Mi ex me tiene ganas/ჩემს ყოფილს ვუნდივარ
4 posters
Page 1 of 1
Mi ex me tiene ganas/ჩემს ყოფილს ვუნდივარ
სერიალი მოგვითხრობს სამ მეგობარ ქალზე: პილარი, მირანდა და სოლედადი. ისინი ცდილობენ, შეიქმნან კარიერა და იყვნენ წარმატებული. მაგრამ მათ ცხოვრებაში ჩნდებიან ყოფილი შეყვარებულები და ყველაფერი პირიქით იცვლება. ისინი აძლევენ მეორე შანსს მამაკაცებს, რომ აღარ ჩაიდენენ შეცდომებს და არ გახმაურდება წარსულის საიდუმლოება. სანამ ეს სამი ადამიანი ცდილობს, იპოვოს კვლავ ბედნიერება, ჩნდება იდუმალი მკვლელი, სახელად ჯადოქარი (el Brujo), რომელიც გარკვეული მოტივებითა და მიზეზით მოქმედებს. ფილმის პირველ სერიაში უჩინარდება ანტონია პარისი, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი ეკავა საზოგადოებაში. სწორედ, მის გარშემო ხდება მკვლელობები და მასაც უკავშირდება გარკვეული საიდუმლოება. მაყურებელიც ჩართულია სერიალის პროცესში და ცდილობს გამოიცნოს, ვინ არის იდუმალი მკვლელი და რა ამოძრავებს.
მსახიობები და როლები
მსახიობები და როლები
დანიელა ალვარადო | პილარ ლა როკა |
ლუსიანო დ'ალესანდრო | ალონსო პრადა |
გილერმო გარსია | კორნელიო მენა |
ნორკის ბატისტა | მირანდა ათენასი-მილერი |
კარლოს მონტილა | კევინ მილერი |
ვინსტონ ვანელინა | სპარტაკი სანსეგუნდო |
ლილიბეთ მორილო | სოლედად ლინარესი-კორდერო |
მიგელ ფერარი | ხაიმე კორდერო |
ჯონათან მონტენეგრო | პაბლო ნარანო |
ელენ აბადი | კარენ მილერი-პრადა |
ამანდა გუტიერესი | დოლორეს ლა როკა |
კარიდად კანელონი | ფელიპა ფრანკო |
კრისოლ კარაბალი | ამანდა ათენასი |
ილდა აბრაამსი | ლუკრესია მილერი |
გუსტავო როდრიგესი | ვალენტინ ლა როკა |
როლანდო პადილა | ბაუტისტა სორილა |
კაროლინა პერპეტუო | ანტონია პარისი |
მიგელ დე ლეონი | ფრანკო როსასი |
მარიაკა სემპრუნი | თალია ფლორესი |
შერილ რუბიო | სტეფანი მილერი |
სუსე ვერა | რებეკა პატინო |
კერლი რუისი | კრისტელ მანსანო |
მარტინ ბრასესკო | გუსტავო რივასი |
გაბრიელ ლოპესი | გერმან სორილა-ფრანკო |
საულ მარინი | ხოსე მუნოსი |
პაულა ვოისეჩოვსკი | ვერონიკა ალვარადო |
სესარ ფლორესი | ანტონიო ტორესი |
ანდრეინა კარვო | პატრისია სოლორსანო |
ხუან კარლოს გარსია | ბრუნო ლინკუესტენინი |
ხავიერ პარედესი | ალირიო ლობო |
გუსტავო სილვა | ფრანცისკო ერნანდესი |
ანტონიო დელი | ხოსე არმანდო ნავასი |
დორა მასონე | პეტრა პარისი |
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: Mi ex me tiene ganas/ჩემს ყოფილს ვუნდივარ
- პილარ ლა როკა: იგი ლამაზი და სანდო ადამიანია. მას აქვს სამოდელო ოფისი. ის არის, აგრეთვე, მხიარული და განათლებული ადამიანი. როდესაც საქმე მამაკაცს ეხება, ხდება სარკასტული. ცხოვრობს თავისი მცირე ბიუჯეტით, მაგრამ არის ოპტიმისტი და გამბედავი ადამიანი. იგი მარტოხელა დედაა და ჰყავს 5 წლის ქალიშვილი ანდრეა.
- ალონსო პრადა: იგი ტექნიკის სახლის არქიტექტორია. ის წარმატებული და მიმზიდველი მამაკაცია, რომელიც ქალების მხრიდან დიდ ინტერესს იჩენს. მას ჰყავს მეუღლე კარენი, მდიდარი გოგონა მაღალ საზოგადოებაში.
- კორნელიო მენა: ის არის მხატვარი, მიმზიდველი, მიმართულია ყოველთვის ხატვისაკენ, ამავდროულად ბავშვური. ფინასურად უზრუნველყოფილია და სურს, რომ ჰყავდეს მსახური ქალი, რომელიც მისი იქნება. მას არ სჯერა ქორწინების. იგი მშიშარაა და ახასიათებს განსხვავებული ხასიათი.
- მირანდა ათენასი: წარმატებული, დახვეწილი, ელეგანტური და დამოუკიდებელი ადამიანი. იგი არის მოდელი და მნიშვნელოვანი ფიგურა მედიაში. ჰყავს მეუღლე კევინ მილერი, რომელიც ტექნიკური სახლის პრეზიდენტია. მირანდასა და კევინს არ აქვთ კარგი და მშვიდი ურთიერთობა ერთმანეთთან.
- სპარტაკი სანსეგუნდო: უბრალო, ახოვანი და ლაპარაკის მოყვარული ადამიანი. იგი ხელოსანია და აქვს მკაცრი ეკონომიკური მდგომარეობა. თავის თავს ჰპირდება, რომ დაბრუნდება ყოფილ მეუღლესთან და აღარ იმუშავებს ტექნიკურ სახლში.
- კევინ მილერი: ცნობილი არქიტექტორი. იგი უემოციო, ეგოისტი და სიმპათიური ადამიანია. ჰყავს მეუღლე მირანდა ათენასი.
- სოლედად ლინარესი: ლამაზი და იდეალური ადამიანია. მუშაობს სალონში როგორც პროფესიონალი მაკიაჟის მხატვარი. განქორწინებულია და ჰყავს ორი ქალიშვილი ელენა და გეორგინა.
- პაბლო ნარანო: იგი ათლეტური ადამიანია, მონაწილეობს ბრენდებში და ცნობილია თავისი სამიჯნურო თვისებებით. ის მგრძნობაირე ადამიანია, მაგრამ ცხოვრობს ფანტაზიით.
- ხაიმე კორდერო: იგი არის ანტიკური ავეჯის გამყიდველი. არის ჯიუტი ადამიანი. დაქორწინებული იყო სოლედადზე და ჰყავს ორი ქალიშვილი.
- ლუკრესია მილერი: კევინის ყოფილი მეუღლე, კარენისა და სტეფანის დედა. იგი მაღალი წრის ქალბატონია და აქვს თავისი სტუდია. მას არ მოსწონს, როდესაც თავისი ქალიშვილი სტეფანი ხვდება გერმანს, რადგან წარსულში რაღაცა საიდუმლო აკავშირებს და ამიტომ სძულს ის.
- კარენ მილერი: კევინისა და ლუკრესიას ქალიშვილი, ალონსოს მეუღლე. იგი მაღალი წრის საზოგადოებაშია, მუშაობს დედამისის სტუდიაში. ის განათლებულია და იმოგზაურა ბევრ ქვეყანაში. თანამშრომლების მიმართ არ გამოირჩევა დიდი წყალობით.
- ამანდა ათენასი: იგი არის მირანდას და, აგრეთვე, კევინის საყვარელი. ის არის სამოდელო ოფისის მფლობელი, რომელიც კარგად ერკვევა ბიზნესში. უყვარს გიჟური სასიყვარულო ურთიერთობები.
- ფელიპა ფრანკო: იგი ფსიქოლოგი და მოაზროვნე ადამიანია. მუშაობს ბარში, რადგან უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე კონსულტაციები. თუმცა ბევრ ადამიანს აძლევს სასარგებლო რჩევებს. გათხოვილი იყო ბაუტისტა სორილაზე და ჰყავს ვაჟი გერმანი.
- ბაუტისტა სორილა: იგი საინტერესო ადამიანია. მას აქვს თავისი თურქული კაფე. ის არის მამრობითი ფსიქიკის ექსპერტი ქალთან ურთიერთობაში. როდესაც საუბარია მამაკაცზე, სექსისტურია და, როდესაც საუბარია ქალზე, ფემინისტური. დაქორწინებული იყო ფელიპა ფრანკოზე და ჰყავს ვაჟი გერმანი.
- დოლორეს ლა როკა: პილარის ბებია. ჰყავს მეუღლე ვალენტინი.
- ვალენტინ ლა როკა: პილარის პაპა(ბაბუა). დაქორწინებულია დოლორესზე.
- თალია ფლორესი: იგი არის სტუდენტი სამხატვროს განხრით. მუშაობს პილარის სამოდელო ოფისში და არის მისი თანაშემწე. სწამს თავისუფალი სიყვარულის და არ არის მომხრე მნიშვნელოვანი ურთიერთობის. არის ფარისეველი.
- კრისტელ მანსანო: მუშაობს ტექნიკურ სახლში. იგი ხაიმეს საყვარელია და ეძებს პიროვნებას, ვინც მოაგვარებს მის ცხოვრებას.
- სტეფანი მილერი: კევინისა და ლუკრესიას ქალიშვილი. მისი ხასიათი განსხვავდება დედისა და დისგან. იგი ძალიან ლამაზი, განათლებული და მიზანმიმართულია და ცდილობს, ბევრს მიაღწიოს ცხოვრებაში.
- გერმან სორილა: ბაუტისტას და ფელიპას ვაჟი. იგი ჭკვიანია, განათლებული და სამოყვარულო ფეხბურთელი.
- გუსტავო რივასი: იგი არქიტექტორია, რომელსაც დაშორდა და დაკარგა ყველაფერი. უყვარს ქალებთან ურთიერთობა და ალოკოჰოლი. დაქორწინებული იყო ამანდა ათენასზე.
- ხოსე მუნოსი: დეტექტივი, რომელიც იძიებს მკვლელობებს.
- რებეკა პატინო": იგი იყო მდივანი ექიმი სამედიცინო ცენტრში. არის სპარტაკის საყვარელი.
- ანტონია პარისი: იგი ტექნიკური სახლის მფლობელია. პირველ სერიაში საეჭვოდ გაუჩინარდა და აღარ გამოჩენილა. მას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა თანამშრომლებთან და ახლობლებთან.
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: Mi ex me tiene ganas/ჩემს ყოფილს ვუნდივარ
რა არის რა სახელი აქ უკეთესი ვერ აარჩიეს
dana-daniko- საყვარელი სერიალი : pasion de gavilanes
პოსტების რაოდენობა : 140
დაბადების თარიღი : 11.11.01
ქულები : 151
ასაკი : 23
Re: Mi ex me tiene ganas/ჩემს ყოფილს ვუნდივარ
es serilai martlac umagresia saxei imitom qvia rom am sami qalis cxovrebashi mati yofilebi chndebian da mat cxovrebas tavdatira ayeneben
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: Mi ex me tiene ganas/ჩემს ყოფილს ვუნდივარ
სახელიდ ააწერე ინგლისური ასოებითააც!!!დავიტანჯე რამდნეჯერ უნდა გავიმაორე და დავიტანჯე ამ გადასწორებით!
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: Mi ex me tiene ganas/ჩემს ყოფილს ვუნდივარ
Es seriali mec visi dzaalian momewona rom vuyure gansxvavebuli da damaintrigebeli iyo namdvilad shesanishnavi produqciaa.
gansakutrebit finali momewona ^^
gansakutrebit finali momewona ^^
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Similar topics
» Mi Ex Me Tiene Ganas / ჩემს ყოფილს ვუნდივარ
» პელინ კარაჰანი ყოფილს დაშორდა..
» ქარიშხალი ჩემს შიგნით // İçimdeki Fırtına
» Mazi kalbimde/ტკივილი ჩემს გულში
» "ჩემს ქმარს ოჯახის უნდა" ახალი რიმეიქი
» პელინ კარაჰანი ყოფილს დაშორდა..
» ქარიშხალი ჩემს შიგნით // İçimdeki Fırtına
» Mazi kalbimde/ტკივილი ჩემს გულში
» "ჩემს ქმარს ოჯახის უნდა" ახალი რიმეიქი
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum