Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ანას ბიოგრაფია Vote_lcap75%ანას ბიოგრაფია Vote_rcap 75% [ 41 ]
ანას ბიოგრაფია Vote_lcap25%ანას ბიოგრაფია Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ანას ბიოგრაფია

Go down

როგორი ბიოგრაფია აქვს?

ანას ბიოგრაფია Vote_lcap100%ანას ბიოგრაფია Vote_rcap 100% 
[ 1 ]
ანას ბიოგრაფია Vote_lcap0%ანას ბიოგრაფია Vote_rcap 0% 
[ 0 ]
 
Total Votes : 1
 
 

ანას ბიოგრაფია Empty ანას ბიოგრაფია

Post by Espinela-Fans Sat Nov 15 2014, 19:18

ანას ბიოგრაფია U63h2
ბიოგრაფია
[color=#000000] ანა დაიბადა 1986 წლის 24 დეკემბერს, მექსიკაში, ტამაულიპასის შტატის ქალაქ რიო ბრავოში და გაიზარდა აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ მაკალენში.15 წლის ასაკში საცხოვრებლად მეხიკოში გადავიდა.
მან მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში „პოპ ვარსკვლავები“, სადაც იგი ფინალისტი და ბენდის მონაწილე იყო, რომელსაც t'detila ერქვა. მათ ერთად რამდენიმე ალბომი ჩაწერეს.
2003 წელს მსახიობმა გადაწყვიტა რომ თეატრალურ ფაკულტეტზე ჩაებარებინა რადგანაც თვლიდა რომ ეს მისი მოწოდება იყო. 2005 წელს იგი გამოჩნდა სერიალში „სიყვარულის ბარიერი“, სადაც იგი ხუანიტას როლს ასრულებდა. რამდენიმე წელში მას ჰქონდა ახალი როლი სერიალში „ვნების დუელი“, სადაც იგი კლაუდიას როლს ასრულებდა. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „დაბნეული ქალბატონი“.
ანამ პირველი მთავარი როლი მიიღო სერიალში „გეფიცები,მე შენ მიყვარხარ“, სადაც იგი ვიოლეტა მადრიგალის როლს ასრულებდა.
2009 წელს, პროდიუსერმა კარლა ესტრადამ, ანას მისცა ანტაგონისტის როლი სერიალში „მოჯადოებული“. ანა სერიალში მაურა ალბარანის როლს ასრულებდა. მას ძალიან უყვარდა მთავარი პერსონაჟი ალეხანდრო ლომბარდო და ყველაფერს აკეთებდა მის ხელში ჩასაგდებად.
რამდენიმე წელიწადში ანა გამოჩნდა სერიალში „მკვლელი ქალები“. ანას ასევე ეპიზოდური როლი ჰქონდა სერიალში „საბოლოო დრო“. 2010 წელს ანა გამოჩნდა სერიალში „ტერესა“, იგი ასრულებდა სერიალის პროტაგონისტი ტერესას საუკეთესო მეგობრის აურორას როლს.
2011 წლის აგვისტოს, ანამ პროტაგონისტის როლი მიიღო სერიალში „ის ვისაც სიყვარული არ შეეძლო“ (ქართველებისთვის ცნობილი როგორც მარტოსული). ანა ბრენდა ასრულებდა ანა პაულას როლს, მას პარტნიორობას ხორხე სალინასი უწევდა, სერიალი 166 ეპიზოდისგან შედგებოდა.2013 წელს ანამ ახალი როლი მიიღო სერიალში „დაუმორჩილებელი გული“, სადაც მისი პარტნიორი დანიელ არენასი იყო, სერიალი შედგებოდა 161 ეპიზოდისგან.


სერიალები

2005 Barreras de Amor
2006 Duelo de Pasiones
2008 Divina Confusión Bibi
2008-09 Juro Que Te Amo
2009 Mujeres Asesinas 2
2009 Cabeza de buda
2009 Tiempo Final
2009 Sortilegio
2010-11 Teresa
2011-12 La Que No Podia Amar
2013 Corazón Indomable
2014 Volando Bajo

პირადი ცხოვრება!
2013 წლის 4 აპრილს ანა ბრენდა კონტრერასი დაქორწინდა ალეხანდრო ამაიაზე, ლას ვეგასში. სულ მალე მათი ფოტოები დაიბეჭდა რამდენიმე ჟურნალში. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანამ მომავალ მეუღლეს სხვა ქალთან შეუსწრო, თუმცა მან ამაზე თვალი დახუჭა და გადაწყვიტა საქმროსთვის ეპატიებინა, თუმცა ურთიერთობის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა, მათ ერთად ცოტა ხანს იცხოვრეს.დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 2014 წლის 14 მაისს წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.

ვიზუალური მახასიათებლები!
წონა-56 კგ.
თმის ფერი-ყავისფერი
თვალის ფერი-ყავისფერი
სიმაღლე-1,70
დაბადების თარიღი:1986,24 დეკემბერი
ასაკი: 28
დაბადების ადგილი:მექსიკა
ეროვნება:მექსიკელი

Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum