ბელა და კახი - ვერ გაძღა ამ ქალით, არ ეყო ის 26 წელიწადი...
Page 1 of 1

ეს ლეგენდარული სიყვარულის ისტორიაა. მასზე დღემდე გულწრფელად ჰყვებიან ისტორიებს. კახი ვერ გაძღა ამ ქალით, არ ეყო ის 26 წელიწადი... გთავაზობთ "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუს. ისიამოვნეთ.
ვიდრე ერთმანეთს შეხვდებოდნენ, განსხვავებული გზები გამოიარეს, ბელა მირიანაშვილმა მაშინვე დაიპყრო ეკრანი, ჯერ თეატრალური ინსტიტუტის სცენა, შემდეგ უკვე რუსთაველის თეატრისა, კახი კავსაძეს წლები დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსი იყო სცენაზე დგომის...
არადა, თითქოს ბედი მასაც სწყალობდა, ჯერ კიდევ მეთერთმეტეკლასელი მთავარ როლზე დაამტკიცეს ფილმში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, ათლეტური ბიჭისთვის დიდი პატივი იყო უკვე სახელგანთქმული ლეილა აბაშიძის პარტნიორობა, მაგრამ უმტყუნა წყალმა... იღებენ სცენას – კახი-ვეფხია მდინარეში ეშვება.
კახი გადაეშვა და... პირველივე დუბლზე 6 ნეკნი ჩაემტვრა, არადა თითქოს გაშინაურებული იყო წყალს, ცურვაზეც დადიოდა, წყალბურთსაც თამაშობდა. გატაცებული იყო საერთოდ სპორტით – კალათბურთით, ჩოგბურთით... თვეობით მიეჯაჭვა ლოგინს და გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო.
თეატრალურ ინსტიტუტში სამოწყალოდ ჩარიცხეს, ყველა მას უკიჟინებდა პირის გახსნას და წესიერად მეტყველებას, ის თავდაუზოგავად შრომობდა, წვალობდა... მეოთხე კურსზე იყო, ინსტიტუტის ფოიეში თვალი რომ მოჰკრა ბელა მირიანაშვილს და თვალთ დაუბნელდა და... გაუცისკროვნდა.
პირველკურსელი ბელა კი უკვე მსახიობის სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა.
„ეს იყო სიცოცხლის, ხალისის განსახიერება, ჯანსაღი, ნაწრთობი სხეული, თანდაყოლილი, მომხიბლავი პლასტიკურობით. შუქით და სიკეთით სავსე თვალები, მოძრაობის სიმსუბუქე და აღნაგობის პროპორციულობა მას ამსგავსებდა შექსპირის დაუდგრომელ ქალწულებს...“ – ასე გაიხსენებს ათეული წლების შემდეგ ნოდარ გურაბანიძე ბელა მირიანაშვილის პირველ გამოჩენას სცენაზე.
კახი კი უიმედოდ ეტრფოდა შექსპირულ ქალწულს. ვერაფრის თქმას ვერ უბედავდა. ბელა კი ვერ ამჩნევდა მასზე უზომოდ შეყვარებულ ბიჭს...
ვერც შემდეგ, როცა ჯერ კიდევ მეოთხეკურსელი მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრში მიიწვია. კახი მაშინ უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, ოღონდ „მასოვკის“, მაშინაც და მომდევნო რამდენიმე წელიც. ბელა კი პირდაპირ სახელგანთქმულ სპექტაკლში „როცა ასეთი სიყვარულია“ შეიყვანეს მედეა ჩახავას დუბლად, მთავარ როლზე.
სპექტაკლი ერთი წლის წინ იყო დადგმული, 70 ანშლაგს ითვლიდა, მედეა ჩახავას უკვე დაპყრობილი ჰქონდა ამ როლში არტისტული მწვერვალი და აი, მეოთხეკურსელ გოგონას უნდა შეეცვალა ის. ვადა სულ ორი კვირა იყო. იყო დიდი რისკი. ბელა არ დამარცხდა. იმავე წელს ის რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. იღებდა და იღებდა მთავარ როლებს. ბელა მირიანაშვილის მზია „ჭინჭრაქაში“ არათუ მაშინ, ჩანაწერის წყალობით, დღესაც აჯადოებს მნახველს.
ბელაზე უგონოდ შეყვარებული კახი კავსაძე კი კვლავაც ვერ ბედავდა სიყვარულში გამოტყდომას. სიყვარული არც შემდეგ აუხსნია, სცენაზე ფეხი რომ მოიკიდა, მერეღა გაბედა დაახლოება და ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრებთან ვახშამზე მისულმა გამოაცხადა: გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლია.
შეუღლებაც რევერანსებისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე იყო. უბრალოდ, ჰკითხა: „ბეჭედი გიყიდო?“. „არ არის საჭირო“, – იყო პასუხი. იცოდა ბელამ, რომ კახის ფული არ ჰქონდა...
მათ სიყვარულს ვერც უფულობა აკავებდა და ვერც ის ფაქტი, რომ ბელას უკვე ნანუკა ჰყავდა...
დაიწყო მათი ბედნიერი თანაცხოვრება. კახი ცდილობდა, ყოფილიყო ღირსეული ცოლის ღირსეული ქმარი. ბელა ამაყობდა თავისი ქმრით.
მაესტრო თუმანიშვილი ერთობ სკეპტიკურად უყურებდა კახის არტისტობას, თავის დროზე საჯაროდ სვამდა კიდეც კითხვას: „რა უნდა ამას თეატრში?“ და ცხადია, ვერ ეგუებოდა, როცა ეს კახი მისი ფავორიტი აქტრისას – ბელა მირიანაშვილის ქმარი გახდა...
თუმანიშვილი ერთ-ერთი შეკრებისას ბელა მირიანაშვილის გაჩუმებას საჯაროდ შეეცდება: „ა ტი მალჩი დევოჩკა, ი ზნაი, ჩტო ტვაია სუდბა ზავისიტ ატ მენია“.
მაესტრო მიიღებს პასუხს, ყველა ქმრისთვის საოცნებოს: „ია ნე დევოჩკა, ია აკტრისა ტეატრა რუსტაველი, ა მაია სუდბა ზავისიტ ატ ეტავა ჩელოვეკა“, და კახიზე მიუთითებს...
„მე უცხო არ ვარ, მე კახი კავსაძის ცოლი ვარ“, – ამაყად განაცხადებს ბელა მირიანაშვილი, როცა ქმარს ჩააკითხავს და „ლენფილმის“ პავილიონში შევა, სადაც იღებენ „უდაბნოს თეთრი მზის“ ეროტიკულ სცენას (ფილმში არ შევიდა) – შიშველ კახის შიშველი „ცოლი“ აწვა და პირს ყურძნის მარცვლებით „უტკბარუნებდა“. კახისთვის ისედაც წამება იყო ამ სცენის გადაღება და ბელას გამოჩენამ ხომ საერთოდ... „გააგრძელეთ, გააგრძელეთ, მე ხელს არ შეგიშლით“, – ეტყვის ბელა...
„შემდეგ, მოგვიანებით ყველა ჩემი „ცოლი“ გაიცნო და არ დამავიწყდება, როგორ შესჩივლა ერთმა მათგანმა: „აი, ახლა მესმის, რატომ არ გვაგდებს ძაღლად ჩვენი ბატონი (კახი კავსაძე)“...
კახი დიდ სიყვარულს დიდი სიყვარულით და გააფთრებით პასუხობდა – ჩუქნიდა ყვავილებს, მაგრამ, უბრალოდ, თაიგულს კი არა, მთელ ბუჩქ იასამანს... ჩუქნიდა ვერცხლის სამკაულებს, რაც ძალიან უყვარდა ბელას, მაგრამ ერთ ან ორ სამკაულს კი არა – მთელ ჩემოდან ვერცხლეულს... როცა ბელა აღტაცებით ათვალიერებდა დაღესტნიდან ჩამოსული იუველირის ნაკეთობებს, იუველირი კახიმ გვერდზე გაიყვანა, მალე უკან დაბრუნდა და ყველაფერი – ქამრები, ბეჭდები, გულსაკიდები, საყურეები – მთელი ჩემოდანი ვერცხლეული ბელას მიუძღვნა...
ბელას ყველა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულად მიიჩნევდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რას უმზადებდა ბედისწერა.
ხუთი თვის ფეხმძიმე იყო, ვირუსული გრიპი რომ შეეყარა, 40 გრადუსი ჰქონდა სიცხე. მაინც ითამაშა სპექტაკლი. გრიპს ფილტვების ანთება დაერთო. ანტიბიოტიკებს არ გაეკარა, ნაყოფი რომ არ დაზიანებულიყო. მშობიარობის შემდეგ სენმა თავი იჩინა – ნერვულ დაბოლოებათა ანთება შეჰყრია. იყო იმედი, რომ გაუვლიდა, მაგრამ სენმა იმძლავრა... ბელა მირიანაშვილი ეკრანს ჩამოშორდა, ნელ-ნელა სცენასაც.
დაიწყება საარაკო ცოლ-ქმრის საარაკო ჭიდილი ავადმყოფობასთან.
ჯანდაცვის იმდროინდელი მინისტრი ბეწვზე გადარჩა, კახი კავსაძემ თავზე რომ არ დააფშვნა საფერფლე, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ბელა ახლდა... კახი ფორმალურ მიმართვას ითხოვდა მინისტრისგან საზღვარგარეთული კლინიკისთვის. ის მინისტრი კი ზღაპრებს უყვებოდა საბჭოთა მედიცინის ძლიერებაზე. მხოლოდ ნოდარ დუმბაძის ძალისხმევით მოხერხდა ამ მიმართვის მიღება. წავიდნენ კიდეც, მაგრამ მხოლოდ დაბლოკვაღა მოხერხდა დაავადების.
ბელა სარეცელს ეჯაჭვებოდა...
მანამ კი, როცა ირაკლი პატარა იყო, იღვიძებდა და საწოლში წამომჯდარი დედას ხელში აყვანას სთხოვდა, სთხოვდა იმას, რაც დედას არ შეეძლო, თავგანწირული დედა იწყებდა ზღაპრების მოყოლას. ირაკლი უსმენდა და უსმენდა, ავიწყდებოდა, რომ ადგომა სურდა...
„არ მყავს დედა, რომელმაც ჩემთვის უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, ის არავის ჰგავდა! როდესაც თეატრში მივდიოდი, მაცილებდა, სიარული უჭირდა, მაგრამ მაინც ცდილობდა, თვალებში შემომხედავდა და მე ვგრძნობდი ძალას, რომელიც მეხმარებოდა“, – იტყვის დედის სიკვდილის შემდეგ ირაკლი კავსაძე...
„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის“. – წერდა ბელა მირიანაშვილი....
23 წელიწადი ებრძოდა სენს... კახი მუდამ წამლების ძებნაში იყო, თავგადაკლული უვლიდა შვილებს, ავადმყოფ მეუღლეს. ბელას ხელით დაატარებდა, ისწავლა და თავად უკეთებდა ყოველდღიურად 10-15 ნემსს... ჭურჭელს ხშირად კახი რეცხავდა და ბელა საშინლად ნერვიულობდა ამ ფაქტის გამო, კახი ამშვიდებდა და თავად კი იმას განიცდიდა, რომ ბელა, არაჩვეულებრივი დიასახლისი, წინანდელზე ბევრად მეტ დროს ანდომებდა, წვალობდა სადილების მზადებისას... კახი თავგადაკლული მამა იყო, ზრდიდა შვილებს, ნანუკასა და ირაკლის ერთმანეთისგან არასოდეს არჩევდა. მეტიც, მთელი ბავშვობა ირაკლის აწვალებდა კითხვა, რატომ დაათრევდა მისი და, ნანუკა, ვიღაც ხუსკივაძის რვეულებს ყოველდღე. პატარას ვერანაირად აუხსნეს, რომ ნანუკა ხუსკივაძე იყო, რომ მას სხვა მამა ჰყავდა. გამოსავალი ისევ ნანუკამ იპოვა: „ჩემი კლასელისაა, მთხოვა, წამომიღეო“... ირაკლის მთელი ბავშვობა ნერვები ეშლებოდა იმ „ვიღაც კლასელ ხუსკივაძეზე“. მერეც, ნანუკა რომ უკვე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, სიაში „ნანა კავსაძეს“ ეძებდა. რომ ვერ იპოვა, ისევ ნანუკამ დაამშვიდა: „დამატებით სიაში ვარო“... მხოლოდ მერეღა დაისვა და აუხსნა ბელამ საბოლოოდ...
კახი კავსაძე: „მე ჩემს გრძნობებს ბელასამდი იმით ვწონიდი, რომ მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო. მიფიქრია: 2 თირკმელი მაქვს, 2 ფეხი, 2 ხელი, ორი თვალი, ოღონდ მორჩეს და ყველაფერს მივცემ-მეთქი. გული ხომ ერთი აქვს ადამიანს – იმასაც მივცემდი, მაგრამ ის ისეთი იყო, დამერწმუნეთ, არ მიიღებდა. ბელა თავად იყო ღირსეული. რომ ამბობენ, კახი კარგი ქმარი იყოო, სინამდვილეში ის იყო კარგი, არაჩვეულებრივი... 26 წელიწადი ვიყავით ერთად... ავად იყო, ვეღარ დადიოდა და... მაინც ვეჭვიანობდი. მე ვინც მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეს მანერვიულებს სწორედ...
საოცრად ტაქტიანი იყო, უღირს საქციელს რომ ჩავიდენდი, არავითარ შემთხვევაში არ მეტყოდა ცხელ გულზე, როცა საბოლოოდ დავმშვიდდებოდი, მაშინ იცოდა თქმა. მახსოვს, ერთხელ სტუმრად ვიყავი, ბევრი დავლიე და ვიღაცას დიდი აყალმაყალი ავუტეხე. შინ რომ დავბრუნდი, ბელას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, დუმდა, მე კი მინდოდა, ეთქვა: „როგორ არ გრცხვენია?“, რომ ვუპასუხო: „რისა უნდა მრცხვენოდეს!!!“ მაგრამ დუმს... დუმს მეორე დღესაც, მხოლოდ მესამე დღეს, როცა ყველაფერი დამავიწყდა, მაშინ მითხრა: „როგორ არ გრცხვენია, ასეთი დიდი, ყველასგან პატივცემული კაცი ხარ და ვიღაც კაცუნას ეციო“. ძალიან შემრცხვა. ბელამ იცოდა, როდის და რა ეთქვა... აბსოლუტური ჰარმონია გვქონდა, სულ ერთმანეთის პატივისცემაში ვიყავით. მე მიყვარს ხმამაღალი ლაპარაკი, ზოგჯერ ვილანძღები კიდეც, შეიძლება წყობიდან გამოვიდე და ვიღაცას დავუღრიალო, მაგრამ ბელასთან ხმისთვის არასოდეს ამიწევია... არც კონფლიქტები არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში, აწყვეტილი ღილისა და გაურეცხავი „კასტრულის“ გამო არა!..“
ტანჯვით სავსე 23 წელიწადს კახი მაინც ბედნიერ ხანად თვლის. არც თავად ბელა მიიჩნევდა თავს „საწყლად“, ეამაყებოდა ქმარი, შვილები...
მაგრამ აღსასრული ახლოვდებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბელა კახის ეტყვის, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, რომ კახიმ თავის გზა უნდა ნახოს, რომ მარტო არ დარჩეს... კახი იუმორით აისხლეტს გულისმომკვლელ სიტყვებს: „მე დაკავებული კაცი ვარ, შენ გამომიძებნე ვინმე“.
მოგვიანებით ბელა კვლავ შეახსენებს, რომ კახიმ ვინმე უნდა იპოვოს, რომ ის მხოლოდ დალოცავს იმ ქალს ზემოდან. კახი კატეგორიულად მოსთხოვს, აღარ გაიმეოროს მსგავსი რამ...
ბელა მირიანაშვილი გრძნობს, რომ აღსასრული ახლოა. არც ცდება...
1992 წელი. აგვისტოს მიწურული. კახი მოსკოვშია გადაღებებზე. 29 აგვისტოს უნდა დაბრუნდეს. 25 აგვისტოს ბელა პირველად ცხოვრებაში კახის დამარცვლით ეტყვის: „ჩა-მო-დი“. კახი დაუყოვნებლივ ჩამოფრინდება. 27 აგვისტოს ერთად იქნებიან მთელ დღეს. 28 აგვისტო გათენდება. ბელა კახის სთხოვს, წამოაჯინოს. მისი ბოლო სიტყვები იქნება: მე ახლა ვგრძნობ სუბსტანციას, დამანებე თავი, ნუ მაწუხებ, ხელს ნუ მიშლი ნეტარებაში“...
და მიიცვლება მშვიდად...
კახი იტყვის, რომ ის დონ კიხოტზე ბედნიერი იყო, დონ კიხოტმა დულსინეა შეთხზა, გამოიგონა, მას კი რეალურად 26 წელიწადი გვერდით ჰყავდა თავისი ოცნება – ბელა მირიანაშვილი. და იტყვის იმასაც, რომ ვერ გაძღა ამ ქალით, არ ეყო ის 26 წელიწადი...

eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum