შენი ჰოროსკოპი
+5
Bennu ♥
MaRiami
Espinela-Fans
RonaldoFan
tiko_levymontes
9 posters
Page 31 of 32
Page 31 of 32 • 1 ... 17 ... 30, 31, 32
გჯერათ ჰოროსკოპის?
Re: შენი ჰოროსკოპი
არმინდა ცეკვა მერე ისე ვიღლები ხოლმე და ფეხები ხელები ყველაფერი მტკივაMaRiami wrote:მოცეკვავე მომწონს მე მაქედან.ely-sere wrote:ვაიმეე არცერთი არმინდაtiko_levymontes wrote:ტყუპები
-მოცეკვავე
-ჟურნალისტი
-მწერალი
ely-sere- საყვარელი სერიალი : -----
პოსტების რაოდენობა : 6666
დაბადების თარიღი : 21.05.99
ქულები : 6664
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
vaime deda chemze ra weriaBennu wrote:tiko_levymontes wrote:თუ ჩავიძირე გავგიჟდები
ely-sere- საყვარელი სერიალი : -----
პოსტების რაოდენობა : 6666
დაბადების თარიღი : 21.05.99
ქულები : 6664
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
მაინც მომწონს მე ცკევა. ინდური განსაკუთრებით :დდely-sere wrote:არმინდა ცეკვა მერე ისე ვიღლები ხოლმე და ფეხები ხელები ყველაფერი მტკივაMaRiami wrote:მოცეკვავე მომწონს მე მაქედან.ely-sere wrote:ვაიმეე არცერთი არმინდაtiko_levymontes wrote:ტყუპები
-მოცეკვავე
-ჟურნალისტი
-მწერალი
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
vai shens patronsMaRiami wrote:მაინც მომწონს მე ცკევა. ინდური განსაკუთრებით :დდely-sere wrote:არმინდა ცეკვა მერე ისე ვიღლები ხოლმე და ფეხები ხელები ყველაფერი მტკივაMaRiami wrote:მოცეკვავე მომწონს მე მაქედან.ely-sere wrote:ვაიმეე არცერთი არმინდაtiko_levymontes wrote:ტყუპები
-მოცეკვავე
-ჟურნალისტი
-მწერალი
ely-sere- საყვარელი სერიალი : -----
პოსტების რაოდენობა : 6666
დაბადების თარიღი : 21.05.99
ქულები : 6664
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
შენ უკვე ძაან ზედმეტები მოგდის და ერთხელაც მიიღებ საკადრის პასუხს.ely-sere wrote:vai shens patronsMaRiami wrote:მაინც მომწონს მე ცკევა. ინდური განსაკუთრებით :დდely-sere wrote:არმინდა ცეკვა მერე ისე ვიღლები ხოლმე და ფეხები ხელები ყველაფერი მტკივაMaRiami wrote:მოცეკვავე მომწონს მე მაქედან.ely-sere wrote:ვაიმეე არცერთი არმინდაtiko_levymontes wrote:ტყუპები
-მოცეკვავე
-ჟურნალისტი
-მწერალი
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
she chumalaely-sere wrote:vaime deda chemze ra weriaBennu wrote:tiko_levymontes wrote:თუ ჩავიძირე გავგიჟდები
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
MaRiami wrote:მოცეკვავე მომწონს მე მაქედან.ely-sere wrote:ვაიმეე არცერთი არმინდაtiko_levymontes wrote:ტყუპები
-მოცეკვავე
-ჟურნალისტი
-მწერალი
me mwerloba :DD
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: შენი ჰოროსკოპი
me jurnalisti :DMariko wrote:MaRiami wrote:მოცეკვავე მომწონს მე მაქედან.ely-sere wrote:ვაიმეე არცერთი არმინდაtiko_levymontes wrote:ტყუპები
-მოცეკვავე
-ჟურნალისტი
-მწერალი
me mwerloba :DD
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
tiko_levymontes wrote:me jurnalisti :DMariko wrote:MaRiami wrote:მოცეკვავე მომწონს მე მაქედან.ely-sere wrote:ვაიმეე არცერთი არმინდაtiko_levymontes wrote:ტყუპები
-მოცეკვავე
-ჟურნალისტი
-მწერალი
me mwerloba :DD
:D :D :D :D :D
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: შენი ჰოროსკოპი
რომელი ჰოროსკოპი რაშია მაგარი
ვერძი
თუკი უკვე დიდი ხანია ვინმესთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობთ და რაციონალური საუბრით ვერაფერი გააწყვეთ, საქმის გასარჩევად ვერძი წაიყვანეთ. ერთხელ და სამუდამოდ გაგირკვევთ ყველაფერს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს, ზოგს საავადმყოფოში, ზოგს თქვენს გვერდით რესტორანში. ვერძი აგარჩევინებთ ყველაზე სწრაფ მანქანას და ზურგზე მოგიკიდებთ თუ სეირნობისას უეცრად ქუსლი მოგტყდათ. რა თქმა უნდა, ვერძი მამაკაცი ვიგულისხმე, მაგრამ არც ქალი დაიხევს უკან, მაშინვე მოძებნის ვინმეს, ვინც თქვენს ზურგზე მოკიდებას შესძლებს. მოკლედ, თუ გაგიჭირდებათ მისი სახელი ახსენეთ და.. ის ხომ ბავშვობიდან ოცნებობდა სუპერმენობაზე.
კურო
თუკი ჯანსაღი და გემრიელი საჭმლის ხასიათზე ხართ, კარგ რესტორანს ეძებთ თანაც ხელმისაწვდომ ფასებში, რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ კუროს. კურო ასევე ყველაზე უკეთ აგარჩევინებთ იშვიათი ჯიშის მცენარეებს თქვენი ბაღისთვის, აგრეთვე საუკეთესო ავეჯს, შპალერს, მოკლედ, ყოველგვარ კომფორტს და სილამაზეს თქვენი სახლისთვის და თუკი ფულის სესხება გიწევთ, ხელსაც გაგიმართავთ. რაც არ უნდა ფინანსური კრიზისი ჰქონდეს, რომელიმე წიგნს ჩამოიღებს თაროდან, ან ბალიშის პირს გადმოფერთხავს და აღმოაჩენთ რომ ყველაზე ჯიბეგაფხეკილ კუროსაც კი თქვენს სამეგობრო წრეში, თქვენზე მეტი ფული მაინც აქვს.
ტყუპები
მასთან მხოლოდ მაშინ დარეკეთ ხასიათზე მოსვლას თუ აპირებთ, სენტიმენტები მოსაწყენია. ახალი ადამიანების გაცნობის ხასიათზე თუ ხართ, პატარა ფლირტის, ან უბრალოდ ჭორაობის, მაშინ დაურეკეთ. ნებისმიერ დროს! სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანთან სტუმრად, არც დაფიქრდება ისე მიგიპატიჟებთ. ჭკვიანია ადამიანების რჩევა თუ გჭირდებათ, ტყუპებს მისწერეთ და პასუხად რომელიმე გენიის ცნობილ გამონათქვამს მიიღებთ ზუსტად ამ თემაზე. არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ გრძნობებზე ლაპარაკი, შესაძლოა დაგცინოთ, ან საერთოდ სხვა თემაზე გადაგიტანთ საუბარს. ტყუპებს უნდა ჰკითხოთ აზრი , მაგალითად, მაშინ, როცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჭკვიანური მოსაზრების მოსმენა გსურთ. თქვენ გაიგებთ რას ფიქრობენ ექსპერტები, რა ხდება კულუარებში… თუმცა ვერ გაიგებთ, რას ფიქრობს თავად თქვენი მეგობარი ტყუპი. ის ხომ ფიქრობს იმაზე, რასაც ფიქრობენ სხვები.
კირჩხიბი
კირჩხიბს დასახმარებლად არ უნდა მიმართოთ! თუკი ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება დედამიწის ზურგზე, რომელიც თქვენ კირჩხიბამდე გამოგიწვდით დახმარების ხელს, ის თითსაც არ გაანძრევს, მაგრამ თუ დარწმუნდა რომ მის გარდა პატრონი არ გყავთ, თხოვნის გარეშეც ყველაფერს მოგიგვარებთ. რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს ვგულისხმობთ, თორემ დილით ყავის ლოგინში მორთმევაზე ან საღამოს გემრიელი საჭმლის დახვედრებაზე ნამდვილად არ დაგზარდებათ. მის გვერდით არც ამინდის პროგნოზის გადამოწმება დაგჭირდებათ დილაობით, ზუსტად გეტყვით რა უნდა ჩაიცვათ და ქოლგა უნდა წაიღოთ თუ არა. კირჩხიბთან ერთად თვალდახუჭული შეგიძლიათ იაროთ ტყე-ღრეში, გადახვიდეთ ავტომაგისტრალზე და დარწმუნებული იყოთ, არაფერი მოგივათ. ჯუჯღუნს ყურადღება არ მიაქციოთ, ხანდახან იმის კეთებაზეც წუწუნებენ, რის გაკეთებაც უხარიათ.
ლომი
უეცრად პაემანზე თუ მიგიწვიეს, კლუბში ან რაიმე გლამურულ სიტუაციაში, თქვენ კი შესაფერისი ტანსაცმელი არ გაქვთ, ლომის გარდერობში აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ. თავადაც სიამოვნებით გაგიწევთ კომპანიონობას გასართობად თუ მიდიხართ და დარწმუნებული იყავით რომ მერე ამ საღამოს ყველანი ძალიან დიდხანს გაიხსენებთ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საღამოს თქვენს ცხოვრებაში. ლომმა ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გაატაროთ დრო. ამას გარდა, ლომს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ, თუკი რომელიმე მის ნაცნობთან რეკომენდაცია გჭირდებათ. მათ ძალიან კარგად ეხერხებათ პრომოუშენი და შესანიშნავ პიარს გაგიკეთებთ. ხო, მართლა, თხოვნისას არ დაგავიწყდეთ მისი დიდსულოვნებისა და კეთილშობილი ბუნებისთვის ხაზის გასმა, თორემ შეიძლება სულ ამოუვარდეს თავიდან.
ქალწული
თუკი საყვარელი სამოსიდან ლაქა ვერ გამოგყავთ, ქალწულს ჰკითხეთ რჩევა. სახლში გამართული წვეულების მერეც ქალწულს სთხოვეს თქვენთან დარჩეს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ დალაგება, ისე დაწოლის უფლებას არ მოგცემთ მთელს ჭურჭელს თუ არ დარეცხავთ და სახლს არ დაგვით. თავადაც მოგეხმარებათ, რა თქმა უნდა. ამას გარდა ის შესანიშნავად ფლობს მაკიაჟის ხელოვნებას, წარბებისა და ფრჩხილების გაკეთებაც ეხერხება. მოკლედ, თავის მოწესრიგება თუ გსურთ და სალონში ფულის დახარჯვა – არა, ქალწული მეგობარი ამ დროს, ნამდვილი მისწრებაა. თუკი ერთი ქალწული მაინც გყავთ სახლში და თუ მისი კრიტიკის მოსასმენად ნერვები ჯერ კიდევ შეგრჩენიათ, თვალწასული კოლგოტით და ზურგზე მიკრული თმის ღერით არასოდეს მოგიწევთ სახლიდან გასვლა.
სასწორი
სასწორს უნდა მიმართოთ რჩევისთვის, როცა რაიმე საკითხის ობიექტური შეფასება გინდათ და არ უნდა მიმართოთ რჩევისთვის როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებთ. იმდენი პოზიციიდან იმსჯელებს, თავად რომელ პოზიციაზეა ვერ გაიგებთ და ისე მოგეშლებათ ნერვები, საერთოდაც გადაიფიქრებთ, რის გაკეთებასაც აპირებდით. სასწორი მიგასწავლით დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ სილამაზის სალონს, გეტყვით რა არის მოდაში, სად შეგიძლიათ შეიძინოთ დახვეწილი აქსესუარები და შეგირჩევთ საუკეთესო ვარცხნილობას. სასწორი მეგობარი საშოპინგოდაც შეგიძლიათ გაიყოლოთ. მას შესანიშნავი გემოვნება აქვს, ზუსტად იცის, რა გიხდებათ თქვენ და რა მოსწონს ხალხს, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის ,,მაგრამ“-ს. ასევე გაითვალისწინეთ, თუკი თავადაც რაიმეს ყიდვა გადაწყვიტა და არჩევანს ვერ აკეთებს, არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ რომ ორივე (სამივე, ოთხივე..) უხდება, თორემ სამუშაო დღის დამთავრებამდე ამ მაღაზიაში მოგიწევთ ყურყუტი და თუ იყიდა, შესაძლოა მეორე დღეს ისევ უკან მიბრუნდეს გადასაცვლელად.
მორიელი
შეყვარებულთან დაშორების შემდეგ პოსტ-ტრავმულ მდგომარეობაში თუ იმყოფებით და რეაბილიტაცია გჭირდებათ, თქვენ მორიელი მეგობრის სასწრაფო დახმარება გესაჭიროებათ. სანამ თქვენ ბედნიერად გრძნობდით თავს, როგორი მშვენიერი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდა მას თქვენს სატრფოსთან, ახლა აღმოაჩენთ, რომ : ,,მას თავიდანვე არ მოეწონა, მაგრამ არ გითხრათ, იმიტომ რომ მაინც არ დაუჯერებდით და უბრალოდ გული გეტკინებოდათ“. თქვენი ექსის ისეთ საძაგელ მხარეს დაგანახებთ, ბედნიერად იგრძნობთ თავს, რომ ასეთი საშინელი ადამიანი მოიშორეთ. თითქოს ხელახლა დაიბადეთ!. საერთოდაც, კომპეტენტური ფსიქოლოგის რჩევას თუ საჭიროებთ, ფულს ნუ გადაყრით, ამ როლს მშვენივრად გაართმევს თავს თქვენი მეგობარი მორიელი. მან იცის, როგორ წამოდგეთ ფეხზე, რამდენჯერაც არ უნდა წაიქცეთ და როცა ღრუბლებში დაფრინავთ, ძირს დაგანარცხებთ, თანაც ავარიული დაშვების ბრწყინვალე ინსტრუქციასაც მოაყოლებს ბონუსად.
მშვილდოსანი
სამოგზაუროდ წასვლას რომ გადაწყვეტთ, სანამ ტურისტულ სააგენტოში დარეკავდეთ, მშვილდოსანთან გაიარეთ კონსულტაცია. საერთოდ რომ არ იყოს თვითმფრინავში ნაჯდომი და ქვეყნის ფარგლებს გაცდენილი (იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ მაინც) , მასზე უკეთესად თრიფს ვერავინ დაგიგეგმავთ. თანაც იმდენ რამეს მოგიყვებათ ამ ქვეყანაზე, იქ ჩასულს ყველაფერი ნაცნობი მოგეჩვენებათ. კარგი იქნება, თუ მასთან ერთად წახვალთ, თუ, რა თქმა უნდა, საწანწალოდ და თავგადასავლების საძებნელად მიდიხართ და პენსიონერივით დასვენებას არ აპირებთ. მშვილდოსანმა იცის, როგორ მიიღოს ცხოვრებისგან მაქსიმუმი. მართალია, დეტალებს დიდ ყურადღებას არ აქცევს და შესაძლოა მისი რჩევით საეჭვო რეპუტაციის სასტუმროში მოხვდეთ, მაგრამ იქედან მასთან ერთად მაინც კმაყოფილი და ბედნიერი წამოხვალთ, თანაც გეცოდინებათ, როგორ ამარტივებს ყველაფერს იუმორის გრძნობა.
თხის რქა
სამსახურს თუ ვერ შოულობთ, თხის რქას მიმართეთ, სივის შედგენაში დაგეხმარებათ , ვაკანსიების ლინკებს გამოგიგზავნით , გირჩევთ რა ჩაიცვათ და რა უნდა ილაპარაკოთ გასაუბრებაზე, მაგრამ ნურასოდეს სთხოვთ დაგაწყებინოთ სამსახური. ის თვლის, რომ თუკი სამსახური არ გაქვთ, ან კონკურენტუნარიანი არ ხართ, ან საკმარისად არ ცდილობთ და ასეთი კადრისთვის რეკომენდაციის გაწევით, რეპუტაციას არ შეილახავს. ამას სჯობს, მასთან ერთად იაროთ ,,მეგობრულ“ შეკრებებზე და მის მიერ შედგენილი ქცევის კოდექსი გაითვალისწინოთ, შესაძლოა სასარგებლო ნაცნობობას გამოჰკრათ ხელი და თანაც მშვენიერი შთაბეჭდილებაც მოახდინოთ ,,საჭირო“ ხალხზე. თხის რქა მხოლოდ პრაქტიკულ რამეებზე უნდა შეაწუხოთ. მაგალითად, თუკი სადგურში ან აეროპორტში დახვედრა გსურთ, ან სადმე შემოგაღამდათ და ტაქსის ფული არ გაქვთ, თავად აუცილებლად ,,ვერ გამოძებნის“ დროს მოკითხვისთვის, მაგრამ აუცილებლად გამოგიგზავნით მძღოლს, ან ანგარიშზე ტაქსის ფულის ჩარიცხვას შემოგთავაზებთ. პ.ს. ეცადეთ ამან რეგულარული სახე არ მიიღოს, თორემ როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ, ერთ დღეს თქვენს ზარს შესაძლოა საერთოდ აღარ უპასუხონ.
მერწყული
მერწყულს მაშინ უნდა მიმართოთ, როცა არ იცით, რა აკეთოთ და ძალიან მოწყენილი ხართ. მას უამრავი იდეა აქვს და სწორედ თქვენ გელოდებათ ამ იდეების სისრულეში მოსაყვანად. ამასწინათ რომელიღაც სექტანტური დაჯგუფების ყრილობაზე მიიწვიეს, არ გინდათ წასვლა? მაგრად გაერთობით ერთად! ამ ეტაპზე თავს შეიკავებთ? მაშინ არც თქვენი შეთავაზებული სისულელის ჩადენაზე გეტყვით უარს, ნებისმიერ საქმეში აგყვებათ და გაგყვებათ, თუკი თავგადასავლის სუნი ეცა. მას ყველაზე მეტად იმის განცდა ახალისებს, რომ რაღაც სიგიჟეს სჩადის. მოკლედ, თუკი რაიმე ისეთი ,,არაორდინალობის“ ჩადენა გსურთ, ისტერიკის შიშით თქვენს ვერც ერთ მეგობარს რომ ვერ უმხელთ, მერწყულს შეუარეთ. ის ჯერ სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერს წარმოიდგენს, მერე ძალიან მაგრად იცინებს, მერე გულწრფელად აღფრთოვანდება თქვენით და თვალებგაბრწყინებული გკითხავთ: როდის ვქნათ? ეს ერთადერთი ნიშანია, რომელიც ირაციონალურ საქციელს რაციონალურად სჩადის!…
თევზები
თუკი არავითარ დახმარებას არ საჭიროებთ და უბრალოდ ემოციებისგან დაცლა გსურთ, აღსარების ჩაბარება განკითხვის, კრიტიკისა და რჩევა-დარიგებების კორიანტელში გახვევის გარეშე, თევზების მხარი გამოგადგებათ საქვითინოდ. არავის არ შეუძლია გაგიგოთ ისე, როგორც მათ. შეუძლიათ ზუსტად ის განიცადონ, რასაც თქვენ განიცდით და თქვენთან ერთად იტირონ. ნუ შეგაწუხებთ სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ საკუთარი პრობლემები მოახვიეთ თავს და დათრგუნეთ, ისინი ერთნაირად განიცდიან თქვენი და ქუჩის ძაღლების პრობლემებს, ამქვეყნად კი იმდენი უბედური არსებაა, სადარდებელს თქვენ გარეშეც მოძებნიდნენ. სჯობს ისევ თქვენზე იდარდოს, ვიდრე გუშინ ნანახი მელოდრამის გმირებზე.
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
5 ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი
1. მორიელი
ის უბრალოდ ყველაზე ბოროტია. ყოველთვის იცის რა უნდა. სასტიკი და შურისმაძიებელია. მას თუ უღალატეთ, ჩათვალეთ, რომ მთელი ცხოვრება დაღუპული ხართ.
ის უბრალოდ ყველაზე ბოროტია. ყოველთვის იცის რა უნდა. სასტიკი და შურისმაძიებელია. მას თუ უღალატეთ, ჩათვალეთ, რომ მთელი ცხოვრება დაღუპული ხართ.
2. ვერძი
იმპულსურია და და ამის გამო შეიძლება ოჯახის წევრსაც კი საშინელი სკანდალი მოუწყოს და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს.
იმპულსურია და და ამის გამო შეიძლება ოჯახის წევრსაც კი საშინელი სკანდალი მოუწყოს და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს.
3. ტყუპები
მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ თავისი გაიტანოს. ჭირვეულები და კრიტიკულები არიან. მათი გულგრილობა ნიღაბი არაა.
მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ თავისი გაიტანოს. ჭირვეულები და კრიტიკულები არიან. მათი გულგრილობა ნიღაბი არაა.
4. მერწყული
ადვილად შეუძლია ადამიანების დადანაშაულება. ამ დროს არ ფიქრობს, რომ ამით შეიძლება უსამართლოდ მიაყენოს ტკივილი ადამიანს.
5. თხის რქა
იმდენად ჯიუტია, რომ ამის გამო შესაძლოა სიბოროტეც ჩაიდინოს. უბრალოდ არ შეუძლია იმის აღიარება, რომ სხვა მართალია და შეცდომა დაუშვა.
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
რომელია 3 ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი? - მათი აზრი ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ
ყველაზე ჭკვიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის პირველ ადგილს ვერძები იკავებენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აუცილებლად უნდა დაეკითხოთ ჭკუა და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათი აზრი. ვერძებს აქვთ პრაქტიკული აზროვნება, საოცრად ლოგიკურები არიან. ასეთი ადამიანები ყოველთვის აღწევენ დიდ წარმატებას. ბედნიერებაა, თუკი ვერძი მეგობარი გყავთ. ის მის გარშემომყოფებსაც წარმატებულს ხდის.
გამორჩეულად ჭკვიანები არიან კირჩხიბები. ისინი გამუდმებით ისწრაფვიან ცოდნის გაღრმავებისკენ. საოცრად შრომისმოყვარეები არიან და თითქმის არასოდეს არ უშვებენ შეცდომას. ცხოვრობენ პრინციპით, ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი. იშვიათად შეხვდებით წარუმატებელ კირჩხიბს.
ზოდიაქოს მესამე ნიშანი კი, რომელებიც გამორჩეული გონიერებით და ჭკუით ხასიათდებიან, რა თქმა უნდა, მშვილდოსნები არიან. ქარიზმატული მშვილდოსნები უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილებას სპონტანურად იღებენ, თუმცა არასოდეს არ ცდებიან. მათ შეუძლიათ სწრაფად განჭვრიტონ მოსალოდნელი შედეგი. არიან სხარტები, ლოგიკურები და მუდამ ცოდნის გაღრმავებისკენ ისწრაფვიან. ასე რომ, ჰკითხეთ მშვილდოსნებს, როგორ მოიქცეთ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ისინი აუცილებლად სწორ გზაზე დაგაყენებენ.
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
რომელ ზოდიაქოს ნიშან ქალს სხეულის რა ნაწილი აქვს სექსუალური
ვერძი – მათი სერიოზული იარაღი უკანალია. გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად უვლიან, კაცების გადარევაც მარტივად შეუძლიათ.
კურო – თვალები ის იარაღია, რომლის გამოყენებაც კუროებს კარგად შეუძლიათ.
ტყუპები – გამორჩეული ხმის ტემბრი აქვთ. ერთხელ თუ მოუსმენთ, მისი დავიწყება შეუძლებელია.
კირჩხიბი – ერთიანი შარმი აქვთ. მოსიარულე სექსუალური სხეულები არიან...
ლომი – ხელის თითები ის იარაღია, რომელის დავიწყებაც შეუძლებელია.
ქალწული – თვალები ქალწულების სავიზიტო ბარათია.
სასწორი – შთაბეჭდილების მოხდენას ყოველთვის მკერდით ცდილობენ.
მორიელი – სიარულის მანერით ყოველთვის იპყრობენ სხვის ყურადღებას.
მშვილდოსანი – გაგეცინებათ, მაგრამ მათი თეძოები და ყურები მამაკაცებს განსაკუთრებულად ხიბლავთ.
თხის რქა – ფეხები და ვნებიანი სიარულის მანერა.
მერწყული – ბრტყელი მუცელი და სიგამხდრე...
თევზები – ტუჩებს განსაკუთრებულად იყენებენ კაცების მოსახიბლად.
tiko_levymontes- საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
ზუსტაად :დდდდდდდდდდდ2. ვერძი
იმპულსურია და და ამის გამო შეიძლება ოჯახის წევრსაც კი საშინელი სკანდალი მოუწყოს და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს.
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: შენი ჰოროსკოპი
თიკო შენ რომელი ხარ? მშვილდოსანი? თუ სასწორი? სულ მავიწყდება.
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Page 31 of 32 • 1 ... 17 ... 30, 31, 32
Page 31 of 32
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum