რა ტიპის გადაცემებს უყურებდნენ 2014 წელს
Page 1 of 1
რა ტიპის გადაცემებს უყურებდნენ 2014 წელს
2014 წლის სატელევიზიო სეზონის ყველაზე ყურებადი 10 გადაცემა უკვე გამოვლენილია. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ გადაცემებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ ტოპ 10 გადაცემას შორის, თუმცა იყვნენ საკმაოდ წარმატებულები კონკრეტული ტიპოლოგიის გადაცემებში. ერთ-ერთი ყურებადი ტიპოლოგია სპორტული გადაცემებია, რაც მსოფლიო ტენდენციაცაა და ყოველწლიურად პირდაპირი ტრანსლაციით ნანახი სპორტული გადაცემების რეიტინგი მზარდია.
ქართულ ტელეარხებზე სპორტული გადაცემები მრავლადაა, ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ სხვადასხვა საფეხბურთო ჩემპიონატების მატჩების პირდაპირი ტრანსლაციები, აგრეთვე პოპულარულია რაგბის ტრანსლაციები და გადაცემები რომლებიც ეძღვნება სპორტს და სპორტსმენებს. ქვევით გრაფიკზე მოცემულია სხვადასხვა ტიპის სპორტული გადაცემები, (თითოეული გადაცემის ყველაზე რეიტინგული სერია/ვერსია). ყველაზე მაღალი რეიტინგი სპორტულ გადაცემებს შორის ჰქონდა ფიფა 2014-ის თამაშს გერმანია-არგენტინა II ტაიმი-14,24%.
მხატვრული და ანიმაციური ფილმები, ქართული და უცხოური სერიალები მაღალი პოპულარობით სარგებლობენ ტელემაყურებელთა შორის. 2014 წლის ყველაზე რეიტინგული უცხოური სერიალი იყო „სილა“, რომელიც გადიოდა იმედის არხზე. გასული 2 წლის განმავლობაში ქართულ ტელესივრცეში აქტიურად გამოჩნდა თურქული სერიალები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვთ და „სილა“-ც ერთ-ერთი მათგანია.
ანიმაციურ ფილმებს შორის ყველაზე რეიტინგული იყო „ქერის უბანი“, ხოლო მხატვრულ ფილმებს შორის „მრ.ძიძა“. დოკუმენტური ფილმები ტრადიციულად განსაკუთრებით მაღალი შედეგებით არ გამოირჩევა, თუმცა დოკუმენტური ფილმი „ჩემი ცოლის დაქალები კადრს მიღმა“ საკმაოდ ყურებადი აღმოჩნდა, თავად სერიალი უკვე მეორედ წლის ტოპ 10 გადაცემას შორის მოხვდა. დეტალურად თითეული გადაცემის ყველაზე რეიტინგული გასვლის შედეგი იხილეთ გრაფიკზე #2.
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Similar topics
» პრემია"Melhores do Ano"ს ნომინატები წელს გახდნენ:
» სერენაი სარიკაიას 2014 წელს Award-ის დაჯილდოებაზე ფანების მიერ სპეციალურად დაწესებული პრიზი გადაეცა
» აცტეკამ 2015 წელს სერიალების გადაღება შეწყვიტა?
» კატერინა სიაჩოკე 2015 წელს ახალი სერიალით ბრუნდება?
» მედჯეზირმა 2015 წელს წლის საუკეთესო სერიალის და მსახიობების ტიტული მოიპოვა
» სერენაი სარიკაიას 2014 წელს Award-ის დაჯილდოებაზე ფანების მიერ სპეციალურად დაწესებული პრიზი გადაეცა
» აცტეკამ 2015 წელს სერიალების გადაღება შეწყვიტა?
» კატერინა სიაჩოკე 2015 წელს ახალი სერიალით ბრუნდება?
» მედჯეზირმა 2015 წელს წლის საუკეთესო სერიალის და მსახიობების ტიტული მოიპოვა
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum
|
|