Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Vote_lcap75%გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Vote_rcap 75% [ 41 ]
გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Vote_lcap25%გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში!

2 posters

Go down

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Empty გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში!

Post by fan _de Paola Núñez Sat Apr 25 2015, 12:13

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში!გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 11089048_816698385066391_8695914838409390062_n
fan _de Paola Núñez
fan _de Paola Núñez

საყვარელი სერიალი : reina de corazones,relaciones peligrosas,pll,i love you telemundo
პოსტების რაოდენობა : 908
დაბადების თარიღი : 01.08.95
ქულები : 1250
ასაკი : 29

Back to top Go down

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Empty Re: გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში!

Post by fan _de Paola Núñez Sat Apr 25 2015, 12:32

მაფიაზე გათხოვილი" - სექსუალური მსახიობები სექსუალური ხმითა და ენრიკე იგლესიასის სიმღერით 24.04.2015
27 აპრილიდან "პალიტრა ტვ"-ზე ახალი სერიალი იწყება. "მაფიაზე გათხოვილი" ამერიკული კრიმინალური მელოდრამაა, რომლის ჩვენებაც 2014 წლის შემოდგომაზე აშშ-სა და ევროპის არხებმა წარმატებით დაიწყეს და ჩვენი ტელევიზიის საშუალებით, მალე ქართველი მაყურებელიც იხილავს. 
მსახიობებს, რომლებიც ამ სერიალში მონაწილეობენ, საქართველოშიც კარგად იცნობენ და მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. ისინი ერთ-ერთი უმსხვილესი კინოკომპანიის - "ტელემუნდოს" ვარსკვლავები არიან - პაოლა ნუნიესი, ეუხენიო სილერი, კატრინ სიაჩოკე, ხუან სოლერი და ლაურა ფლორესი. რაც შეეხება ფილმის მუსიკალურ გაფორმებას, სიმღერას პოპულარული და ბევრი მელომანისათვის საყვარელი მომღერალი - ენრიკე იგლესიასი ასრულებს. "მე ვარ ენრიკე იგლესიასი და ვასრულებ მთავარ სიმღერას სერიალში "მაფიაზე გათხოვილი". გვიყურეთ "პალიტრა ტვ-ზე" - ამბობს ის სერიალის "პრომოში".

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 2343ფილმი 140-სერიიანია და "პალიტრა ტვ"-ს "ეთერში" ყოველ სამუშაო დღეს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 22:30 წუთზე გავა. სერიალის სიუჟეტი ძალზე საინტერესო და დაძაბულია - მაღალი საზოგადოების ინტრიგები, ტყუილი და ღალატი, ძვირფასი ლითონებისა და ქვების კონტრაბანდა და ყოვლისშემძლე მაფია. არის სიყვარული, რომელიც ტყუილით დაიწყება და ტრაგედიით დასრულდება. შემდეგ კი - მძიმე 8 წელი, რომელიც შეყვარებულებს მტრებად გადააქცევს და კანონის სხვადასხვა მხარეს დააყენებს. დღეს, ერთი მათგანი მაფიის მეთაურის მეუღლეა, ხოლო მეორე - ამ მაფიას ებრძვის. რა საიდუმლოებებს ინახავს ცხოვრებიდან ამოშლილი 8 წელი და რა უფრო ძლიერია - სიყვარული თუ შურისძიების წყურვილი.

აღსანიშნავია, რომ სერიალი მსახიობ კოტე თოლორდავას უნდა გაეხმოვანებინა, როგორც კი მოსკოვიდან დაბრუნდებოდა, მაგრამ მისი ტრაგიკული დაღუპვის გამო, "ხმისთვის" სხვა მსახიობი შეირჩა... ქალბატონებს ფილმში გვანცა ლაღიძე ახმოვანებს, მამაკაცებს კი - მსახიობი ზურა გორგაძე, რომელსაც ტელემაყურებელი კარგად იცნობს პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები", სადაც ის სალომე ჭაჭუას პარტნიორი იყო. გარდა ამისა, იგი არაერთ ფილმს ახმოვანებს და მისი ხმა მაყურებელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

ზურა გორგაძე:

- როგორც წესი, ბრაზილიური და ვენესუელური სერიალები საქართველოში ძალზე პოპულარული და რეიტინგულია, მაყურებელთა ფართო აუდიტორია ჰყავს და ვფიქრობ, "მაფიაზე გათხოვილიც" საკმაოდ "ყურებადი" იქნება, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი ხდება, რაც ქართველ მაყურებელს მოსწონს და აინტერესებს, თანაც ძალიან სიმპათიური და ლამაზ-ლამაზი გოგო-ბიჭები მონაწილეობენ, რაც სერიალის რეიტინგის დიდი საწინდარია. მთავარ როლშიც ლამაზი გოგონა და სიმპათიური ბიჭი არიან, რომელსაც, სხვა მამაკაც გმირებთან ერთად, მე ვახმოვანებ. ზოგადად, გახმოვანება ხან ოთხ ხმაში ხდება, ხან - ორში, ეს ის შემთხვევაა, როცა ორნი - მე და გვანცა ლაღიძე ვახმოვანებთ და ასეთ დროს, საკუთარ თავზე მეტი მუშაობა გიწევს, მაყურებლისთვის ერთი და იგივე ხმა მომაბეზრებელი რომ არ იყოს, პერსონაჟები უნდა განასხვაო. ბანალურად რომ ვთქვათ, ზოგჯერ ცოტა ბოროტი ხმა უნდა გქონდეს, ცოტა ცინიკური, ირონიული, ცოტა საშიში ტემბრიც უნდა იყოს, კარგი და კეთილი ბიჭები ცოტა მიამიტი ტემბრით და ა.შ. რაც შეეხება მთავარ გმირს, სერიალი თავიდან კარგად დაიწყო, კარგი ცხოვრება ჰქონდა, პატიოსანი ბიჭი იყო, მაგრამ პირველივე სერიაში რაღაც მოხდა, რამაც უცებ გააბოროტა და მაყურებელი მიხვდება, რომ ის ყველაფერი, რასაც აკეთებს, აბსოლუტურად საჭიროა იმ მდგომარეობისთვის. ამ სერიალში არიან ბოროტი ძალებიც და კეთილიც, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და ეს ბრძოლა პირველივე სერიიდან საკმაოდ საინტერესოა, იხლართება ამბები, რასაც საინტერესო განვითარება ექნება და ამას საიდუმლოდ დავტოვებთ.

- პირველი სერიის მოკლე სიუჟეტი გაგვიმხილეთ.

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 1761111160180717475712296640549345546289n- მთავარი გმირები ერთმანეთს ხვდებიან, მოეწონებათ, შეუყვარდებათ, თუმცა, ერთმანეთს ატყუებენ, თითქოს მდიდრები არიან, თუმცა, იმავე სერიაში სხვა სიტუაციაში აღმოაჩენენ თავიანთ თავს - ერთი მკერავია, მეორე კი ხან კაზინოში მუშაობს, ხან ე.წ. "სტაიანშიკია". დაქორწინებას გადაწყვეტენ, გოგონა ეკლესიასთან ელოდება, ბიჭს ვითომდა მოკლავენ, სინამდვილეში - დაჭრიან, ეკლესიაში ვეღარ მიდის და ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, "პალიტრა ტვ"-ის "ეთერში".

- "პალიტრასთან" პირველად თანამშრომლობთ? როგორია სამუშაო პროცესი?

- საკმაოდ საინტერესოა, ბევრს ჰგონია, რომ მარტივი საქმეა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. გახმოვანება ხელოვნებაა, საკმაოდ მარტივი მათთვის, ვისაც კარგად გამოსდის და ასეთი ცოტაა. პატარა საიდუმლოა, რაც უნდა ამოხსნა, ამას ვერ ისწავლი, რაღაც უნდა გქონდეს და აუცილებლად გამოგივა. "პალიტრაში" თავს კომფორტულად ვგრძნობ, ხმის რეჟისორს დიდი მნიშვნელობა აქვს და იმდენად შეწყობილები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, რომ კადრი თუ დროულად არ მოგცა, წვალება მოგიწევს. სწრაფი ტემპით მივდივართ და ორიენტირი ხარისხზე გვაქვს, მაყურებლისთვის აბსოლუტურად გასაგები, ჟღერადი და გემრიელად საყურებელი უნდა იყოს. ვაღიარებ და ყოველდღიურად ამდენი სერიალის, ფილმის გახმოვანება ცოტა ავტომატურ რეჟიმში გაყენებს და საერთოდ რომ არ გინდოდეს მისი ყურება, ბოლოს მაინც გაინტერესებს. "მაფიაზე გათხოვილის" პირველივე სერიამ დამაინტრიგა და მოვლენათა განვითარებას მაყურებელთან ერთად ველოდები.

"პალიტრა ტვ"-ს დირექტორი ინგა დადიანი სერიალთან დაკავშირებულ დეტალებზე გვესაუბრება:
- "ტელემუნდო" ცნობილი კომპანიაა და ისეთ სერიალებს იღებს, რომლებიც აშშ-ში არსებულ ესპანურენოვან არხებზეა გათვლილი, ასეთი კი იქ 150-ზე მეტია. კოპერირებას არგენტინულ, მექსიკურ, კოლუმბიურ კომპანიებთან აკეთებს და ერთობლივ ფილმებს იღებენ. მხოლოდ მელოდრამა არ არის, კრიმინალური სიუჟეტიცაა, სერიალი ორი ადამიანის სიყვარულის ამბით იწყება, რომლებიც ერთმანეთს ლას-ვეგასში შემთხვევით გაიცნობენ. ბევრი საიდუმლოა და სიუჟეტი დაძაბულია.

- სად ხდება მოქმედება?

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Serialis-foto2- მოქმედება ლას-ვეგასში ხდება, ამიტომ ფილმში მრავალი ეფექტური კადრი, ულამაზესი პანორამაა, რაც საყურებლად ძალზე სასიამოვნოა. როცა ეს სერიალი გადაიღეს, მსახიობები იმდენად კარგები და სიუჯეტიც იმდენად წარმატებული იყო, ევროპაში შემოტანისას, მეტი პოპულარიზაციისთვის გადაწყდა, რომ ენრიკე იგლესიასი სერიალის სახე უნდა გამხდარიყო, რადგან სიმღერას ის ასრულებს და წარმდგენიც ის უნდა ყოფილიყო. სერიალს "პრომოუშენს" მსახიობებთან ერთად, სწორედ ის უკეთებდა.

- რა სეგმენტზეა გათვლილი "მაფიაზე გათხოვილი"?

- დარწმუნებული ვარ, ამ სერიალს მხოლოდ მანდილოსნები არ უყურებენ და აუდიტორია მამაკაცების სახითაც ეყოლება, რადგან სასიყვარულოსთან ერთად, კრიმინალური სიუჟეტი საკმაოდ ჩახლართულია და ისეთი ლამაზი ქალები მონაწილეობენ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები გულგრილნი ვერ დარჩებიან. სერიალის გახმოვანება როცა მიმდინარეობს, ჩვენი ტელევიზიის მამაკაცები კადრებს ძალიან აღფრთოვანებულები უყურებენ ხოლმე (იცინის). მოკლედ, ყოველი სერია ისეთი საინტერესოა, მოგინდება, არ დამთავრდეს და მალე გაიგო, შემდეგ რა მოხდება.
fan _de Paola Núñez
fan _de Paola Núñez

საყვარელი სერიალი : reina de corazones,relaciones peligrosas,pll,i love you telemundo
პოსტების რაოდენობა : 908
დაბადების თარიღი : 01.08.95
ქულები : 1250
ასაკი : 29

Back to top Go down

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Empty Re: გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში!

Post by Bennu ♥ Sat Apr 25 2015, 21:22

კარგი სიახლეა.
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Empty Re: გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში!

Post by fan _de Paola Núñez Sat Apr 25 2015, 21:49

Bennu ♥️ wrote:კარგი სიახლეა.
xooooooooo namdvilad  გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 1910297417 გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 1910297417 გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 1910297417
fan _de Paola Núñez
fan _de Paola Núñez

საყვარელი სერიალი : reina de corazones,relaciones peligrosas,pll,i love you telemundo
პოსტების რაოდენობა : 908
დაბადების თარიღი : 01.08.95
ქულები : 1250
ასაკი : 29

Back to top Go down

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Empty Re: გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში!

Post by Bennu ♥ Sun Apr 26 2015, 00:44

fan _de Paola Núñez wrote:
Bennu ♥️ wrote:კარგი სიახლეა.
xooooooooo namdvilad  გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 1910297417 გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 1910297417 გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! 1910297417

<3 <3 <3
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში! Empty Re: გულეის დედოფალი ქართულ ჟურნალ გზის ამ კვირის ნომერში!

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum