Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას Vote_lcap75%ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას Vote_rcap 75% [ 41 ]
ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას Vote_lcap25%ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას

Go down

ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას Empty ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას

Post by Mariko Thu Apr 24 2014, 19:23

ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას C74fcd5b7fdf
კაცობრიობა ცდილობს იშვიათი მიწა ელემენტების ელექტრონიკაში გამოყენებას. მაგალითად, ნეოდიუმს იყენებენ: მიკროსქემებში, კომპიუტერის მყარ დისკებში, LCD ეკრანებში, პროცესორების დასამზადებლად და სხვ. ეს მასალები უნიკალურია გარკვეული თვისებებით: მაგალითად, ზოგს შეიძლება კარგი კუთრი ელექტრული გამტარობა გააჩნდეს, რისთვისაც მიკროკონტაქტებისთვის გამოდგება ან პირიქით დიდი წინაღობა ჰქონდეს, დიდ სიმძლავრეებს რომ გაუძლოს. ერთერთი საუკეთესო მინერალი მიკროსქემებისთვის არის ჩვეულებრივი კვარცის ქვიშა რაც უდაბნოში და ზღვაზე გვხვდება. მაგისგან ამზადებენ ე.წ. გასაღებ უნიპოლარულ ტრანზიზტორებისგან შედგენილ სქემას(კომპიუტერის მიკროპროცესორები სულ ასეთ ტრანზისტორებისგან შედგება), რისი დანიშნულებაც არის: ჩართვა-გამორთვის კომბინაცია რაც ციფრულ სისტემებში (e.g. კომპიუტერებში) 1 და 0 პოზიციებს უწოდებენ… გარდა ამისა, ელექტრონიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტებია იშვიათ მიწათა მეტალები. ამ მინერალთა მარაგი ერთ დღეს შეიძლება ამოიწუროს. ეს ნივთიერებები ზღვაში გვხვდება . სწორედ ინჟინრებისთვის, მიკროსქემების მასალათა საბადოს ღრმა ზღვის ფსკერი წარმოადგენს… ეს პოსტი სწორედ ამ საბადოს ეხება.
იტრიუმი, პრაზეროდიუმი, დისპორსიუმი… არის ზოგიერთი ელემენტები, ერთობლიობაში იშვიათ მიწა ელემენტების სახელით ცნობილი. უცნაურის ბლოგის მკთხველებმა მათ შესახებ შეიძლება არაფერი არ იცით და ვერც მათ დასახელებებს გამოთქვამთ კარგად, მაგრამ ესენი თქვენ ირგვლივ სულ გხვდებათ. თუ არ გჯერათ აიღეთ თქვენი ანდროიდის სმარტფონი (ზოგი ეპპლს იყენებს ჩვენი პოსტისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს :)).
ისინი უმეტეს ელექრონულ ტექნიკის საშენ მასალად გამოიყენება. ეს იქნება: სქემები თუ სპიკერები. მილიონობით სმარტფონი, უთვალავი ელექტრნონიკა ყოველწლიურად იშვიათ მიწათა ელემენტების გამოყენების ხარჯზე იქმნება, რაც ერთ დღეს შეიძლება ამოიწუროს. მიუხედავად ამისა, კვლევები აჩვენებს, ხელუხლებელი იშვიათ მიწათა ელემენტთა წყარო შეიძლება ზღვის ქვეშ იყოს მოთავსებული.
ზღვის სიღრმეში იშვიათ მიწათა ელემენტების რკინის და მაგნიუმის კონგლომერატთა წყაროების დიდი პოტენციალია, რომლითაც ოკეანის ფსკერი სულ გარემოცულია. ამ კონგლომერატებს ფერომაგნიტური ქანები ეწოდება დროთა განმავლობაში, რკინის და მაგნიუმის ხსნარების ზღვის წყალში დალექვისგან ფსკერზე გამოზრდილი. გამოლექვის ერთერთი მიზეძია ზღვის დიდი სიღრმის გამო უზარმაზარი წნევა. სხვა ნივთიერებები წყალში იხსნება, ნალექებად იკრიბება, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით ვიდრე მაგნიუმი და რკინა. ისინი მოიცავს: კობალტს, ნიკელს და სხვა ზოგიერთ იშვიათ მიწათა მეტალებს.გერმანიაში გეოქიმიკოსებმა, ამ ფერომაგნიტურ ქანებისგან იშვიათ მიწათა ელემენტების ეფექტური გამოყოფის მეთოდი შეიმუშავეს გამხსნელ დეფეროქსიმინ-B ნივთიერების გამოყენებით, რომლის კომერციული სახელწოდებაა Desferal, რკინით ინტოკსიკაციის ჰემატოქრომატოზის სამკურნალო წამალი. Desferal-ის ფორმულა, ყოველი შემთხვევისთვის მოცემულია ქვემოთ სურათზე:
ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას C1c6b4e632cd
Desferal ფერომაგნიტურ ქანებიდან ზოიერთ მეტალს გაცილებით ძლიერად კრავს ვიდრე დანარჩენს და ეფექტურად და შედეგიანად იშვიათ მიწათა მეტალებს გამოაძევებს, სხვა მეტალებს ქანებშივე ტოვებს. ამ მადნის გამოძევების მეთოდით, მკვლევართა ჯგუფმა ქანებისგან 80 პროცენტზე მეტი ოთხი სახეობის იშვიათ მიწათა მეტალის მიღება შეძლეს. მიღებული შედეგები გამოყენებით გეოქიმიის სტატიაში გამოაქვეყნეს.
ახალი ამბების სახით ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.
ყოველწლიურად 130000 ტონა იშვიათ მიწა მეტალები მოიპოვება. იმის 95 პროცენტი მხოლოდ ერთ ქვეყანაში – ჩინეთში მოიპოვება , ალტერნატიული მაღალ-ტექნოლოგიურ მეტალთა წყაროს ღირებულება ნათელია. როდესაც მოთხოვნა გაიზრდება ეს ღრმა ზღვის ქვები შეიძლება გახდეს კომპონენტები: მომავალი მზის პანელებისთვის, ქარის ტურბინებისთვის და რაღა თქმა უნდა სმარტფონებისთვის .
წყარო http://ucnauri.com/
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum