Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_lcap75%Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_rcap 75% [ 41 ]
Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_lcap25%Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

5 posters

Page 13 of 67 Previous  1 ... 8 ... 12, 13, 14 ... 40 ... 67  Next

Go down

მოგწონთ სოფი?

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_lcap50%Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_rcap 50% 
[ 1 ]
Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_lcap50%Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_rcap 50% 
[ 1 ]
Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_lcap0%Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Vote_rcap 0% 
[ 0 ]
 
Total Votes : 2
 
 
Poll closed

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 09:53

რა მაგრაად იმრერა გუშინ გავგიჟდიიი
რა ლამაზი და სყავარელი იყოო

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 10382116_247616342113789_7864768974415761326_o
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 12:01

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 299204

გასული საუკუნის 90–იან წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცუდი რამ ხდებოდა, კარგი კი – ძალიან ცოტა, მომღერალი მაია ყარყარაშვილი დარბაზებს ავსებდა, მისი სიმღერები ჰიტები იყო. მერე სცენიდან გაუჩინარდა და ჟურნალისტებთან კონტაქტიც გაწყვიტა. ახლახან ფართო საზოგადოების წინაშე ისევ წარდგა, მაგრამ არა როგორც მომღერალი, არამედ როგორც ახალბედა მომღერლის დედა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, სოფი სააკაშვილი, პროექტ "იქს ფაქტორში" მონაწილეობს.

სოფი 19 წლისაა, ერთ–ერთ უნივერსიტეტში სწავლობს, თავის მომავალს ამერიკაში ხედავს, აპირებს, განათლების მისაღებად ნიუ იორკში წავიდეს. სიმღერის გარეშე თავისი ცხოვრების ერთი წუთიც არ ახსოვს. მათ სახლში ყოველთვის ჟღერდა მუსიკა, დედას ხმის ჩამწერ სტუდიებში დაჰყვებოდა და ოცნებობდა, რომ ერთ დღეს თავადაც სცენაზე დამდგარიყო. ქალბატონი მაია შვილის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ ერთ დღეს სოფის მთელი მსოფლიო გაიცნობს.

– ქალბატონო მაია, როდის შენიშნეთ, რომ თქვენს გოგონას მუსიკალური ნიჭი ჰქონდა?

მაია: სოფის დაბადებიდან ზარივით ხმა ჰქონდა, ტიროდა ლა ბგერით. სამშობიაროში ჩემს პალატაში რომ მოჰყავდათ, გოგოები მეუბნებოდნენ, შენი სირენა მოდისო. ალმა ატაში საერთაშორისო კონკურსზე რომ გავემგზავრე, სოფი ერთი თვის იყო და მისი დატოვება მომიწია. ამ კონკურსისთვის მეგრული "ჩელა" მოვამზადე და სახლში ამ ჩანაწერს რომ ვუსმენდი, სოფი მაშინვე ტირილს იწყებდა. ალბათ იცით, მეგრული "ჩელა" როგორი სევდიანი სიმღერაა. გამოვრთავდი თუ არა სიმღერას, მაშინვე ჩერდებოდა. ძალიან პატარა იყო, სიმღერას რომ ემოციებით აღიქვამდა. ცოტა რომ წამოიზარდა, სადაც დაჯდებოდა, ყველგან უკრავდა. "ემტივი"–ს კლიპები და სიმღერები უყვარდა, უცხოურ მუსიკაზე ეძინებოდა, ქართულზე კი ტიროდა. ერთი სიტყვით, ბავშვობიდან ძალიან მუსიკალური იყო.

– სოფი, დედას რომ სცენაზე ხედავდით, ალბათ ესეც გიმძაფრებდათ სიმღერის სურვილს.

სოფი: დედას რომ ვუყურებდი, მეც მიჩნდებოდა სურვილი, დიდ სცენაზე დავმდგარიყავი. ამ მხრივ, დედამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. როცა ახალ სიმღერას წერდა, ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. ხმის ჩამწერ სტუდიაში მივყვებოდი. კარგად მახსოვს დედის სასცენო სამოსი, მისი მოცეკვავეების ვერცხლისფერი კოსტიუმები...

– ქალბატონო მაია, წლების წინ ძალიან პოპულარული იყავით, მერე სცენიდან გაუჩინარდით. ეს ტაიმაუტი მტკივნეული არ იყო თქვენთვის?

მაია: მართალი რომ გითხრათ, ეს ტაიმაუტი ჩემთვის მტკივნეული არ იყო, რადგან მარტო მე არ დამემართა ასე. როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებ და ზენიტში ხარ, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. დღეს შეიძლება ცნობილი იყო, ხვალ კი იმდენად ცნობილი – აღარ. ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა ჩვეულებრივად უნდა მიიღოს.

სოფი: დედა პოპულარობის ზენიტში რომ იყო, მაშინ 4–5 წლის ვიყავი. როცა ტელევიზიით ვუყურებდი ან რადიოში ვუსმენდი, მიხაროდა, მაგრამ იმდენად პატარა ვიყავი, მისი წარმატება ვერ გავიაზრე, მისი გაჩერებაც ვერ აღვიქვი. პრინციპში, ჩემთვის არც გაჩერებულა, ის დღემდე აკეთებს თავის საქმეს.

მაია: ბედნიერი ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში ხალხის ჩემ მიმართ სიყვარული არ განელებულა. ყველანაირი ინტერვიუ ავკრძალე და იმას, რასაც ვაკეთებდი, არ ვაშუქებდი. ყველგან მეძახდნენ და კონცერტები ყოველთვის მქონდა.

– ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე რატომ თქვით უარი?

მაია: იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, არ იწერებოდა ის, რასაც ვამბობდი. ახლა რასაც ვიტყვი, ზუსტად რომ დაწერთ, ბედნიერი ვიქნები.

– ახლა ჟურნალისტებისკენ გული შვილის ხათრით ხომ არ მოიბრუნეთ?

მაია: კი, შვილის ხათრით. გამოჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ სოფის გამო... ალბათ ამის დროც მოვიდა.

– შვილის მომავალს როგორ ხედავთ?

მაია: სოფი 19 წლისაა და ყველა მეკითხება, აქამდე სად იყო, რატომ არ ეუბნებოდით, რომელიმე პროექტში მიეღო მონაწილეობაო. სოფიმ გაიარა გარდატეხის ასაკი, მუტაციის პერიოდი, ახლა ჩამოყალიბებულია და მისი იმედი მაქვს.

– გარდა სიმღერის სიყვარულისა, რითი ჰგავხართ დედა–შვილი ერთმანეთს? მსგავსებას პოულობთ საკუთარ თავსა და ქალიშვილს შორის?

მაია: სოფი სოფია, მე – მე ვარ, დიდ მსგავსებას ვერ ვპოულობ. იუმორით მგავს. რაც შეეხება სიმღერას, ვფიქრობ, მას უფრო მაღალი დიაპაზონი, ლამაზი ხმის ტემბრი აქვს. იმედი მაქვს, რომ სოფი მსოფლიოს დაიპყრობს.

– სოფი, რას ელოდებით "იქს ფაქტორისგან", რა იმედებით მიხვედით ამ კონკურსში?

სოფი: საქართველოში ისე არ ხდება, რომ პროდიუსერმა გიპოვოს და შენგან ვარსკვლავი შექმნას, ამიტომ რომელიმე შოუში უნდა მიმეღო მონაწილეობა. მსგავსი ფორმატის პროექტები არ მიყვარს, მაგრამ რატომღაც ამერიკიდან რომ ჩამოვედი, ძალიან მომინდა "იქს ფაქტორში" მონაწილეობა. ამერიკაში სამი თვით ვიყავი წასული და სწორედ იმ დროს გადიოდა ამერიკული "იქს ფაქტორი". იქ ვერ მოვახერხე მონაწილეობა. ამერიკიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, ტელევიზიით ამ პროექტის რეკლამას რომ მოვკარი თვალი და სახლში მაშინვე ვთქვი, რომ მონაწილეობის მიღება მინდოდა. დედას ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ერთ დღესაც რომ გავიღვიძე და კასტინგზე წასასვლელად მზადება დავიწყე, ძალიან გაუკვირდა.

თქვენ იკითხეთ, აქამდე რატომ არ ვჩანდი. როგორც დედამ თქვა, მუტაციის პერიოდი მქონდა, ვსწავლობდი. ერთ–ერთ უნივერსიტეტში საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობ. უნივერსიტეტში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. ლექციები ინგლისურ ენაზე მიტარდება. მომავალი წლიდან მინდა, ნიუ იორკში გადავიტანო საბუთები.

– ამერიკაში რა მიზნით იყავით წასული?

სოფი: ბებიაჩემი ამერიკის მოქალაქეა და მასთან ვიყავი ჩასული. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. მეთხუთმეტე ქვეყანა იყო ამერიკა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მინდა, სწავლა იქ გავაგრძელო და კარიერაც იქ ავაწყო.

– ქალბატონო მაია, საკონკურსო ცხოვრებისთვის, ნერვიულობისთვის შვილი არ დაგენანათ?

მაია: რაღაც ეტაპები ხომ უნდა გაიაროს? კონკურსი ერთგვარად გამოცდაა. ცხოვრებაში კი ბევრი გამოცდის და ბარიერის გადალახვა გიწევს. სოფის არასოდეს არაფერს ვუშლიდი, რადგან ყველა ეტაპი უნდა გაიაროს, რომ გამოცდილება მიიღოს. საკუთარი თავი უფრო მეცოდებოდა სანერვიულოდ. არავინ იცის, ჩემს გულში რა ტრიალებდა, როცა სოფი სცენაზე იდგა. ალბათ მეტყობოდა კიდეც, მისი გამოსვლის დროს როგორ ვნერვიულობდი, ემოციებს ვერ ვმალავდი.

– სოფი, დედისგან შენიშვნებს იღებთ?

სოფი: დედა ჩემ მიმართ საკმაოდ კრიტიკულია, არასდროს მეუბნება, მაგარი იყავი, ყოჩაღო. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია. მეტყვის ხოლმე, კარგია, მაგრამ იცოდე, შენზე მაგრებიც არსებობენო.

მაია: ნამდვილად ასეა, ვინ რა დროს როგორ გამოიჩენს თავს, არავინ იცის. ეს არის კონკურსი და ვინ რა ბრჭყალებს გამოაჩენს, ესეც არავინ იცის. ასეა ცხოვრებაშიც.

– სოფი, "იქს ფაქტორში" ხომ არ გამოაჩინეს ბრჭყალები?

სოფი: არა, არა, ასეთი რაღაცეები ჩვენთან არ ხდება.

– სოფი, როგორი იყო ემოცია, როცა ფილარმონიის დიდ სცენაზე პირველად დადექით?

სოფი: რასაკვირველია, ვინერვიულე, მაგრამ, როგორც კი სიმღერა დავიწყე, დაძაბულობაც მომეხსნა. დედის დამსახურებით, სცენასაც შეჩვეული ვიყავი და სიმღერასაც. ჩვენს სახლში ყოველთვის ისმის მუსიკა.

– რისი თქმა გსურთ ამ პროექტით?

სოფი: მინდა, ხალხმა გამიცნოს, დაინახოს, რა შემიძლია, შეაფასოს ჩემი სიმღერა, როგორ ვაკეთებ პერფორმანსს. ამ პროექტში ყველა იმიტომ მოდის, რომ გაიმარჯვოს, ამის სურვილი მეც მაქვს, მაგრამ იმიტომ ვმონაწილეობ, რომ პოპულარული გავხდე. სანამ ამერიკაში წავალ, მინდა, ჩემს ქვეყანაში სახელი დავტოვო.

– ქალბატონო მაია, თქვენი კოლეგები, ჟიურის წევრები სოფის რამდენად ობიექტურად აფასებენ?

მაია: ჩემი აზრით, მათ, როგორც მუსიკოსებმა, სოფის აბსოლუტურად სწორი შეფასებები მისცეს. თამთა გოდუაძეს ბავშვობიდან ვიცნობ, მანანა თოდაძის სტუდიაში მღეროდა, ფაქტობრივად ჩემ თვალწინ გაიზარდა. თუ რა მიღწევები აქვს საბერძნეთში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. სოფო ტოროშელიძეს მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობ. სტეფანე ჩემი მეგობარია, მაგრამ არც მან იცოდა, რომ სოფი ამ პროექტში მონაწილეობდა.

– ხომ არ ამბობენ, რადგან მაია ყარყარაშვილის შვილია, ამიტომ დატოვეს პროექტშიო?

მაია: ამას ვერავინ იტყვის, ხალხს ყურიც აქვს და თვალიც. ქართველ ხალხზე კარგი მსმენელი დედამიწის ზურგზე არ არის. თუ რამე არ მოეწონება, პირდაპირ იტყვის. არავის უთქვამს, სოფი იმიტომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში, რომ მაიას შვილიაო. სოფიმ იქ ისე იმღერა, ალბათ უნდა გადაეყვანათ.

– ქალბატონო მაია, რამდენი წლის იყავით, როცა დედა გახდით?

მაია: სოფი რომ მეყოლა, 23 წლის ვიყავი და ვთვლიდი, რომ საკმაოდ ჩამოყალიბებული გახლდით. თეატრალური ინსტიტუტი უკვე დამთავრებული მქონდა, როდესაც სოფის მამას გავყევი ცოლად. ქორწინებიდან ერთი წლისთავზე სოფი შეგვეძინა. ეს ერთი შვილი მყავს, მასზე ვზრუნავ მთელი ცხოვრება. სოფი ჩამოყალიბებული, დიდი ადამიანია, მას ისე არ ვექცევი, როგორც პატარას, უბრალოდ არის რაღაცეები, რაც არ მომწონს და რჩევა–დარიგებას ვაძლევ. სწავლის მხრივ, ძალიან მოწესრიგებულია, მაგრამ სახლში წესრიგი არ უყვარს. მე პედანტი ვარ, სოფი – არა.

სოფი: ყველაფერს ვუყვები, მისი აზრი ყოველთვის მაინტერესებს. დედაზე კარგი მეგობარი მართლაც არავინ არის.

– სოფი, მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

სოფი: ჩვეულებრივი, ერთმანეთს ხშირად ვნახულობთ. 4 წლის ვიყავი, როცა დედა და მამა ერთმანეთს გაშორდნენ. კვირაში ოთხ დღეს მამასთან ვატარებდი, ამიტომ უმამობა არ მიგრძვნია. დედას და მამას დღემდე კარგი კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან. 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ასეც უნდა იყოს. მამას ჰყავს ოჯახი, მყავს ნახევარძმა და მალე ნახევარდაც მეყოლება. დედამაც შექმნა ოჯახი და, იმედია, შვილს გააჩენს.

– ქალბატონო მაია, თქვენც გაქვთ სურვილი, მეორე შვილი გყავდეთ?

მაია: რა თქმა უნდა, თუ ღვთის ნება იქნება.

– სოფი, დარბაზიდან მამაც გგულშემატკივრობთ?

სოფი: მამამ არ იცოდა, ამ კონკურსში რომ ვმონაწილეობდი. ტელევიზიით რომ მნახა, შოკში ჩავარდა.

– რატომ არ უთხარით?

სოფი: არავისთვის არაფერი მითქვამს. იცოდა დედამ და ჩემმა სამმა მეგობარმა, რომლებიც საგულშემატკივროდ წამომყვნენ. პროექტი ისეთი რაღაცაა, რომ ვერ გადავსულიყავი, არ მინდოდა, 2000 კაცს გაეგო. მამაჩემსაც რატომღაც არ ვუთხარი. ჩემი გამოჩენით ძალიან გახარებულია, მითხრა, ყველანაირად გვერდში დაგიდგებიო.

– დედა–შვილი დუეტის ჩაწერას ხომ არ აპირებთ?

მაია: ერთ–ერთი სატელევიზიო პროექტისთვის ვწერთ დეუტს. კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე სოფის ნათლიაა და ვფიქრობთ, რომელიმე მისი სიმღერა შევასრულოთ.

– სოფი, თქვენს თაობაში მაია ყარყარაშვილი პოპულარული სახელი და გვარია?

სოფი: ჩემი თაობა მას არ იცნობს. თუ სიმღერა "თბილისოს" ჩართავ, მერე ახსენდებათ მისი ვინაობა.

მაია: პატარა ასაკის გოგო–ბიჭებს რომ დავუნახივარ, უთქვამთ, ჩვენ რომ პატარები ვიყავით, თქვენ მაშინაც ასე გამოიყურებოდით და დღესაც ასეთი ხართო.

სოფი: ერთად რომ მივდივართ, დებს უფრო ვგავართ, ვიდრე დედა–შვილს.

– წარმატებებს გისურვებთ.

სოფი: დიდი მადლობა!
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 12:48

ჩემი საყვარელი და ლამაზიი გოგოოო <33333

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 10348595_700358630000392_4957277575670059606_n
Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 10368399_700358676667054_3126085727860178857_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 12:49

უზომოდ საყვარლეიააა <333

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 10415585_700358533333735_5775255150765455246_n
Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 10426292_700358513333737_4885630168632605840_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 16:16

სოფი სააკაშვილმა კულისებში ტაილანდური ლაფშა შეახრამუნა

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 2014062416100710508251_538309209624941_836484576_n

სოფი სააკაშვილმა "X ფაქტორის" მეხუთე ლაივკონცერტზე თავისი ნომრის შემდეგ კულისებში ტაილანდური კერძი მოიმარჯვა და თავის გამოკვებას შეუდგა. როგორც PrimeTimeNews-თან საუბარში აღნიშნა, სცენაზე გამოსვლისას ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და შივდება.

სოფი სააკაშვილი: მომშივდა და გეახლებით ტაილანდურ ლაფშას. კვებაში პრეტენზიული არ ვარ. გურმანი გახლავართ. მიყვარს ზღვის პროდუქტები. მიყვარს სოიოში მომზადებული კრევეტები.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 16:16

Mariami wrote:
სოფი სააკაშვილმა კულისებში ტაილანდური ლაფშა შეახრამუნა

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 2014062416100710508251_538309209624941_836484576_n

სოფი სააკაშვილმა "X ფაქტორის" მეხუთე ლაივკონცერტზე თავისი ნომრის შემდეგ კულისებში ტაილანდური კერძი მოიმარჯვა და თავის გამოკვებას შეუდგა. როგორც PrimeTimeNews-თან საუბარში აღნიშნა, სცენაზე გამოსვლისას ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და შივდება.

სოფი სააკაშვილი: მომშივდა და გეახლებით ტაილანდურ ლაფშას. კვებაში პრეტენზიული არ ვარ. გურმანი გახლავართ. მიყვარს ზღვის პროდუქტები.  მიყვარს სოიოში მომზადებული კრევეტები.
ra sayvareli da sasacillo googoaaa  Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 1910297417 Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 1910297417 Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 1910297417


Last edited by Mariami on Fri Aug 01 2014, 14:40; edited 1 time in total
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 16:20

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 2014062414204910488836_538301319625730_1682767387_n

"X ფაქტორის" გუშინდელი ლაივკონცერტი სალომე ტეტიაშვილმა დატოვა. მასთან ერთად აუტსაიდერებში მებო ნუცუბიძე იდგა. მენტორებიდან სამმა წევრმა ხმა მებოს მისცა, სტეფანემ კი თავისი გუნდის წევრს. სალომეს მენტორებმა სიმღერა დაუწუნეს და უთხრეს, რომ სტეფანემ ცუდად შეურჩია სიმღერა და მასში კონკურსანტი თავს თავდაჯერებულად არ გრძნობდა. სალომეს დედამ, ქალბატონმა თამარმა აღელვების ფონზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. PrimeTimeNews-თან სალომე პირველ კომენტარს აკეთებს.

სალომე ტეტიაშვილი: რომ გითხრათ, გული არ დამწყდა-მეთქი, მოგატყუებთ. კმაყოფილი ვარ ჩემი საერთო შედეგით. სრულიად გამოუცდელი ადამიანისთვის კიდევ ბევრს მივაღწიე. არასდროს არ მიმუშავია პედაგოგებთან, ასეთ პროექტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. ყველაფერი ჩემით და ჩემი მენტორის დახმარებით გავაკეთე. ვერც ვიფიქრებდი, რომ აქამდე მოვიდოდი. ბევრად დახვეწილი და მაგარი მომღერლები არიან პროექტში. უბრალოდ, მინდოდა დიდი ხანი მემღერა ხალხისთვის. მაგრამ ყველაფერი არ მთავრდება. ახლა ვიწყებ ცხოვრებას.

- მენტორებზე ნაწყენი ხომ არ ხარ?

- სავსებით სამართლიანები იყვნენ მენტორები. სავსებით სამართლიანად დავტოვე პროექტი. მე უნდა წავსულიყავი სახლში და არა მებო.

- სიმღერა დაგიწუნეს. მართლა არ იყავი თავდაჯერებული?

- ჩემი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინე. ყველაფერმა ერთად იმოქმედა, ის, რომ პირველი ვიყავი, ის, რომ ვნერვიულობდი...

- ივლი საგულშემატკივროდ?

- ვივლი, ჩემი ფავორიტიც მყავს, მაგრამ ვერ დავასახელებ.

- ეს არ არის თანაგუნდელი სოფი სააკაშვილი?

- სოფი ყველაზე მაგარია. სტეფანეს ვეთანხმები თავის კომენტარში. პროექტშიც ვინც ვართ, სოფისნაირად არავინ მღერის.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 16:20

- ეს არ არის თანაგუნდელი სოფი სააკაშვილი?

- სოფი ყველაზე მაგარია. სტეფანეს ვეთანხმები თავის კომენტარში. პროექტშიც ვინც ვართ, სოფისნაირად არავინ მღერის.
ზუსტაად! აი სალომეც კი ხვდება რომ სოფი ყველაზე მაგარია მიუხედავად იმისა რომ იგი სხვას გულშემატკივრობს
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 16:42

დაიდოოო სოფის ვიდეეოო ძლიიივს მაღირსეეეესს

http://www.myvideo.ge/?video_id=2362965
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 17:22

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 17:23

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 17:24

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 17:25

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 17:26

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 17:27

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1 - Page 13 Empty Re: Sofi Saakashvili/სოფი სააკაშვილი #1

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 13 of 67 Previous  1 ... 8 ... 12, 13, 14 ... 40 ... 67  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum