Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Vote_lcap75%შენი ჰოროსკოპი - Page 18 Vote_rcap 75% [ 41 ]
შენი ჰოროსკოპი - Page 18 Vote_lcap25%შენი ჰოროსკოპი - Page 18 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


შენი ჰოროსკოპი

+5
Bennu ♥
MaRiami
Espinela-Fans
RonaldoFan
tiko_levymontes
9 posters

Page 18 of 32 Previous  1 ... 10 ... 17, 18, 19 ... 25 ... 32  Next

Go down

გჯერათ ჰოროსკოპის?

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Vote_lcap100%შენი ჰოროსკოპი - Page 18 Vote_rcap 100% 
[ 3 ]
შენი ჰოროსკოპი - Page 18 Vote_lcap0%შენი ჰოროსკოპი - Page 18 Vote_rcap 0% 
[ 0 ]
 
Total Votes : 3
 
 

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 18:59

ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები, მიდრეკილებები და ემოციური სამყარო გააჩნიათ. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ მეგობრებს ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმით ვირჩევთ. უმთავრესი კი ამ მხრივ მაინც ემოციური თანხვედრა და სულიერი სიახლოვეა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია დანარჩენ თერთმეტ ნიშანს შორის მაქსიმუმ ერთი, პოტენციური სულიერი მეგობარი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალია თუ მამაკაცი. მთავარია, რომ თქვენ და მას მსგავსი ემოციური ველი გაგაჩნიათ და სამყაროს დაახლოებით ერთნაირად აღიქვამთ.
ვერძისთვის იდეალური სულიერი მეგობარი შეიძლება იყოს მშვილდოსანი. მშვილდოსანი თავისი ფილოსოფიური ბუნებით ათვინიერებს ჯიუტ ვერძს.
კუროს იდეალური სულიერი მეგობარია კირჩხიბი. ამ ადამიანებს ერთნაირად უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და ვიქენდებზე გემრიელ სასუსნავთან ერთად ჩაის სმა, გულახდილი დიალოგის თანხლებით.
ტყუპის იდეალური სულიერი მეგობარია მერწყული, მერწყულს გააჩნია ურანი ტყუპს იდეებს და აზრების სისტემატიზაციაში დაეხმაროს, ამ "გენერალური დალაგების" შემდეგ კი რეალურად ფასეული ნიჭი აღმოაჩენინოს ტყუპს საკუთარ თავში.
კირჩხიბის იდეალური სულიერი მეგობარია მორიელი. მხოლოდ მორიელს აქვს უნარი, კირჩხიბისთვის დამახასიათებელ დეპრესიულ შემოტევებს გაუძლოს და ეს უკანასკნელი ბრძოლისკენ წააქეზოს.
ლომის იდეალური სულიერი მეგობარია ვერძი. ვერძის დაუშრეტელი ენერგია და ოპტიმიზმი, ხშირად ხდება ლომისთვის გმირობების ჩადენის წყარო.
ქალწულის იდეალური სულიერი მეგობარია კურო. კუროს სიმშვიდე და ესთეტიკური ბუნება, ქალწულში სიცოცხლით ტკბობის სურვილს რეალურად აღვიძებს და ამ უკანასკნელს სჯერა, რომ ცხოვრება სამსახურის ოფისის ფანჯრებს გარეთაც მშვენიერია.
სასწორის იდეალური სულიერი მეგობარია ტყუპი. ტყუპს შეუძლია სასწორს თანდაყოლილი ყოყმანისკენ მიდრეკილება დააძლევინოს და აიძულოს გადაწყვეტილების რეკორდულ დროში მიღება.
მორიელის იდეალური სულიერი მეგობარია თხის რქა. მხოლოდ თხის რქას შეუძლია მორიელს სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმაროს, როცა ეს უკანასკნელი წარუმატებლობას და ბრაზს ვერა და ვერ ინელებს.
მშვილდოსნის იდეალური სულიერი მეგობარია მერწყული. ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი აქვთ ერთმანეთს გაუგონ უსიტყვოდ და ყოველთვის მოიფიქრონ ათასგვარი სისულელე, ურთიერთის გასამხიარულებლად.
თხის რქის იდეალური სულიერი მეგობარია თევზები. თევზების თანამგრძნობი ბუნება და მოსმენის გასაოცარი ნიჭი თხის რქისთვის ყველაზე კარგი წამალია, პესიმისტური განწყობისას.
მერწყულის იდეალური სულიერი მეგობარია სასწორი. სასწორს შეუძლია მერწყულის მასშტაბურ იდეებს, კარგი შეფუთვა მოუძებნოს და რეალურად აქციოს იგი შედევრად.
თევზების იდეალური სულიერი მეგობარია კირჩხიბი, როცა კირჩხიბი თავისზე სუსტს და მოწუწუნეს ხედავს შედარებითი ანალიზისთვის იდეალური საშუალება ეძლევა. ამიტომ თევზების გასამხნევებლად იგი არაერთ გმირობას ჩაიდენს.
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 18:59

რძალი ტყუპები

მას შეუძლია ერთდროულად რეცხოს, აკეთოს სადილი, ხეხოს იატაკი, უყუროს ტელევიზორს და ილაპარაკოს ტელეფონზე. პრაქტიკულია, აქვს ვაჭრობის უნიკალური ნიჭი – ფულიც აქვს, ოჯახიც ჰყავს და კარგი ურთიერთობაც ქმრის ნათესავებთან. ერთადერთი, რაც ყველაფერს აფუჭებს, მისი მწარე ენაა და დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა. ასეთ ქალებს არ შორდებიან – მათგან ჩუმად მიდიან. თუმცა, მათ ქმრებს იშვიათად მოსდით თავში მსგავსი აზრები
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:01

ვაიმე ვის ოჯახშიც მე შევალ  შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231 შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231 შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231 ნერვოზი გარანტირებული  შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231 შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231 შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231
რძალი სასწორი
მამაკაცის სისუსტეებზე თამაშობს. შეჰერეზადა – თავხედი გოგონა გამოძახებით, მივიდა ერთი ღამით და დარჩა ათასით... ზღაპრის გმირი, რომელიც შეუსვენებლად მუშაობს, ქმარს ტვინს ურეცხავს მას შემდეგ, რაც ტვინი ათასი სისულელით გამოუტენა. დიპლომატია, გაურბის საჩოთირო, მძაფრ მომენტებს, მიზანს სიჯიუტით აღწევს.

ცოტათი სნობია, მაგრამ მაინც სხვის აზრზეა დამოკიდებული. ათამამებს ქმარსაც და მის მშობლებსაც, განსაკუთრებით კი – შვილებს.
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:03

სიძე თხის რქა
თხის რქა – ყველაზე პატივმოყვარე სიძეა. ვერ იტანს, როცა სიდედრი ამცირებს მას საკუთარი ცოლის თვალში. სიდედრმა პატივი უნდა სცეს სიძეს, მის საქმიანობას, არ გააკრიტიკოს მისი შეხედულებები ცხოვრებაზე და მისი ფასეულობები. მაგრამ უნდა ითქვას, რომ თუ კრიტიკა კეთილგანწყობილია, მაშინ თხის რქა ბევრად შეგნებულად მოიქცევა, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენელი სიძეები.

ყოველ შემთხვევაში, ღია კონფლიქტის დროსაც კი სიძე-სიდედრის დიალოგი არ გასცდება კონსტრუქციულობისა და ზრდილობის ზღვარს.
თხის რქა ხომ უფროსებისა და მასზე ბევრად გამოცდილი ადამიანების მიმართ პატივისცემის გრძნობით გამოირჩევა.


ეს მართლა სიმართლეა ;დ სადაა სიძე თხის რქა და აწყობილი ცოხვრება  შენი ჰოროსკოპი - Page 18 1320461191
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by Gutierrez Mon Feb 09 2015, 19:04

tiko_levymontes wrote:რძალი ტყუპები

მას შეუძლია ერთდროულად რეცხოს, აკეთოს სადილი, ხეხოს იატაკი, უყუროს ტელევიზორს და ილაპარაკოს ტელეფონზე. პრაქტიკულია, აქვს ვაჭრობის უნიკალური ნიჭი – ფულიც აქვს, ოჯახიც ჰყავს და კარგი ურთიერთობაც ქმრის ნათესავებთან. ერთადერთი, რაც ყველაფერს აფუჭებს, მისი მწარე ენაა და დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა. ასეთ ქალებს არ შორდებიან – მათგან ჩუმად მიდიან. თუმცა, მათ ქმრებს იშვიათად მოსდით თავში მსგავსი აზრები

Ar vimchnevt :D
Gutierrez
Gutierrez

საყვარელი სერიალი : El rostro de analia, el rostro de la vengaza
პოსტების რაოდენობა : 3215
დაბადების თარიღი : 25.05.97
ქულები : 3217
ასაკი : 27

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:05

როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები :))

- ლომები მიმტევებელნი და თანმიმდევრულები არიან საკუთარი ბუნებით, წლებთან ერთად ეს უფრო ძლიერ ვლინდება. ასაკში ისინი უკვე სრულიად მშვიდები, დიდსულოვნები და ცოტა კილოგრამებით შემკული ადამიანები არიან. მათ კიდევ უფრო მეტად სურთ საყოველთაო პატივისცემა, მათი ავტორიტეტის აღიარება და თაყვანისცემაც კი, სურთ რომ ყველა მათ ბაძავდეს, სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ მიაღწიონ ბევრს და რაც შეიძლება მალე გახდნენ სათაყვანებლები.

ესპინელა მარტო სიბერეში თ იქნება შენი გამოსწორება  შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231 შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231 შენი ჰოროსკოპი - Page 18 3652177231
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:06

Gutierrez wrote:
tiko_levymontes wrote:რძალი ტყუპები

მას შეუძლია ერთდროულად რეცხოს, აკეთოს სადილი, ხეხოს იატაკი, უყუროს ტელევიზორს და ილაპარაკოს ტელეფონზე. პრაქტიკულია, აქვს ვაჭრობის უნიკალური ნიჭი – ფულიც აქვს, ოჯახიც ჰყავს და კარგი ურთიერთობაც ქმრის ნათესავებთან. ერთადერთი, რაც ყველაფერს აფუჭებს, მისი მწარე ენაა და დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა. ასეთ ქალებს არ შორდებიან – მათგან ჩუმად მიდიან. თუმცა, მათ ქმრებს იშვიათად მოსდით თავში მსგავსი აზრები

Ar vimchnevt :D
რას არ იმჩნევ ერთდროულად ბევრ რამეს რო აკეთებ?  შენი ჰოროსკოპი - Page 18 1320461191 შენი ჰოროსკოპი - Page 18 1320461191
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:08

ჩემზე ზუსტიაა!!!!

როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას და სტრესს - რჩევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძი მისი შეცდომა ის არის, რომ მას დაუყოვნებლივ უნდა ნებისმიერი დაბრკოლების რქებით გატანა და გაქრობა. მოთმინებას ვერძს ვერავინ ასწავლის ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ მას ეს თვისება დაბადებიდანვე არ აქვს. სამაგიეროდ, სტრესის პერიოდში შეუძლია დაგროვილი ნეგატივი სპორტში, ცეკვების შესწავლაში ან ლაშქრობებში დახარჯოს. ეს საუკეთესო გზაა ვერძისთვის დეპრესიიდან გამოსაძვრომად.
კუროს დეპრესია ხანგრძლივი ვადით უგრძელდება თუკი მას საწყის ეტაპზევე არ ჩაავლო 
"რქებში ხელი". სტრესთან ბრძოლის მეთოდებს შორის ყველაზე უსარგებლო კუროს შემთხვევაში საკვების გაათმაგებული დოზით მირთმევის ჩვევაა, ვითომდა გულის გადასაყოლებლად. უმჯობესია ამ მხრივ განტვირთვის გზად ბუნებასთან კავშირი, მცენარეების ან ქოთნის ყვავილების მოვლა გამოიყენოთ. მიწასთან კავშირი ნებისმიერი კუროს ანტიდეპრესანტია.

ტყუპს დეპრესია იშვიათად და ძალზე მცირე დოზით უტევს. მოგეხსენებათ, იგი ჰაერია და ჰაერს რა შეიძლება ჰქონდეს სადარდებელი? თანაც დიდი ხნით. თუმცა, თუკი მაინც დგება ტყუპი ცუდ ხასიათზე, მისთვის საუკეთესო გზა სტრესის დასაძლევად საინტერესო წიგნების სამყაროში ჩაძირვაა. ლიტერატურა და ტყუპის ზოდიაქო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, ერთი-ორი კარგი წიგნის გადაკითხვა საკმარისია, რომ ტყუპს ძველებური ოპტიმიზმი დაუბრუნდეს ცხოვრების მიმართ.
კირჩხიბი და დეპრესია სამწუხაროდ ლამის "ბავშვობის მეგობრები" არიან ხშირ შემთხვევაში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ კირჩხიბების უმეტესობა გარკვეულ სიამოვნებასაც კი პოულობს სევდასა და ქვითინში. საუკეთესო გზა სტრესისგან გასათავისუფლებლად კირჩხიბისთვის არის წყალი. ნებისმიერი ტიპის წყლის პროცედურა დაწყებული ცურვით, დასრულებული ჰიდრომასაჟით ან სპა პროცედურებით კირჩხიბს გუნებას მომენტალურად გამოუკეთებს.
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები როგორც წესი იმდენად თავდაჯერებულად გამოიყურებიან, რომ ბევრს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ამ ხალხს ოდესმე დეპრესია ან უგუნებობა რომ შეიძლება აწუხებდეს. თუმცა, ეს ასე არ გახლავთ და ახლავე აგიხსნით რატომ. ლომი გულით იმართება, ამიტომ იგი ამქვეყნად ყველაფერს გულითა და ღრმად განიცდის. შესაბამისად, სტრესთან საბრძოლველად მისთვის საუკეთესო გზა სიყვარული, ახალი რომანტიკული გატაცება ან ფლირტია. ეს საუკეთესო მეთოდია ლომისთვის თვითშეფასების ასამაღლებლად.
ქალწულებს როგორც წესი ჩუმი დეპრესია სტანჯავთ. მათ იშვიათად ახასიათებთ ემოციური გამოვლინება, დრამა და ცრემლები ამ მხრივ. თუმცა რეალურად ყველაფერს საკმარისზე მეტად განიცდიან ეს ადამიანები. ქალწულისთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტად შეიძლება იქცეს პატარა ლეკვის, ჩიტის ან კნუტის მოკედლება და მოვლა. ქალწული ხომ ზრუნვის სიმბოლოა. შესაბამისად, იგი ნებისმიერ ნეგატივს ხარჯავს მაშინ, როცა იწყებს სხვაზე ზრუნვას.
მსგავსად ქალწულისა, უგუნებობას სახის გამომეტყველების მიხედვით ვერასოდეს შეამჩნევთ სასწორს. ამ ადამიანებს როგორც წესი ყოველთვის მომხიბვლელი და თავაზიანი ღიმილი დასთამაშებთ სახეზე. თუმცა, მათაც აწუხებთ პერიოდულად სტრესი და დეპრესია. სასწორისთვის საუკეთესო გზა უგუნებობის დასაძლევად სახელოვნებო სფეროებით დაინტერესებაა. კარგი სპექტაკლის ნახვა, მუსიკის მოსმენა, რომანტიკულ და პოეტურ გარემოში გასეირნება უცებ მოიყვანს ხასიათზე ზოდიაქოს ამ ნიშნის ნებისმიერ წარმომადგენელს.
მორიელების დიდი ნაწილი საკმაოდ მძაფრი და ძლიერი დეპრესიისკენ არის ხშირად მიდრეკილი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მორიელი ვერასოდეს ეგუება წაგებას თუნდაც მოკლევადიანს. ცხოვრება კი მოგეხსენებათ ისეთი რამაა, ყოველთვის როდი გვანებივრებს წარმატებებით. მორიელისთვის საუკეთესო მეთოდი დაგროვილი ნეგატივისა და სტრესის დასაძლევად არის ექსტრემალური სპორტის ნებისმიერი სახეობა. ადრენალინის დიდი დოზა საუკეთესოდ შველის ამ ხალხს უხასიათობის დაძლევაში.
მშვილდოსანი ბუნებით ოპტიმისტი და ხალისიანი ნატურაა. შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან ზედმეტადაც კი. თუმცა დგება პერიოდები, როცა იგი ცხოვრებისეულ სირთულეებს ეჯახება და გარკვეული სევდა შემოუტევს ხოლმე. ასეთ დროს მან ცხოველებთან უნდა იკონტაქტოს ბევრი. ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა მას ნებისმიერი სახის დარდს დაავიწყებს.
თხის რქა გარეგნული უშფოთველობის მიღმა, საკმაოდ ემოციურ ფსიქიკას მალავს. იგი ძალიან თავმოყვარე და რაც მთავარია, პატივმოყვარე ინდივიდია. ყველაზე ხშირად თხის რქას დეპრესია პროფესიულ სარბიელზე წარუმატებლობის გამო უტევს. ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უგუნებობა ფიზიკური ვარჯიშით, ხანგრძლივი სეირნობითა და ხელსაქმით გაიქარვონ.
მერწყული მსგავსად ჰაერის სტიქიის სხვა წარმომადგენლებისა ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მერწყულის ზოდიაქოს თანამმართველად პირქუში სატურნი ითვლება ამიტომ პერიოდულად მერწყულსაც ახასიათებს უგუნებობა. მათთვის საუკეთესო გზა განტვირთვისა და სტრესთან ბრძოლისთვის არის მრავალრიცხოვანი მეგობრული თავყრილობების მოწყობა, ჯგუფური გასართობი ღონისძიებები და ა.შ.

თევზები თანდაყოლილი მელანქოლიურობით ხასიათდებიან ზოგადად. შესაბამისად, გარკვეული სევდანარევი განწყობა ამ ადამიანებისთვის ნორმაც კია ხშირად ვიდრე მოულოდნელობა. თუმცა სერიოზულ სტრესთან ბრძოლისთვის თევზებს სახელოვნებო სფეროებში ჩაღრმავება შველით. განსაკუთრებით კარგი ამ მხრივ არის ლიტერატურა ან ეზოთერული სფეროების გაცნობა. ეს თევზებს საკუთარი პრობლემების გადაჭრასა და ზოგადად საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაეხმარება.
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:09

თხის რქა ქალი თხის რქა ბუნებით კარიერისტი, ამბიციური და გაწონასწორებული ქალია. თუმცაღა სუსტი წერტილები თხის რქებსაც ბლომად გააჩნიათ ხასიათში. ყველაზე მწარედ ამ ქალზე, მის პროფესიულ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა მოქმედებს. ამას გარდა, იგი ვერ იტანს უმადურობას და დაუნახავობას.
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:09

რძალი თხის რქა

ქალი-სათაგურია, სადაც ყველის ნაჭერს სიცოცხლის ფასი აქვს. ცდილობს ადამიანებით მანიპულირებას, მაგრამ თუ მისი სათაგურის ზამბარა გაწყდა – მაშინ შურისძიებაზე გადადის. და თუმცა ის დაკვირვებული და ფრთხილია, საკუთარი სიყვარულის დასაცავად ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაანადგურებს, განსაკუთრებით, დედამთილს. სიყვარული სიკვდილამდე – მისი ცხოვრების დევიზია. ამიტომაც თხის რქის დედამთილებს ურჩევნიათ, შვილისა და რძლის ურთიერთობაში არ ჩაერიონ
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:10

რძალი ვერძი

უშიშრად მიილტვის რთული სიტუაციებისკენ, რის შემდეგაც მტკივნეულად რეაგირებს უხეშ სიტყვებსა და თავდასხმაზე. ხშირად იმპულსურია, არ მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე. ჯიუტია თხასავით და თუ გზაზე გადაეღობნენ, რქებით გაიტანს თავისას. ლიდერობისკენ ისწრაფვის – სჭირდება საკუთარი ავტორიტეტის წარმოჩენა. ამიტომაც მას ქმრის მშობლებთან ხშირად დაძაბული ურთიერთობა აქვს
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Mon Feb 09 2015, 19:11

მე და თხის რქა ორივე ჯიუტები? :O
ნიშნები პირად ურთიერთობებში.
_________________________
ისინი ვისთანაც კომფლიქტს უბრალოდ ვერ აცდები::
მშვილდოსანი, ტყუპი,ლომი
_________________________
ისინი ვინც გაგიგებენ:
ქალწული,თევზები,კირჩხიბი
_________________________
ყველაზე ვნებიანები:
ვერძი, კურო, მორიელი
_________________________

ყველაზე ჯიუტები:
მერწყული,თხის რქა, სასწორი...
_________________________
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by Gutierrez Mon Feb 09 2015, 19:19

tiko_levymontes wrote:
Gutierrez wrote:
tiko_levymontes wrote:რძალი ტყუპები

მას შეუძლია ერთდროულად რეცხოს, აკეთოს სადილი, ხეხოს იატაკი, უყუროს ტელევიზორს და ილაპარაკოს ტელეფონზე. პრაქტიკულია, აქვს ვაჭრობის უნიკალური ნიჭი – ფულიც აქვს, ოჯახიც ჰყავს და კარგი ურთიერთობაც ქმრის ნათესავებთან. ერთადერთი, რაც ყველაფერს აფუჭებს, მისი მწარე ენაა და დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა. ასეთ ქალებს არ შორდებიან – მათგან ჩუმად მიდიან. თუმცა, მათ ქმრებს იშვიათად მოსდით თავში მსგავსი აზრები

Ar vimchnevt :D
რას არ იმჩნევ ერთდროულად ბევრ რამეს რო აკეთებ?  შენი ჰოროსკოპი - Page 18 1320461191 შენი ჰოროსკოპი - Page 18 1320461191


ara...mware eenao tu ragacao :d
Gutierrez
Gutierrez

საყვარელი სერიალი : El rostro de analia, el rostro de la vengaza
პოსტების რაოდენობა : 3215
დაბადების თარიღი : 25.05.97
ქულები : 3217
ასაკი : 27

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by tiko_levymontes Tue Feb 10 2015, 16:42

ვის ვერ ეწყობით ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძი რთულად უგებს სასწორს, თხის რქას, კირჩხიბს.
კუროს საერთო ენის გამონახვა უძნელდება მორიელთან, ლომთან და მერწყულთან.
ტყუპისთვის რთულია მშვილდოსნის, ქალწულისა და თევზების გაგება.
კირჩხიბი თითქმის ვერასოდეს ”იხსნება” ვერძთან, თხის რქასთან და სასწორთან ურთიერთობაში.
ლომისთვის პრობლემატურია მერწყულთან, მორიელთან და კუროსთან კონსესუსის მიღწევა.
ქალწულისთვის ძნელად ”ამოსაცნობთა” სიაში შედიან: თევზები, მშვილდოსნები და ტყუპი.
სასწორი თავს არაკომფორტულად გრძნობს ვერძთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან.
ხოლო მორიელი ძნელად ეგუება ლომს, კუროსა და მერწყულს.
მშვილდოსანს უძნელდება კომუნიკაცია ქალწულთან, ტყუპთან და თევზებთან.
თხის რქა ძნელად უმეგობრდება სასწორს, კირჩხიბსა და ვერძს.
მერწყული საერთოს რთულად პოულობს ლომთან, მორიელთან და კუროსთან.
თევზებისთვის რთულია ურთიერთობა მშვილდოსანთან, ტყუპთან და ქალწულთან.


-__________________________________________________________________________________
თხის რქა და ჭირი თქვენ -_- თვითონ თხის რქები ხართ უჯიშოები თორე მე ძაან კარგად ვუგებ ყველს ;დ(სალომე შენ გამონაკლისი ხარ ;დ) 
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 25

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by Espinela-Fans Tue Feb 10 2015, 16:54

tiko_levymontes wrote:
ლომისთვის პრობლემატურია მერწყულთან, მორიელთან და კუროსთან კონსესუსის მიღწევა.
ვაიმე მერწყულთან კიიიიი ;დდდდდ მორიელთან არა გაბია მორიელი და როგორ? არც კუროსთან შანსი არაა
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

შენი ჰოროსკოპი - Page 18 Empty Re: შენი ჰოროსკოპი

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 18 of 32 Previous  1 ... 10 ... 17, 18, 19 ... 25 ... 32  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum