Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Saramandaia / სარამანდაია Vote_lcap75%Saramandaia / სარამანდაია Vote_rcap 75% [ 41 ]
Saramandaia / სარამანდაია Vote_lcap25%Saramandaia / სარამანდაია Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Saramandaia / სარამანდაია

Go down

Saramandaia / სარამანდაია Empty Saramandaia / სარამანდაია

Post by eric von Wed Feb 12 2014, 14:29

Saramandaia არის Rede Globo-ს ახალი ტელენოველა, რომელიც ეთერში 2013 წლის 26 ივნისიდან გადის. ესაა 1976 წელს გადაღებული იგივე სახელწოდების სერილის რიმეიკი.



მოვლენები ვითარდება პატარა, უცნობ ქალაქ ბოლე-ბოლე-ში. ქალაქი ორ ბანაკადაა გაყოფილი, რომელთა შორის დაპირიპირების მიზეზი ქალაქის სახელია. ტრადიციონალისტები, ზიკო როსადოს Zico Rosado (José Mayer), პროფესორ არისტობოლოს (Gabriel Braga Nunes) და ზიკოს ნათლულის, კარლიტო პრადას (Marcos Pasquim) თაოსნობით ცდილობენ ქალაქს ძველი სახელი შეუნარჩუნონ, რისთვისაც ისტორიულ არგუმენტებს იყენებენ; ცვლილეების მომხრეები კი, ტობერიო ვილერის (Tarcísio Meira), მისი შვილიშვილის, იდეალისტი ზელიას (Leandra Leal) და ქალაქის პრეფექტის, ლუა ვიანას (Fernando Belo) ძმის, ჟჴაო გიბაოს (Sérgio Guizé) თაოსნობით ქალაქის სახელის Saramandaia-თი შეცვლის მომხრეები არიან.



ქალაქის სახელის შეცვლის გარდა, ქალაქში ბევრი სხვა საინტერესო ისტორია ვითარდება:
ვილარების და როსადოების ოჯახებს შორის ომია გაჩაღებული. ტიბერიო ვილარს ახალგაზრდობაში რომანი ჰქონდა კადინია როსადოთან (Fernanda Montenegro), ზიკო როსადოს დედასთან. ზიკო ძალაუფლების მოყვარული პოლიტიკოსია, იგი მართავს და განაგებს ქალაქს. ზიკოს ახალგაზრდობაში ტიბერიოს შვილი, ვიტორია ვილარი (Lília Cabral) შეუყვარდა, თუმცა ისინი მათი მშობლების უთანხმოებებმა დააშორა. 32 წლის შემდეგ, დაქვრივებული ვიტორია ბრუნდება ბოლე-ბოლე-ში, ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. მისი დაბრუნება ძველ სიყვარულს აღვიძებს. 


ვიტორიას შვილებს, ტიაგოს (Pedro Tergolina), პედროს (André Bankoff) და ზელიას სძულთ ზიკო, და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მათ დედას და ზიკოს ერთმანეთი უყვარდათ. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ტიაგოს და ზიკოს შვილს, სტელას  (Laura Neiva) ერთმანეთი უყვარდებათ.
პარალელურად ვითარდება რისოლეტას (Débora Bloch) ისტორია. იგი გამომწვევი ქალია, რომელიც ქალაქის ”გასართობი სახლის” მეპატრონეა. ამ დაწესებულებაში დიდ დროს ატარებენ კაცები, რის გამოც, მათი ცოლები, ბატონი კაზუზას (Marcos Palmeira) ცოლის, მარია აპარესიდას (Ana Beatriz Nogueira) ლედრობით, რისოლეტას ქალაქიდან გაძევებას მოითხოვენ.  
რისოლეტა შეყვარებულია პროფესორ არისტობოლო კამარგოზე, რომელიც ბნელ საიდუმლოს ინახავს.


ჟოაო ჟიბაო მორცხვი და მეოცნებე ახალგაზრდაა  მას აქვს უცნაური კუზი, რომელსაც არავის აჩვენებს, მათ შორის არც თავის შეყვარებულს, მარსინას (Chandelly Braz)მხოლოდ ჟოაოს დედამ, ლეკადიამ (Renata Sorrah) იცის თუ რას მალავს ჟოაო.


ჟოაოს ძმა, ლუა, ბოლე-ბოლე-ს პრეფექტია. ის, ქალაქისთვის სახელის შეცვლის საკითხში არცერთ მხარეს არ იჭერს. ის ზელიას საქმროა.
ზელია ვეტერინარია. ის იბრძვის ქალაქის სახელის შეცვლისთვის. არის იდეალისტი და აქვს ძლიერი ხასიათი. 


ქალაქში ყურადღეას იქცევს ზოგიერთი მოქალაქის უცნაური თვისებები, ქცევები და ნიშნები. მაგალითად: 
პროფესორი არისტობულო, რომელიც ღამ-ღამობით მაქციად იქცევა.


მარცინა, რომელიც პირდაპირი გაგებით იწვის ვნებისგან; 


ჟოაო ჟიბაო, რომელიც თავის კუზში ფრთებს მალავს; 


ენკოლეუ (Matheus Nachtergaele), რომელიც ამინდს ძვების ტკივილით წინასწარმეტყველებს; 


კადინია (Fernanda Montenegro), რომელიც გამოგონილ ქათმებს უვლის;


დონა რედონდა (Vera Holtz), რომელიც იმდენს ჭამს, რომ საბოლოოდ სკდება; 


ზიკო როსადო, რომლის ცხვირშიც ჭიანჭველები ცხოვრობენ; 


ბატონი კაზუზა, რომელსაც გული პირიდან უვარდება, როდესაც ნერვიულობს; 


ტენორიო (Tarcísio Meira), რომელმაც ფესვები გაიდგა ჯდომისგან; 


დონა პუპუ (Aracy Balabanian), რომელიც მკვდარი ქმრის თავს ინახავს; 


და სტელა (Laura Neiva), რომელსაც შეუძლია მკვდრების გაცოცხლება ცრემლებით.
eric von
eric von

საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31

Back to top Go down

Saramandaia / სარამანდაია Empty Re: Saramandaia / სარამანდაია

Post by eric von Sun Jul 20 2014, 00:16

am qalis gamo girs serialis yureba
eric von
eric von

საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum