მაკა ძაგანიას ტკბილი ოჯახური ცხოვრება და დაბრუნება სერიალში
4 posters
Page 1 of 1

მსახიობმა მაკა ძაგანიამ მეორედ დაოჯახების გადაწყვეტილება არ გაახმაურა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა იგი მცირე ზომის მუცლით შენიშნეს და მაკას საიდუმლოსაც ფარდა აეხადა. როგორც თავად იხსენებს, ჯვრისწერის ცერემონიამ ლამაზად ჩაიარა. ქართული ტრადიციული ქორწილები ძალიან დამღლელია, ამიტომ წყვილმა შეუღლება ევროპულად აღნიშნა და მხოლოდ უახლოესი ადამიანები დაპატიჟა. დღეს მაკა ორი შვილის დედაა, უფროსი ქალიშვილი ნუცა 15 წლისაა, უმცროსი კი ექვსი თვის გახლავთ.
- მაკა, გიგასთან ურთიერთობას დიდხანს მალავდით...
- მართალია. გვინდოდა დაგვეზუსტებინა, ერთად ყოფნა გვსურდა თუ არა. ჩვენი ნაჭუჭი შევქმენით და მასში ჩავიკეტეთ. ამ ნაჭუჭში ერთად გატარებული ორი საათიც კი გვაბედნიერებდა. უახლოეს მეგობრებსაც ვუმალავდით ჩვენს რომანს. ეს რომანტიკულობას მატებდა ურთიერთობას. დაქალები რომ მეკითხებოდნენ, თქვენ შორის რაიმე ხომ არ ხდებაო, ვპასუხობდი: არა, რა ხდებოდეს-მეთქი?
მე და გიგა მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები და ყველაფერი დაოჯახებით დაგვირგვინდა. რა თქმა უნდა, მეორედ გათხოვებისას გეშინია, რომ შეიძლება, კიდევ არ გაგიმართლოს, მაგრამ სიყვარული ამ შიშს ერევა.
- ოჯახის შექმნის შემდეგ რომანტიკისთვის კვლავ იცლით?
- ვიღაცისთვის შეიძლება, ერთი ჩვეულებრივი ვახშამი რომანტიკული სულაც არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის ინტიმურია. ამისთვის არ ვანთებთ სანთლებს. ჰარმონიული ურთიერთობისთვის სიყვარული და ურთიერთაგებაა საჭირო. როცა გიგას რაიმე უჭირს და ხასიათზე ვერ არის, მე ვუგებ, უკან ვიხევ, გვერდში ვუდგავარ, ხოლო როცა მე მაქვს რთული პერიოდი, ის მეხმარება.
- ნუცამ დედის გათხოვება როგორ მიიღო?
- როცა ნუცას დაველაპარაკე და სიტუაცია ავუხსენი, მითხრა, რომ მისთვის პრიორიტეტული ჩემი ბედნიერება იყო და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. ამ დროს მივხვდი, რომ ჩემი ქალიშვილი ნამდვილად გაიზარდა.
ბავშვის მოვლაშიც მეხმარება. თუ არ მცალია, ხელში უჭირავს, ეთამაშება. საქმეზე როცა მივდივარ, ცოტა ხნით ვუტოვებ კიდეც, თუმცა არასდროს ჩამიბარებია მისთვის დილიდან დაღამებამდე.
- შვილის გატაცებებს როგორ უდგებით?
- ჯერჯერობით ძალიან მეცინება. სერიოზული გრძნობა არ ჰქონია. არ მეშინია იმის, რომ ადრე გათხოვდება. თანამედროვედ და ჯანსაღად აზროვნებს. თუ ასეთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვეცდები, რომ გადავა-ფიქრებინო. მცირე ასაკში დაოჯახების ტენდენცია ჩვენს მენტალიტეტსა და ქალიშვილობის ინსტიტუტზეა დაფუძნებული.
- როგორ გგონიათ, დედები ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ მოზარდებთან ურთიერთობისას?
- პირადად მე ნუცა გავატუტუცე. ის დისტანცია და მორიდების გრძნობა, რაც დედა-შვილს შორის უნდა იყოს, გავაქრე. შეიძლება, ეს ასაკში მცირე განსხვავებამაც განაპირობა. მე ნუცასთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე დედა. მიხარია, რომ ყველაფერს მიყვება, მაგრამ ხანდახან დაქალივით მიტევს და ენასაც მიბრუნებს.
- ქალიშვილი კრიტიკულია თქვენ მიმართ?
- ყოველთვის, ხან ჩაცმულობა არ მოსწონს, ხან - ვარცხნილობა. მე ნაკლებად ვაკრიტიკებ. ბავშვობაშიც კი თავისუფალი აზროვნებისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას ვაძლევდი. მაგალითად, იმ სამოსს ვყიდულობდი, რომელიც მას მოსწონდა.
ნუცა ბავშვობაში ძალიან თბილი და საყვარელი იყო. გარდატეხის ასაკშიც არ შეცვლილა, უბრალოდ, ცოტათი გაჯიუტდა. მართალია, ახლა დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს და ინდივიდუალურად აზროვნებს, მაგრამ ადრე ჩემ გარეშე არ ჩერდებოდა. ყველგან დამყვებოდა, რეპეტიციებზე, გადაღებებზე...
- სად გაიცანით გიგა და როგორ გახდით შეყვარებულები?
- ერთმანეთი თეატრში გავიცანით. თავიდან უბრალოდ ვმეგობრობდით. დასის წევრები საქეიფოდ ერთად დავდიოდით, კარგად ვატარებდით დროს. გარკვეული პერიოდის შემდეგ საუბრისას ერთი-ორჯერ სიყვარულისკენ გადაუხვია, მივხვდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. საბოლოოდ, გრძნობებში გამომიტყდა.
- ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და ერთმანეთთან შეგუება გაგიჭირდათ?
- შეყვარებულობის პერიოდში ორივემ დავიმკვიდრეთ საკუთარი თავი ურთიერთობაში, ამიტომ თანაცხოვრებისას რქებით აღარ ვაწვებოდით ერთმანეთს. ტკბილად ვცხოვრობთ. ის ფაქტი, რომ ორივე მსახიობი ვართ, ცოლქმრობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რადგან ამ სფეროზე თავისუფლად შეგვიძლია ლაპარაკი. პროფესია კონფლიქტის მიზეზი არ ხდება.
- თქვენ დედობის გამოცდილება გქონდათ, მაგრამ გიგა გამოუცდელი იყო...
- მიუხედავად ამისა, გიგას უფრო ყოჩაღად უჭირავს თავი. გამოცდილივით იქცევა. მაგალითად, მე ბავშვის ჭიპლარს ხელს ვერ ვკიდებდი, ცუდად ვხდებოდი. პატარა აცრებზე რომ დაგვყავს, ექიმის კაბინეტიდან გავდივარ და მამამისთან რჩება, არ შემიძლია ვუყურო, ნემსს როგორ უკეთებენ. აჭმევს, აძინებს, ეთამაშება. ყველაზეY მშვიდად მაშინ ვარ, როცა გიგასთან ერთად ვტოვებ სახლში. ვიცი, რომ ყველაფერი ისე ექნება, როგორც საჭიროა.
- მეორე შვილმა შეგცვალათ?
- არა. მხოლოდ ის ფაქტი შეიცვალა, რომ ორი შვილის დედა გავხდი.
- ახლა რას საქმიანობთ?
- სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' აღმადგინეს. გადაღებები მაქვს. ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლექტორი ვარ, ვასწავლი ცეკვას, და ამავე უნივერსიტეტის დასის სპექტაკლებში ვთამაშობ.

Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Re: მაკა ძაგანიას ტკბილი ოჯახური ცხოვრება და დაბრუნება სერიალში
სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' აღმადგინეს. გადაღებები მაქვს.
ძალიან გამიხარდა. თინა ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო. კატოსაც ჯობია ნინასაც და ნატაკასაც კი.
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Re: მაკა ძაგანიას ტკბილი ოჯახური ცხოვრება და დაბრუნება სერიალში
სერიალში მალე გაბუნიაც გამოჩნდება.რა როლი ექნება არ ვიცი
Danna.G- საყვარელი სერიალი : Pasion de gavilanes . Alguien te mira.Amantes del desierto
პოსტების რაოდენობა : 637
დაბადების თარიღი : 21.03.25
ქულები : 635
ასაკი : 99
Re: მაკა ძაგანიას ტკბილი ოჯახური ცხოვრება და დაბრუნება სერიალში
ეგ გავიგე და ძააან გამიხარდა. ძააან მაინტეერსებს,იმედია წესიერ როლს მისცემენDanna.G wrote:სერიალში მალე გაბუნიაც გამოჩნდება.რა როლი ექნება არ ვიცი
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: მაკა ძაგანიას ტკბილი ოჯახური ცხოვრება და დაბრუნება სერიალში
მე აღარ მიხარია უკვეე.Bennu ♥ wrote:სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' აღმადგინეს. გადაღებები მაქვს.
ძალიან გამიხარდა. თინა ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო. კატოსაც ჯობია ნინასაც და ნატაკასაც კი.
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: მაკა ძაგანიას ტკბილი ოჯახური ცხოვრება და დაბრუნება სერიალში
MaRiami wrote:მე აღარ მიხარია უკვეე.Bennu ♥ wrote:სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' აღმადგინეს. გადაღებები მაქვს.
ძალიან გამიხარდა. თინა ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო. კატოსაც ჯობია ნინასაც და ნატაკასაც კი.
გამოაცოცხლებს ცოტა სერიალს. ალბად სეზონის ფინალში შემოიყვანენ.
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Re: მაკა ძაგანიას ტკბილი ოჯახური ცხოვრება და დაბრუნება სერიალში
seqtembershi kideve rt sezons amateben
Aurelio Casillas- საყვარელი სერიალი : csdfag
პოსტების რაოდენობა : 670
დაბადების თარიღი : 14.06.95
ქულები : 1020
ასაკი : 29
Similar topics
» Laços de Familia/ოჯახური ურთიერთობები
» ტკბილი შურისძიება / Tatli Intikam
» Maka Dzagania/მაკა ძაგანია
» აბა ჰე ( წავედი , გემშვიდობებით ,შემოვალ დღეს ,ტკბილი ძილი ყველას )
» მაკა ძაგანია მეორე შვილს ელოდება - მსახიობის პირველი კომენტარი გათხოვების შემდეგ

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum