Death Note // სიკვდილის დღიური
2 posters
Page 1 of 1
მოგწონთ "სიკვდილის დღიური" ?
Death Note // სიკვდილის დღიური
ჟანრი: დეტექტივი, ფანტასტიკა.
ქვეყანა: იაპონია
ავტორი: ცუგუმი ობა
რეჟისორი: ტეცურო არაკი
შესაძლებელია, კეთილდღეობის მიღწევა ზოგიერთი ადამიანის მოკვლის შემდეგ? ავტორმა მოიგონა იაპონური მანგას ორიგინალური ისტორია, რომლის სიუჟეტი გვაფიქრებს,თუ რა მოხდებოდა სამყაროში, თუ კი ადამიანი მოკლავდა ზოგიერთს, რათა უკეთესი სამყარო შეექმნა.ნაწარმოებში განიხილება,როგორც მკვლელის რეაქცია,მისი მოტივები და სურვილები, აგრეთვე საზოგადოების რეაქცია ქმედებების მიმართ.
ლაით იაგამი იაპონიის სკოლის საუკეთესო მოსწავლეა, პოლიციელის შვილი, რომელსაც ბავშვობიდან დეტექტივობა სურს,რათა აღმოფხვრას დანაშაულები არა მარტო იაპონიაში,არამედ მთელ მსოფლიოში. ერთხელ,როცა ერთ-ერთ სინიგამს ( სიკვდილის ღმერთი) რიუკს მოსწყინდა, მან სიკვდილის დღიური ადამიანების სამყაროში ჩამოაგდო. ლაითს, რომელმაც დღიური იპოვა,შანსი მიეცა,შეცვალოს სამყარო სწრაფად და დაუსჯელად. მან დაიწყო თავისი სამართლიანობის აღსრულება: კრიმინალების მკვლელობა. ამისთვის საკმარისია, დღიურში ჩაწერო იმ ადამიანის ნამდვილი სახელი,ვისი მოკლაც გინდა და წარმოიდგინო მისი სახე. 40 წამში მითითებული პიროვნება კვდება. ერთი შეხედვით, იდიალური სამყაროს გეგმა მზად არის.
თუმცა ეს ყველაფერი ხანმოკლე აღმოჩნდა. უცნაური მკვლელობებით დაინტერესდა ინტერპოლი და დაიწყო გამოძიება. თამაშში ჩაერთო არა მხოლოდ მთელი მსოფლიო, არამედ ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი დეტექტივი სახელწოდებით L (ელი),რომლის ნამდვილი სახელი და სახე არავინ იცის. ელი იწყებს ნამდვილ ომს ლაითთან,რომელსაც უკვე ყველა კირას სახელით იცნობს ( იაპ. კირა - მკვლელი ). იწყება დაპირისპირება მსოფლიოს ორ გენიოს შორის, ერთ მხარესაა იაპონიის საუკეთესო სტუდენტი,ხოლო მეორე მხარესაა მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი. ამით იწყება " სიკვდილის დღიურის" ისტორია.
ლაითს არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება, თუ მას დაიჭერენ,ის ვერ შეძლებს სამართლიანობის აღსრულებას და სასიკვდილო განაჩენს მიიღებს. მისი მოწიანააღმდეგეც ვერ დაუშვებს შეცდომას, წინააღემდეგ შემთხვევაში კირა მას მოკლავს.
უფრო მეტიც,ამ დაპირისპირებაში, ზებუნებრივი ძალები,სიკვდილის ღმერთები, იღებენ მონაწილეობას, აგრეთვე, კირას მიმდევრები და ელის მხარდამჭერები.
სიკვდილის დღიური - ეხმარება სიკვდილის ღმერთებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში. დღიური რეალური სამყაროს ნაწილი ხდება,როცა მიწას ეხება. თუ კი დღიურის აღება სიკვდილის ღმერთს ადამიანმა დაასწრო, მაშინ მისი მფლობელიც ის ხდება,სანამ არ მოკვდება,ან უარს არ იტყვის დღიურზე. ადამიანს შეუძლია სიკვდილის დღიური სხვას გადასცეს,ასეთ შემთხვევაში სიკვდილის ღმერთი მას წაუშლის მოგონებებს. სიკვდილის დღიურს თავისი წესები აქვს.
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Death Note // სიკვდილის დღიური
ვგიჟდები ჩემი ფავორიტი ანიმეა. ელიც და ლაითიც ძალიან,ძალიან მომწონს. თუმცა მაინც ელის მხარეს ვარ. კირას მისწრაფებები,იდეალური სამყაროს შექმნა, ფსიქოპატის პორტრეტს ქმნის. ელი კი უძლიერესი და საინტერესო პერსონაჟია,რომელიც წაგებას არ იმსახურებს.
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Death Note // სიკვდილის დღიური
ჩემი ელი საზიზღარი კირა. ლაითის მოტივები ამაზრზენია,ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ, ჩემი აზრით, უბრალოდ უმართლებს. ყველაზე ჭკვიანი ადამიანიც კი უძლურია იქ,სადაც ზებუნებრივ ძალებს აქვს ადგილი.
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: Death Note // სიკვდილის დღიური
ეს ანიმე აუცილებლად უნდა ვნახო. <3
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Re: Death Note // სიკვდილის დღიური
სანამ ანიმეს ყურებას დავიწყებდი ერთმა მითხრა,რომ სიკვდილის დღიური კატა-თაგვის თამაშია. მოწინააღმდეგე მხარეები ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ ერთმანეთს და ყოველთვის ერთმანეთის მახეში გაბმას ცდილობენ, დამალული ინტრიგები ამ სერიალის მთავარ ბრილიანტს წარმოადგენს.
სერიალის სიუჟეტი ძალიან მძიმეა,ისტორია კი - ჭკვიანური და გამაოგნებელი. ყოველი ახალი ეპიზოდი გამოცანაა. ის რაც ყველაზე მეტად იზიდავს მაყურებელს ძალიან ძალიან რთული მატერიალია, რომელიც შუებღალავია. თითოეული ახალი განვითარება ამაღელვებელი შოკია მაყურებლისთვის. სერიალი მათთვისაა,ვისაც ტვინების დაპირისპირება ხიბლავს.
ეს სერიალი იმით განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან,რომ აქ მთავარი გმირი სულაც არ არის კეთილი ბიჭი, სერიალი ამსხვრევს სტერეოტიპს მთავარი გმირის შესახებ. Death Note,მორალური თვალსაზრისით, ყველა სხვა სერიალს წინ უსწრებს, ყველას იტყუებს.
სერიალის სიუჟეტი ძალიან მძიმეა,ისტორია კი - ჭკვიანური და გამაოგნებელი. ყოველი ახალი ეპიზოდი გამოცანაა. ის რაც ყველაზე მეტად იზიდავს მაყურებელს ძალიან ძალიან რთული მატერიალია, რომელიც შუებღალავია. თითოეული ახალი განვითარება ამაღელვებელი შოკია მაყურებლისთვის. სერიალი მათთვისაა,ვისაც ტვინების დაპირისპირება ხიბლავს.
ეს სერიალი იმით განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან,რომ აქ მთავარი გმირი სულაც არ არის კეთილი ბიჭი, სერიალი ამსხვრევს სტერეოტიპს მთავარი გმირის შესახებ. Death Note,მორალური თვალსაზრისით, ყველა სხვა სერიალს წინ უსწრებს, ყველას იტყუებს.
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum