Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი Vote_lcap75%ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი Vote_rcap 75% [ 41 ]
ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი Vote_lcap25%ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი

2 posters

Go down

ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი Empty ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 12:07

ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი 289208

ტოლგაჰან საიშმანი თურქეთში ცნობილი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. ის 1981 წლის 17 დეკემბერს სტამბულში დაიბადა. მისი მამა საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდანაა, ხოლო დედა ტრაპზონიდან გახლავთ. ბავშვობაში ტოლგაჰანი დიდ დროს უთმობდა მეცადინეობას. მომავალმა მსახიობმა სტამბულის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა, ოღონდ არჩეული პროფესიით არასოდეს უმუშავია. სწავლის პარალელურად სამოდელო ბიზნესში ჩაერთო, 2001 წელს კი მოდელების კონკურსში, "თურქეთის მომავალი მოდელები" გრან პრი მოიპოვა. იგი პირველი თურქი მოდელი მამაკაცი იყო, რომელიც პარიზის ჩვენებებში მონაწილეობდა.
ტოლგაჰან საიშმანით რეჟისორები მალე დაინტერესდნენ. მან უამრავი მიწვევა მიიღო და მალე თურქული სერიალების ვარსკვლავადაც იქცა. 2005 წელს უკვე წარმატებულმა მსახიობმა და მოდელმა კიდევ უფრო დიდი მწვერვალი დაიპყრო – პრესტიჟული კონკურსის "მანჰუნტ ინტერნეიშენალის" გამარჯვებული გახდა. ამის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს სამშობლოში და სერიალების ვარსკვლავი ტელეგადაცემების წამყვანადაც მიიწვიეს.
ტოლგაჰანს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ტელესერიალმა "მიწასა და ცას შუა". ამ სერიალმა მის პირად ცხოვრებაშიც არსებითი ცვლილებები შეიტანა – მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა თურქმა მსახიობმა და მოდელმა სერენაი სარიკაიამ. ტოლგაჰანი მას სერიალ "ტიტების დროში" (რომელიც ქართველმა მაყურებელმაც ნახა) პირველ და მეორე სეზონზე ხვდებოდა, მაგრამ 2012 წლის დასაწყისში შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ და საიშმანმა "მის თურქეთი 2007"–ის გამარჯვებულთან, "ტიტების დროში" თავის მეწყვილესთან, ტოპრაკის როლის შემსრულებელ სელენ საიდერთან გააბა რომანი. მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება და ერთად ცხოვრობენ. როგორც თურქული ინტერნეტ პორტალი იტყობინება, საიშმანმა საიდერი უკვე დანიშნა კიდეც და მათი ქორწილი დეკემბერში იგეგმება.
გასულ კვირას თურქეთში დასრულდა გამოკითხვა, რომლითაც 2013 წლის ყველაზე პოპულარული მსახიობი ქალი და მამაკაცი უნდა გამოევლინათ. ამ გამოკითხვაში სელენმა და ტოლგაჰანმა გაიმარჯვეს.
ცნობილი თურქი მსახიობი ამჯერად ფეხბურთითაა გატაცებული და ნაკლებად აინტერესებს მსახიობობა და მოდელობა. არაა გამორიცხული, ტოლგაჰან საიშმანმა საკუთარი ძალები ფეხბურთშიც მოსინჯოს.
ცოტა ხნის წინ მას ყოველთვიური ბრიტანული ჟურნალის, "მერი კლერის" ჟურნალისტი ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუდან საინტერესო ფრაგმენტებს.
– თქვენ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სერიალებისგან უნდა დაისვენოთ, ეს სიმართლეა?
– როგორც იცით, სერიალი "ტიტების დრო" მეოთხე სეზონს ასრულებს და ძალიან მალე ეკრანებზე საფინალო სერიას ვიხილავთ. სერიალის დასრულების შემდეგ ნამდვილად ვაპირებ, შესვენება ავიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამსახიობო კარიერას ვემშვიდობები. გატაცებული ვარ ფეხბურთით და არ გამოვრიცხავ, ძალები ფეხბურთშიც მოვსინჯო.
– რატომ დატოვა სერენაი სარიკაიამ (იეშიმის როლის შესრულებელი) "ტიტების დრო"?
– პირველი სეზონის დასრულების შემდეგ წასვლა მოინდომა, მაგრამ ასე უცებ მისი გმირის გამოთიშვა შეუძლებელი იყო, ამიტომ მეორე სეზონში მისი გმირი გარდაიცვალა.
– ამის მიზეზი თქვენი და სელენ საიდერის რომანი ხომ არ გახდა?
– არა მგონია, ეს შუაში იყოს.
– ამჟამად როგორი ურთიერთობა გაქვთ სერენაი სარიკაიასთან?
– ნორმალური. ჩვენ სამი წელი ვიყავით ერთად, ამჟამად კი მხოლოდ საქმე გვაკავშირებს.
– როგორ აღწერთ თქვენს ურთიერთობას სელენ საიდერთან?
– შეიძლება ითქვას, ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.
– სად გაიცანით სელენი?
– კასტინგზე გავიცანი. იმ დროს ორივეს ჩვენი პირადი ცხოვრება გვქონდა და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. ცოტა ხანში მე სერენაის დავშორდი, სელენი კი – თავის მეგობარ მამაკაცს. ერთმანეთი ჩვენდა უნებურად შეგვიყვარდა და 2012 წლის თებერვლიდან ერთად ვართ.
– სელენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელი სთხოვეთ, ეს სიმართლეა?
– დიახ. ცოლობა ვთხოვე და დამთანხმდა. შესაფერის დროს ველოდებით, რომ დავქორწინდეთ. ამ ეტაპზე ორივეს გვჭირდება მაღალანაზღაურებადი სამსახური. როცა შვილები გვეყოლება, სელენი, დედამისის მსგავსად, აღარ იმუშავებს, ამიტომ მას სჭირდება გარანტიები, რათა ქორწინების შემდეგ მისი მომავალი უზრუნველყოფილი იყოს.
– ხომ არ ეჭვიანობს მომავალი მეუღლე თქვენი და სერენაის სცენების ყურების დროს?
– მე და ჩემს მომავალ ცოლს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და მან ყველაფერი იცის ჩემს სამსახურზე. ასე რომ, რაც ხდება, ჩემთანაც შეიძლება მოხდეს და მასთანაც, რადგან ეს ჩვენი სამსახურია. სელენი ჩემსავით მსახიობი რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა ვერ გაეგო და ეეჭვიანა კიდეც.
– თქვენს რჩეულთან ერთად მიწვეული იყავით ერთ–ერთ სატელევიზიო გადაცემაში, სადაც ჟურნალისტმა გკითხათ, თუ როგორ ცხოვრობს თქვენნაირი კონსერვატული მამაკაცი შეყვარებულთან ერთად ერთ სახლში, რამაც ძალიან გაგაბრაზათ.
– დიახ, ძალიან გავბრაზდი, რადგან ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და, როგორც მე ვთვლი საჭიროდ, ყველაფერი ისე ხდება.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი Empty Re: ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი

Post by Espinela-Fans Tue Jun 24 2014, 12:40

vanessa pose wrote:

 ეს შუაში იყოს. 
boloshia ვისზე ქორწინდება თურქეთის წლის მსახიობი მამაკაცი, ტოლგაჰან საიშმანი 1320461191
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum