Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" Vote_lcap75%პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" Vote_rcap 75% [ 41 ]
პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" Vote_lcap25%პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ"

2 posters

Go down

პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" Empty პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ"

Post by eric von Tue Oct 28 2014, 16:06

სერიალ "დიდებულ საუკუნეში" ულამაზესი მეჰრემაჰ სულთნის როლის შემსრულებელი, თურქი მსახიობი პელინ კარაჰანი, სულ ახლახან, 6 ოქტომბერს, 30 წლის გახდა. პროფესია, რომელსაც ის თავის დროზე დაეუფლა, მსახიობობისგან ძალზე შორს დგას – სასტუმროებისა და ტურიზმის ბიზნესის მართვა, მაგრამ ეს საქმე არასოდეს უკეთებია. ულამაზესი გარეგნობის წყალობით, სტუდენტობის პერიოდში პელინი "კოკა კოლას", "ნესტლესა" და "კიტ კეტის" რეკლამებში გადაიღეს. სწორედ ამის შემდეგ გაიხსნა მის წინ კინოსამყაროს კარი. 
პირველი წარმატება ტელესერიალ "მეოცნებეებში" შესრულებულმა როლმა მოუტანა. ეს სერიალი თურქეთის ტელეარხებზე 2007–2012 წლებში გადიოდა. 2012 წლის ბოლოს კი კარაჰანი "დიდებულ საუკუნეში" სულეიმანისა და ჰიურემის შვილის, მეჰრემაჰ სულთნის როლზე დაამტკიცეს. მსახიობი ბედნიერია, რომ "დიდებული საუკუნის" სამსახიობო ოჯახმა სიხარულით მიიღო და უკვე დაწყებულ სერიალში შესვლა არ გაუჭირდა. 
შარშან, ნოემბერში, პელინი ქმარს, ფიტნესის ინსტრუქტორ ერდინჩემ ბეკიროღლუს გაშორდა, რომლისგანაც ქალიშვილი ჰყავს. მალევე, 2014 წლის დასაწყისში, ბიზნესმენი ბედრი გიუნტამი გაიცნო და მათ შორის ძლიერი გრძნობა გაჩნდა. მართალია, ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდნენ, თან, იქაური კანონის თანახმად, განქორწინებულმა ქალმა 300 დღე უნდა მოიცადოს, რათა კვლავ დაქორწინდეს, მაგრამ გაირკვა, რომ პელინი ორსულად იყო და ასეთ შემთხვევაზე კანონი არ ვრცელდება. 
მოკლედ, 2014 წლის 24 ივნისს პელინი და ბედრი დაქორწინდნენ. ქორწილში 400 სტუმარი იყო, მაგრამ მათ შორის არ იყო პატარძლის მამა – ბაირამ ალი. ცნობილია, რომ უკვე მრავალი წელია, რაც მამა–შვილი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. მსახიობის მშობლები დიდი ხნის წინ გაშორდნენ და პელინს მამასთან ურთიერთობა არ აქვს. 
პელინი სპორტითაა გატაცებული და იმედოვნებს, რომ ორსულობის დროს მომატებულ ზედმეტ კილოგრამებს ვარჯიშით დაიკლებს. სხვათა შორის, საყვარელი მამაკაციც სპორტდარბაზში გაიცნო. 
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც პელინ კარაჰანმა თურქულ ჟურნალს მისცა. 
– პელინ, როგორ გახდით მსახიობი? 
– არასოდეს მქონია სურვილი, მსახიობობა ან რაიმე მისი მსგავსი პროფესია ამერჩია. ყველაფერი შემთხვევით მოხდა – სტუდენტობის პერიოდში სხვადასხვა რეკლამაში გადამიღეს, იქიდან კი პირდაპირ სერიალში მოვხვდი. 
– როგორ მიიღეთ მეჰრემაჰ სულთნის როლი? 
– 2012 წლის ბოლოს სერიალ "მეოცნებეების" დასრულებისთანავე მიმიწვიეს მეჰრემაჰ სულთნის როლის შესარჩევ კასტინგზე. ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დამამტკიცებდნენ და ასეც მოხდა. 
– როგორ ემზადებოდით ამ როლისათვის? 
– მეჰრემაჰი ოსმალეთის იმპერიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურაა. პირველ რიგში, მისი პიროვნების შესახებ დავიწყე ცნობების შეგროვება. ყველა მარწმუნებდა, რომ ძალიან რთული იქნებოდა მისი როლის მორგება, მაგრამ ჩემი გმირი სერიალში მესამე სეზონიდან შედიოდა და საკმარისი დრო მქონდა, რომ მისი პიროვნება საფუძვლიანად შემესწავლა. 
– ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენს გმირში? 
– მეჰრემაჰ სულთანი ძლიერი ქალია. მან მიიღო ყველაფერი, რაც კი მოისურვა. ის ძალაუფლებით ტკბება პოლიტიკაშიც და სიყვარულშიც. 
– ეკრანზე ძალიან მშვიდი ჩანხართ, რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი ხართ? 
– ნერვული არ ვარ, არც აგრესიული, მაგრამ მეჰრემაჰზე ბევრად ენერგიული ვარ. 
– 30 წლის გახდით. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? 
– 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა – ზრდასრული გავხდი, აღარ ვარ მეოცნებე, რეალურად ვუყურებ ყველაფერს და უკვე ვიცი, რა მსურს ცხოვრებაში. 
– ორი თვის წინ გათხოვდით, როგორ გაიცანით ბიზნესმენი ბედრი გიუნტამი? 
– ჩვენ ერთსა და იმავე სპორტდარბაზში დავდიოდით და ერთმანეთიც იქ გავიცანით. 
– ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო? 
– არა. ადრე ერთი ნახვით შეყვარების მჯეროდა, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ბედრიმ საშუალება მომცა, კარგად გამეცნო და ყოველ ნახვაზე უფრო მეტად შემყვარებოდა. 
– ძალიან მალე დაქორწინდით. რა გახდა ამის მიზეზი? 
– ყოველთვის ყველაფერს თავად ვაკეთებდი. პირველად შევხვდი მამაკაცს, რომელმაც ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მე მინდოდა. მან ცოლობა გაცნობიდან ძალიან მალე მთხოვა. იმ დროს მარტოსული ვიყავი. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, ჰონგ კონგში წავიდა და უკან ბეჭდით დაბრუნდა, უარი ვეღარ ვუთხარი. ბედნიერი ვარ, ქმარს კარგად ესმის ჩემი და არც პრობლემები გვაქვს. 
– გავრცელდა ჭორი, რომ ორსულობის გამო დააჩქარეთ ქორწინება, ეს მართალია? 
– არა. მან ხელი მანამ მთხოვა, სანამ ორსულობის შესახებ შევიტყობდი. ბავშვის გაჩენას არ ვგეგმავდით, მაგრამ ეს სიყვარულის ნაყოფია, რომელიც ღმერთმა მოგვცა. 
– ბოლოს როდის ნახეთ მამათქვენი? 
– ჩემი მშობლები მაშინ გაიყარნენ, როდესაც 8 თვის ვიყავი. მოგვიანებით დედა მეორედ გათხოვდა, რაც ძალიან განვიცადე, მაგრამ უმცროსი დის დაბადებამ ხალისი დამიბრუნა. მამას დედის თხოვნით შევხვდი, როცა 17 წლის ვიყავი, მაგრამ შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. მას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩემთან ურთიერთობა დაელაგებინა. 
– მამათქვენმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დედა მას თქვენს თავს უმალავდა. მართალია? 
– არა. სად ვცხოვრობდი და სად ვსწავლობდი, ეს მამაჩემისთვის ყოველთვის ცნობილი იყო. გთხოვთ, ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს! 
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 
– ჩემი ჰობი სამზარეულოა, ამიტომ თითქმის მთელ თავისუფალ დროს იქ ვატარებ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ქმრისთვის და ახლობლებისთვის გემრიელ კერძებს ვამზადებ და ხშირ შემთხვევაში მათზე ვერც მე ვამბობ უარს. 

– რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო? 

– ვცდილობ, თავისუფალ დროს საუნაში წავიდე, ეს კანს უხდება. თვეში ერთხელ მასაჟს ვიკეთებ, არ ვსვამ, არ ვეწევი, ვცდილობ, კარგად გამოვიძინო. 
– როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ? 
– 10 წლის შემდეგ? მექნება საკონდიტრო მაღაზია, მეყოლება 2 შვილი, გვერდით საყვარელი ქმარი და ვიქნები ძალიან ბედნიერი.
eric von
eric von

საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31

Back to top Go down

პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" Empty Re: პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ"

Post by Elizabeth. Tue Oct 28 2014, 16:25

ეს გოგო თუ ლამაზია, მაშინ ლამაზიი რაღაა ვეღარ ვიგებ და ლამაზის  აღქმაც არ  აქვთ ამ თურქებს რააა  პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" 3652177231 პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" 3652177231 პელინ კარაჰანი: "მეჰრემაჰ სულთანზე ბევრად ენერგიული ვარ" 3652177231
Elizabeth.
Elizabeth.

საყვარელი სერიალი : Sila
პოსტების რაოდენობა : 1404
დაბადების თარიღი : 01.10.90
ქულები : 1423
ასაკი : 34

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum