Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Prison Break/ციხიდან გაქცევა Vote_lcap75%Prison Break/ციხიდან გაქცევა Vote_rcap 75% [ 41 ]
Prison Break/ციხიდან გაქცევა Vote_lcap25%Prison Break/ციხიდან გაქცევა Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Prison Break/ციხიდან გაქცევა

2 posters

Page 1 of 2 1, 2  Next

Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:05

Prison Break/ციხიდან გაქცევა AzNev
ციხიდან გაქცევა (ინგლ. Prison Break) — ამერიკული ტელესერიალი, რომლის გადაღება 2005 წელს დაიწყო და გაგრძელდა 2009წლამდე. სერიალის პრემიერა შედგა ამერიკულ ტელეკომპანია ფოქსის სამაუწყებლო კომპანიაზე, 2005 წლის 29 აგვისტოს.სერიალის სიუჟეტი ეხება ორი ძმის ამბავს. ლინკოლნ ბაროუსი სიკვდილმისჯილია მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, ხოლო მისი ძმა, მაიკლ სკოფილდი, საგულდაგულოდ ცდილობს მისი ციხიდან გაყვანას.სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან პოლ შერინგი, კევინ ჰუკსი, მეთ ოლმსტიდი, მარტი ანდელსტეინი, დაუნ პარუსი, ნილ მორიცი და ბრეტ რატნერი. სერიალისთვის მთავარი მუსიკა შეთხზულია რამინ ჯავადის მიერ და ნომინირებული იყოპრაიმტაიმის ემის ჯილდოზე 2006 წელს.სერიალი ოთხი სეზონისგან შედგება. პირველი და მეორე სეზონები შეიცავს 22 ეპიზოდს. მესამე 13-ს, ხოლო მეოთხე სეზონი - 24 სერიას.

ციხიდან გაქცევის ორიგინალურ იდეას — კაცი განზრახ ხვდება ციხეში, რომ დაეხმაროს ვინმეს (ამ შემთხვევაში მის ძმას) ციხიდან გაქცევაში — პოლ შერინგს სთავაზობდა დაუნ პარუსი, რომელსაც უნდოდა ნამდვილი მოქმედებითად ორიენტირებული სერიები გადაეღო. შერინგს ეს აზრი მოეწონა და დაიწყო უსამართლოდ გასამართლებული ერთ-ერთი ძმის ამბავზე სიუჟეტის მომზადება. 2003წელს მან ეს იდეა ფოქსს გააცნო, რაზეც ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ იგი რამდენიმე ხანი კიდევ ხვეწდა იდეას, თუმცა ამაოდ. მის შეთავაზებას კვლავ უარყოფითი პასუხი მოჰქონდა, რადგან არხების ხელმძღვანელობის აზრით, ეს იდეა უფრო შეესაბამებოდა ფილმს, და არა ტელესერიალს. შემდგომ, ციხიდან გაქცევის მინისერიალად გადაღების პერსპექტივა გაჩნდა. ამ დროს სცენარის ყურადღება სტივენ სპილბერგმა მიიპყრო. ამგვარად, ციხიდან გაქცევა მინისერიალად აღარ გამოცემულა. პოპულარულ სერიალებთან ერთად, როგორებიცაა დაკარგულები და 24, ფოქს ნეტვორკმა ციხიდან გაქცევის გადაღება 2004 წელს დაიწყო. საცდელი ეპიზოდი გადაიღეს ერთი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც შერინგმა დაწერა სცენარი და ხუთ თვის შემდეგ, სერიალის სარეკლამო რგოლიც გამოვიდა.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:07

Vgijdebodi  am serialze da Michaelze  mabodebda chemi  usayvarlesi personaji iyo ^^
Prison Break/ციხიდან გაქცევა Tumblr_mwzp09ibY41rmxp7ao1_500
Prison Break/ციხიდან გაქცევა Tumblr_n12b0a6hgh1tt9fwto1_500


Last edited by Mariko on Fri Feb 21 2014, 19:18; edited 1 time in total
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:09

შერჩევის პროცესი მაიკლ სკოფილდის როლისთვის დაიწყო წარმოებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ინტერვიუში, პოლ შერინგმა განაცხადა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მსახიობი ამ როლისთვის: „ამ როლის შემსრულებელი უნდა იყოს იდუმალებით მოცული, მაგრამ ვენთვორთ მილერის გარდა ყველა მსახიობი იყო ყალბი“. წარმოებამდე ერთი კვირით ადრე უენტორტ მილერი წარდგა აუდიტორიის წინაშე. მან შერინგზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი გამოსვლით. იგი როლზე შემდეგ დღესვე აიყვანეს.
დომინიკ პარსელი შერჩევაზე წარმოებამდე სამი დღით ადრე მივიდა და, შესაბამისად, იგი ბოლო მსახიობი იყო, რომელიც არჩეულ მსახიობთა გუნდს შეუერთდა.პარსელი მოსინჯეს ლინკოლნ ბაროუსის როლზე, რომელიც მიჩნეულია საშიშ პიროვნებად. იგი არის მაიკლ სკოფილდის ძმა. ჯონ დოიზე მუშაობის შემდეგ, პარსელს ჰქონდა ახლო თანამშრომლობა ფოქსთან. აქედან, იგი გააგზავნეს „ციხიდან გაქცევის“ საპილოტო სცენარზე. პირველად, შერინგი ფიქრობდა, რომ პარსელი იყო „ზედმეტად მიმზიდველი ბიჭი“, მას შემდეგ რაც აუდიტორიის წინაშე იგი თავისი ფლამბოიანტური თმის სტილით გამოჩნდა. თუმცა პარსელმა მოიგო როლი და გადაღების პირველ დღეს გადაპარსული თმებით ჩავიდა. შერინგი გააოცა ორი მთავარ მსახიობს შორის ფიზიკურმა მსგავსებამ.
მიუხედავად იმისა, რომ ამორი ნოლასკომ აღიარა, რომ მას კითხვა არ უყვარდა, იგი სცენარმა „ძალზედ ჩაითრია“. აუდიტორიის წინაშე იგი ფერნანდო სუკრეს როლისთვის წარდგა. მისმა ნერვიულობამ პოლ შერინგი მოხიბლა. მან განაცხადა, რომ ნოლასკო იყო მათი საუკეთესო არჩევანი..
სცენარის წაკითხვის შემდეგ, უეიდ უილიამსს საწყის ეტაპზე არ უნდოდა ბრედ ბელიკის როლის განსახიერება, რადგან ეს პერსონაჟი, მისი თქმით, „საშინელი და საზიზღარი“ იყო. მისი უხალისობა წარმოიშვა ოთხი წლის ქალიშვილის მამობისას. თუმცა, მისმა მენეჯერმა დაარწმუნა იგი მოესინჯა თავისი თავი ბელიკის როლში. შედეგი წარმატებული გამოდგა.
სარა უეინ კელისი იყო პირველი მსახიობი ქალი, რომელიც აუდიტორიის წინაშე სარა ტანკრედის როლის შესრულებისთვის წარდგა და იყო ასევე პირველი, რომელიც გახდა ძირითადი შერჩევის წევრი. ის როლზე თითქმის მყისვე აიყვანეს.
შერჩევის სხვა წევრები იყვნენ რობინ ტუნი, მარშალ ოლმანი, პოლ ადელსტეინი და პიტერ სტორმეირი, რომლებმაც განასახიერეს ვერონიკა დონოვანი, ელ. ჯეი. ბაროუსი, პოლ კელერმანი და ჯონ აბრუცი.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:10

ციხიდან გაქცევის პირველი სეზონის უმრავლესობა გადაღებულია ჩიკაგოში. გადაღება ხდებოდა ჯოლიეტის ციხეში, რომელიც გადაღებულია როგორც ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელი ციხე. ლინკოლნის კამერა, საავადმყოფო და ციხის ეზო გადაღებულია ამავე ციხეშ]. ლინკოლნის საკანში იყო დატყვევებული ცნობილი ამერიკელი მკვლელი ჯონ უეინ გეისი. გარე სცენები არის გადაღებული ჩიკაგოში, ვუდსტოკში და ჯოლიეტში. ასევე გადაღების ადგილები შეიცავსო’ჰაირის საერთაშორისო აეროპორტს ჩიკაგოში და ტორონტოს ონტარიოში, კანადა. ციხიდან გაქცევის ყოველ ეპიზოდზე იხარჯებოდა $$2 მილიონი აშშ დოლარი ილინოისის შტატში, ხოლო საბოლოო დანახარჯმა 2005 წელს მიაღწია $24 მილიონ აშშ დოლარს.
განახლებული მეორე სეზონის გადაღება დაიწყო 2006 წლის 15 ივნისს დალასში, ტეხასი. გადაღებები ხორციელდებოდაპატარა ელმში, დეკატურში და მინერალ უელსში. ბევრმა ამ ადგილებიდან წარადგინა სხვადასხვა ამერიკული ქალაქები. სავარაუდოდ შოუზე დაიხარჯა $50 მილიონი აშშ დოლარი დალასში. მეორე სეზონის ბოლო სამი სერია გადაღებულ იქნა პენსაკოლაში, ფლორიდას შტატში. თითოეული ეპიზოდის გადაღება გრძელდებოდა რვა დღე და დაახლოებით $1.4 მილიონი აშშ დოლარი იგზავნებოდა თითო ეპიზოდიდან ადგილობრივ ეკონომიკაში.
მესამე სეზონი გადაიღეს ტეხასში და თითო ეპიზოდის ბიუჯეტი შეადგენდა $3 მილიონ აშშ დოლარს. თითოეული გარე სცენა ლინკოლნისა და გრეტჩენის მონაწილეობით საჭიროებდა პანამადან გასვლას.
მეოთხე სეზონი ძირითადად გადაიეღეს ლოს-ანჟელესში, კალიფორნია. მისი პირველი ეპიზოდი იყო სპეციალურად ორსაათიანი.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:11

სერიალის მთავარი მუსიკა შეთხზულია რამინ ჯავადის მიერ, და ნომინირებული იყო პრაიმტაიმის ემის ჯილდოზე 2006 წელს. პირველი ორი სეზონის საუნდტრეკების კრებული ციხიდან გაქცევა: ორიგინალური სატელევიზიო საუნდტრეკი გამოიცა 2007 წლის 28 აგვისტოს. Djawadi-იმ და ფერი კორსტენმა გამოუშვეს მთავარი მუსიკის რემიქსი სახელად: „Prison Break Theme (Ferry Corsten Breakout Mix)“, როგორც სინგლი, რომელიც გამოიცა ფოქს მუსიკის მიერ 2006 წელს.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:11

პირველი სეზონი შეიცავს 22 ეპიზოდს. ლინკოლნ ბაროუსი არის ტერენსი სტრიდმენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ძმაა. ლინკოლს გამოუტანეს სიკვდილით დასჯის განაჩენი და გადააგზავნეს ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელ ციხეში, იმისთვის რომ შემდგომში სიკვდილით დაესაჯათ. ლინკოლნის ძმა, მაიკლ სკოფილდი არის დარწმუნებული ძმის უდანაშაულობაში. ამიტომ მან გადაწყვიტა მისი ციხიდან გამოყვანა და შეიმუშავა გეგმა. იმისთვის, რომ შესულიყო მის ძმასთან ფოქს რივერ შტეიტში, იგი პოლიციას ჩაბარდა ბანკის გაძარცვის ფაქტზე. მაიკლმა ციხეში შესვლისთანავე დაიწყო გაქცევისთვის მზადება, რაშიც გარედან ლინკოლნის ახლო მეგობარი ვერონიკა დონოვანი ეხმარებოდა. საბოლოოდ, სეზონის ბოლოს, მაიკლი და ლინკოლნი ექვს სხვა პატიმართან ერთად გაიქცნენ ციხიდან.
მეორე სეზონი შეიცავს 22 ეპიზოდს და გრძელდება პირველი სეზონის დასასრულის მოვლენებით. სცენარი იწყება ფოქს რივერ შტეიტიდან გაპარვიდან 8 საათის შემდეგ მომხდარი მოვლენებით. ახალ სეზონში ახალი პერსონაჟები გვხვდება, მათ შორის ფედერალური აგენტი ალექსანდრე მაჰონი, რომლის მიზანია დაიჭიროს და დაატყვევოს რვა გაქცეული. მეორე სეზონის ბოლოს, მაიკლ სკოფილდს დააპატიმრებენ და გააგზავნიან სონას ფედერალურ გამოსასწორებელ ციხეში.
მესამე სეზონი შეიცავს 13 ეპიზოდს და გრძელდება მეორე სეზონის დასასრულის მოვლენებით. სონას ციხეში მაიკლ სკოფილდთან ერთად გააგზავნეს აგენტი ალექსანდრე მაჰონი, თეოდორ ბეგვილი და ბრედ ბელიკი. მაიკლ სკოფილდი დააპატიმრეს მკვლელობის მცდელობისთვის, ამ დროს კი ლინკოლნ ბაროუს მოუხსნეს ყველა დანაშაული. გრეტჩენ მორგანის მეთაურობით, გაიტაცეს ლინკოლნის შვილი ელ. ჯეი. ბაროუსი და სკოფილდის შეყვარებული სარა ტანკრედი. მათ შეთავეზეს ლინკოლნს, რომ გამოეყვანა სკოფილდის დახმარებით სონას ციხიდან ჯეიმზ ვისტლერი, და მხოლოდ ამის შემდეგ გაანთავისუფლებდნენ ელ. ჯეი. ბაროუსსა და სარა ტანკრედს. მაიკლი საბოლოოდ ჩაუდგა ხელმძღვანელობაში ვისლერის გაპარვას (მაჰონისა და მის მეგობარ, ლუიშ გალეგოსთან ერთად), თუმცა გაპარვა ლეჩეროს, ბეგვილსა და ბელიკსაც უნდოდათ, რაც მათ თავისით ვერ მოახერხეს. სეზონის ბოლოს ელ. ჯეი. გაათავისუფლეს ვისტლერის სანაცვლოდ. ამ დროს ფერნანდო სუკრეც ჩასვეს სონას ციხეში. მაიკლ უნდოდა სარას მკვლელისთვის შური ეძია.
მეოთხე სეზონის ძირითადი შინაარსი არის განვითარებული აგენტ დონ შელფის მიერ, რომელიც იბრძვის სცილის მოსაპოვებლად.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:12

ციხიდან გაქცევის თითოეული სეზონისთვის არჩეულ იქნა ათი ან მეტი ახალი მსახიობი ბევრ ვარსკვლავთან ერთად. პირველი სეზონის პერსონაჟები ძირითადად იყვნენ ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელი ციხის პატიმრები. მეორე სეზონიდან პატიმრებს დაემატათ ბევრი მთავარი გმირი, მათ შორის FBI-ის აგენტი, რომლის მთავარი მიზანი იყო რვა გაქცეული პატიმრის შეპყრობა. მესამე სეზონმა, რომელიც გადაღებულია პანამაში, გაგვაცნო ოთხი ახალი მთავარი პერსონაჟი, ორი მათგანი ფედერალური სონას გამოსასწორებელი ციხის პატიმარი. ყველაზე დიდი ცვლილებები შეიტანა სერიალში პერსონაჟების სიკვილმა. სერიების შემქმნელი, პოლ შერინგი ხსნის, რომ მთავარი პერსონაჟების სიკვდილი „აუდიტორიას შესძენს მეტ საშიშროებას ჩვენ პროტაგონისტებზე
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:13

მთავარი პერსონაჟები
სერიალის გმირები არიან ლინკოლნ ბაროუსი (განასახიერებს დომინიკ პარსელი) და მაიკლ სკოფილდი (განასახიერებს უენტორტ მილერი). ლინკოლნი არის უმაღლესი სასწავლებლიდან გამორიცხული და დამნაშავედ აღიარებული არამზადა, რომელსაც უსამართლოდ დააბრალეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ძმის, ტერენსი სტიდმენის მკვლელობა. ლინკოლნის ძმა სკოფილდი მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, სანამ ძმის გადასარჩენად თავს გაწირავდა. მან, ძმის გადარჩენის მიზნით, საგულდაგულოდ შეადგინა ციხიდან გასაქცევი გეგმა, შემდეგ კი ის მთელს ტანზე სვირინგის სახით გამოიხატა. მთელი სერიების განმავლობაში, მაიკლი და ლინკოლნი გვაჩვენებენ ერთმანეთის სიყვარულს. ისინი არიან ერთადერთი პერსონაჟები, რომლებიც ყველა სერიაში გამოჩნდნენ.
ვერონიკა დონოვანი (განასახიერებს რობინ ტუნი) არის მაიკლის და ლინკოლნის ბავშვობის მეგობარი. მან განიხილა სკოფილდის გეგმა და გახდა ლინკოლნის ადვოკადი. პირველ სეზონში იგი თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს.
ელ. ჯეი. ბაროუსი (განასახიერებს მარშალ ოლმანი) არის ლინკოლნ ბაროუსის თინეიჯერი ვაჟი. იგი ძალიან განიცდიდა მამამისის სიკვდილით დასჯის განაჩენს. ის იძულებული გახდა გადამალულიყო, ვინაიდან მას ეძებდნენ ლინკოლნის სიკვდილის მსურველები.
ორი ყველაზე აღსანიშნავი პერსონაჟები, რომლებსაც მაიკლი შეხვდა ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელ ციხეში არიანფერნანდო სუკრე (განასახიერებს ამორი ნოლასკო) და თეოდორ 'თ-ბეგ' ბეგვილი (განასახიერებს რობერტ კნეპერი). სუკრეს მოქმედება დამოკიდებულია მის სურვილზე, რომ შეხვდეს მის მეგობარ გოგონას. მან განავითარა მეგობრული ურთიერთობა მაიკლთან და ლინკოლთან და მათი მოკავშირე გახდა. თ-ბეგი ბოროტი პიროვნებაა, რომელიც ვერ აფასებს მის გარშემო სიტუაციას, და ყველა მისი მტერი გონია.
მისი დაჭერის შემდეგ, ჯონ აბრუცი (განასახიერებს პიტერ სტორმარი) გახდა გავლენიანი პიროვნება ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელ ციხეში. იგი იყო ჩიკაგოს მაფიის ლიდერი. მან შეთავაზა მაიკლს გაქცევის გეგმა, სანაცვლოდ კი მას უნდა გაეგო მისგან თავისი დანაშაულის თვითმხილველის, ოტო ფიბონაცის ადგილმდებარეობა. იგი რეგულარურად თამაშობდა პირველი სეზონის პირველ ნახევარში, შემდეგ კი პირველი სეზონის დასასრულს დაბრუნდა. ბენჟამინ მაილს "კ-ნოუტ" ფრენკლინი (განასახიერებსროკმონდ დუნბარი) არის ფოქს რივერის პატიმარი. იგი დაეჭვდა მაიკლში. როდესაც გაიგო მისი გაპარვის გეგმის ამბავი, როგორც თ-ბეგმა, მანაც აიძულა მაიკლი, რომ იგიც გაეპარებინა. თუმცა იგი იყო ბევრად თანამგრძნობი და კეთილი, ვინემ თ-ბეგი.
როგორც ყველა სხვა პატიმარს, მაიკლი შეხვდა ფოქს რივერის ოფიცერ ბრედ ბელიკს (განასახიერებს უეიდ უილიამსი). ბელიკი თავიდანმე ანტიპათიურად განეწტო მაიკლის მიმართ და მასთან დაპირისპირება დაიწყო.
სარა ტანკრედი (განასახიერებს სარა უეინ კელისი) არის ციხის ექიმი, რომელსაც მოეწონა სკოფილდი, შემდეგ კი ეს გრძნობა სასიყვარულო ინტერესებში გადაეზარდა. იგი არის ილინოისის გუბერნატორის შვილი, რომელიც იყო იმ გეგმის ერთ-ერთი წევრი, რომლის შედეგადაც ლინკოლნს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი. საბოლოოდ იგი გადავიდა მაიკლის მხარეს და დაეხმარა ციხიდან გაქცევაში.
პოლ კელერმანი (განასახიერებს პოლ ადელსტეინი) გაგვეცნო, როგორც საიდუმლო სამსახურის აგენტი, რომელიც მუშაობდა ვიცე პრეზიდენტისთვის, რომ ეთვალთვალა, მიმდინარეობდა თუ არა ლინკოლნ ბაროუსის სიკვდილით დასჯა სწორედ. იგი ხან ავკაცი იყო, ხან კი მაიკლის და ლინკოლნის მომხრე.
მეორე სეზონში გამოჩნდნენ ახალი მთავარი პერსონაჟები, მათ შორის FBI-ს აგენდი ალექსანდრე მაჰონი (განასახიერებს უილიამ ფიხტნერი), რომლის მიზანია თვალი ადევნოს გაქცეული პატიმრების გადაადგილებას და შეიპყროს ისინი. მეორე სეზონში სარა ტანკრედი გახდა ერთერთი მთავარი პერსონაჟი. სეზონის ბოლოს, სერიალს გამოეთიშა პოლ ადელსტეინის პერსონაჟი, რომელიც მოკლეს, თუმცა მისი მკვლელობა არაა ნაჩვენები.
სამი მთავარი პერსონაჟის გამორთვის შემდეგ, მესამე სეზონში გვხვდება ოთხი მნიშნელოვანი პერსონაჟი: ლეჩერო (განასახიერებს რობერტ უისდომი) — სონას პატიმარი, ჯეიმზ ვისტლერი (განასახიერებს კრის ვეინსი) — სონას პატიმარი, გრეტჩენ მორგანი (განასახიერეფს ჯოდი ლინ ო'კიფი) და სოფია ლუგო (განასახიერებს დანი გარსია) — ვისტლერის მეგობარი გოგონა. სარა უეინ კელისის პერსონაჟის, სარა ტანკრედის მოკვეთილი თავი იპოვეს მეოთხე ეპიზოდში, მიუხედავად ამისა იგი დაბრუნდა მეოთხე სეზონში
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:14

განმეორებადი პერსონაჟები
პირველი სეზონიდან მთავარი გამეორებადი პერსონაჟები არიან: ფოქს რივერის უფროსი ჰენრი პოუპი (განასახიერებს სტეისი კიჩი), ადვოკატი ნიკ სავრინი (განასახიერებს ფრენკ გრილო), სპეციალური აგენტი დანიელ ჰეილი (განასახიერებს დენი მაკარტი) შეთქმულების ერთგული საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელი ჩარლზ ვესტმოურლენდი (განასახიერებს მუსი ვოტსონი). მაიკლს ჯეროდა, რომ იგი იყო დ. ბ. კუპერი და ჰქონდა დამალული $$5 მილიონი აშშ დოლარი ციხის გარეთ. ფოქს რივერი სხვა პატიმრები, რომლებიც მაიკლთან ერთად გაიქცნენ ციხიდან არიან დევიდ 'ტვინერი' აპოლსკისი (განასახიერებს ლეინ გარისონი) და ჩარლზ 'ჰეივაირი' პატოშიკი (განასახიერებს საილას ვირ მიშელი).
მეორე სეზონში გამოჩნდა უილიამ 'ბილ' კიმი (განასახიერებს რეჯი ლი), რომელსაც დავალებული ჰქონდა მაჰონის და კელერმანის მოქმედებების თვალთვალი.
ტერენსი სტიდმანის პერსონაჟი განასახიერა ორმა მსახიობმა. პირველ სეზონში ჯონ ბილინგსლეიმ, ხოლო შემდეგ ჯეფრი პერიმ. სტიდმანის და, კაროლინა რეინოლდსი (განასახიერებს პატრისია ვეტიგი) პირველ სეზონში იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი.
ნიკა ვოლეკი (განასახიერებს ჰოლი ვალენკი) გამოჩნდა პირველ ორ სეზონში როგორც მაიკლის ცოლი.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Mariko Fri Feb 21 2014, 19:15

ციხიდან გაქცევის პირველი სეზონის პრემიერა შედგა ფოქს ნეთვორქზე ამერიკაში, 2005 წლის 29 აგვისტოს 9:00 საათზე (ET). შემდეგ შოუ გაგრძელდა 2006 წლის 20 მარტს. სერიალის დაწყება გადმოიტანეს ერთი საათით ადრე და დაიწყო 8:00 საათზე (ET). პირველი სეზონი დასრულდა 2006 წლის 15 მაისს. მეორე სეზონი გრძელდებოდა 2006 წლის 21 აგვისტოდან 2007 წლის 2 აპრილამდე, და გადიოდა ყოველ ორშაბათს 8:00 საათზე (ET). მეორე სეზონის პრემიერა მოეწყო ფოქსზე 2007 წლის 24 აგვისტოს, შემდეგ კი აჩვენეს სხვადასხვა ტელევიზიის ვებსაიტებზე.[54]. მესამე სეზონის პრემიერა შედგა 2007 წლის 17 სექტემბერს და გაგრძელდა 2008 წლის 18 თებერვლამდე.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Espinela-Fans Sun Jun 11 2017, 23:46

ვაგრძელებთ.... 5 სეზონი იეეეე  Prison Break/ციხიდან გაქცევა 1845104776
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Espinela-Fans Sun Jun 11 2017, 23:48

პატარა რომ ვიყავი ალბათ 9 წლამდე,სულ ამას ვუყურებდი ხოლმე. ვგიჟდებოდი და დღემდე შემომრჩა ამ სერიალისადმი სიყვარული. მახსოვს 4 სეზონის ფინალმა გული როგორ დამწყვიტა. ახლა 5 სეზონს ვუყურე და ჩემი ბიჭი ისევ ისეთი ნაშააა <3 როგორც წავიკითხე 6 სეზონსაც აპირებენ Prison Break/ციხიდან გაქცევა 4036349670
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Espinela-Fans Sun Jun 11 2017, 23:50

<3
Prison Break/ციხიდან გაქცევა C-gh1w10
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Espinela-Fans Sun Jun 11 2017, 23:53

3 სეზონი(მეოთხეც) ჩემი ფავორიტი იყო. სონას ციხეში განვითარებული მოვლენები ძალიან საინტერესო იყო. ეს ძუკნა ბატიც კარგად მახსოვს,ჩემმა ნაშამ რო შეწვა ვირთხასავით :დ
Prison Break/ციხიდან გაქცევა C7c3zu10
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Espinela-Fans Sun Jun 11 2017, 23:58

ეს რა სიფსიხე იყო
Prison Break/ციხიდან გაქცევა C6q0vd10
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Prison Break/ციხიდან გაქცევა Empty Re: Prison Break/ციხიდან გაქცევა

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 1 of 2 1, 2  Next

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum