ვამპირები – მითი თუ რეალობა?
4 posters
Page 1 of 1
ვამპირები – მითი თუ რეალობა?
სისხლისმსმელი არსებების რწმენა, საზოგადოებაში უძველესი დროიდან არსებობს. ბოლო პერიოდი კი, შეიძლება ითქვას, „ვამპირული“ კულტის აღორძინების ხანაა – მოდაში შემოვიდა გოთური სტილის ტანისამოსი და მაკიაჟი, ვამპირებზე მრავალი წიგნი დაიწერა და ასევე, უამრავი ფილმი გადაიღეს.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ვამპირების არსებობას ამტკიცებენ. 1721 წელს, აღმოსავლეთ პრუსიაში გარდაიცვალა 62 წლის პიტერ ბლაგოევიჩი. როგორც მოსახლეობა ყვებოდა, ცოტა ხნის შემდეგ, გარდაცვლილი თავს ესხმოდა მეზობლებს, სვამდა მათ სისხლს, ბრეგოვიჩმა საკუთარი ვაჟიც კი მოკლა.
რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა სერბი არნოლდ პაოლე. სიცოცხლეში ირწმუნებოდა, რომ მინდორში სათიბზე გასულს, ვამპირი დაესხა თავს. არნოლდის შემდეგ, რამდენიმე მისი თანასოფლელიც გარდაიცვალა და გაჩნდა ჭორი, რომ პაოლე ვამპირი გახდა და ხალხზე ნადირობდა.
„ეპიდემია“ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. 1892 წელს, აშშ-ში, როდ-აილენდში, გარდაიცვალა 19 წლის მერსი ბრაუნი. შემდეგ, მისი ერთ-ერთი ნათესავი ტუბერკულიოზით დაავადდა. ჩათვალეს, რომ ამაში დამნაშავე მერსი იყო, მამამ გარდაცვლილი შვილის გული კოცონზე დაწვა…
ვამპირების დღესაც სჯერათ. 2002-2003 წლებში, აფრიკული ქვეყანა მალავი „ვამპირულმა ისტერიამ“ მოიცვა. ადგილობრივებმა რამდენიმე „ვამპირობაში“ ეჭვმიტანილის ჩაქოლვა სცადა. ერთ-ერთი გარდაიცვალა.
2004 წლის თებერვალში, გარდაცვლილი ტომ პეტრის ოჯახის წევრებმა, ეშინოდათ რა, რომ გარდაცვლილი ვამპირად არ გადაიქცესო, მისი გული დაწვეს, ფერფლი წყალში გაურიეს და მიღებული „კოქტეილი“ გაინაწილეს…
პირველი მცდელობა, მეცნიერულად განემარტა „ვამპირის“ ფენომენი, ეკუთვნის მკვლევარ მაიკლ რანფტს. 1725 წელს, გამოიცა მისი წიგნი De masticatione mortuorum in tumulis . სადაც იგი წერდა, რომ არ არსებობენ „მკვდრეთით აღმდგარი არსებები – ვამპირები“ და ეს ყველაფერი გარდაცვლილის ახლობლების ილუზიებია.
მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს დაავადება, სახელწოდებით „პორფირია“. იგი 100 ათასიდან ერთ ადამიანს აღენიშნება, თუმცა, ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს. პორფირიის დროს, ორგანიზმს არ შეუძლია გამოიმუშაოს სისხლის წითელი უჯრედები. შედეგად, სისხლში ჟანგბადისა და რკინის დეფიციტია, პიგმენტების გაცვლა ირღვევა, ულტრაიისფერი გამოსხივებისას, ჰემოგლობინი ეცემა – ამიტომაა, რომ ვამპირებს „ეშინიათ“ მზის.
პორფირიით დაავადებულებს კანი ყავისფერი უხდებათ, მზეზე კი წყლულები და ნაწიბურები უჩნდებათ. კბილის მინანქარიც იცვლის ფერს და უფრო მუქი ხდება. პორფირიკები არ ჭამენ ნიორს, რომელიც სულფონიკის მჟავას შეიცავს და მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადებას თან ახლავს ფსიქიკური აშლილობა.
არსებობს ვარაუდი, რომ ვლახეთის პრინცი ვლადი, მეტსახელად დრაკულა, დაავადებული იყო პორფირიით. იგი გახდა პროტოტიპი ბრემ სტოკერის რომანისა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ათასი წლის წინ, პორფირია გავრცელებული იყო იმ სოფლებში, სადაც ნათესავებს შორის ქორწინებები ჭარბობდა.
ასევე, არსებობს ფსიქიკური აშლილობა, სახელწოდებით – „რენფილდის სინდრომი“, რომლის თანახმადაც, დაავადებული ითხოვს ადამიანის ან ცხოველის სისხლის დალევას. ამ სენით იყვნენ დაავადებულნი სერიული მანიაკები: გერმანელი პიტერ კურტენი და ამერიკელი რიჩარდ ტრენტონ ჩეისი. ისინი კლავდნენ და სვამდნენ მსხვერპლის სისხლს.
ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ სახელწოდებას, როგორიცაა „ვამპირი“. მაგრამ რწმენა, უკვდავი არსებებისა, რომლებიც სიცოცხლეს სხვათა სისხლის დალევით იხანგრძლივებენ, რეალობას არ შეესაბამება.
თქვენი აზრით არსებობენ ვამპირები ან არსებობდნენ?

Mariko- საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27
Re: ვამპირები – მითი თუ რეალობა?
ეხლა ვამპირები რომ არსებობდეს რაღაც არამგონია მაგარმ ვერაფერს გამოვრიცხავთ შიძლება სადღაც იყვნენ რაღაც ზებუნებრივი არსებებეი ისე ბინდს რომ ვკითხულობიდ როგორ მინდოდა ვამპირი შეყვარებული :დდდდდდდდ
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Re: ვამპირები – მითი თუ რეალობა?
ნეტა მართლა არსებობდნენ.
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Re: ვამპირები – მითი თუ რეალობა?
მიუხედავად იმისა, რომ პირადად რომ შემხვედეს ალბათ იქვე მოვკვდები შიშისგან :დ
მინდა რომ არსებობდნენ და ძალიან მინდა მეც ვიყო ვამპირი 3:) :დდ

RonaldoFan- საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25
Re: ვამპირები – მითი თუ რეალობა?
xo mecc; DDDDDRonaldoFan wrote:მიუხედავად იმისა, რომ პირადად რომ შემხვედეს ალბათ იქვე მოვკვდები შიშისგან :დ
მინდა რომ არსებობდნენ და ძალიან მინდა მეც ვიყო ვამპირი 3:) :დდ
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum