Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

თეორიები Vote_lcap75%თეორიები Vote_rcap 75% [ 41 ]
თეორიები Vote_lcap25%თეორიები Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


თეორიები

Page 1 of 3 1, 2, 3  Next

Go down

თეორიები Empty თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 16:53

ამ თემაში დავდოთ სხვადასხვა თეორიები "პატარა, საყვარელი მატყუარების" პერსონაჟების შესახებ
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 16:55

წიგნი "ლოლიტა" PLL-ს არა ერთ სერიაში გამოჩნდა.
ჩვენ ჯერ ამ ფაქტის მნიშვნელობა არ ვიცით, მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს უბრალოდ მოვლენა არ არის. 4A სეზონის ფინალმა ყველა საგონებელში ჩააგდო, გაჩნდა თეორიები იმისა, იყვნენ ელისონი და ეზრა წარსულში ერთად, თუ - არა. ზოგმა ეს წიგნს დაუკავშირა, მაგრამ მე მეეჭვება.


თეორიები 10570416_786946437995271_2323410113126201060_n


#1 - პირველ რიგში ისტორიით დავიწყებ! მე ლოლიტა წაკითხული მაქვს და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ საინტერესო წიგნია. ჯერ წიგნის მოკლე შინაარსს გაგაცნობთ : 50 წლის კაცს (ის მასწავლებელი იყო) უყვარდება 12 წლის გოგონა. ის დედამის შეირთავს ცოლად, რათა მასთან ახლოს იყოს. გოგონას დედა კვდება. 12 წლის გოგოს დამ მის 50 წლის მამინაცვალს შორის 'ჩამოყალიბდება' სქესობრივი ურთიერთობა და ა.შ. (მე-5 ფოტო ფილმიდანაა)

#2 - ყველამ ვიცით, რომ მისი გაუჩინარებამდე, ელისონი იმ ზაფხულს მასზე უფროს 'ბიჭს' ხვდებოდა, მაგრამ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით - ვის.

#3 - გახსოვთ საყურე, რომელიც ელისონმა ბაირონის ოფისში 'იპოვა'? მან არიას უთხრა, რომ იგი მერედითის იქნებოდა. თუმცა მე-3 სეზონის მე-2 სერიაში, როდესაც არია ამ საყურეს მერედითს აჩვენებს, ის ამბობს, რომ იგი მას არ ეკუთვნის. მაგრამ თუ მისი არაა, მაშ ვინ არის ამ საყურეების მეპატრონე?

#4 - მაგრამ თუ საყურეები ელისონმა ნახა, რატომ მოიტყუებოდა? აქიდან რა სარგებელი უნდა მიეღო მას? მათ ბაირონის ოფისი სწორად ამის (ბაირონის და მერედითის ურთიერთობას ვგულისხმობ) გამო დააზიანეს. მაშინ რატომ უნდა სდომებოდა ელისონს ბაირონის ოფისის განადგურება? შესაძლებელია, რომ ამის მიზეზი მისი მერედითისადმე ეჭვიანობა იყოს?

#5 - ელისონი დღიურში ბაირონზე საუბრობს. ის იმასაც კი ამბობს, ორმ 'იგი საყვარელია, მაგრამ 'ასაკოვანი'.'

#6 - ბაირონსა და ელისონს შორის რაღაც საეჭვო ხდებოდა. მისი გაუჩიანრების ღამეს, საუბრისას ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ. (მე-11 ფოტო) ჩვენ ვიცით, რომ ის მერედითით აშანტაჟებდა მას, მაგრამ იქნებ იქნებ ფულის გამოსაძალად მასთან ურთიერთობასაც იყენებდა? რათქმაუნდა, სტუდენტთან ურთიერთობა მის ქორწინებას გაანადგურებდა, მაგრამ ამის ხშირი შემთხვევები ციხეში თავს ამოაყოფინებდა.

#7 - ბაირონი რაღაცას მალავდა. მან პოლიციელები მოატყუა. არია იმასაც კი ფიქრობდა, რომ ელისონი ბაირონმა მოკლა. ეს საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მაგრამ ის აშკარაა, რომ ბაირონი რაღაც იფნორმაციის დამალვას დიდი მონდომებით ცდილობდა.

შესაძლებელია, რომ ბაირონს ელისონთან ურთიერთობა ჰქონოდა? შესაძლებელია, რომ ელისონი მისი ლოლოტა ყოფილიყო?

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 16:58

ეს თეორია წინას ნაწილობრივ უარყოფს, თუმცა იმედია არ დაიბნევით. ვიმეორებ, ჩემს მიერ დადებული ზოგიერთი თეორია ერთმანეთს არ უკავშირდება, უბრალოდ ვცდილობ, ყველა შესაძლებელი ვარიანტი განვიხილო.

თეორიები 10648231_799328660090382_2822321621754053571_o

1. პანიკის შეტევა
„გახსოვთ 2 სერიის წინ, როდესაც მონას გული წაუვიდა? მას ხელზე 'სანტავიკი' ეკრა, სწორედ იქ, საიდანაც სისხლის გადასხმა ხდება. რა ხდება, როდესაც ბევრ სისხლს კარგავ? გული მიგდის. მონამ მისი გულის წასვლა პანიკის შეტევით ახსნა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ იტყუება? ბოლო ეპიზოდში ჰოლბრუკმა ახსენა, რომ სახლში დიდი რაოდენობით სისხლი იყო და ვფიქრობ ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მონამ დიდი რაოდენობის (რაღაც დროის განმავლობაში გადასხმული და 'შენახული') სისხლი გამოიყენა, რათა აშკარა ყოფილიყო, რომ ის ვერ გადარჩა.

2. მაგრამ ჩვენ გვამი ვნახეთ!
ალბათ შეამჩნიეთ მონას თოჯინების კოლექცია აქვს და ისიც აშკარაა, რომ მას ისინი ძალიან უყვარს. სავარაუდოდ ის Vail’s Doll Hospital-ის ხშირი სტუმარია, ამიტომაც მისთვის რთული არ იქნებოდა იმ პიროვნების პოვნა, რომელიც მას ადამიანის ზომის თოჯინას დაუმზადებდა. სახისათვის - გახსოვთ ნიღბების დამზადებელი მე-4 სეზონიდან? ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათელია.
მაგრამ რატომ იწვალებდა ასეთი თოჯინის დამზადებისთვის, თუ მას დანაშაულის ადგილზე ვერ გამოიყენებდა? მიუხედავად ამისა, მონას კვლავ შეუძლია მისი ფოტოებისთვის გამოყენება,

3. მაგრამ ელისონი მის სახლში შეიჭრა!
არავი უარყოფს იმას, რომ მონას დაუპატიჟებელი სტუმარი ელისონი იყო, მაგრამ ვინ იტყვის დარწმუნებით, რომ მონა ელისონმა მოკლა? რა თქმა უნდა ვერავინ. ჩვენ არ გვინახავს მკვლელობის სცენა, ჩვენ უბრალოდ შეშინებული მონას სახე დავინახეთ... მაშინ რას აკეთებდა ელი მის სახლში? მონამ ელისონს ბევრი პრობლემა გაუჩინა, გზაზე გადაეღობა და საფრთხეში ჩააგდო. მან მშვენივრად იცოდა, თუ როგორ უფრთხოდა მონა მას, შესაბამისა ქალბატონი დილაურენტისი ძველ ‘ნაცნობს’ ესტუმრა და მეგობრული ‘რჩვევა’ მისცა, მისი გზიდან გადასულიყო, რათა ‘რაიმე არ დამართნოდა’.
როგორც წინა თეორიებსი ვახსენეთ, გაუჩინარება მონას სათადარიგო გეგმა იყო, იმ სემთხვევაში, თუ ყველაფერი მისი სურვილისდა მიხედვით არ წარიმართებოდა და კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ელისონის სტუმრობა და ჩვენი ვარაუდით, დაშინება, სწორედ რომ ასეთი სიტოაცია იყო, ამიტომაც მონამ ნივთები ჩაალაგა და ბრწყინვალე სპექტაკლი დადგა.

4. ვინ იყო სერიის ბოლოს შავებში გამოწყობილი უცნობი?
როგორც ვიცით, მონას მსგავსი ტანისამოსების დიდი კოლექცია აქვს. ვფიქრობ სწორედ მონა იყო ეს უცნობი.
რაც შეეხება გვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესაძლებელია ის თოჯინა იყოს, მონას მისი ‘შოვნა’ არ გაუჭირდებოდა. თანაც რომელი მიცვალებული შავდება მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში?

5. გამოსამშვიდობებელი ღიმილი.
მონას სახლის გარშემო პოლიციელები, გამომძიებლები და ქალაქის მოსახლეობა იკრიბება. ერთ-ერთი მათგანი ელისონ დილაურენტისია, რომელსაც მომხდარის გამო სახეზე ღიმილი დასთამაშებს. შესაძლოა ამ ჟესტით მან მისი კმაყოფილება გამოხატა მონას შეშინებასა და მისივე სიკვდილის გაყალბების მიმართ.

6. მაგრამ ჩვენ დაზუსტებით ვიცოდით, რომ ფინალურ სერიაში ვიღაც მოკვდებოდა!
მინდა შეგახსენოთ, რომ ელისონის სიკვდილიც დადასტურებული იყო, თუმცა როუზვუდის მთავარი ძუკნა ახლა ცოცხალია და ყველას სისხლს უშრობს.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:18

წინა პოსტში საუბარი იყო იმაზე,რომ შესაძლოა მონას სახლში ორი ქერა შეიჭრა. ეს თეორია სახლში ორი ადამიანის შეჭრის თეორიას არ ეყრდნობა, უბრალოდ "მეორე ქერას" გამოჩენამ რაღაც იდეა 'მომაწოდა'.

თეორიები 10429831_799284306761484_5254062713407943546_n

პირველ რიგში დავიწყებ რაღაც ფაქტებით, რომელიც თეორიას უფრო მეტ აზრს შესძენს :
1. ბეთანი იანგი ქერა იყო ან არის.
2. მონამ 'კვლევის' მეშვეობით დაადგინა, რომ ბეთანი რედლიში სწორედ რომ ელისონმა გამოკეტა, რადგან იგი მასზე 'ეჭვიანობდა' ან მისი შურდა. მან ნაწილობრივ სწორი პასუხი იპოვა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ A-ის ვინაობას უფრო კარგად არ დაუკვირდა.

თეორია - Bethany & Mona - A united team

თუ გახსოვთ, ერთ-ერთი ეპიზოდის ფლეშბეკში ელისონს 'საჩუქარი' მოუვიდა. ყუთში 'თოჯინა' იდო, წარწერით : "ახლა ჩემი ჯერია გაწამო."
როგორც უკვე ვთქვი, ბეთანი რედლიში ელისონმა გაამწესა, იქნებ ამან უბიძგა შურისძიებისკენ?

გაიხსენეთ ჩანაწერი, რომელსაც სპენსერმა და მონამ მოუსმინეს, სადაც ბეთანი ამბობდა, რომ ვეღაც მისის დილაურენტისს ენდობოდა, რადგან იგი მისი შვილისნაირი იყო. შესაძლოა სწორედ ბეთანი იყოს მისის დის მკვლელობაში მთავარი ეწვმიტანილი.

რაც შეეხება მონას 'მკვლელობის' სცენას : მონა შეშინებული და გაოცებული იყო,როდესაც მან მის ოთახში შეჭრილი უცნობის სახე დაინახა. იქნებ ეს სულაც არ იყო ელისონის ნახვისგან გამოწვეული ემოცია? იქნებ იგი სწორედ რომ ბეთანის ხილვამ გააოცა?

ახლა კი განვიხილოთ სცენა, სადაც მონას გვამი აჩვენეს.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, მიცვალებული მისი სიკვდილიდან რამდეიმე საათის გასვლის შემდეგ თავიდან ბოლომდე არ შავდება, მისი ტუჩები ფერს არ კარგავს და მისი თვალებში კვლავ არის სიცოცხლის კვალი. შესაძლოა მანქანის საბარგულში ნანახი 'გვამი' უბრალოდ ცვილის ან სულ სხვა მასალისგან დამზადებული ფიგურა იყო, რომელიც სამომავლოდ გამოადგებათ.

ახლა განვმარტავ იმას, თუ რატომ დათანხმდებოდა მონა ბეთანისთან ერთად 'მუშაობას'.

ამასთან დაკავშირებით თეორია ფინალური ეპიზოდის გამოსვლამდე დავწერე, თუმცა ახლა მას გავიმეორებ და სხვა სამხილებთან გავაერთიანებ :

1. გახსოვთ 2 სერიის წინ, როდესაც მონას გული წაუვიდა? მას ხელზე 'სანტავიკი' ეკრა, სწორედ იქ, საიდანაც სისხლის გადასხმა ხდება. რა ხდება, როდესაც ბევრ სისხლს კარგავ? გული მიგდის. ბოლო ეპიზოდში ჰოლბრუკმა ახსენა, რომ სახლში დიდი რაოდენობით სისხლი იყო და ვფიქრობ ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მონამ დიდი რაოდენობის (რაღაც დროის განმავლობაში გადასხმული და 'შენახული') სისხლი გამოიყენა, რათა აშკარა ყოფილიყო, რომ ის ვერ გადარჩა.

მოკლედ ბეთანი მონას 'ესტუმრა' და მასთან გაერთიანება შესთავაზა, მონამ კი გამოსავალი იპოვა.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:21

უფრო და უფრო ვუახლოვდებით ფატალურ ფინალს და ისე ჩანს, თითქოს ადამიანი, რომელიც "მოკვდება" და როუზვუდს "ერთით ნაკლებ მატყუარას" დაუტოვებს, მონაა.

თეორიები R8dvza

მტკიცებულებები :
1) დანგრეული სახლი, რომელიც მე-5 სეზონის მე-11 ეპიზოდის პრომოში ვნახეთ, მონას სახლს ჰგავს. გამოჩნდა მონას და დედამისის ფოტოები ფინალური სერიიდან, რომელიც გადაღებულია მათ სახლში. ფოტოებზე აღბეჭდილი სანათი სარკე და საათი ემთხვევა პრომოში გამოჩენილ კადრებს დანგრეული სახლიდან.

2) მონას ჩარჩოში ჩასმული ფოტო ძალიან ჰგავს დაკრძალვის სურათს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ფოტო ნამდვილი, თუმცა ვერც გადაჭრით ვვუარყოფ ამას. როგორც ჩანს, მონას სახლში ვიღაც იყო....მაგრამ მოდით განვიხილოთ თეორია მონას სიკვდილისა.

ამაზე ფიქრმა ნამდვილად გამანაწყენა. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენ პათეტიკურად ჟღერს ეს, მაგრამ ის ნამდვილად შესანიშნავი პერსონაჟია! მისი გონიერება, ყოველი ნაბიჯის წინასწარ გათვლა და გეგმის მუდამ სრულყოფაში მოყვანა, ჩემს თვალში მას ერთ-ორად უფრო ამაღლებს.

თეორიას თავისი ნათელი მხარეც აქვს; შესაძლოა მან სიკვდილი გაითამაში. დეტექტივ ჰოლბრუკის განცხადება : „სახლში ნანახი სისხლის რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ მსხვერპლის ჭრილობები სასიკვდილო იყო. ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს მკვლელობაა.“

განცხადებაზე დაყრდნობით, სახლში არ იქნა ნაპოვნი მსხვერპლის გვამი. როუზვუდში რთულია დაიჯერო, რომ ვიღაც მოკვდა, სანამ მის გვამს არ ნახავ.
ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ მონას გული წაუვიდა... მან ამას პანიკის შეტევა უწოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ მან ეს ყველფერი გაითამაშა... მაგრამ თუ ახლოდან დაუკვირდებით, ხელზე ეგრეთწოდებული ‘სანტავიკი’ აკრავს, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ სისხლს აბარემდა.

სისხლის ჩაბარება ხშირად გულის წასვლის გამომწვევი მიზეზია.
დანაშაულის ადგილი ს ი ს ხ ლ ი თ იყო დაფარული...
თუ მონამ იცოდა, რომ მას სიკვდილის გათამაშება მოუწებდა, ისიც ეცოდინებოდა, რომ სისხლის დიდი რაოდენობა დასჭირდებოდა, იმისათვის, რომ სხვებისთვის დაეჯერებინა, მომხდარი მკვლელობა იყო; აქიდან გამომდინარე კი, ვასკვნით, რომ იგი ამას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, სისხლს ‘აბარებდა’ და ინახავდა მანამ, სანამ ის საჭირო გახდებოდა. შესაძლოა ამას მეგობრის დახმარებით ახერხბდა, ან თუნდაც ექიმის?! აჰ... ან იქნებ ‘ექთნის’ როლის ხშირად გათამაშებისას, მან რაღაცები ისწავლა.
შესაძლოა ეს იყოს მონას გეგმა.
ან იქნებ ეს მონას სათადარიგო გეგმაა. გაქცევის გეგმა, რომელსაც მაშინ აამუშავებდა, როდესაც ყველაფერი მისი თავდაპირველი გეგმის მიხედვით არ წავიდოდა.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:25

ელისონი და ტობი დეიდაშვილები არიან?

თეორიები 10629818_795278397162075_8317287694553760447_n

შესაძლოა ჯესიკა დილაურენტისი და მერიონ ქევენა ტყუპები იყვნენ და სწორედ ამიტომაც სთხოვა ჯესიკამ ბეთანის, რომ მისთვის ”დეიდა ჯესიკა” დაეძახებინა...
გადავინაცვლოთ წინა სეზონებში. გახსოვთ, როდესაც მერიონმა ელი ტობის ოთახში ’გამოიჭირა’? ის მათ (ტობის და ელისონის) ერთმანეთთან ახლოს ყოფნას დიდი სიხარულით არ შეხვედრია. რატომ? რა უნდა იმალებოდეს მის ამგვარი განწყობის უკან? იქნებ ის, რომ ტობი და ელისონი დეიდაშვილები არიან?!

ბეთანი ელიზე გაბრაზებული იქნებოდა იმიტომ, რომ მან მისი და, ჯენა დააბრმავა, ხოლო ამაში მისივე ძმა, ტობი დაადანაშაულა.
ბეთანის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, რადგან ის ოჯახს ჩამოშორებული იქნება ადრეული, ბავშვობის ასაკიდან, ან თუნდაც იმიტომ, რომ მისი სახელი და გვარი ბეთანი იანგი სულაც არ არის?! საფლავში შესაძლოა Sara Harvey-ა დამარხული, ხოლო ბეთანი იანგი ცოცხალია და სწორედ იგი გახლავთ მთავარი A, რა თქმა უნდა ტობის, ჯენასა და ახლა უკვე სიდნის დახმარებით.

მელისა ამ ყველაფრის გააანალიზებასა და გამოაშკარავებასთან ახლოსაა და ვფიქორბ, რომმომდევნო ეპიზოდში სწეორედ ეს ინფორმაცია შეიწირავს მას.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:26

პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს თეორია მე არ მეკუთვნის, უბრალოდ ვთარგმნე ის, რადგანაც საინტერესოა

თეორიები Ak9wdu

შესაძლებელია ის ფაქტი, რომ ბეთანი იანგი Bryn Mawr-დან არის, რომელიც როუზვუდიდან 10 მილის მოშორებით, Montgomery-ს ოლქში მდებარობს, წარმოადგენდეს იმის დამადასტურებელ საბუთს, რომ ბეთანისა და მონტგომერების ოჯახს შორის რაღაც კავშირი არსებობს?

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:30

ბევრს აინტერესებდა, მქონდა თუ არა რაიმე თეორია ვილდენის დაკრძალვაზე გამოჩენილ, ჩადრ წამოფარებულ, იდუმალ ქალთან დაკავშირებით. ამასთანდაკავშირებითაც მაქვს ჩემი მოსაზრება. ვფიქრობ, რომ ის მელისა იყო. ახლა კი აგიხსნით რატომ გამიჩნდა მსგავსი ეჭვები.

თეორიები 10463055_787231834633398_6281986110821748423_n

#1 - როგორც კი შავებში გამოწყობილი ქალი ვნახე, 'შავი გედი' მომაგონდა. იგივე ფიგურა, მთლიანად შავები, ფორმალური ტანისამოსი და შენიღმული სახე. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო. და ყველამ კარგად ვიცით ვინც იყო შავი გედი.

#2 - სახელი. მას თავდაპირველად 'ქალი შავებში' ერქა, თუმცა , როგორც ჩნს მარლენ კინგი ამჯობინებს, რომ 'შავი ქვრივი' უწოდოს. ჰმმმმ....საინტერესოა ვინ არის ეს ქვრივი, რომელსაც კარგად ვიცნობთ?

#3 - ჩვენ არ გვინახავს მელისა ვილდენის დაკრძალვაზე. უამრავი ვიღაც ვნახეთ, რომელზეც დარწმუნებით ვიტყვით, რომ შავი ქვრივი არ არის, რადგან დაკრძალვაზე გამოჩნდა, (მონა, არია, ჯენა, ჯესიკა დილაურენტისი და ა.შ.) მაგრამ მელისა მათ შორის არ ყოფილა.

#4 - მელისას შენიღბვა უყვარს. ყველამ ვიცით, რომ ის შავი გედი იყო. ისიც შევიტყეთ, რომ მატარებელში გამართულ ჰელოუინის წვეულებაზე მას 'გულების დედოფლის' კოსტუმი ეცვა...როგორც ჩანს, მელისას შენიღბვა და მატყუარების თვალთვალი მოსწონს.

#5 - ფიგორა. შავ ქვრივში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რამ სწორედ რომ მისი გამხდარი ფიგურაა. განსაკუთრებით, კი ვიწრო, გამხდარი ხელები. ამან შავი გედი გამახსენა. "მაღალი, ორი ზომა. უკვე ვერ ვიტან", გახსოვთ?

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:34

ეჭვმიტანილი - ტობი ქევენა

თეორიები Keegan-allen

რატომ : მას ჰქონდა მოტივი, რადგან ელი და ჯენა მას აშინებდნენ... ჯენას შეეძლო ეთქვა, თუ რა გაუკეთა მან მას და ამის გამო შარშიც გაეხვეოდა ტობი. ელის შეეძლო მოეტყუებინა, რომ ის გოგოებს უთვალთვალებდა, როდესაც გახდილები იყვნენ. მაშასადამე, მას ჰქონდა მოტივი იმისა, რომ ელი 'მოეკლა'. ჩვენს ასევე ვიხილეთ მისი ტატუ, რომელიც ელის 'სიკვდილის' თარიღია; მიუხედავად იმისა, რომ მისი განმარტებაც იყო სერიალში, ხომ შეიძლება იტყუებოდეს?! არსებობს დამაჯერებელი მიზეზები იმისა, რომ მას გოგონებზე შურისძიება მონდომებოდა, დაჩაგვრისთვისაც კი.

რატომ არა : დარწმუნებული ვარ, უმეტესობა თქვენგანს სპობის ურთიერთობა ძალიან მოსწონს. თანაც აშკარაა, რომ ტობის მართლა უყვარს სპენსერი, მაშინ რატომ ავნებდა მას? ასევე ძალიან უცოდველია, იმისათვის, რომ დამნაშავე იყოს. ისე ჩანს, რომ ტობი ბუზსაც არ მოკლავდა. ჯენა და ელი მასზე ისტორიებს იგონებნენ და ისეთ ადამიანად აჩენდნენ, რომელთან სიახლოვეც არავის ენდომებოდა.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:39

ეჭვმიტანილი - ჯენა მარშალი

თეორიები Latest?cb=20110731131532

რატომ : აჰ... ელი და მატყუარები მუდამ აიგნორებდნენ ჯენას, მაშინ რატომ არ გაბრაზდებოდა? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ის დააბრმავეს. შესაძლოა ჯენა ბრმაა, მაგრამ მას ბრაილის (ბრაილის შრიფტი-უსინათლოთათვის) კითხვა შეუძლია. რამდენიმე ეპიზოდში ის შენიშნული იქნა sms-ის წერისას! მაშასადამე, შესაძლებელია ის ყოფილიყო 'A'. თანაც, ზოგს მართლა ეცოდება ის. მან დაუშვა შეცდომა და როგორც პირველი სეზონის 22-ე სერიაში თქვა, ის კვლავ პასუხს აგებს პატარა მატყუარების შეცდომაზე. კვლავ არსებობს შანსი იმისა, რომ მას შურისძიება ნდომებოდა. შესაძლოა ვერ ხედავს, მაგრამ ნუთუ მართლა ბრმაა?

რატომ არა : ის ვერ ხედავს, როგორც ეცოდინებოდა, სად არიან პატყუარები, ან რას აკეთებენ? ის ვერ გაიგებდა მათ საიდუმლოებებს...

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:49

ნახატის "Isle of The Dead" წარმომავლობა.
PLL-ს ფანებისთვის არც ისე უცხოა შიშის მომგვრელი ნახატი "Isle of The Dead", რომელიც შოუში რამდენიმეჯერ ვნახეთ.

თეორიები 10247370_813828201973761_2542361193118189939_n

მე-5 სეზონის რამდენიმე ეპოზოდში ამ ნახატვა ნამდვილად მიიქცია ჩვენი ყურადღება. ელისონი ძალიან შეშინდა, როდესაც ის დამკრძალავ ბიურიში ნახა.
*ნახატი ფლეშბეკებშიც იყო ნაჩვენები, რომელიც საირუსთან მომხადარ ამბავს ეხებოდა. ელისონის ‘მოგონებებში“ ჩანს, რომ იგი ამ ნახატს გამოდმებით უყურბდა.

მე-3 სეზონის მე-8 ეპიზოდში (“Stolen Kisses”). არია და ეზრა ერთად იმყოფებიან გამოფენაზე. არია ნახატის წინ დგას. როდესაც მან ნამუშევრის ‘აღწერა’ წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ იგი Lyle და Frances Springer-ების ნამუშევარი იყო, ეზრამ უთხრა მას, რომ ისინი მისი ბებია-ბაბუა იყვნენ და ეს ნახატიც ერთ დროს მის ბავშვობის სახლში ეკიდა.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ნახატი ცოლინსის სახლში, რეივენსვუდშიც იქნა ‘შემჩნეული’. რეივენზვუდთან ეზრაც არის დაკავშირებული. მან სწორედ აქ გადაწყვიტა თავისი ‘ბუნაგის’ ქონა. მან ერთხელ არიას ყელსაბამიმისცა, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა და, რომელსაც მისთვის იღბალი მოჰქონდა. ( http://i.ebayimg.com/00/s/NjYwWDcxMw==/z/iVcAAOxyRNJSbxMy/$T2eC16ZHJIMFHJpk83D8BSb)MyShJ!~~60_35.JPG ) იგივე ყელსაბამს ჩვენ “Ravenswood”-ის პრომოში ვხედავთ.

თუ ეს ნახატი ეზრას ოჯახს ეკუთვნის, მაშინ რეივენსვუდში, კოლინის სახლში როგორ მოხვდა? შესაძლებელია, რომ ეს ორი ოჯახი ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს?
უფრო მეტიც, იქნებ ის, რაც ელისონს ტანჯავს, რაღაცით ფიცჯერალდების ოჯახთანაა დაკავშირებული?

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:52

დამთხვევები ქალაქ როუზვუდში

თეორიები 10689811_814257011930880_1306238828841928777_n

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ფოტო ორივე პერსონაჟის მიმართ ეჭვს ბადებს, მაინც მსურს ხაზი გავუსვა არიას გასაოცარ ‘სიფხიზლეს’.

ელისონის გაუჩინარების ღამე : სპენსერი ფარეხში ბრუნდება, არიას ღვიზავს. ისმის კითხვა : „ელი?“

ემილის ‘გაუჩინარების’ ღამე : მას შემდეგ, რაც სპენსერმა სახლში საეჭვო ვერაფერი იპოვა, არია ‘იღვიძებს’ და ისმის კითხვა : „ემილი?“

მელისასა და სპენსერის ჩხუბის შემდგომი სცენა, გადაღებულია ნიღბების არტისტთან ყოფნისას. მელისა ემსვიდობება სპენსერს : არია შენობიდან გარეთ გამოდის და ისმის კითხვა : „სად არის მელისა?“

სამივე კითხვაზე სპენსერი ერთი და იგივე ფრაზით პასუხობს : „she’s gone.”
პირველ სცენაში სპენსერი ეჭვმიტანილად გვევლინება, თუმცა ეჭვები ჯერაც ვერ დაუდასტურებიათ.

რაც შეეხება არიას... ის სამივე შემთხვევაში პირველი იჩენს ‘ცნობისმოყვარეობას’. თითქოს წინასწარ იცოდა, რომ ელი და ემილი გაქრებოდა და შემდეგ ეჭვის გასაქრობად მათ კითხულობს.
რაც შეეხება მელისას, სავარაუდოდ არიასთვის მოსალოდნელი იყო მისი ქმედება.

ეს 3 სცენა ორ ეჭვმიტანილს გამოკვეთს, თუმცა აქედან ერთ-ერთი, უფრო ძლიერად იკვეთება.

ნუთუ ასეთი დამთხვევებიც ხდება?
„კი, როგორ არა. ისინი ხეზე იზრდებიან, როგორც ქოქოსი, უბრალოდ ელოდებიან, როდის გაივლი მათ ქვეშ.“ - ერთადერთი და განუმეორებელი სპენსერ ჰასტინგსი.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:55

სპენსერი არის საიდუმლო ტყუპი

თეორიები 10670135_815481511808430_5371838101522609346_n

შესაძლოა ცოტათი გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქვემოთ მოცემულ სამხილებს აზრიანად ჩათვლით.
მას შემდეგ, რაც საშა პიტერსმა განაცხადა, რომ ელის არ ჰყავს ტყუპისცალი, მაგრამ სხვას - შესაძლოა, ვცდილობდი ამ პერსონაჟის რეალურ კანდიდატურაზე მეფიქრა. მოცემულ სიაში სპენსერ ჰასტინგსიც შევიყვანე და ახლა აგიხსნით, თუ რის საფუძველძე მივედით სპენსერამდე.

არის თუ არა სპენსერ ჰასტინგსი ელის ისტორიიდან ერთ-ერთი ტყუპისცალი...

იმდენად ვიყავით ელისონის ისტორიის ქერათმიან გოგონებზე გადართული, რომ მათი განსხვავებული ხალები ვერ შევამჩნიეთ.
გოგონამ, რომელსაც ხალი მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა, მოკლა ტყუპისცალი, რომელსაც მარცხენა ლოყაზე ორი ხალი ჰქონდა. შევამცნიეთ, რომ ერთ-ერთ პერსონაჟს ანალოგიური ხალები აქვს და აბა გაოიცანით ეს ვინ იყო? სპენსერ ჰასტინგსი!

სპენსერზე აქამდე იმიტომ არ მიგვიტანია ეჭვი, რომ ტყუპისცალების ქერა თმა გვაბნებდა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ეს ისტორიის მცირე მონაკვეთი იყოს?
შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ისტორიამ,როდესაც ის ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა, ‘მოგზაურობისას’ მცირე დეტალები შეიცვალა როგორიცაა ტყუპისცალი გოგონების თმის ფერი. და თუ თმის ფერის შესახებ მცდარი ინფორმაცია გვაქვს, თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ მოკლულ გოგონაზეც არასწორი ინფორმაცია ვიცოდეთ.

ტყუპისცალი,რომელიც მისმა დამ მოკლა, შესაძლოა სულაც არ არის მკდარი...

ჰელოუინის ეპიზოდში 3x13, ‘This is a Dark Ride’, შევამჩნიეთ, რომ ტყუპისცალს, რომელიც ეშლი მარლინს ეწვია, ხალი მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა.
ელისონის ისტორიის მიხედვით, ის ტყუპისცალი, რომელსაც მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა ხალი, მოჩვენებამ მოკლა, თუმცა ის ეშლის ეწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ელისონის ისტორია არასწორია.
ტყუპისცალმა, რომელსაც ორი ხალი ჰქონდა, მოკლა ერთ ხალიანი ტყუპისცალი, რის მიხედვითაც ცოცხალი ორ ხალიანი ტყუპისცალი რჩება. ვფიქრობ, რომ ეს ტყუპისცალი სპენსერ ჰასტინგსია.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:56

სპენსერი არის საიდუმლო ტყუპი

თეორიები 10665680_816753208347927_5838764634119479018_n

სპენსერის კაბა პირველი სეზონის პრომოში...

პირველი სეზონის პრომოში სპენსერ იგივე კაბა აცვია, რაც კუბოში მწოლიარე გარდაცვლილს შესავალში. ჩვენ ვიცით, რომ პირველი სეზონის გადაღებებისას სერიალი ბიუჯეტის ნაკლებობას განიცდიდა, მაგრამ რა უნდა ვიფიქროთ, ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ იმის მინიშნება, რომ სპენსერი ტყუპისცალია და მისი ტყუპისცალი (მარჯვენა ლოყაზე ხალით) არის ის, ვინც ელისონის საფლავში წევს და არა ბეთანი იანგი? ელი ცოცხალია და ჩვენ ვიცით, რომ მის კუბოში ვიღაც უნდა იწვეს. ბევრი ბეთანი იანგზე ეჭვობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ეჭვები მხოლოდ ჩვენთვის ყურადღების გასაფანტად გააცინეს...

თავის ქალის ტრამვა...

თინეიჯერ გოგონას, რომელიც ამოცნობილი იქნა, როგორც ელი, თავში ჩაარტყეს გაღუნული საგანი. არსებობს ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთ-ერთიც შესაძლოა მკვლელობის იარაღი იყოს : ჰოკეის ჯოხი და ნიჩაბი. როუზვუდის პოლიციას ეგონა, რომ ელისონ დილაურენტისი ნიჩბით მოკლეს (რომელიც აშკარად არაა მკვდარი), მაგრამ პიტერ ჰასტინგსი გამეტებით ცდილობდა ტობის მიერ, მათ იარდში ნაპოვნი ჰოკეის ჯოხის თავიდან მოცილებას (2x07). საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა იქ ჰოკეის ჯოხი, როდესაც ის ბოლოს ელისონ დილაურენტისის ხელში ‘დააფიქსირეს’, მაგრამ სპენსერ ჰასტინგსი პირველი მატყუარაა, რომელსაც ელისონის გაუჩინარების ღამეს ეღვიძა. იქნებ ეს ის ღამე იყო, როდესაც სპენსერმა თავისი ტყუპისცალი მოკლა (ან ეგონა, რომ მოკლა) და ისტორია, რომელიც ელისონმა ჰანას მოუყვა, სინამდვილეში მომხდარს მოასწავებდა.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Bennu ♥ Sat Jun 27 2015, 18:57

თეორიები 2urxsf6

მიუხედავად იმისა,რომ ყევლა ფაქტი ელისონის -A დ ყოფნაზე მიუთითებს, ამაშინ 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, თუმცა მეც გამაჩნია გარკვეული ეჭვები.
ალბათ ყველას გაგიგიათ, რომ ხშირად მკვლელს დანაშაულის გრძნობა აწუხებს და მის მსხვერპლს ხედავს სიზმარში ან თუნდაც შეიძლება ეჩვენებოდეს.

რატომ "გამოეცხადებოდა" ელის მონა, თუ იგი მის სიკვდილში არ არის გარეული? არც Mrs. D-ს ხილვა ყოფილა მეტად ნათელი და ისიც გახდა მრავალი ეჭვის საფუძველი.

საშობაო სერიაში კიდევ ერთი რამ იყო დამაფიქრებელი:
მას შემდეგ, რაც კადრში ელისონი გამოჩნდა, რომელიც სპენსერის სახლის ფანჯარასთან დანაღვლიანებული დგას, მატყუარები რაღაც ხმაურს გებულობენ, გარეთ გამოდიან და გარეთ -A ს გრანდიოზული საშობაო "საჩუქარი" ხვდებათ.

-anonymous-
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

თეორიები Empty Re: თეორიები

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 1 of 3 1, 2, 3  Next

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum