Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

heridas de amor/ /სიყვარულის იარები Vote_lcap75%heridas de amor/ /სიყვარულის იარები Vote_rcap 75% [ 41 ]
heridas de amor/ /სიყვარულის იარები Vote_lcap25%heridas de amor/ /სიყვარულის იარები Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


heridas de amor/ /სიყვარულის იარები

2 posters

Go down

heridas de amor/ /სიყვარულის იარები Empty heridas de amor/ /სიყვარულის იარები

Post by Espinela-Fans Sat Feb 01 2014, 18:47

heridas de amor/ /სიყვარულის იარები S1cUI
ახალგაზრდა ბიზნესმენი ალეხანდრო ლუკე(გაი ეკერი) იტალიიდან ემქსიკაში ჩამოდის რომ პარტნიორი გახდეს ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენის გონსალო სანლორენტესი. სინამდვილეში კი მას შურისძიება სურს რადგან წლების წინ ალეხანდროს მამას უყვარდა გონსალოს ცოლი როს გამოც გონსალომ მამამისი სასიკვდილოდ გაიმეტა,რის შემდეგაც ის სამუდამოდ ინვალიდად დარჩა.ხოლო ცოლიი ფერნანდა(ნურია ბაგესი) კი სახლიდან გააგდო და შვილებს დააშორა. მექსიკაში ახლად ჩამოსული ალეხანდრო აერობორტში გოგონას შეხვდება რომელიც მანქანით კინაღამ გაიტანა. მოგვიანებით ის თავისი მომავალი პარტნიორის ,გონსალოს დაბადების დღეზე მის მამულში ჩადის სადაც სწორედ იმ გოგონას ნახავს რომელიც აეროპორტში გაიცნო.აღმოჩნდება რომ გოგონა გონსალოს შუათანა ქალიშვილია. მას სამი ქალიშვილი ყავს:უფროსი ფლორენცია(კარლა ალვარესი),შუათანა მირანდა(ჟაკლინ ბრაკამონტესი) და პატარა რენატა სანლორენტეები(ინგრიდ მარცი). მირანდა სანლორენტე ჯერ კიდევ ბავშვობის შეყვარებულს მოელის მამის დაბადების დღეზე რომელიც უცხოეთში წავიდა სასწავლებლად და მირანდას დაპირდა რომ როცა 5 წლის მერე ის უკან დაბრუნდებოდა მას ცოლად შეირთავდა. ფლორენცია ავადმყოფობის გამო(გულის მანკი აქვს)ხშირად დადის გერმანიაში სადაც მირანდას შეყვარებული ფაბრიციო სწავლობს. ისინი ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდებიან და ბოლოს დეიდამისის ბერტას (დიანა ბრაჩო) ბიძგის გამოც რომანს გააბამენ. ამასთან ბერტამ იცის რომ ფლორენციას დღეები დათვლილია რადგან ყოველდღე მისი დაავადება უფრო და უფრო მძიმდება. რის გამოც მირანდა ფაბრიციოზე უარს ამბობს და ფლორენციას უთმობს რომ უკანასკნელ დღეებში ის ბედნიერი იყოს.უკან ჩამოსული ფაბრიციო მირანდას იმედს გაუცრუებს და ეტყვის რომ მის ცოლად მოყვანას არ აპირებს . გონსალოს ყველაზე მეტად შვილებს შორის მირანდა უყვარს და ყყველაზე მეტად ახლოს მასთანაა. რადგან მიიჩნევს რომ მისი იმედები მხოლოდ მან გაამართლა ,ისწავლა და ისეთი შვილია როგორიც გონსალო სანლორენტეს შვილს შეეფერება. ამის გამო რენატა და ფლორენსია მამის და რათქმაუნდა დედის უყურადღებობის გამო დეიდამის ბერტადს ეკედლებიან და მისი ზეგავლენის ქვეშ ცხოვრობენ. ბერტა ყველანაირად ცდილობს რომ ფლორენციას და რენატას მირანდა შეაძულოს რადგან ის მამის სიყვარულს და სითბოს ართმევს. ამის შემდეგ ქალაქში გოგონების დედა ფერნანდაც ჩამოდის ,მას ალეხანდრო გაიცნობს და მფარველობას გაუწევს ეტყვის რომ ის ერთადერთი ქალი იყო რომელიც მამამის უყვარდა . სასოწარკვეთილი მირანდა შვებას ალეხანდროსთან ჰპოვებს და დროთა განმავლობაში შეუყვარდება კიდეც. ამას ფაბრისიოს ძმა სეზარი(სერხიო სენდელი) ვერ ეგუება რდგან თავის დროზე მირანდასთან ყოფნაში ფაბრისიო შეეცილა და ახლა როცა შანსი გაუჩნდა წინ ალეხანდრო გადაეღობა. ის გონსალოს კომპანიის ვიცე პრეზიდენტია და მის ანგარიშებში დარღვევებს შეიტანს და გონსალოს თაღლითობის ბრალდებით აპატიმრებენ. ამის შემდეგ სეზარი გონსალოს თხოვს რომ მირანდა აიძულოს გაყვეს ცოლად და ამის სსანაცვლოდ ის მას ციხიდან გამოიყვანს. მაგრამ გონსალო უარს ეუბნება რადგან მირანდა ყველაზე მეტად უყვარს ამქვეყნად და სეზარის მის ხელში ჩაგდებას არ აპირებს. პარალელურად ალეხანდრო ცდილობს მირანდას გზით გონსალოზე შური იძიოს რადგან იცის რომ მირანდა გონსალოსთვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია . თუმცა დრო გადის სდა ალეხანდრო ხვდება რომ მირანდა შეუყვარდა. მას ყველანაირად ეხმარება რომ გონსალო ციხიდან დაიხსნან და ასეც ხდება. ცოტახანში მირანდა და ალეხანდრო ქორწინდებიან. მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. გონსალოს სახლში მთელი ოჯახი იკრიბება რათა ბერტას ნიღაბი ჩამოხსნან . მათ შორის გოგონების დედა ფერნანდაც. მათ არ იციან რომ ფერნანდა დედამისია. ბერტა კი ყველას თანდასწრებით მირანდას გამოუცხადებს რომ ალეხანდრომ ის შურისძიების გამო შეირთო ცოლად რადგან წლების წინ გონსალომ მამამისი სასიკვდილოდ გაიმეტა. მირანდას თავზარი ეცემა . ხვდება რომ ის ყველამ მოატყუა. თუმცაღა გონსალო და ალეხანდრო უკვე ხვდებიან რომ რაც წლების წინ მოხდა ბერტას ბრალია.ალეხანდრო ამბობს რომ მამამისი ზურგში იყო დაჭრილი. გონსალოს ყველაფერი ახსენდება და ამბობს რომ ის და ალფრედო ლუკე პირისპირ იდგნენ ერთმანეთთან და ამიტომ ის ზურგში ვერ იქნებოდა დაჭრილი. ყველაფერი ცხადი ხდება ალფრედოს ბერტამ ესროლა. გონსალო ბერტასთან ანგარიშის გასწორებას და მთელი ოჯახის თანდასწრებით ნიღბის ჩამოხსნას დაუპირებს მაგრამ ბერტა მას ესვრის და მოკლავს. გონსალო მის ორ ქალიშვილს რენატას და მირანდას ხელში ჩააკვდება. ეს ყველაფერი კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხდება და გონსალოს კომპანია გაკოტრების პირასაა. წლების განმავლობაში გონსალო კომპანიას ბრწყინვალედ უძღვებოდა ის უძლიერესი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო. მისი სიკვდილის ემრე კი ყველაფერი ქარს მაიქ. ალეხანდრო და მირანდა ერთად ცდილობენ გამოსავლის პოვნას მაგრამ გონსალოს სიკვდილში ალეხანდროს დებენ ბრალს და აპატიმრებენ რადგან ალეხანდრომ იმ იარაღს მოჰკიდა ხელი რომლითაც გონსალოს ესროლეს. მასზე კი ალეხანდროს თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა. მირანდა სულ ამრტო რჩება ბერტას პირისპირ. ის ადვოკატს აიყვანს ლილიანას (სუზანა გონსალესი) რომელისც ალეხანდროს დიდი ძალისხმევის ფასად ციხიდან დაიხსნის . ალეხანდრო და მირანდა კვლავ იჩხუბებენ რადგან ალეხანდრო ამს საწოლში ლილიანას ეძახის შემთხვევით. მირანდა ამაზე გაბრაზებული სახლიდან გამორბის და მამამისის სახლში ბრუნდება ამის მერე ფლორენცია კვდება ისე რომ კს შვილსაც ვერ ნახავს რადგან ის ბერტას ყავს გატაცებული. დრო გადის და ალეხანდრო იტალიაში ბრუნდება. მირანდა ცოტახანში გაიგებს რომ ორსულადაა.მირანდა მარტო დარჩება და მამულში მიდის საცხოვრებლად. ამის მერე მირანდა დასვენებას გადაწყვეტს და პუერტო ვალარტაში მიდის დასასვენებლად.უკან ჩამოსულ ალეხანდროს ფაბრისიო უმხელს რომ მირანდა ორსულადაა და მასთან დაბრუნდეს. ალეხანდროს ეშინია რომ მირანდა მას არ აპატიებს რაც გული ატკინა ამიტომაც ის მას სასტუმროდან იტაცებს და იახტით ზღვაში გაჰყავს. ალეხანდრო ამს შერიგებას თხოვს და ჰპირდება რომ გულს აღარასდროს ატკენს. მერე შერიგდებიან და მათი იახტა ზღვის ტალღებს მიაპობს.
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

heridas de amor/ /სიყვარულის იარები Empty Re: heridas de amor/ /სიყვარულის იარები

Post by MaRiami Sun Jul 26 2015, 12:16

ძაან მომწონდა ეს სერიალი. მირანდას პერსონაჟი მომწონდა ძაან.
სერიალის საუნდრეკიც ძაან მომწონდა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

heridas de amor/ /სიყვარულის იარები Empty Re: heridas de amor/ /სიყვარულის იარები

Post by Espinela-Fans Sun Jul 26 2015, 15:34

ar maxsovss :DDD
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

heridas de amor/ /სიყვარულის იარები Empty Re: heridas de amor/ /სიყვარულის იარები

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum