყველაზეც მაგარია ხმა აქვს ამ გოგოს, აი ამას ააქვს ძალიან ღრმა და გემრიელი ხმა!!!!! აი გესიამოვნება ადამიანს მოსმენა, ვგიჟდები ამის ხმაზე. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი სინაგვე ისაა,რომ ეს გოგო არ არის ფინალში ! :)
RonaldoFan
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Bennu ♥ Tue Jul 08 2014, 01:02

ყიფოოომ მოიგოოოო მთელი 67%-ით სალომე ტეტიაშვილის ყიფოს გულშემატკივრობდა

http://skandal.ge/?menuid=93&id=4307&lang=1
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by eric von Tue Jul 08 2014, 13:12

va vulocav yifians
mogebas
imsaxurebda
eric von
eric von

საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by RonaldoFan Tue Jul 08 2014, 16:21

ასე ღირსეული გამარჯვება არცერთ პროექტში არ ყოფილა!
ყოჩაღ რუსთავი 2-ს!!!!
ვულოცავ თორნიკე ყიფიანს და მართლა მთელი გულით გამიხარდა მისი გამარჯვება, აე ჩემი გამოცდების ჩაბარებაც კ იარ გამხარებია!!
მოკლედ:
30 000,
ბინა,
მანქანა,
გიტარა,
საგზური პარიზში,
საგზური ამსტერდამში,
საგზური ლონდონში,
სმარტფონი,
დასწრება როკ-ფესტივალზე "Rock Insane"! სადაც იმღერებენ მომღერლები როგორიცაა ლანა დელ რეი.
იმღერებს ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზე..

მოკლედ თორნიკე გადაწყვეტილია ცოლად მოგყვები!
RonaldoFan
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Bennu ♥ Tue Jul 08 2014, 16:26

მოკლედ თორნიკე გადაწყვეტილია ცოლად მოგყვები!

რომ ყავს უკვე ცოლი :დ :დ :დ უიი პარიზი აღარ გამიგიაა ვაიმეე რა ბედნიერი იქნებააააააა
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by MaRiami Thu Jul 10 2014, 22:02

ჩემი აზრით იქს ფაქტორი სოფი იყო და ვსოო სულ არ მაინტერესებს ყიფიანმა მოიგო თუ ვინ ეს ერთი და მეროე მაგარი უნამუსობა იყო მთელი პრუიზები ყიფიანს რომ მისცეეს,მარტო ჩემი აზრი არაა ეს ყველა ამას ამბობდაა ,როგორც წესიი სუ ასე ხდება ხპოლე გაჭრვებულებს აძევენ მთელს პრიზებს
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by RonaldoFan Fri Jul 11 2014, 10:53

Sofis namdvilad qonda x factor, gansakutrebit misi shesrulebit, rom movismine EMPIRE STATE OF MIND! es iko saocreba, ubralod kiposac konda da am orshi ert-erts unda gaemarjva!
RonaldoFan
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25

Back to top Go down

x ფაქტორი რუსთავი ორზე - Page 44 Empty Re: x ფაქტორი რუსთავი ორზე

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 44 of 46 Previous  1 ... 23 ... 43, 44, 45, 46  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum