პროფილი მაია ასათიანთან ერთად
+8
Espinela-Fans
tiko_levymontes
Bennu ♥
Mariko
maite perroni
bianca y bruno
ely-sere
MaRiami
12 posters
:: სხვადასხვა თემები :: მასმედია
Page 4 of 6
Page 4 of 6 • 1, 2, 3, 4, 5, 6
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
monica spear_fan wrote:მაო არსად არ წასულა 18 სექტემბრიდან პროფილი ისევ ეთერშია
ახალ არხს კიდევ პარალელურად უხელმძღვანელებს
დაირაზმეთ ხალხო მაომ ინტერვიუში დაწერა ახალ არხზე ლათინური სერიალები გავაო
ისევ მაო თუ გვიშველიდა :დდდ
ashenda saqartvelo aba :DEEEDDD
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
თურქულებიცო თან ბეეეეეBennu wrote:monica spear_fan wrote:მაო არსად არ წასულა 18 სექტემბრიდან პროფილი ისევ ეთერშია
ახალ არხს კიდევ პარალელურად უხელმძღვანელებს
დაირაზმეთ ხალხო მაომ ინტერვიუში დაწერა ახალ არხზე ლათინური სერიალები გავაო
ისევ მაო თუ გვიშველიდა :დდდ
ashenda saqartvelo aba :DEEEDDD
monica spear_fan- საყვარელი სერიალი : აკრძალული სიყვარული,ველური ყვავილი,20 წუთი
პოსტების რაოდენობა : 7314
დაბადების თარიღი : 30.07.98
ქულები : 7518
ასაკი : 26
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
haaaaaaaaaaaaaaaa? :O : :O : :O : :O : :O : aeeeeeeee morchaaa maias fan klubs vaketeeeeeeeeeeeeb misi fani vxdebiii ra carmeni ris levy gond amagn latinurebi manaxoooos daaaaa aeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeemonica spear_fan wrote:მაო არსად არ წასულა 18 სექტემბრიდან პროფილი ისევ ეთერშია
ახალ არხს კიდევ პარალელურად უხელმძღვანელებს
დაირაზმეთ ხალხო მაომ ინტერვიუში დაწერა ახალ არხზე ლათინური სერიალები გავაო
ისევ მაო თუ გვიშველიდა :დდდ
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
auuuuuuuuuuuuu gukaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa taidnave getqva cudi ambavi da mere kargiiiiiiiiiii rato chamshxameeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeemonica spear_fan wrote:თურქულებიცო თან ბეეეეეBennu wrote:monica spear_fan wrote:მაო არსად არ წასულა 18 სექტემბრიდან პროფილი ისევ ეთერშია
ახალ არხს კიდევ პარალელურად უხელმძღვანელებს
დაირაზმეთ ხალხო მაომ ინტერვიუში დაწერა ახალ არხზე ლათინური სერიალები გავაო
ისევ მაო თუ გვიშველიდა :დდდ
ashenda saqartvelo aba :DEEEDDD
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
ტყუილად არ მყვარებია ეს ქალი, დადე რა ლინკი რომელ ინტერვიუში განაცხადა მაომ
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
http://www.reitingi.ge/ise/2953-maia-asathiani-akhali-arkhis-direqtori-gakhda.html?lang=ka-GE
marusia1- საყვარელი სერიალი : ----------
პოსტების რაოდენობა : 937
დაბადების თარიღი : 25.12.93
ქულები : 937
ასაკი : 30
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
ნანუკა ჟორჟოლიანი აპირებს ინტერნეტტელევიზიის გაკეთებასო
marusia1- საყვარელი სერიალი : ----------
პოსტების რაოდენობა : 937
დაბადების თარიღი : 25.12.93
ქულები : 937
ასაკი : 30
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
http://www.reitingi.ge/aqtualuri-sakhe/2953-maia-asathiani-akhali-arkhis-direqtori-gakhda.html?lang=ka-GE
warmatebebs vusurveb am qals, rac ar unda aktitikon mainc nmer pirvelia xoferiasnai idotebs chamoixevs
დაახლოებით ერთი წელია, მაია ასათიანი პრესის ფურცლებზე ვრცელი ინტერვიუთი აღარ გამოჩენილა. სხვათა შორის, მოხერხებულად შეძლო, ჟურნალისტებისგან საიდუმლოდ შეენახა ერთი მეტად საინტერესო ამბავი, რომელსაც ''რეიტინგის'' მკითხველს ექსკლუზიურად უმხელს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი რესპონდენტი, არც მეტი, არც ნაკლები - ახალი არხის დირექტორი გახდა.
უკვე ექვს თვეზე მეტია, ''რუსთავი 2'' ერთ პროექტზე მუშაობს, ''მარაო რუსთავი 2''. ეთერში ოქტომბრიდან გავა და ყველა საკაბელო არხის პირველ ათეულში დაივანებს. ახალი ტელეკომპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქალები გახლავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად გასართობი, პოლიტიკისგან სრულად დაცლილი ტელეკომპანიის საეთერო ბადე მამაკაცებს არ დააინ-ტერესებთ. მაია თავის გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა, ახალი გადაცემების შინაარსსა და შეფუთვაზე მუშაობს.
პარალელურად, 16 სექტემბერს ''პროფილის'' ახალ, მეთოთხმეტე სეზონსაც ხსნის თემით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა... ამ თემებზე მაიამ ჩვენთან დაწვრილებით ისაუბრა.
- პირველ რიგში, როგორ დაისვენე, მოიკრიბე ძალები?
- ჩემი აზრით, წელს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო სეზონი დგება, ამიტომაც მაქსიმალურად ვეცადე, რომ ყველაფრისგან გავთიშულიყავი. საკუთარ თავთან დავრჩი. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დასასვენებლად მარტო გავემგზავრე თურქეთში, სადაც ორი კვირის განმავლობაში გახლდით.
- შვილის გარეშე?
- ნუცა უკვე დიდია, 16 წლის, და გადაწყვიტა, თავის მეგობრებთან ერთად დაესვენა. სხვათა შორის, ჩემთვის ცოტა რთული გადაწყვეტილება იყო. პირველად გავუშვი მარტო დასასვენებლად, არ იყო ჩემთან ერთად, თუმცა, ბუნებრივია, მაინც უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, შვილს გაუკეთო - თავისუფლების წართმევაა. მირჩევნია, ნუცა დამოუკიდებელ ადამიანად გაიზარდოს. ის დედისერთაა და ამიტომაც გამიჭირდა მისი მარტო გაშვება, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე.
ჩემი მარტო გამგზავრება დასასვენებლად გარშემო მყოფებმა ცოტა უცნაურად აღიქვეს, მაგრამ ასე საგანგებოდ მოვიქეცი. ძალიან მნიშვნელოვანი, რთული და მძიმე გამოწვევის წინაშე ვდგავარ, რაც ჩემთვის აზარტულიც არის. დასვენებისას ბევრს ვცურავდი, ვკითხულობდი, ინტერნეტი, ტელეფონი გამორთული მქონდა, არსად ვჩანდი, რათა ძალები მომეკრიბა.
- მაია, დამღლელია ის, რასაც მთელი წელი აკეთებ?
- მე სხვანაირად ცხოვრება არ ვიცი. როგორ შეიძლება ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს და შენს ცხოვრებას დიდ აზარტს აძლევს, იყოს დამღლელი?!. ჩემთვის ყველაზე დიდი დაღლა არის უსაქმოდ და მიზნის გარეშე ყოფნა. ხანდახან ადამიანებს ჩემი ზედმეტი აქტიურობითა და მიზანსწრაფულობით ვაწუხებ, მაგრამ სულ მიკვირს იმ ხალხის, ვისაც არა აქვს მიზანი. მბეზრდება უსაქმოდ ცხოვრება.
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შენი ცხოვრებიდან ბევრი გაკვეთილი მიიღე და გაითავისე.
- ბევრი შეცდომაც მომსვლია, მაგრამ ამან თუ არ გასწავლა და არ გაიზარდე, იქვე დარჩები. ფეხი სადღაც თუ არ ჩაგივარდა, ალბათ, გამართულ სიარულს ვერ ისწავლი...
- ძალიან შეცვლილი ხარ.
- წლებიც მომემატა, გამოცდილება დამიგროვდა. 37 წლის ვარ. ასაკს არ ვმალავ, პირიქით. წარმოიდგინე, 22 წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ. ძალიანაც მომწონს ჩემი თავი 37 წლის ასაკში. ახლა ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. არ ვიცი, რას ვიტყვი, როცა 40 წლის გავხდები, მაგრამ ახლა ვინმემ რომ მითხრას, წლებს ჩამოგაკლებო, კატეგორიულ უარს ვეტყვი. უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ, ისე იოლად აღარ ვტყუვდები და ისე ძალიანაც აღარ მტკივა, როგორც ადრე. ეს ერთგვარად ცუდია, რადგან გამოცდილებამ ისიც მომიტანა, რომ ადამიანებს ბოლომდე ვეღარ ვენდობი. ადრე ძალიან მიმნდობი გახლდით, საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. საქმე, ზოგადად, ძალიან კარგი კატალიზატორია. წარმატებაც ასევეა, ნამდვილ წარმატებაში მხოლოდ ნამდვილი მეგობრები გიდგანან გვერდით, თორემ გაუბედურებული ყველას უყვარხარ. არ ვიცი, რატომ დავდექი ფილოსოფოსობის ხასიათზე (იცინის).
- მოდი, ახალ გამოწვევაზე ვისაუბროთ. როგორ აპირებ ახალ საქმესთან შეჭიდებას?
- ეს შეკითხვა შვიდი წლის წინაც დამისვეს, როდესაც ''პროფილს'' ვიწყებდი. ნურავინ ჩამითვლის ტრაბახად, მაგრამ მე-14 სეზონს ვიწყებთ, ქართულ ტელევიზიაში არ არის მეორე გადაცემა ასეთი შედეგით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც ვამზადებ ამ გადაცემას და მეათასე მადლობა მაყურებელს. შედეგში იმას ვგულისხმობ, რომ ამ წლების განმავლობაში გადაცემები იყო სალაპარაკო, განსახილველი, განსასჯელი, ტალახის სასროლი, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ჩვენ მიერ შექმნილი ვარსკვლავებიც ამისი ნათელი მაგალითია.
- მაგალითად?..
- მერსი სულხანიშვილი.
- რომელიც პირველად ''რეიტინგის'' გარეკანზე გამოჩნდა.
- დიახ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თქვენთან და არა მარტო, ზოგადად, ჟურნალ-გაზეთებთან. ჩვენ ერთმანეთს ვასაზრდოებთ. კი, მერსი ''რეიტინგის'' გარეკანზე ვნახეთ, გადავწყვიტეთ, მისგან შეგვექმნა სკანდალური ქალი... და გამოვიდა. ეს ინდუსტრიაა, რომლის საფუძველში ისიც დევს, რომ მას უნდა აკრიტიკებდნენ, ესროდნენ ტალახს, უბრალოდ, ქართველებს ყველაფერი გადამეტებულად გვაქვს. თორემ სიყვითლე ყველგან მოთხოვნადია. ერთად რომ სხდებიან ქალბატონები, ისინი ხშირად მაღალ მატერიებზე კი არ საუბრობენ, არამედ მეზობლებს ჭორავენ, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.
მას შემდეგ, რაც ''პროფილი'' გახდა სუპერრეიტინგული გადაცემა, ჩემი აზრით, ტელებაზარმა მოითხოვა, საგანგებოდ ქალებისთვის გაკეთებულიყო ტელევიზია. მადლობელი ვარ მათი, ვინც გადაწყვიტა, ჩემთვის ჩაებარებინა ეს საქმე. შემოთავაზება ნიკა გვარამიასგან მივიღე. არხი შექმნილია ''რუსთავი 2''-ის ბაზაზე და პირველად ვამბობ თქვენთან, რომ მას ჰქვია ''მარაო რუსთავი 2''. ეს იქნება ქალბატონებისთვის დროის გასატარებელი არხი, დილას რომ გადმორთავენ, მთელი დღე ჩართული ექნებათ. არ ვამბობ, რომ მამაკაცები აქ საინტერესოს ვერ იპოვიან, მაგრამ ძირითადად მაინც ქალბატონებზე გავთვალეთ. აქ ნახავთ ყველაფერს პოლიტიკის გარდა, არხიდან მხოლოდ სიმშვიდე, სიტკბო, სითბო წამოვა, იქნება ჭორაობა, უამრავი საინტერესო გადაცემა მოდაზე, გარდ-ერობსა თუ მაკიაჟზე, ვარსკვლავების ცხოვრებაზე, თოქშოუებსაც მოვამზადებთ, რეალურ შოუებსაც, გადაცემებს კი სუპერპოპულარული ვარსკვლავები წაიყვანენ - ნინა წკრიალაშვილი პირველად ცდის საკუთარ თავს წამყვანის ამპლუაში, თიკო სადუნიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, თიკა ფაცაცია, შორენა ბეგაშვილი ჩვენს არხზე გამოჩნდებიან, ნიკა გრიგოლია გაუძღვება რეალურ შოუს სახელწოდებით ''ერთგულების ტესტი'', სადაც ცნობილი ქართველი ქალბატონები მეუღლეების ერთგულებას შეამოწმებენ. შორენა ბეგაშვილიც რეალურ შოუსწაიყვანს. სხვათა შორის, ძალიან მცირებიუჯეტიანი ტელევიზია იქნება, ისეთივე, როგორიც ''პროფილია''.
- ვისი კონკურენტი იქნებით?
- ყველასი. რასაკვირველია, მსხვილ არხებს, როგორიცაა ''რუსთავი 2'', ''იმედი'', მძაფრ კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ მგონია, რომ ქალები მამაკაცებს უფრო ხშირად წაართმევენ ტელევიზორის პულტებს (იღიმის). ჩვენს ეთერში გავა სერიალებიც, თურქული თუ ლათი-ნოამერიკული. ეს ფერი ტელებაზარზე არის საჭირო. ალბათ, გამოჩნდებიან კრიტიკოსები, რომლებიც დაიწყებენ არხისთვის ბევრი ნაკლის მოძებნას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ''მარაო რუსთავი 2'' საგანგებოდ იქმნება მაყურებლის გასართობად. მის ეთერში იხილავთ ისეთ ნოსტალგიურ ფილმებს, როგორიცაა ''რომაული არდადეგები'' თუ ''ქვიშის კარიერის გენერლები''. რაც მთავარია, აქ ვერ ნახავთ სისხლს, სროლებსა და ძალადობას. გვინდა, მაყურებელმაც მოგვაწოდოს რჩევები და იდეები, რომლებსაც შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ.
- ექვსი თვე ინახავდი საიდუმლოდ ახალი ტელევიზიის ამბავს.
- მარტიდან უკვე ვემზადებით მაყურებელთან შესახვედრად. თავიდან შემოთავაზებას სიფრთხილით მოვეკიდე. მეშინოდა, როგორ მოვასწრებდი ''პროფილის'' პარალელურად ამ არხის საქმეების გაძღოლას. ''პროფილი'' ჩემი მთავარი შეყვარებულია (იღიმის) და პირველი წელია, როცა მასზე უფრო ნაკლებს ვლაპარაკობ. აქვე ვიტყვი, რომ საინტერესო სეზონი გვექნება, პირველ გადაცემას ბოლო დროის აქტუალურ თემაზე, ოჯახურ ძალადობაზე ვამზადებთ და 18 სექტემბერს გავა ეთერში, მოკლული ქალბატონების ოჯახის წევრები იქნებიან ჩვენი სტუმრები, ეს გადაცემა-აქციაა, რითაც სეზონს დავიწყებთ. ახალ არხს სწორედ ''პროფილის'' გუნდთან ერთად ვაკეთებ და 24 საათიდან 24-ვეს გამოყენებას ვაპირებ.
- თავისუფალი დრო აღარ გექნება.
- არც ადრე მქონდა. ხანდახან მიცოდებენ კიდეც, რა ცუდია, რომ სულ სამსახურშიაო, მაგრამ ყველაფერს ვასწრებ!.. მოსაწყენი ერთ ადგილზე დგომაა. მთელი წლის განმავლობაში თავს დასვენების უფლებას მხოლოდ ორი კვირით თუ ვაძლევ. ძალიან დაქოქილი ვარ და მაინტერესებს, რამდენად ავწევ ამ სიმძიმეს.
- კრიტიკას, რა თქმა უნდა, ელოდები.
- როცა ''პროფილის'' კრიტიკა წამოვიდა, მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავი. ახლა შემიძლია, ჩემთვის ტალახის მსროლელ ყველა ადამიანს ვუთხრა მადლობა, რადგან ქვა და რკინა ვარ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ის ტალახი რომ არ ყოფილიყო, დღეს აქ არ ვიქნებოდი.
- შენი აზრით, მაინცდამაინც შენ რატომ ჩაგაბარეს მთელი არხი?
- საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ ალბათ, იმ შვიდი წლის გამო, რაზეც ზევით ვისაუბრე.
- რა მიზანი გაქვს, როგორც ახალი არხის დირექტორს.
- ყველა სხვა მცირებიუჯეტიან არხს შორის ''მარაო რუსთავი 2'' იქნება ნომერი პირველი. საერთოდ, არ მიყვარს, როცა მეორე ვარ (იღიმის). შესაძლოა,
სხვა არხებსაც გავუწიოთ კონკურენცია. ვიცით, როგორ მოვიზიდოთ მაყურებელი. წინ დიდი გზაა, მაგრამ არ გვეშინია მისი გავლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რთული იქნება.
- ცნობილი სახეების დათანხმება ხომ არ გაგიჭირდა?
- ეს არ იყო იოლად გადასაწყვეტი საკითხი, რადგან ბევრ ცნობილ სახეს არ აქვს ტელეწამყვანობის გამოცდილება. ვფიქრობ, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება მათი ახალ ამპლუაში ხილვა, თუმცა არც ერთი მათგანი არ გაუძღვება ისეთ გადაცემას, რომლის თემატიკაც მისთვის უცხო იქნება. შემდეგში დაგვემატებიან შედარებით უცნობი სახეებიც, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ მაყურებელს ურჩევნია, ასეთი ტიპის გადაცემები კაშკაშა ვარსკვლავებმა წაიყვანონ. თუკი ნინა ცნობილი სახეა, რატომაც არ უნდა იყოს ყვითელი გადაცემის წამყვანი? ეს ხომ ინდუსტრიაა და ჩვენ კი ჰამბურგერს ვამზადებთ (იღიმის).
- მოკლედ, ქართველი ოპრა უინფრი ხარ. ჯერ თოქშოუს წამყვანი და ახლა ახალი არხის დირექტორიც. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
- (იცინის) უხერხული იქნებოდა, ამ პარალელზე მეფიქრა, რადგან ის სუპერპროფესიონალი და სხვა განზომილების ადამიანია. მე კი თვითნასწავლი ვარ... ღრუბლებში არასდროს დავფრინავ. არ ვარ მეოცნებე ტიპაჟი, არასდროს ვფიქრობ ზეგინდელ დღეზე. ჩემთვის პირველი ეტაპის ამოცანაა, რომ არხი გავიდეს ეთერში, მერე მოიზიდოს მაყურებელი, შეინარჩუნოს სტაბილურობა და განვითარდეს. ასე მაქვს გათვლილი.
- ვისი აზრია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- როგორ შეიძლება, ადამიანი რაღაცას აკეთებდე და არ უსმენდე კრიტიკას. კრიტიკაში არ ვგულისხმობ ასეთ შეფასებებს - ''მაია ასათიანი გოიმია'', ''ფეხი გაღუნული აქვს'', ''აწყობილია'', ''უგემოვნო, მდარე გადაცემა აქვს''. ბოლო პერიოდში ჩემი მლანძღველები დამცინიან იმის გამო, რომ არ მაქვს მჩქეფარე პირადი ცხოვრება. თავიდან ამაზე ვიცინოდი, მერე მივხვდი, რომ საზოგადოებაში ფასეულობები შეიცვალა. რატომ არის ეს დასაცინი, არ მესმის? ამაზე ცოტა მწარედ ვრეაგირებ. საქართველოში წარმატებული ქალი შეიძლება იყოს მარტო და წარმატებას მიაღწიოს ყოველგვარი მერკანტილური დახმარებების გარეშე, ლოგინიდან ხელის წამკვრელების გარეშე. ეს ყველგან არის შესაძლებელი, უბრალოდ, რთული გზაა.
მკითხე, ვისი აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი - რამდენიმე ჩემი კოლეგის. მათ შორის, ინგა გრიგოლიას დავასახელებ, რომელსაც პატივს ვცემ, ის მართალი ადამიანია და ასეთივე ურთიერთობა გვაქვს. ყველაზე საჭირო რჩევები ორომტრიალისას სწორედ ინგამ მომცა და დღემდე ვითვალისწინებ. მისი ცხოვრებიდან ბევრი მაგალითი ამიღია. თუ არ იცის, ამ ინტერვიუდან გაიგებს. ზოგადად, ჩვენს სფეროში სუფთა კოლეგიალური ურთიერთობა ძალიან იშვიათია, ბევრი ქვედა დინებაა და სულ გრძნობ, რომ ფეხს გიდებენ. როცა კოლეგიალობაზე ვფიქრობ, პირველი ინგა მახსენდება და შესაბამისად, მისი აზრი მნიშვნელოვანია. ვითვალისწინებ ოჯახის წევრების მოსაზრებებს, ისინი სულაც არ მაქებენ. მცდარია დამოკიდებულება, რომ ოჯახის წევრს აუცილებლად ტაში უნდა დაუკრა. კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც ვუჯერებ, მათ შორის ჩემი გუნდის წევრებს.
- ავი თვალის თუ გეშინია?
- ძალიან პრაგმატული ვარ და არ მეშინია (იღიმის). წარმოგიდგენია, ''პროფილს'' რამდენი მაყურებელი ჰყავს და აქედან რამდენი შეიძლება ცუდი თვალით უყურებდეს. აქამდე ყველა კონკურენტი ჩამოვიშორეთ. ძალიან მინდა, რომ ხუთშაბათს საღამოს სხვა არხზე გავიდეს ახალი გადაცემა. სულ ცდილობდნენ ჩემთვის მაყურებლის წართმევას, მაგრამ... (იღიმის).
- შენი კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანი აპირებს ინტერნეტტელევიზიის გაკეთებას.
- ჩვენმა კონკურენციამ ორივეს ძალიან გვარგო. სავარაუდოდ, ჩვენი ტელევიზიები ერთმანეთს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან ის ინტერნეტარხს აკეთებს. მართლა გულით ვუსურვებ წარმატებას და ბევრ მაყურებელს.
- ბოლოს მინდა გკითხო, ''პროფილისთვის'' იმიჯს თუ იცვლი?
- ზოგადად, ქართველი მაყურებელი ყველაფერს აკრიტიკებს. ერთი პერიოდი იყო მოდური ტენდენცია, ჩემი ჩაცმულობის გაკრიტიკება. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა ჟურნალმა ყველაზე მოდურად ჩაცმულ ქალბატონებს შორის დამასახელა. ეს ის შემთხვევაა, როცა ''ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის''. ჩემი და ავთანდილის თანამშრომლობა ყველაზე მყარი გამოდგა ქართულ შოუბიზნესში. ყოველთვის, როცა იმიჯს ვიცვლიდი, მე და ავთო ვფიქრობდით, როგორი უნდა ვყოფილიყავი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თავად ვარ შეცვლილი შინაგანად. ეს ცვლილებები გარეგნობაზეც აისახა და ჩანს, ამიტომაც რადიკალურად არაფრის შეცვლა არ დამჭირდა. ამ წლების განმავლობაში ცვლილებებიც დრომ მოიტანა. თუმცა ამბობენ, რომ ბევრი ოპერაცია მაქვს გაკეთებული (იცინის).
- ცხვირსა და მკერდზე ამბობენ...
- (იცინის) იცი, როგორ მეშლება ნერვები?
- მაია, ჩვენი ჟურნალის რეიტინგში საპატარძლოებს შორის რომ მოხვდი, ამაზე რას ფიქრობ?
- მართალი გითხრათ, თავს საპატარძლოდ არ ვგრძნობ და თქვენგან შევიტყვე. რეიტინგის დანარჩენი წევრები მაქსიმუმ 25-27 წლის იყვნენ და მადლობა, რომ ეს ჭარმაგი ქალბატონი ამ სიაში მომახვედრეთ (იცინის). საერთოდ არ მაქვს დაქორწინება დაგეგმილი, გათხოვებას არ ვაპირებ. ალბათ, ძალიან სერიოზული რამ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ადამიანმა ამ ავანტიურაზე მეორედ დამითანხმოს. ზოგადად მგონია და შესაძლოა, ეს ჩემი კომპლექსია, რომ არ არსებობს კაცი, რომელიც ისეთს შემიყვარებს, როგორიც ვარ. სინამდვილეში სუსტი ქალი ვარ. როცა ამბობენ, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ ძლიერი ქალები, აქ არ იგულისხმება კარიერა, პრობლემა ქალის ხასიათის სიმტკიცეშია. მეც მტკიცე ხასიათი მაქვს.
- არ არსებობს არავინ შენს ცხოვრებაში?
- ნამდვილად არ არსებობს.

ui araushavs bevri latinuri iqneba albat aba mteli dge ra unda achvenos :ddddTiko Villalobos wrote:auuuuuuuuuuuuu gukaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa taidnave getqva cudi ambavi da mere kargiiiiiiiiiii rato chamshxameeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeemonica spear_fan wrote:თურქულებიცო თან ბეეეეეBennu wrote:monica spear_fan wrote:მაო არსად არ წასულა 18 სექტემბრიდან პროფილი ისევ ეთერშია
ახალ არხს კიდევ პარალელურად უხელმძღვანელებს
დაირაზმეთ ხალხო მაომ ინტერვიუში დაწერა ახალ არხზე ლათინური სერიალები გავაო
ისევ მაო თუ გვიშველიდა :დდდ
ashenda saqartvelo aba :DEEEDDD
ise exla rasac achveneben imaze bevri iqneba da movisvenebt :ddd
monica spear_fan- საყვარელი სერიალი : აკრძალული სიყვარული,ველური ყვავილი,20 წუთი
პოსტების რაოდენობა : 7314
დაბადების თარიღი : 30.07.98
ქულები : 7518
ასაკი : 26
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
latinuri tu iqneba da maganac tu dilas chasva avikleb fb-ze :DD unda mivwero maias :DDDmonica spear_fan wrote:ui araushavs bevri latinuri iqneba albat aba mteli dge ra unda achvenos :ddddTiko Villalobos wrote:auuuuuuuuuuuuu gukaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa taidnave getqva cudi ambavi da mere kargiiiiiiiiiii rato chamshxameeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeemonica spear_fan wrote:თურქულებიცო თან ბეეეეეBennu wrote:monica spear_fan wrote:მაო არსად არ წასულა 18 სექტემბრიდან პროფილი ისევ ეთერშია
ახალ არხს კიდევ პარალელურად უხელმძღვანელებს
დაირაზმეთ ხალხო მაომ ინტერვიუში დაწერა ახალ არხზე ლათინური სერიალები გავაო
ისევ მაო თუ გვიშველიდა :დდდ
ashenda saqartvelo aba :DEEEDDD
ise exla rasac achveneben imaze bevri iqneba da movisvenebt :ddd
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
მაგის დაწერას ვაპირებდი ეხლა . . პალიტრა ტვ ხო იწყებს ბრაზილიურს ოქტომბრიდან და მაგ ახალ არხზეც იქნებ მალე დაიწყონ ლათინურები :)
Danna.G- საყვარელი სერიალი : Pasion de gavilanes . Alguien te mira.Amantes del desierto
პოსტების რაოდენობა : 637
დაბადების თარიღი : 21.03.25
ქულები : 635
ასაკი : 99
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
latiinurebi gava uejveli rustavs bevri latinuri aqvs nayidi da is serialebi gava, es arxi rustavi 2 is sakutreba iqneba
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
თუნდაც ძველები გაამეორონ , მთავარია ლათინური გაუშვან
Danna.G- საყვარელი სერიალი : Pasion de gavilanes . Alguien te mira.Amantes del desierto
პოსტების რაოდენობა : 637
დაბადების თარიღი : 21.03.25
ქულები : 635
ასაკი : 99
Re: პროფილი მაია ასათიანთან ერთად
გული მიგრძნობს მალე ელ როსტრო დე ლა ვენგანსას ვიხილააავთ
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Page 4 of 6 • 1, 2, 3, 4, 5, 6
Similar topics
» კვირის საუკეთესო პროფილი #2
» კვირის საუკეთესო პროფილი #1
» Maia Darsmelidze/მაია დარსმელიძე
» მაია ასათიანი თუ ნანუკა ჟორჟოლიანი?
» Maia Doborjginidze/მაია დობორჯგინიძე
» კვირის საუკეთესო პროფილი #1
» Maia Darsmelidze/მაია დარსმელიძე
» მაია ასათიანი თუ ნანუკა ჟორჟოლიანი?
» Maia Doborjginidze/მაია დობორჯგინიძე
:: სხვადასხვა თემები :: მასმედია
Page 4 of 6
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum