ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
:: მსახიობები :: მსახიობი [ქალი] :: ნესლიჰან ატაგული
Page 1 of 2
Page 1 of 2 • 1, 2
ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
ამ თემაში დაიდება ყველა სიახლე ნესლიჰანზე
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
ქადირ დოღულუს ახალი ინტერვიუ
-სერიალში თქვენი პერსონაჟი შეფია,თქვენზე რას იტყვით როგორი ხართ სამზარეულოში?
ქადირი: ძალიან კარგი. წლების განმავლობაში სწორედ ეს იყო ჩემი პროფესია,შემდეგ სამსახიობო კარიერა დავიწყე,ჩემი პერსონაჟი ალფერი შეფია ისევე როგორც მე.
-სახლში ამზადებთ?
ქადირი:ხშირად! სამზარეულო არის ადგილი ჩემს სახლში სადაც უმეტეს დროს ვატარებ,ისევე როგორც ნესლიჰანი. ძალიან გვიყვარს საჭმლის მზადება.
-ყველაზე კარგად რას ამზადებთ?
ქადირი: ხორცი,ხორცის "კაცი" ვარ ამიტომ მასთან დაკავშირებით ყველაფერს გემრიელს ვამზადებ,მაკარონისა და პიცის მომზადებაც ძალიან მიყვარს. ვამზადებ ყველა სახის პური
-თქვენი ცოლის საყვარელი საკვები რომელია?
ქადირი: ნესლიჰანი ყველა სახის საკვებს ძალიან გემრიელს ამზადებს. მისი ხელებიდან თურქული და ოსმალური კერძები უგემრიელესი გამოდის. ძალიან ბედნიერი ვარ როდესაც მის გაკეთებულს მივირთმევ.
-თქვენ ხართ მსახიობი,პრობლემები გექმნებათ სამუშაო საათებთან დაკავშირებით?
ქადირი: დილით ვმუშაობ და საღამოს სახლში მივდივარ,ან პირიქით ხდება. ნესლიჰანის სახლში დაბრუნების დროს მე მივდივარ სამუშაოზე.
-თქვენ სერიალში თამაშობთ გოგონას მამას,გსურთ რეალურ ცხოვრებაში გახდეთ მამა?
ქადირი:ღმერთმა იცის რომ გოგონას ყოლა ძალიან მინდა. სერიალში პატარა ყვავილი ლავინია ჩემი შვილის როლზეა,ის ძალიან ჭკვიანი ბავშვია და მიყვარს,ამიტომ ჩემი გრძნობები მისდამი სერიალში რეალურია,მაგრამ ბავშვის საკითხი ძალიან სერიოზულია,ჩვენ ჩვენ მომავალს არ გეგმავთ
-თქვენ და თქვენი ცოლი ერთმანეთზე ეჭვიანობთ?
ქადირი: რატომაც არა?შეყვარებული ადამიანები ერთმანეთზე ეჭვიანობენ.მაგრამ ეჭვიანობა "პარტნიორ მეგობარზე რომელთან ერთადაც მუშაობ" მსგავსი თემა ძალიან ზედაპირულ თემად მიმაჩნია,ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ქალზე რომელიც ამ სფეროში 13 წლიდან არის და მხოლოდ ამ მიზეზის გამოც კი შემიძლია პატივი ვცე. შემიძლია იმის თქმა რომ სამუშაოს ვერ ვაკეთებ მხოლოდ იმიტომ რომ ქალი მიყარს ან პირიქით? ჩემი ცოლი მენდობა ისევე როგორც მე ვენდობი მას.
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
20 ნოემბერს ნესლიჰან ათაგული და მისი მეუღლე საღამოთი დააფიქსირეს "ქარაქოიში"
რეპორტიორმა ნესლიჰანს კითხა დაუსვა: "მართალია რომ თქვენი დიდი ოცნება რომ ლომს ჩაეხუტოთ?"
ლამაზმა მსახიობმა კი ასეთი პასუხი გასცა "ჩემი ლომი(ქადირი) ჩემ გვერდით არის და ის მეხუტება"
ზუსტად ამ დროს ფანმა ნესლიჰანს ვარდების ფურცლები დააყარა თავზე,რაც ქადირს არ მოეწონა და უთხრა რო ასე მოქცევა არ შეიძლება
ჟურნალისტებმა ოქროს პეპლის დაჯიდლოებაზე დაუსვეს კითხვა
ნესლიჰანი: ბურჩინი ისედაც ჩემი ფავორიტი იყო,ისევე როგორ ილქერი,ძალიან გამიხარდა მათი გამარჯვება
რეპორტიორმა ნესლიჰანს კითხა დაუსვა: "მართალია რომ თქვენი დიდი ოცნება რომ ლომს ჩაეხუტოთ?"
ლამაზმა მსახიობმა კი ასეთი პასუხი გასცა "ჩემი ლომი(ქადირი) ჩემ გვერდით არის და ის მეხუტება"
ზუსტად ამ დროს ფანმა ნესლიჰანს ვარდების ფურცლები დააყარა თავზე,რაც ქადირს არ მოეწონა და უთხრა რო ასე მოქცევა არ შეიძლება
ჟურნალისტებმა ოქროს პეპლის დაჯიდლოებაზე დაუსვეს კითხვა
ნესლიჰანი: ბურჩინი ისედაც ჩემი ფავორიტი იყო,ისევე როგორ ილქერი,ძალიან გამიხარდა მათი გამარჯვება
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
1)ერთი კვირა დარჩა დაჯიდოების ცერემონიალამდე,რას გრძნობთ?
-აღფრთოვანებული ვარ. "ოქროს პეპელა"-ს დაჯილდოებაზე პირველად ვიღებ მონაწილეობას,პანტენის ოჯახის წევრი ვარ და თან ნომინირებული კატეგორიებში,ტკბილი მოლოდინები მაქვს ამასთან დაკავშირებით,ასევე ჩემი მოყვარულები ამას ჩემთან ერთად გაიზიარებენ,რადგან ჩვენ ერთად ავარჩევთ საღამოს კაბას,თმის სტილს,მაკიაჟს სოციალური ქსელის მეშვეობით,დაჯილდოების საღამო სხვადასხვა სიუპრიზებით სავსე იქნება
2)როგორ წარმოგიდგენიათ ნესლიჰანი დაჯილდოების ცერემონიალზე?
-მე მინდა რომ ჩემი თმები იყოს გაშლილი ...იყოს ლამაზი და წარმოვადგინო თავი სათანადოდ. (იცინის) ჩემთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო დასკვნითი დღე. ეს ძალიან მალე იქნება და წითელი ხალიჩისთვის მზადება დილიდან დაიწყება!
3) როგორც "საუკეთესო მსახიობი" და "წლის წყვილი" და თან „საუკეთესო სერიალი" ყველა ეს ნომინაცია,როცა პირველად მოისმინეთ რა იგრძენით?
-იმდენად ბედნიერი ვიყავი და ამაყი იმის მიუხედავად რომ ეს მხოლოდ ნომინაცია და არ ვიცი გამარჯვებას მოვიპოვებ/თ თუ არა,როდესაც ფილმში ან სერიალში ვიღებ მონაწილეობას არასოდეს ვფიქრობ "მივიღებ ამისთვის ჯილდოს?" ვცდილობ მთელი ჩემი მოტივაცია და კონცენტრაცია იმ საქმეს დავახმარო რასაც ვაკეთებ,თუ ხალხს ეს უყვარს და უყვართ ჩემი ყურება ეს მაბედნიერებს.ჯილდოს თუ მივიღებ ეს მე დიდ ბედნიერებას და სიამაყეს მომანიჭებს.მაგრამ არ აქვს იმას დიდი მნიშვნელობა აიღებ თუ არა,ჩემთვის ისიც მთავარია კანდიდატებში მოხვედრა და ეს დიდებული რამა
4)თუ მიღებთ ჯილდოს,გაქვთ რაიმე ისეთი წინადადება განსაკუთრებულად რომ თქვათ მადლობა?
-დამიჯერეთ არ ვიცი. მანამდეც მიმიღია სხვა დაჯილდოებებზე ჯილდოები და არასდროს ვყოფილვარ სთეიჯში ისეთ ხალხთან რომ დიდხანს მესაუბრა,არ შემიძლია ამის გაკეთება.მათ ვეკითხები ხოლმე იმ მომენტში რა ხდება.
5) სერიალში მთავარი როლი,კომერციალური კონტრაქტი პანტენთან და ქორწინება ქადირ დოღულუსთან,რას იტყვით ამაზე,იყო ეს წელი დატვირთული თქვენთვის?რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
-ამ წელს მართლა ძალიან ბევრი ვიმუშავე. მიყვარს ის რაც გავაკეთე. სინამდვილეში მე შემიძლია ვთქვა:გავაკეთე ფული მაშინ როდესაც მინდოდა და ვაკეთებდი იმას რაც ძალიან მიყვარდა. ეს იყო დაკავებული წელი როგორც თქვენ თქვით.
6) თქვით რომ გააკეთეთ თქვენი საყავრელი საქმე. მსახიობობა თქვენი საოცნებო სამუშაო იყო?
-დიახ... 8 წლის ვიყავი მაშინ მამასთან ერთად ფილმს ვუყურებდი და მას ვუთხარი „მამა მე მსახიობი გავხდები“ როდესაც 13 წლის ვიყავი მაშინ ვთქვი „რაღაც უნდა გავაკეთო ახლა“ ეს არ იყო დაგვიანებული,ინტერნეტის მეშვეობით სააგენტო ვიპოვე და დედას ვუთხარი რომ მინდოდა იქ წავეყვანე,მერე ხელი მოვაწერე საგენტოსთან თანამშრომლობას,ფილმები და მოგზაურობები. 18 წლამდე დედაჩემს დავყავდი ყველა გადაღებებზე,ჩემი ცხოვრება,დიდი მოთმინებაა!
7)გახსოვთ პირველი ფილმი?
ეს იყო თურქან შორაის ფილმი და შემდეგ თვითონ თურქან შორაიმ გადმომცა ჯილდო ფილმში განსახიერებული პერსონაჯისთვის,ეს ხომ ძალიან ლამაზია?
8)ნამდვილად...რა არის თქვენი მიზანი თქვენი კარიერისთვის?
მინდა გავხდე კარგი მსახიობი და ჩემი საქმე სწორად გავაკეთო.
9)თმა შეღებილი გაქვთ?
არა. თმა არასდროს შემიღებავს
10) თქვენი თმა ძალიან ლამაზად და ჯანმრთელად გამოიყურება,არსებობს რაიმე საიდუმლო თმის მოვლასთან დაკავშირებით რომელიც შეგიძლიათ გაგვიზიაროთ?
პანტენს ვიყენებ 5 თვეა და სათქმელიც არაფერია.პანტენის თმის მოვლის ზეთი და კრემები თმას იცავს და უზრუნველყოფს კარგი მოვლისგან,ამიტომ არ გაქვს სანერვიულო თმაზე. ჩემი თმა გამოიყურება ჯანმრთელად და უფრო გასაოცრად ვიდრე აქამდე.
11)და საბოლოდ მინდა გკითხოთ თქვენ მეუღლეზე. გაიცანით გადაღებებზე და მას ცოლად გაჰყევით,არის იმის მოლოდინი რომ კიდევ გიხილავთ საზოგადოება ერთად პროექტში?
რატომაც არა?თუ არის ისეთი პროექტი სადაც ორივე მივიღებთ მონაწილეობას, ვითამაშებთ დიდი სიამოვნებით
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
#TEMA25yaşında
თურქეთში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი რომელიც ეძღვნებოდა ფონდის 25 წლის იუბილეს და ბავშვების დასახმარებლად ჩატარდა ეს ყველაფერი
კონცერზე უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა მათ შორის ნესლიჰანის ქმარი ქადირ დოღულუ,სამწუხაროდ ნესლიჰანმა გადაღებების გამო ვერ მოახერხა კონცერტზე მისვლა მაგრამ ნესლიჰანმა და ქაან ურგანჯიოღლუმ კონცერტის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში გამოვიდნენ სიტყვით და საზოგაოდებას მოუწოდეს ჩაერიცხათ მოცემულ ანგარიშსზე თანხა
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
[ltr]
[/ltr]
[ltr]#Google[/ltr]
გუგლმა თურქეთში და მთელ მსოფლიოში ყველაზე ხშირად დატრენდული "2016 წლის ყველაზე მოძაბნადი ტრენდი" გამოაქვეყნა
თურქეთში ყველაზე მოძაბნად სერიალებში პირველი ადგილი დაიკავა "გაქირავებულმა სიყვარულმა" "შავი სიყვარული"ნესლიჰან ათაგულის მონაწილეობით კი 5 ადგილს იკავებს
ასევე ყველაზე მოძებნად მსახიობებში მხოლოდ ნესლიჰან ათაგული და ბარიშ არდუნჩი მოხვდნენ
ნესლიჰანი 8 ადგილს იკავებს
[/ltr]
[ltr]#Google[/ltr]
გუგლმა თურქეთში და მთელ მსოფლიოში ყველაზე ხშირად დატრენდული "2016 წლის ყველაზე მოძაბნადი ტრენდი" გამოაქვეყნა
თურქეთში ყველაზე მოძაბნად სერიალებში პირველი ადგილი დაიკავა "გაქირავებულმა სიყვარულმა" "შავი სიყვარული"ნესლიჰან ათაგულის მონაწილეობით კი 5 ადგილს იკავებს
ასევე ყველაზე მოძებნად მსახიობებში მხოლოდ ნესლიჰან ათაგული და ბარიშ არდუნჩი მოხვდნენ
ნესლიჰანი 8 ადგილს იკავებს
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
"შავმა სიყვარულმა" ევროპაშიც არნახულ წარმატებას მიაღწია
თურქულმა სერიალმა "შავი სიყვარული"(მარადიული სიყვარული) დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბერძენ მაყურებელზე თავისი განსხვავებული ისტორიითა და ნიჭიერი პროტაგონისტებით.
"შავი სიყვარული" რომელიც საბერძნეთში გადის ივნისის მეორე ნახევარიდან მეგა ტვ-ზე ,გახდა ყველაზე რეიტინგული და ყურებადი სერიალი ქვეყანაში.
სერიალი ნესლიჰან ათაგულისა და ბურაქ ოზჯივიტის მონაწილეობით და ჰილალ სარალის რეჟისორობით დაიპყრეს უკვე ბერძენი მაყურებლების გულები.
სერიალმა რომელმაც რეიტინგის რეკორდები მოხსნა,ბოლო სერიამ რეიიტნგების 24% აჩვენა.2 სეზონის ჩვენება კი სექტემბრიდან განახლდება
სერიალი გადიოდა იტალიაში და მალე ესპანეთშიც დაიწყება მისი ჩვენება.
http://www.trt.net.tr/espanol/cultura-y-arte/2016/07/15/esta-serie-turca-rompe-el-record-de-rating-en-un-pais-europeo- 529.758
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
#Somera
15 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით 5 ყველაზე განხილვადი მსახიობი ქალი
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
"შავი სიყვარული" 35 სერიის საფინალო სცენას ნესლიჰანის ემოციური მონაწილეობით უკვე 3 000 000 მეტი ნახვა დაუგროვდა
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
#2016წლისშეჯამება
- 15 იანვარს ნესლიჰანს 55 წლის მამა გარდაეცვალა.
- 1 თებერვას ნესლიჰანი მიიწვიეს ბეიაზის შოუში.
- 12 მარტს ნესლიჰანის მიმდევრობის რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია.
- 17 აპრილს ნესლიჰანმა დაამშვენა "Glamour"-ის გარეკანი.
- 16 ივნისს „შავი სიყვარული“-ს 1 სეზონის ფინალი შედგა,ნესლიჰანის შესრულებამ სოც.ქსელები დაიპყრო.
- 27 ივნისს ნესლიჰანმა „Cosmopolitan Hair & Beauty“-ის გარეკანი დაამშვენა და ზაფხულის ქოვერ ვარსკლავი გახდა.
- 8 ივლისს ნესლიჰანისა და ქადირის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა სტამბოლში.
- 9-10 ივლისს ნესლიჰანი და ქადირი თაფლობის თვის გასატარებლად მალდივის კუნძულებზე გაემგზავრნენ.
- 11 ივლისს ცნობილი გახდა რომ ნესლიჰანმა და ქადირმა 4 მილიონი ღირებულების ვილა შეიძინეს.
- ნესლიჰანი და ქადირი 1 აგვისტოს პაპარაცებმა და ჟურნალისტებმა სტამბოლის ქუჩებში დააფიქსირებს თაფლობის თვიდან დაბუნებულები.
- 6 აგვისტოს ნესლიჰანის ინსტაგრამზე მიმდევრობის რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია.
- 9 აგვისტოს გაიმართა პანტენის პრეს კონფერენცია,გავრცელებული ინფორმაციით ნესლიჰანმა კონტრაქტის მიხედვით 1 მილიონ 100 ათასი თურქული ლირა მიიღო.
- 15 აგვისტოს ნესლიჰანი მოხვდა ჟურნალ "haberturk" - ის გარეკანზე .
- 15 აგვისტოს დაიწყო „შავი სიყვარულის“ 2 სეზონის გადაღებები.
- 18 აგვისტოს ნესლიჰანმა დაამშვენა "ყველა Magazine" - ის გარეკანი და გახდა სექტემბრის ქოვერ ვარსკვლავი.
- 20 აგვისტო,ნესლიჰანს 24 წელი შეუსრულდა.
- 30 აგვისტოს გამოქვეყნდა შავი სიყვარული"-ს 2 სეზონის პოსტერი და პრომოები.
- 8 სექტემბერს გაიმართა სამხრეთ კორეაში სეულის საერთაშორისო დაჯილდოება სადაც ნომინირებული იყო ნესლიჰანი. გაამრჯევბა "შავმა სიყვარულმა" მოიპოვა.
- 8 სექტებერს ნესლიჰანს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პანტენისთის გადაღებები ჰქონდა.
- 13 სექტემბერს ნესლიჰანი და ქადირი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრნენ.
- 25 სექტემბერს „შავი სიყვარულის“ 2 სეზონის პრემიერა შედგა.
- 11 ოქტომბერს შედგა პანტენის კონფერენცია.
- 27 ოქტომბერს ნესლიჰანი და ქადრი დაესწრნენ „Levi's“ ახალი კოლექციის გამოშვებასთან დაკავშრებულ ფართის.
- 9 ნოემბერს ნესლიჰანმა დაამშვენა „BeeStyle“-ს გარეკანი და გახდა დეკემბრის ქოვერ ვარსკვლავი.
- 13 ნოემბერს შეგდა „ოქროს პეპლის“ დაჯილდოება,ნესლიჰანი იყო პანტენის წარმომადგენელი და რამოდენიმე ნომინაციაში ნომინირებული.
- 27 ნოემბერს ნესლიჰანის ინსტაგრამზე მიმდევრობის რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია,მან გადამღებ ჯგუფთან ერთად მოუხადა მადლობა ფანებს.
- 28 ნოემბერს ნესლიჰანმა საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღო.
- დეკემბრის თვეში ცნობილი გახდა რომ „შავი სიყვარული“ 16-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა ლათინურ ამერიკაში.
- 9 დეკემბერს ცნობილი გახდა რომ პანტენი სახალწლოდ ახალ სარეკლამო რგოლს გადაიღებს ნესლიჰანთან ერთად.
- 15 დეკემბერს „Marie Claire“-მ ნესლიჰანისა და ქადირის ქორწილი 2016 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ქორწილად დასახელა.
- გუგლმა ნესლიჰანი დასახელა 2016 წლის ყველაზე მოძებნად მსახიობად.
- ნესლიჰანს ინსტაგრამზე ყველაზე მოწონებად ფოტოებზე 14,270,062 მილიონი მოწონება დაუგროვდა.
- 16 დეკემბერს ნესლიჰანი ნოემბერ-დეკემბრის 5 ყველაზე განხილვად მსახიობ ქალში მოხვდა.
- 18 დეკემბერს ნესლიჰანის საფინალო შესრულებამ 3 მილიონ ნახვას მიაღწია.
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
თურქეთის 18 სკოლაში,ბავშვები 2-დან 7 წლამდე ასაკის რომლებსაც სჭირდებათ სპეციალური სასწავლო პროგრამა,მხარს დაუჭერს ცნობილი სოციალური პროექტი "ახალგაზრდა სპორტსმენები" . ბავშვებთან სათამაშდ მივლენ: ბეიაზ შექერდიზი,ენგინ ჰეპილერი,ქადირ დოღულუ და ნესლიჰან ათაგული. პროექტ "ახალგაზრდა სპორტსმენები" მხარს უჭერენ და თანამშრომლობენ "P&G Türkiye" და "Migros". თამაში გაიმართება ოთხშაბათს, 11 იანვარს.
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
ნესლიჰანი იმყოფება პანტენისა და P&G-ის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
სტატიებში ამბობენ რომ ნესლიჰანი კარგი მზარეულია და აი თვითონ რას ამბობს: "ვიცი როგორ მოვამზადო ოსმალური კერძები,ასევე ვიგონებ ახალ კერძებს.ვამზადებ,ვამზადებ და ყველაფერს ქადირი აგემოვნებს"
1) ჟ: ამჟამად ნესლიჰან დოღულუს ჩვენ ვადენებთ თვალს სერიალში "შავი სიყვარული"
ნ: კვირაში 5 დღე ერთად ვართ,შესანიშნავ გუნდთან ერთად ვიღებთ "შავ სიყვარულს"
"ამასთანავე ის მონაწილეობას იღებს ბიუთი რეკლამებში,ის სინამდვილეში ბევრად ლამაზია ვიდრე ეკრანებზე,მას აქვს წარმოუდგენელი ენერგია. ჩვენ მასთან პროექტის,ქორწილისა და რაღათქმაუნდა მისი სილამაზის შესახებ ვისაუბრეთ."
2) ჟ: "შავი სიყვარული" უკვე მეორე წელია გრძელდება,როგორ დაახასიათებთ თქვენ პერსონაჟს?
ნ: მან უკვე მრავალი რთული მომენტები გადალახა და მაინც ჯერ არ დაუსრულებია. მჯერა რომ ის ძალიან ძლიერია,იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია იგივეს გადატანა რაც ნიჰანმა გამოიარა,სერიალში ბევრი საინტერესო სცენა ელოდება მაყურებელს,დაველოდოთ.
3) ჟ: თქვენ გყავთ ძალიან პატარა პარტნიორი,გამოცდას ღებულობთ
ნ: ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მშვიდი ბავშვია,ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ გადაღებისას არვენის გამო. მე მყავს 1.5 წლის ძმისშვილი,მანამდე ბავშვებთან გამოცდილება არ მქონდა. ჩვენც გვინდა შვილი,მაგრამ ჯერ ადრეა.
4) ჟ: პატარაობიდანვე მონაწილეობას იღებდით სერიალებში.
ნ: 13 წლიდან. უკვე 11 წელი ვარ ამ სფეროში.ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც ჩემი გული მეუბნება,არ მინდა ისეთი ნაბიჯი გადავდგა რომელსაც 20 წლის შემდეგ ვინანებ,ამიტომ პროექტის არჩევისას ყველაფერს დეტალურად განვიხილავ
5) ჟ: თქვენ გიყვართ კერძების მომზადება,რომელია თქვენი ფავორიტი"
ნ: კი,მიყვარს და კარგადაც ვამზადებ. მიყვარს თევზისა და ოსმალური კერძების მომზადება. ვამზადებ ქადირი კი აგემოვნებს,ყველაფერი უყვარს რასაც მე ვამზადებ. ძალიან მიყვარს კარტოფილი ამიტომ ყველა კარტოფილიანი კერძი ჩემი ფავორიტია. ძალიან ხშირად ვიღებ დედაჩემისაგან და ქადირის დედისგან რეცეპტებს.
6) ჟ: თქვენ ამბობთ რომ თქვენი დიდი ოცნებაა საკუთარ შვილს ჩაეხუტოთ?
ნ: ძალიან მაინტერესებს როგორი გრძნობაა ეს,ისე ჩანს თითქოს ეს სიმშვიდის მომენტია ყველა დედის ცხოვრებაში,ვფიქრობ ეს ის მომენტია როდესაც ადამიანი ხვდება თუ რატომ მოევლინა ამ ქვეყანას. რატომ ვამბობ ყოველთვის "ლომს" ძალიან მიყვარს ეს სიტყვა ამასთანავე ზოდიაქოთი ლომი ვარ.
7) ჟ: დასვენება გსურთ? მაგალითად ლომის ნახვა?
ნ: კი,ვფიქრობ ამ ზაფხულს. ძალიან მინდა ვიხილო ჩრდილოეთის ციალი,თითქმის ყოველ დღე ვნახულობ იმ ადგილების ამინდს სადაც მინდა რომ წავიდე.
8) ჟ: როგორი ურთიერთობა გაქვთ მოდასთან?
ნ: ძალიან მიყვარს ტყავის ჟაკეტები. მიყვარს კოვბოის სტილში ჩაცმა ზამთარ-ზაფხულ და აქსესუარებიც ძალიან მიყვარს. არ ვარ თამამი სტილის მხრივ,უბრალოდ ვიცმევ იმას რაც მიხდება.
9) ჯ: თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
ნ: კვირაში 3 დღეს სპორტს ვუთმობ. მე და ქადირი ჩვენ შინაურ ცხოველებთან ერთად ვსეირნობთ. მაგრამ ვცდილობ დიდი დრო გავატარო სახლში,რადგან ხშირად მენატრება ხოლმე.
10) ჟ: რას აკეთებთ რომ სტრეს თავი დააღწიოთ?
ნ: იოგის ვარჯიში დავიწყე, სხეულს და სულს დასვენება სჭირდება. მოგზაურობა მიყვარს. მანქნით მოგზაურობაც მიყვარს და ზოგჯერ მეგობრებთან ერთად დასვენება.
11) ჟ: ხელოვნებით ინტერესდებით?
ნ: ვხატავ, 6 თვიანი კურსებიც გავიარე,როდესაც მოვიწყენ ოთახში შევდივარ და ხატვას ვიწყებ. წერასაც ვცდილობ,მაგალითად აფორიზმები. ბევრი ისტორიებიც მაქვს დაწერილი მაგრამ ამ უკანასკნელისთვის აღარ მრჩება დრო.
12) ჟ: როგორ მიდის თქვენი ქორწინება?
ნ: ყველაფერი შესანიშნავადაა,ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ,მხოლოდ ერთი სიტყვითაც გვესმის ერთმანეთის. ერთმანეთს ხშირად ვხდებით და ეს ჩვენთვის ერთგვარი მოტივაციაა,ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ
13) ჟ: თმის მოვლასთან დაკავშირებით რას რჩევას მოგვცემთ?
ნ: კვირაში ერთხელ დავდივარ სალონში მეთვალყურეობის მიზნით,ეს ძალიან მნიშნველოვანია. მზის სხივები თმებს აზიანებს ამიტომ პანტენის თმის მოვლის საშუალებები ძალიან მეხმარება ამაში.
14) ჟ: საუკეთესო რჩევა რომელსაც ადამიანებს მისცემთ?
ნ: რომ ვიცხოვროთ ჰარმონიაში. ამაში არ ვგულისხმობ იმას რომ ბევრი ფული უნდა დავხარჯოთ ამისათვის. საკუთარ თავს უნდა მიხედო,იზრუნო ჯანმრთელობაზე,ბევრი წყალი უნდა მიირთვათ,. ეს იდეალური ცხოვრებისთვის საკამრისია.
15) ჟ: თქვენ ქორწილზე ყველა ლაპარაკობდა,იშვიათია მსგავსი ქორწილი სადაც ყველა თავს მხიარულად გრძნობს
ნ: ეს იყო ჩვენი მიზანი. თუ ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები სხვებიც იქნებოდნენ. ძალიან მხიარულები ვართ. ქორწილში 200 კაცი იყო თან ისინი რომლებთანაც ყველაზე ახლოს ვართ. ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღე და კარგადაც გავერთეთ
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
müzik onair ödülleri
En İyi Kadın Dizi Oyuncusu Neslihan Atagül oldu!
წლის მსახიობი ქალი ნესლიჰან ათაგული გახდა!!
ნომინაციებში ასევე იყვნენ: ტუბა ბუიუკუსტუნი,ბურჩინ ტერზიოღლუ,სერენაი სარიკაია,ჯანსუ დერე,დემეთ ოზდემირი,დენიზ ჩაქირი,ჰანდე ერჩელი,ნურგულ იეშილჩაი და ფარაჰ ზეინეპ აბდულაჰი
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ნესლიჰან ათაგული // სიახლეები
-18 იანვარს გამოვიდა პანტენის ახალი სმარტ ფორმულა ,ფოტოსესიისა და რეკლამის გადაღებები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შედგა პანტენის საერთაშორისო გუნდთან ერთად
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Page 1 of 2 • 1, 2
Similar topics
» ნესლიჰან ათაგული // ბიოგრაფია
» ნესლიჰან ათაგული // ფოტოები
» ნესლიჰან ათაგული // მოძრავი ფოტოები
» ნესლიჰან ათაგული // საუკეთესო პერფორმანსები
» ნესლიჰან ათაგული რეკორდს ხსნის?
» ნესლიჰან ათაგული // ფოტოები
» ნესლიჰან ათაგული // მოძრავი ფოტოები
» ნესლიჰან ათაგული // საუკეთესო პერფორმანსები
» ნესლიჰან ათაგული რეკორდს ხსნის?
:: მსახიობები :: მსახიობი [ქალი] :: ნესლიჰან ატაგული
Page 1 of 2
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum