Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Susana Vieira - სუზანა ვიეირა Vote_lcap75%Susana Vieira - სუზანა ვიეირა Vote_rcap 75% [ 41 ]
Susana Vieira - სუზანა ვიეირა Vote_lcap25%Susana Vieira - სუზანა ვიეირა Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Susana Vieira - სუზანა ვიეირა

3 posters

Go down

Susana Vieira - სუზანა ვიეირა Empty Susana Vieira - სუზანა ვიეირა

Post by eric von Sun Aug 24 2014, 23:30

სონია მარია ვიეირა გონსალვეში დაიბადა სან პაულოში 1942 წლის 23 აგვისტოს. მისი მშობლები დიპლომატები იყვნენ რომლებიც ბრაზილიის საელჩოში მსახურობდნენ ბუენოს აირესში, სწორედ ამიტომ ბავშვობიდან სონიაც, მისი დაც და ორი ძმაც მსოფლიოს გარშემო იზრდებონენ. ბუენოს აირესი, მონტევიდეო, ლონდონი, პარიზი და ა.შ. სწორედ ბუენოს აირესში ცხოვრების დროს სონიამ გამოიჩინა დიდი ინტერესი ბალეტის მიმართ და პროფესიონალი მოცეკვავე გახდა. 1960 წელს კი სან პაულოში ჩავიდა და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა სამშობლო მიწაზე. იმხანად ტევე-ტუპი უამრავ გასართობ გადაცემას ამზადებდა სადაც შუალედში შესვენების დროს მოცეკვავე გოგონები მაყურებელს ართობნდნე, სწორედ ერთ-ერთი ასეთი გოგონა გახდა სონია. 1961 წელს რეჟისორი რეჟის კარდოსუ მას ცოლობას თხოვს. სწორედ მისი მეშვეობით სუზანამ შეძლო სან პაულოს მუნიციპალურ თეატრში რამდენიმე მცირე როლის მოპოვება ხოლო ტელევიზიაში პირველი ეპიზოდური როლები შესთავაზეს! ამავე პერიოდს უკავშირდება მისი სახელის პირველად გაელვება ეკრანზე..... სონია მაშინ თვლიდა რომ მისი უმცროსი და სუზანა ყველაზე საყვარელი და ლამაზი გოგო იყო დედამიწის ზურგზე ამიტომაც როცა პირველი სერიალში "სამუდამო ღამეში" 1962 წელს გამოჩნდა, მოითხოვა რომ ეკრანზე სონიას მაგივრად სუზანა დაეწერათ! ასე დაიბადა ვარსკვლავი სუზანა ვიეირა.



1970 წლისთვის ის ბრაზილიურ იმდროინდელ შოუ ბიზნესში ფეხს იკიდებდა როგორც ახალგაზრდა დედა და ნიჭიერი მსახიობი, 15 ტელესერიალის და ათობით სპექტაკლის შემდეგ, გლობოს რეჟისორმა - კასიანო გაბუს მენდესმა ვიეირა გლობოს იმპერიაში მიიწვია.... 1971 წლიდან სუზანა მხოლოდ გლობოს სერიალებში ჩნდებოდა.....1972 წელს 18 საათიანი სამუშაო გრაფიკის გამო, რეჟისმა განქორწინებაზე შეიტანა და სუზანას 11 წლიანი ქორწინება დასასრულს მიუახლოვდა. 1975 წელს მან რამდენიმე საერთაშორისო და ნაციონალური ჯიდლო მოიპოვა სხვადასხვა სერიალებისთვის მაგრამ 1976 წელი ითვლება აღმავლობის დიდ სტარტად სუზანას კარიერაში. კასიანო გაბუს მენდესმა სწორედ სუზანას ყოფილ ქმართან - რეჟისთან ერთად დაწერა და გაამზადა ახალი სერიალი - "ცუდი ანგელოზი" (უკვე მოგვიანდებით იყო როცა საქართველოში ამ სერიალის 1997 წლის რიმეიკი გაუშვეს გლორია პირესის მონაწილეობით) "ცუდ ანგელოზში" სუზანას მთავარი გმირის - ნისის როლი ხვდა წილად, მისი პარტნიორი კი ჟოზე ვილკერი გახდა (რომელთანაც შემდეგ პარტნიორობა კიდევ ათამდე სერიალში მოუწია)



ცუდი ანგელოზი აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით:
1. ეს იყო უკანასკნელი შავ-თეთრი სერიალი რომელიც გლობოს ეთერში გავიდა, 1977 წლიდან ნოველები ფერს ღებულობენ
2. სუზანა ვიეირა ხდება პირველი ავსული პროტაგონისტი
3. ამ სერიალის გამო იცვლება გლობოს სერიალების წერის მთელი მეთოდი. 
მაყურებელი ხვდება რომ ნისი არის ჩვეულებრივი ამბიციური გოგო რომელიც ღარიბ ოჯახში იზრდება და მხოლოდ უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას ცდილობს თავისი თავისთვის, განათლების არ ქონის გამო ის ხვდება რომ გათხოვება მდიდარ მამაკაცზე იქნება ერთად-ერთი გამოსავალი. ბავშვის მომვლელად დაწყებული სამსახური მის ცხოვრების ტრაექტორიას ცვლის. უამრავი ინტრიგის და გეგმის შემდეგ ნისი როდრიგოს ცოლი ხდება! სერიალის პროტაგონისტი არის ბოროტმოქმედი - ეს მართლაც რომ უჩვეულო და ნოვატორული აზრი იყო 1976 წლისთვის რომელმაც გაამართლა....ნისი არნახული პოპულარობა არამარტო გლობოს რეიტინგებს ამაღლებს არამედ სუზანას ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავად ხდის. მას შემდეგ სუზანას მომდევნო 10 წლის მანძილზე მთავარი როლები არ მოკლებია. 1978 წელს ეკრანებზე გამოდის "მემკვიდრე" რომან "რებეკაზე" აგებული ნოველა სადაც სუზანა უჩვეულო და დაბნეული მარინა სტინის როლშია რუბენს დე ფალკას გვერდით



ამ სერიალს არნახული პოპულარობა ხვდება ლათინო ამერიკულ მარკეტზე და სუზანა პირველადცხოვრებაში თანხმდება მექსიკურ სერლში ითამაშოს - "პროფესია სენიორა" 1982 წელს გამოდის ეკრანზე და სუზანას ფანების სია სამმაგდება მთელს ლათინურ ამერიკაში! 1985 წელს სუზანა ბრაზილიაში ბრუნდება და ფლეიბოის ფურცლებზე მისი შიშველი ფოტოები ჩნდება, 43 წლის ვიეირა კიდევ ერთხელ ანგრევს სტერეოტიპებს და უმტკიცებს ბრაზილიელ აუდიტორიას რომ 40-ის შემდეგ ქალი უფრო სექსუალური და სასურველია ვიდრე მანამდე.
ამის შემდეგ სუზანას ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი მოვლენა მასიური მედიის და ხალხის განსახილველი თემა ხდება! ვიეირა ყველაზე პოპულარული მსახიობების რიგებში ეწერება და გლობოს ექსკლუზიური კონტრაქტორი ხდება (რაც იმას ნიშნავს რომ სერიალში თამაშობს თუ არ თამაშბს მისი ანაზღაურება უცლელია თვითად თვემდე) 
"ქვიშის ქალები" "ახალი მსხვერპლი" "სიყვარულის სახელით" "ოცნების კოშკები" "შეყვარებული ქალები" "შიკინია გონზაგა" "ტროპიკული სამოთხე" "ბედთან მებრძოლი" "ორმაგი სახე" არის მცირე ჩამონათვალი იმ სერიალებისა რომლებიც ვიეირას ტელე კარიერას აშუქებს.
65-ზე მეტი სერიალი, რამდენიმე ათეული სპექტაკლი და არა-ერთი ტელედადგმა, სუზანა ვიეირას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ ბრაზილიელ მსახიობად ხდის. თუმცა მის კარიერაში არცერთი კინოფილმი არ ყოფილა, ის მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიის ვარსკვლავია.



რაც შეხება მის პირად ცხოვრებას

სუზანას ვაჟი როდრიგო საკმაოდ წარმატებული მეწარმე გახდა, შეერთებულ შტატებში მიღებული განათლების შემდეგ მაიამი დარჩა და მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩაება - ის სონი მიუზიკის ერთ-ერთი მესვეური გახდა! ჰყავს ცოლი და ორი შვილი - ბრუნო და რაფაელი რომლებიც დღემდე გიჟდებიან როცა ბებიას ამდენ ყურადღებას აქცევენ ბრაზილიაში. როდრიგო და მისი ოჯახი ძალიან იშვიათად ჩადიან ბრაზილიაში როდრიგოს სამსახურის გამო, და ცდილობენ მედიის ყურადღება არ მიიქციონ სუზანას გამო! როდრიგოს თქმით სამსახურიდან გამომიდინარე ისედაც ყოველდღიურად შაკირას, გლორია ესტეფანის, ალიშა კიზის და ჯენიფერ ლოპესის ნახვა უწევს და ურჩევნია ოჯახური გარემო შედარებით უფრო მყუდრო ჰქონდეს. 

1986 წელს სუზანა მსახიობ კარსონ გარდეაზაბალის ცოლი გახდა, რომელსაც 2003 წელს დაცილდა! იმხანად მისი პერსონაჟი ლორენა "შეყვარებულ ქალებში" ახალგაზრდა ბიჭს უყვარდებოდა და მალე სუზანას გაუვბრცელდა ჭორები რომ ასაკის მიუხედავად უარს არ იტყოდა ახალგაზრდა შეყვარებულის ყოლაზე..... ასე 2006 წელს ის გახდა პოლიციელი მარსელო სილვას ცოლი რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი გახლდათ. თუმცა მარსელოსთან ქორწინებას მოჰყვა სკანდალების მთელი სია რომელიც სრულიად ბრაზილიის განსახილველი გახდა. 
როგორც გაირკვა ბატონ სილვას ჰყავდა საყვარელი, რომელიც მის მიტოვებას არ აპირებდა. სწორედ ამ ქალის დახმარებით მარსელომ გადაწყვიტა სუზანასთვის ვიდეო გადაეღო როცა მსახიობი შხაპს იღებს და შემდეგ გაეყიდა თუ სუზანა 500 ათას რეალს არ გადაიხდიდა! სკანდალმა კულმინაციას მიაღწია როცა 2008 წლის დეკემბერში მარსელო სილვა კოკაინის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაცვლილი იპოვეს.... ამ ფაქტმა სუზანას რეპუტაციაზე საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა.....თუმცა 2009 წელს ის კვლავ დაუბრუნდა სამბადრომს და სერიალებს.პრესამ კი მისი დაცვა დაიწყო რადგან ის სუზანა ვიეირაა.
მოგვიანებით მის ცხოივრებაში ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა - სანდრო პედროზა რომელმაც ვიეირას დეპრესიიდან გამოყვანა და მისი ოფიციალური შეყვარებულის სტატუსის მოპოვება შეძლო.




ვიეირა არ უარყოფს რომ წლების მანძილზე მიღებული აქვს ბოტოქსის ზომიერი დოზები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, მაგრამ პლასტიკური ქირურგიის ჩარევა ვიერიას შემთხვევაში შენიშნული არ არის! მისი სილამაზის რეცეპტია ჯანსაღი კვება და 8 საათიანი ძილი.... სუზანა ცხოვრობს რიო დე ჟანეიროს სახელგანთქმულ ბარა და ტიჟუკაში, ასევე აქვს სახლები სან პაულოსა და რამდენიმე საკურორტო ქალაქში! 









naxet 70 wlis bebo ra formashia
Susana Vieira - სუზანა ვიეირა 0a694c6eda7d



















Susana Vieira - სუზანა ვიეირა 911ce4c4698e















Susana Vieira - სუზანა ვიეირა F8a2d86e389c









Susana Vieira - სუზანა ვიეირა F3ca7a6d2981
eric von
eric von

საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31

Back to top Go down

Susana Vieira - სუზანა ვიეირა Empty Re: Susana Vieira - სუზანა ვიეირა

Post by Espinela-Fans Mon Aug 25 2014, 00:06

ar momwons
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Susana Vieira - სუზანა ვიეირა Empty Re: Susana Vieira - სუზანა ვიეირა

Post by Espinela-Fans Mon Aug 25 2014, 00:07

აუ რაღაცის დაწერა მინდოდა და გადავიფიქრე მაინც დავწერ
საქონელივით  მსუქანია Susana Vieira - სუზანა ვიეირა 769468828  Susana Vieira - სუზანა ვიეირა 769468828  Susana Vieira - სუზანა ვიეირა 769468828  Susana Vieira - სუზანა ვიეირა 3652177231  Susana Vieira - სუზანა ვიეირა 3652177231
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Susana Vieira - სუზანა ვიეირა Empty Re: Susana Vieira - სუზანა ვიეირა

Post by Bennu ♥ Mon Aug 25 2014, 00:33

amxela qali im shortebit ram gaagijaa?
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Susana Vieira - სუზანა ვიეირა Empty Re: Susana Vieira - სუზანა ვიეირა

Post by Espinela-Fans Mon Aug 25 2014, 00:38

Bennu ♥️ wrote:amxela qali im shortebit ram gaagijaa?
მაგ ფოტო რო ვნახე იმიტო დავწერე საქონელივით მსუქანიათქო გამეცინა Susana Vieira - სუზანა ვიეირა 3652177231
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Susana Vieira - სუზანა ვიეირა Empty Re: Susana Vieira - სუზანა ვიეირა

Post by Bennu ♥ Mon Aug 25 2014, 10:57

Espinela-Fans wrote:
Bennu ♥️ wrote:amxela qali im shortebit ram gaagijaa?
მაგ ფოტო რო ვნახე იმიტო დავწერე საქონელივით მსუქანიათქო გამეცინა Susana Vieira - სუზანა ვიეირა 3652177231

simsuqnis gamoar davcineb mara xo unda icode ra chaicvaa
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Susana Vieira - სუზანა ვიეირა Empty Re: Susana Vieira - სუზანა ვიეირა

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum