Katie Melua/ქეთი მელუა
3 posters
:: მსახიობები :: ქართველი ცნობილები
Page 1 of 1
მოგწონთ?
Katie Melua/ქეთი მელუა
ქეთევან „ქეთი“ მელუა (ინგლ. Ketevan "Katie" Melua) (დ. 16 სექტემბერი, 1984, ქუთაისი, საქართველო) — წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალი.
ადრეული წლები
ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში, საქართველოს რესპუბლიკა (ყოფილი საბჭოთა კავშირი). ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქ. ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ეკრანზე პირველი გამოჩენა
საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.
განათლება
მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას.
დისკოგრაფია
Call Off the Search (2003)
Piece by Piece (2005)
Pictures (2007)
The House (2010)
Secret Symphony (2012)
პირადი და ოჯახური ცხოვრება
ქეთიმელუა დაქორწინებულია მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე
პ.ს. მომწონს <3
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: Katie Melua/ქეთი მელუა
არ მომწოონს ეს ქალიიი ვერ ვიტაან
წინაზე იქს ფაქტორშიი რომ იყოო ნერვები დამაწყვიტა ყველანაირად მაღიზიანებს!
წინაზე იქს ფაქტორშიი რომ იყოო ნერვები დამაწყვიტა ყველანაირად მაღიზიანებს!
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: Katie Melua/ქეთი მელუა
ise ra momwons
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Similar topics
» Katie Barberi/კატი ბარბერი
» Katie Stevens/კეტი სტივენსი
» Keti Khatiashvili/ქეთი ხატიაშვილი
» ქეთი ხატიაშვილი თუ ლელა მებურიშვილი
» მარიამ კუბლაშილი თუ ქეთი ხატიაშილი
» Katie Stevens/კეტი სტივენსი
» Keti Khatiashvili/ქეთი ხატიაშვილი
» ქეთი ხატიაშვილი თუ ლელა მებურიშვილი
» მარიამ კუბლაშილი თუ ქეთი ხატიაშილი
:: მსახიობები :: ქართველი ცნობილები
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum