რომელ სერიალს მოჰყავს მაყურებელი
4 posters
Page 1 of 1
რომელ სერიალს მოჰყავს მაყურებელი
წარმოგიდგენთ 2014 წლის ივნისის თვეში ყველაზე რეიტინგული ტელე-სერიალების ათეულს, სამიზნე აუდიტორიისათვის 18+.
ანალიზისათვის შეირჩაპრაიმ-ტაიმში,ანუ დღე-ღამის ყველაზე აქტიურ და დატვირთულ სატელევიზო დროს, საღამოს 6 საათიდან 12 საათამდე, ქართულ ტელეარხებზე გასული სერიალების ტოპ ათეული, რომელშიც მოხვდნენ იმედზე, მაესტროზე და რუსთავი 2-ზე გასული სერიალები.
ერთმანეთს შევადარეთ, თითოეული ტელესერიალის დაწყებამდე 15 წუთით ადრე არხის რეიტინგი და სერიალის დაწყების შემდეგ ტელე-აუდიტორიის მოცულობა. აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, სერიალის დაწყებისას არხის მაყურებელთა რაოდენობა იზრდება. 10 სერიალიდან, 8 მათგანი იზიდავს საშუალოდ 1,9% აუდიტორიას, თუმცა თითოეული მათგანისთვის შედეგი ვარირებს და მიღებული მონაცემები ასე გამოიყურება:
როგორც გრაფიკიდან ჩანს, მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობის მოზიდვას ახერხებს სერიალი „შავი ვარდი“, რომელიც „იმედის“ ეთერით გადაიცემა. სერიალის დაწყებისას არხის მაყურებელთა რაოდენობა წინა 15 წუთთან შედარებით 3,38 % - ით იზრდება. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა სერიალი „ქალბატონი დილა“, „რუსთავი 2“-ზე - 2,72%-იანი ზრდით; ხოლო რიგით მესამეა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ ტრანსლირებული სერიალი „დიდებული საუკუნე“ – 1,94%-ით გაზრდილი ტელე-აუდიტორია.
სერიალი “სტამბოლოს ცა“ მცირედით ნაკლებ აუდიტორიას იზიდავს წინა 15 წუთთან შედარებით, ხოლო სერიალი „სკანდალი“, არათუ ვერ ახერხებს აუდიტორიის მოზიდვას, არამედ სერიალის დაწყებისას არხის მაყურებელთა რაოდენობა 4,8%-ით მცირდება.
ყველაზე რეიტინგული სერიალი, როგორც აღმოჩნდა არის „ჩემი ცოლის დაქალები“, „რუსთავი 2“-ზე. სერიალის დაწყებისას არხის მაყურებელთა რაოდენობა 1,81%-ით იმატებს.
სერიალები სატელევიზიო ეთერის მნიშვნელოვან დროს იკავებენ და სარეკლამო განთავსებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ პროდუქტად ითვლებიან. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელიც მოაქვს არხებისათვის სერიალებს, ძალიან კარგად ჩანს თუ გავაანალიზებთ ზემოთხსენებული სერიალების ალფა ინდექსს, ანუ რამდენად რეიტინგულია (წარმატებულია) კონკრეტული სერიალი ამავე არხის საშუალო რეიტინგთან მიმართებაში პრაიმ-ტაიმში. ალფა ინდექსით გაკეთებულმა ანალიზმა გამოავლინა შემდეგი ტენდენცია:
რაც უფრო მეტია ალფა ინდექსის მნიშვნელობა 100-ზე, მით მეტად წარმატებულია კონკრეტული სერიალი არხის საერთო რეიტინგთან მიმართებაში.
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: რომელ სერიალს მოჰყავს მაყურებელი
bravo shavi vardi martlac rom sauketesoa
monica spear_fan- საყვარელი სერიალი : აკრძალული სიყვარული,ველური ყვავილი,20 წუთი
პოსტების რაოდენობა : 7314
დაბადების თარიღი : 30.07.98
ქულები : 7518
ასაკი : 26
Re: რომელ სერიალს მოჰყავს მაყურებელი
martlac sauketeso serialia,imedia am reitingebis mere rustavi stambolis cas amoagdebs praimtaimidan
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: რომელ სერიალს მოჰყავს მაყურებელი
eric von wrote:martlac sauketeso serialia,imedia am reitingebis mere rustavi stambolis cas amoagdebs praimtaimidan
romelzea stambulis ca?
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Re: რომელ სერიალს მოჰყავს მაყურებელი
titebis dro chanacvla rustavi2 ze
eric von- საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31
Re: რომელ სერიალს მოჰყავს მაყურებელი
Didebuli saukune mirchevnia am karaguls ,tumca karagulic momwons
Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Similar topics
» მარსელა სიტერიო ტელემუნდოსთვის ახალ სერიალს წერს?
» კარან სინქ გროვეს ცოლი მოჰყავს.
» რა სერიალს უყურებთ ??
» რა კრიტერიუმით აფასებთ სერიალს?
» სტარ ტვ ახალ სერიალს გვთავაზობს
» კარან სინქ გროვეს ცოლი მოჰყავს.
» რა სერიალს უყურებთ ??
» რა კრიტერიუმით აფასებთ სერიალს?
» სტარ ტვ ახალ სერიალს გვთავაზობს
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum