Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham Vote_lcap75%ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham Vote_rcap 75% [ 41 ]
ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham Vote_lcap25%ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham

Go down

ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham Empty ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham

Post by MaRiami Thu Jul 17 2014, 17:52

ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham 326ec3930e1b

დაბადების სახელი: ჯეისონ სტეტჰემი
დაიბადა: 12 სექტემბერი 1972
დაბადების ადგილი: ლონდონი,ინგლისი,დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1989 - დღემდე

ბიოგრაფია: ჯეისონ სტეტჰემი დაიბადა 1972 წელს 12 სექტემბერს ლონდონში ცნობილი მომღერალის და მოცეკვავის ოჯახში. ჯეისონს ბავშობიდანვე ჰქონდა არტისტული ნიჭი, მაგრამ ამის მიუხედავად მოზარდმა ჯეისონმა სპორტი ამოირჩია და მთელ ძელბს ტრამპლინიდან ნახტომებს ახარჯავდა. მან ამ სპორტის სახეობაში ისეთ შედეგებს მიაღწია, რომ ოლიმპიურ ნაკრებში იყო მიღებული და 1988 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ის წყალში ნახტომების ნაციონალური ასოციაციის წევრი იყო. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსერთმა სარეკლამო აგენტმა სტეტემი მოიწვია ევროპული საბითმო ფირმის სარეკლამო აქციაში სამონაწილეოდ. ასე სტეტემი ჯინსების რეკლამაში გამოჩნდა, საიდანაც დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. უნდა ავღნიშნოთ, რომ მოდელის კარიერას სტეტემი წარმატებულად ათავსებდა ქუჩაში სამუშაოსთან – სადაც ის ყიდიდა მოპარულ და ყალბ საქონელს. ცოტა ხანში ფირმის მფლობელი, რომლის საქონელსაც ჯეისონი რეკლამას უკეთებდა, გახდა გაი რიჩის სადებიუტო სურათი 'კარტი, ფული, ორი თოფის' მთავარი პროდიუსერი და შესთავაზე რეჟისორს სტეტემის კანდიდატურა ფილმში ერთერთი როლისთვის. რეჟისორი დაინტრიგებული იყო სტეტონის ბნელი წარსულით და აღფრთოვანებული მისი სამოდელო სამუშაოთი. მან ჯეისონი სინჯებზე მოიწვია, და ეტიუდის სახით შესთავაზა სტეტემს ქუჩის მოვაჭრე განესახიერებინა და დაერწმუნა ის ყალბი ოქროს სამკაულები ეყიდა მისგან. ჯეისონმა მოახერხა გაი რიჩისთვის ყალბი საქოელი მიეყიდა, და, როდესაც მან სცადა დაებრუნებინა იგი, სტეტემმა ისეთი გრაზიოზული მიუწვდომლობა გამოავლინა, რომ რიჩიმ მაშინათვე აიყვანა ის როლზე. მომდევნო კრიმინალურ კომედიაში 'Snatch' სტეტემმა თურქის როლი შეასრულა, რომელიც სცდილობდა არალეგალური ბოქსის სამყაროში შეეღწია. თავიდან ჯეისონის პერსონაჟი მეორეხარისხოვანი იყო ბრედ პიტის, რად სებეჯის და დენის ფარინის ანსამბლში, მაგრამ გადაღებების მსვლელობაში როლი უფრო დიდი გახდა, და ფილმის გამოსვლისთვის სტეტემმა სიუჟეტში მთავარი მთხრობელის როლი დაიკავა. 2000 წლის დასაწყისში სტეტემმა წინ დიდი ნაბიჭი გადადგა თავის კარიერაში – მას ამერიკულ კინოში ჰქონდა დებიუტი, სადაც შეასრულა ინგლისელი ნარკოტიკებით მოვაჭრეს როლი ფილმში 'Turn It Up', შემდეგ მთავარი როლი მიიღო ჯონ კარპენტერის სამეცნიერო ფანტასიკის ჟანრის თრილერში ' Ghosts of Mars'(2001), შეუერთდა ჯეტ ლის ფანტასტიკურ ლენტაში 'წინააღმდეგობა', და მიიღო მონაწილება სურათის 'იტალიური სამსახურის' გადაღებებში(2003). ფილმი, რომელმაც ჯეისონი ვარსკვლავად აქცია, ' The Transporter'. მსახიობის ჰონორარი მილიონ დოლარს უახლოვდებოდა, გაგრძელებამ კი, რომელიც სამი წლის შემდეგ გადაიღეს, უფრო დიდი წარმატება მოიპოვა, ვიდრე ოროგინალმა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham Empty Re: ჯეისონ სტეტჰემი / Jason Statham

Post by MaRiami Thu Jul 17 2014, 17:52

არ მომწონს
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum