Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ტოტენჰემ ჰოტსპური Vote_lcap75%ტოტენჰემ ჰოტსპური Vote_rcap 75% [ 41 ]
ტოტენჰემ ჰოტსპური Vote_lcap25%ტოტენჰემ ჰოტსპური Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ტოტენჰემ ჰოტსპური

2 posters

Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:51

ტოტენჰემ ჰოტსპური (ინგლ. Tottenham Hotspur Football Club) — ინგლისის საფეხბურთო კლუბი.

ისტორია
დაარსდა ლონდონში 1882 წელს (როგორც_Hotspur F.C.) მოედანი: White Hart Lane (ტევადობა: 36,310) ზედმეტსახელი: Spurs (დეზები) Lilywhites.

ტოტენჰემი არის პირველი ბრიტანული გუნდი ვინც ევრო ტურნირი მოიგო, ეს მოხდა 1963 წელს, როდესაც ტოტენჰემმა, თასები თასის ფინალში დაამრცხა მადრიდის ატლეტიკო, ანგარიშით 5-1, ლეგენდარული ბილ ნიკოლსონის თაოსნობით, ტოტენჰემის ფეხბურთელი (1938-1955) და შემდეგ უკვე მწვრთნელი (1958-1974), მას მოყვა შემდეგ, 1972 წლის წარმატება, უეფას თასის ნახევარფინალში, იტალიური მილანის გამოთიშვის შემდგომ, ტოტენჰემი ფინალში ადგილობრივ ვულვერჰემპტონს დაუპირისპირდა და ვულვზის მოედანზევე გაიფორმა გამარჯვება, მარტინ ჩივერსის დუბლით, ტოტენჰემმა უეფას თასისი მოგება კეიტ ბურკინშოუს ხელშიც შეძლო 1984 წელს...

ტოტენჰემში ყველა დროის, ყველაზე დიდი ფეხბურთელი არის ჯიმი გრივსი (Jimmy Greaves). იგი ტოტენჰემამდე ჩელსისა და მილანში თამაშობდა, ხოლო 1961-1970 წლამდე ტოტენჰემის რიგებში ირიცხებოდა, მან ამ გუნდში 321 მატჩში, 267 გოლი გაიტანა. ტოტენჰემს გრივსის ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა, მარტინ ჩივერსის სახით, რომელმაც 280 შეხვედრაში, 120 გოლი გაიტანა, ამ გუნდში გამოდიოდნენ ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდები: გარი ლინეკერი, პოლ გასქოინი, კრის უოდლი, ტედი შერინგემი და ა.შ...
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:52

სამოციანებამდე (1882–1960)
თავდაპირველად "ტოტენჰემი" მუქი-ლურჯი ფორმით თამაშობდა. შემდეგ კლუბის ფორმის ფერები ხშირად იცვლებოდა - იყო ღია ლურჯი მაისურით და თეთრი შორტები, წითელი მაისური და ლურჯი შორტები, ასევე სხვადასხვა დროს დომინირებდა ყავისფერი, ყვითელი ფერები, საბოლოოდ კი 1899-1900 ჩამოყალიბდნენ და აირჩიეს თეთრი მაისურები და მუქი-ლურჯი შორტები, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის "პრესტონის" გავლენით.

1888 წელს "ტოტენჰემმა" თავისი საშინაო არენა "ტოტენჰემ მერშიდან" (Tottenham Marshe) "ნორთუმბერლენდ პარკში" (Northumberland Park) გადაიტანა, რამაც საშუალება მისცა მაყურებელთა რაოდენობის გაზრდისა. 1892 წელს კლუბმა გადაწყვიტა შეერთებოდა სამხრეთ ლიგას (Sounthern League), რომელიც "როიალ არსენალის"( ამჟამინდელი "არსენალი") ინიციატივით იყო შექმნილი, თუმცა "ჩაიჭრნენ", ის იყო ერთადერთი კლუბი 23იდან რომელსაც არც ერთი ხმა არ მიუღია, ამრიგად "ტოტენჰემს" 1895 წლამდე მოუწია დაცდა. სამხრეთ ლიგაში კლუბის გაერთიანებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მაყურებლების მხრიდან, რათ მათი დასწრებაზე აისახა - იმ დროს გუნდის თამაშებს სარეკორდოდ მაღალი 15 000 ამდე მაყურებელი ესწრებოდა. 1898 წელს კლუბის პირველი თავმჯდომარე გახდა ჩარლზ რობერტსი(Charles Roberts ) და ეს პოსტი შეინარჩუნა 1946 წლამდე.

1899 წელს კლუბმა საბოლოოდ იპოვა საშინაო მატჩების გასამართი ადგილი. ეს იყო ყოფილი მარკეტის ტერიტორია ჰაი როუდის ქუჩის მახლობლად. იმ დროისთვის ინგლისს ერთიანი საფეხბურთო ასოციაცია არ ჰქონდა და დაყოფილი იყო რამდენიმე ასოციაციად (ჩრდილოეთის, სამხრეთის...) ჩრდილოეთში მომხდარი კონფლიკტის გამო საფეხბურთო კლუბ "ევერტონის" ჯონ კამერონი (John Cameron) და ჯონ ბელი (John Bell) "ტოტენჰემს" შეუერთდნენ. მათი წყალობით კლუბმა პირველი ტიტული - სამხრეთის ლიგა მოიგო და გახდა პირველი გუნდი საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბებიდან , რომელმაც ნონ-ლიგიდან მოიგო აღნიშნული თასი. ის აღმართა ტოტენჰემის კაპიტანმა ჯეკ ჯოუნსმა (Jack Jones). ის მორთული იყო ფერადი ლენტებით, ამის ინიციატორი იყო მორტონ კადმანის (Morton Cadman) მეუღლე. ამით ჩაეყარა მნიშვნელოვანი ინგლისური თასების ლენტებით მორთვას და ეს დღემდე გრძელდება.

"ტოტენჰემმა" 1908-1909 წლებში შეძლო და თავი დააღწია საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონიდან(დღევანდელი ჩემპიონლიგა) და შეიქნა პირველი დივიზიონის მონაწილე(დღევანდელი პრემიერლიგა). 1914-1915 წლისთვის, როდესაც საფეხბურთო ლიგა დროებით გაუქმდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, კლუბი იმყოფებოდა ლიგის აუტსაიდერთა შორის.

1919 წელს როდესაც ფეხბურთის მატჩების ჩატარება განახლდა პირველი დივიზიონის გუნდების რაოდენობა გაიზარდა 20-დან 22ამდე. საფეხბურთო ლიგამ გამოიყო ორი დამატებითი ადგილი, ერთი "ჩელსისთვის", რომელიც 1914-15 წლებში მე19 ადგილზე გავიდა და ფეხბურთის არ შეწყვეტის შემთხვევაში პირველი დივიზიონიდან მე20 ადგილოსან "ტოტენჰემთან" ერთად გავარდებოდა, მეორე კი არსენალისთვის, რომელმაც იმავე წელს მეორე დივიზიონში მხოლოდ და მხოლოდ მე6 ადგილი დაიკავა. ამრიგად ტოტენჰემი გავარდა მეორე ლიგაში, თუმცა იმავე წელს მოიპოვა ჩემპიონობა და 1920 წლისთვის კვლავ დაუბრუნდა პირველ დივიზიონს. მომდევნო წელს "სპურზმა"(1921) მეორეჯერ დაისაკუთრა FA თასი დაამარხა რა ფინალში "ვულვზი" "სტემფორდ ბრიჯზე".

1992 წლის შემდეგ, როდესაც კლუბი "ლივერპულის" კვალად მეორე ადგილზე გავიდა, "ტოტენჰემს" დაეწყო დაღმასვლა. ამ დაღმასვლამ პიკს მიაღწია 1928 წელს, როდესაც გუნდი ლიგიდან გავარდა. 1935-1938 წლებში კლუბი ზედიზედ სამჯერ გავიდა FA თასის მეოთხედფინალში, თუმცა ეს ეტაპი მისთვის სამივეჯერ გადაულახავი აღმოჩნდა. 1939 წლისთვის(მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში) "სპურზი" იყო მეეექვსე ადგილზე მეორე დივიზიონში, საფეხბურთო ლიგა კი ომის გამო დროებით კვლავ გაუქმდა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა, უკვე ათასობით გულშემატკივარი ესრებოდა საყვარელი გუნდის უმნიშნველო მატჩებსაც კი. 1949 წელს კლუბის მწვრთნელად დანიშნეს არტურ როუ (Arthur Rowe). მის სახელს უკავშირდება ახალი ტაქტიკური სქემის გამოგონება და განვითარება, რომელიც ცნობილია სახელით "უპასე და გაიქეცე" (ფართოდ გამოიყენება ტერმინით "კედლის გათამაშება "). ასე რომ "ტოტენჰემი" იყო პირველი გუნდი რომელმაც ეს ტაქტიკა დანერგა ფეხბურთში. ზემოთნახსენები ნახსენები მწვრთნელის წყალობით "სპურზი" 1949-50 წლებში გახდა მეორე ლიგის ჩემპიონი, ხოლო მომდევნო წელს ინგლისის ჩემპიონის(პირველი ლიგის მოგება) ტიტულიც დაისაკუთრა. ამ დროს გუნდში ირიცხებოდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები როგორიცაა ალფ რემზი (Alf Ramsey), რონი ბარგისი (Ronnie Burgess), ტედ დიჩბერნი (Ted Ditchburn), ლენ დუქემინი (Len Duquemin), სონი ვოლტერსი (Sonny Walters) და ბილ ნიკოლსონი (Bill Nicholson).

მომდევნო წელს კლუბმა შედეგის გამეორება ვერ შეძლო. მათ ჩემპიონატი მეორე ადგილით დაასრულეს, ხოლო ჩემპიონი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედი". 1952-1953 წლებში კი "ტოტენჰემმა" მდგომარეობა უფრო გაიუარესა მხოლოდ მე10 ადგილს დასჯერდა. კლუბის საფირმო "კედელი" კი გაქრა. 1954 წელი არსანიშნავია იმით, რომ "ტოტენჰემ ჰოტსპურმა" გადაიბირა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დენი ბლანჩფლაუერი(Danny Blanchflower) იმ დროისთვის სარეკორდო თანხად - 30,000 ფუნტად. ამავე წელს "სპურზი" დაემშვიდობა FA თასს ალფ რემზის ბლექპულისთვის "ნაჩუქარი" გოლის წყალობით.

1955 წელს გუნდის მწვრთნელი არტურ როუ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი იყო "ტოტენჰემის" არადამაჯერებელი თამაში, ნაჩვენები შედეგი(ის წელი კლუბმა ცხრილის შუაში დაასრულა). ასევე როუს ჯანმრთელებოის გაუარესება. როუს პოსტი ჯიმი ანდერსონმა გადაიბარა. 1955-1956 წლები "დეზებისთვის" კატასტროფული იყო. კლუბმა ჩემპიონატი დაასრულა მე18 ადგილზე და 2 ქულით გადარჩა 1 ლიგიდან გავარდნას. მიუხედავად ნაჩვენები შედეგისა ჯიმი ანდერსონმა თანამდებობა შეინარჩუნა, რაც როგორც შემდგომში გაირკვა სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, ვინაიდან კლუბმა მომდევნო წელს (1956–57 ) მეორე ადგილი დაიკავა - 8 წულით ჩამორჩა იმ დორისთვის ახალგაზრდულ, მაგრამ მრისხანე "მანჩესტერ იუნაიტედს". ასევე ავადმყოფობის გამო ჯიმი ანდერსონსაც მოუწია გადადგომა, კლუბი კი ჩაიბარა აწ უკვე ლეგენდარულმა ბილი ნიკოლსონმა(Bill Nicholson), მის სადებიუტო სეზონში გუნდის ნაჩვენები შედეგი მე18 ადგილი ვერანაირ იმედს აძლევდა "ტოტენჰემის" გულშემატკივარს გუნდის ხელახალი გაბრწყინებისა, თუმცა ნიკოლსონმა შექმნა ახალი ერა გუნდის ისტორიაში "60იანები" და "70იანები".
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:52

ნიკოლსონის წლები (1958-1972)
ბილ ნიკოლსონი "ტოტენჰემში" ჩაირიცხა 1936 წელს. 68 წლის განმავლობაში (გარდაიცვალა 2004 წელს) ის ყოველთვის კლუბთან იყო იშვიათი გამონაკლისების გარდა (ფებურთელად, მწვრთნელად, ასისტენდად....). მისი სამწვრთნელო კარიერის სადებიუტო მატჩში 1958 წლის 11 ოქტომბერს, "სპურზმა" დაამარცხა ევერტონი ანგარიშით 10-4. ეს იყო იმ დროისთვის მათი სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება. 3 წელი - 1960-1963 წლები "ტოტენჰემისთვის" ძალიან წარმატებული გამოდგა. 1960-61 წლებში გუნდი მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1961 წელს გააკეთა პირველი დუბლი მსოფლიოში (ლიგის და FA თასი), მომდევნო წელს მოიგო FA თასი და გავიდა ევროპის თასის ნახევარფინალში, ხოლო 1963 წელს გუნდმა დაისაკუთრა თასების მფლობელთა თასი. იმ დროისთვის გუნდის გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ დენი ბლანჩფლაუერი (Danny Blanchflower), ჯო ვაითი (John White), დეივ მაკეი (Dave Mackay), კლიფ ჯონსი (Cliff Jones), ჯიმი გრეივზი (Jimmy Greaves) და ტერი მედვინი (Terry Medwin). მომდევნო წლებში გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ამას დაემატა ტრავმები და გუნდი დასუსტდა. თუმცა ნიკოლსონმა ააშენა ახალი გუნდი რომელშიც ბრწყინავდნენ ალან გილზინი(Alan Gilzean), მაიკ ინგლანდი(Mike England), ალან მიულერი (Alan Mullery), ტერი ვენიბლზი(Terry Venables), ჯო კინერი(Joe Kinnear) და კირილ ნოუვლზი (Cyril Knowles). ამ გუნდმა 1967 წლის FA თასის ფილაში დაამრცხა ჩელსი და მესამე ადგილზე გავიდა ჩემპიონატში. ნიკოლსონმა მოპოვებულ ჯილდოებს დაამტა ლიგის თასი (1971, 1973) და უეფას თასი (1971-1972) გადადგომამდე. როტერდამში, უეფას თასის ფინალში წაგებული მატჩის შემდეგ, როდესაც ფანები "აჯანყდნენ" ის გადადგა. ამით დასრულდა "ტოტენჰემის" ოქროს წლები. ნიკოლსონმა "დეზებთან" მწვრთნელის რანგში გაატარა 16 წელი, ამ დროის განმავლობაში კლუბმა მოიგო 8 მნიშნველოვანი თასი.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:53

1972-1990 წლები
ნიკოლსონის წასვლის შემდეგ "ტოტენჰემის" ადმინისტრაციამ გუნდი ჩააბარა ექს-არსენალელ ტერი ნილს(Terry Neill,) რომლის დარიგებული გუნდიც ბეწვზე გადაურჩა გავარდნას 74-75 წლების სეზონში. ნილი "ტოტენჰემის" ფანებმა არსენალელობის გამო ცუდად მიიღეს და საბოლოოდ 1976 წლისთვის მას მოუწია გუნდის დატოვება, ხოლო ნილის ნაცვლად დაინიშნა მისი ასისტენტი კეიტ ბარკინშოუ(Keith Burkinshaw). "ტოტენჰემი"პირველ დივიზიონში 27 წლიანი ყოფნის შემდეგ გუნდი 1976-1975 წლების სეზონში მეორე დივიზიონში გავარდა. მალე ამას მოყვა ჩრდილო ირლანდიელი გოლკიპერის პეტ ჯენინგსის(Pat Jennings) მიყიდვა არსენალისთვის, რამაც "ტოტენჰემის" ფანებში ძალიან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. იენინგსი "ტოტენჰემის" რიგებში თამაშობდა 8 წლის განმავლობაში, იქამდე სანამ "ტოტენჰემის" "ბოსობამ" მისი თავიდან მოშორება და მის ნაცვლად "ლივერპულის" მეკარის რეი კლემენსის (Ray Clemence) ყიდვა გადაწყვიტა.

მიუხედავად გუნდის პირველი ლიგიდან გავარდნისა გუნდის ხელმძღვანელობამ ბარკინშოუ არ გაათავისუფლა. 1977 წელს "ჰოტსპურს" კარგი სტარტი ჰქონდა და შანსი გაუჩნდა პირველ ლიგაში დაბრუნებისა, თუმცა გუნდდი სეზონის ბოლოს ფორმიდან ამოვარდა და პირველ ლიგაში გადასასვლელად დიდი ძალისხმევა დაჭირდა. კლუბს მეორე ლიიგდან თავის დასაღწევად სტუმრად "საუთჰემპტონთან" ფრეც აძლევდა ხელს. მართლაც თამაში 0-0 დამთავრდა და "ტოტენჰემი" პირველ ლიგას დაუბრუნდა. 1978 წლის ზაფხულში ბარკინშოუმ შეიძინა ორი არგენტინელი, მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავები ოსვალდო არდლესი ( Osvaldo Ardiles) და რიკარდო ვილა (Ricardo Villa ). ასეთი ტრანსფერები ბრიტანულ ფებურთში ჯერ უცხო იყო. ამ ტრანსფერებმა საძირკველი ჩაუყარა ახალ წარმატებებს.

მომდევნო ათწლეული "ტოტენჰემმა" კარგად დაიწყო. 1980-81 წლების სეზონში გუნდმა შეძლო კიდევ ერთხელ დაესაკუთრებინა FA თასი, მოუგო რა ფინალში "მანჩესტერ სიტის" 3-2. ამ თამაში კლუბის ისტორიაში ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და აღსანიშნავი გაიტანა რიკი ვილამ. მომდევნო წელს გუნდმა კვლავ აღმართა იგივე თასი, ფინალში "ქვინზ პარკ რეინჯერის"(QPR) დამარცხების შემდეგ. გარდა ამისა ამ წელს "ტოტენჰემი" კიდევ 3 ჯილდოს დასაკუთრებასთან იყო ახლოს, მათშორის პირველი ლიგის ჩემპიონობასთან, თუმცა ჩემპიონობა "ლივერპულს" დაუთმეს, "დეზები" კი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. ასევე ლივერპულმა გადაუღობა გზა ლიგის თასის ჯილდოსკენ, დაამარცხა რა "ტოტენჰემი" დამატებით დროში, ხოლო მეოთხე ჯილდოს დასაკუთრების შანსი ბარსელონამ მოუსპო, როდესაც თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში "ნოუ კამპზე" დაამრაცხა "ტოტენჰემი", "უაით ჰართ ლეინზე" 1-1ს შემდეგ.

ახალი მწვრთნელის პეტერ შრივზის(Peter Shreeves) და მფლობელის აირვინგ შოლერის (Irving Scholar ) წყალობი გუნდმა ახალი შემართებით დაიწყო თამაში. ამ წლებში დაიწყო გუნდის კიდევ ერთხელ დაღმასვლა. იმ დროს როდესაც შოლერი ცდილობდა გამოეყვანა გუნდი ღრმა ფინანსური კრიზისიდან, გუნდს ჯერ კიდევ არაფერი ეტყობოდა და სეზონის ბოლომდე უწევდა კონკურენციას ჩემპიონ "ევერტონსა" და მეორეადგილოსან "ლივერპულს", საბოლოოდ კი მესამე ადგილს დასჯერდა, თუმცა ამ ადგილმა "დეზებს" უეფას თასზე ადგილი დაუჯავშნა. თუმცა 1985 წლის დიდი უბედურების შემდეგ როდესაც "ლივერპული" - "იუვენტუსის" მატჩის მსვლელობისას 39 მაყურებელი დაიღუპა, ინგლისური კლუბებს დროებით აეკრძალა ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღების უფლება. "ტოტენჰემმა" და სხვა კლუბებმა("ევერტონი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "საუთჰემპტონი"), რომლებიც იმ დროისთვის ევროასპარეზზე უნდა გამოსულიყვდნენ, გაასაჩივრეს უეფას გადაწყვეტილება, ისინი მოითხოვდნენ მხოლოდ "ლივერპულის" დასჯას, თუმცა უშედეგოდ.

1986-1987 წლების სეზონი "ტოტენჰემმა" წარმატებულად დაიწყო. გუნდში მოვიდა "ლუტონ თაუნის" ყოფილი მწვრთნელი დევიდ პლიტი, ამ დროს გუნდი თამაშობდა 5 ნახევარმცველით და 1 თავდამსხმელით. "დეზების" გულშემატკივარს იმედი ჩაესახა პირველად გუნდის ისტორიაში "ტრებლის"(3 ჯილდოს ერთ წელს მოგება) განხორციელებისა, თუმცა მათი იმედი იმედად დარჩა. ლიგის თასის ნახევარფინალიდან გუნდი გამოაგდო შემდგომში ამ თასის მფლობელმა "არსენალმა", ასევე "ტოტენჰემმა" ვერ მოახერხა პირველი ლიგის ჩემპიონის ტიტული დასაკუთრება, ხოლო ბოლოს FA თასისთვის ბრძოლაში დამარცხდა "ახალბედა" "ქოვენთრისთან" (ანგარიშით 2-3). 1987 წელი ასევე აღსანიშნავია იმით რომ გუნდმა მიჰყიდა გრენ ჰოდლი "მონაკოს", ხოლო ერთი წლის შემდეგ გუნდის კიპერმა რეი კლემენსმა კარიერა დაასრულა.

გუნდის ლიდერების წყალობით, როგორებიც იყვნენ სტივ არჩიბალდი(Steve Archibald), გერს კრუკსი (Garth Crooks), გლენ ჰოდლი (Glenn Hoddle), ოსვალდო არდილსი(Osvaldo Ardiles), და სტივ პერიმენი (Steve Perryman), კლუბმა 1984 წელს მოახერხა უეფას თასის მეორედ დასაკუთრება, მაგრამ ამ დიად გამარჯვებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბარკინშოუმ განაცხადა რომ ის აპირებდა კლუბის დატოვებას სეზონის დასასრულისთვის. "ტოტენჰემმა" დაკარგა მწვრთნელი რომლის 4 წლიანი მუშაობის განმავლობაში გუნდმა 3 მნიშნველოვანი ჯილდო მოიპოვა. ბარკინშოუს მწვრთნელობის პერიოდში "ტოტენჰემი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მის ისტორიაში.

1987 წელს პლიტი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, პირად ცხოვრებაში პრობლემების გამო, მის ნაცვლად "ტოტენჰემის" მწვრთნელად დაინიშნა, მისი ყოფილი მოთამაშე ტერი ვენიბლზი, რომელიც საკმაოდ ნიჭIერი მწვრთნელი იყო. მან ორი წლის განმავლობაში კრისტალ პალასი მესამე ლიგიდან პირველში გადაიყვანა, ასევე გუნდი გაიყვანა FA თასის ფინალში 1982 წელს(ფინალში "ტოტენჰემთან" დამარცხდნენ), შემდეგ წელს მე5 ადგილზე გაიყვანა "კრისტალ პალასი" ვენიბლზმა ხოლო უეფას თასზე მისმა გუნდმა ფინალამდე გააღწია და საბოლოოდ დათმო "ბარსელონასთან". თუმცა ახალ გუნდში ვენიბლზის მუშაობა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა - 1987-1988 წლების სეზონში გუნდი მე13 ადგილზე გავიდა.

შედეგი ადასტურებდა რომ გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა. "ტოტენჰემმა" 1988 წლის იანვარში გადაიხადა იმ დროისთვის სარეკორდო თანხა 2 მილიონი ფუნტი "ნიუკასლ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ გასკოინის(Paul Gascoigne) გადმოსაბირებლად, ასევე კლუბმა იყიდა თავდამსხმელი პოლ სტიუარტი(Paul Stewart), რაც 1.7 მილიონი ფუნტი დაჯდა. ერთი თვის შემდეგ ვენიბლზმა კიდევ ერთი თავდამსმხელი დაიმატა. გუნდს შეუერთდა ლივერპულის თავდამსხმელი პოლ ვოლში(Paul Walsh). ამ ფეხბურთელისთვის "ტოტენჰემს" 500 000 ფუნტი გადაიხადა. მიუხედავად სერიოზული გაძLიერებისა "სპურზმა" 1988-1989 წლების სეზონში ძალიან ცუდად დაიწყო, ამ სეზონში ოქტომბრის ბოლოსთვის "ტოტენჰემი" მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ "სპურზი" კრიზისიდან გამოვიდა და საბოლოოდ მე6 ადგილზე გავიდა. 1989 წლის ივლისში "ტოტენჰემმა" "ბარსელონადან"გადაიბირა ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი გარი ლიკერენი, ეს გარიგება 1.1 მილიონი ფუნტი დაჯდა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:53

1990-1999 წლები
1990 წელს გუნდში კიდევ ერთხელ დაიწყო კრიზისი. თანამდებობიდან გადადგა გაკოტრებული შოლერი. მიუხედავად ამისა "ტოტენჰმმა" წინა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, "ლივერპულისა" და "ასტონ-ვილას" კვალად, ხოლო მეოთხე ადგილი "არსენალმა" დაისაკუთრა. 1990 - 1991 წლების სეზონში უეფამ ინგლისურ კლუბებს სასჯელი გაუუქმა, თუმცა მხოლოდ ერთი ადგილი გამოყო უეფას თასისთვის ინგლისის ლიგიდან - ეს ადგილი დაისაკუთრა მეორეადგილოსანმა "ასტონვილა", ტოტენჰემი კი ევროასპარეზის გარეშე დარჩა. შოლერის წასვლის შემდეგ ვენიბლზმა ბიზნესმენ ალან შუგართან ეთად შამოაყალიბა "Tottenham Hotspur PLC"(ღია საზოგადოება), მასში ჩაიდო 20 მილიონი ფუნტის ინვესტიცია. 1990-1991 წლების სეზონი იყო ერთერთი ყველაზე მოვლენებით დატვირთული წელი კლუბის ისტორიაში. მათ დაიწყეს ლიგა შესანიშნავი ფორმით, ოქტომბრის ბოლოსთვის ჩატარებული 10 თამაშიდან არც ერთი არ ჰქონდათ წაგებული და იმყოფებოდნენ მესამე ადგილზე, ლივერპულისა და არსენალის კვალად. "ტოტენჰემელები" იმედოვნებდნენ რომ უმაღლესი ლიგის თასი 30 წლიანი განშორების შემდეგ კვლავ დაბრუნდებოდა "უაით ჰართ ლეინზე". თუმცა ზამთარში გუნდის ფორმა კატასტროფულად დაეცა, იყვენენ მე-8 ადგილზე, წააგეს რა 7 თამაშში 15 იდან. საბოლოოდ მათ ვერ მოახერხეს რეაბილიტაცია და დაჯერდნენ მხოლოდ მე10 ადგილს. მიუხედავად ამისა "ტოტენჰემმა" შეძლო FA თასზე წარმატებულად გამოსვლა და გააღწია ფინალამდე და ფინალში "ნოტინგემ ფორესტთან" დრამატულ ბრძოლაში(ამ თამაშში მძიმედ დაშავდა გასკოინი, ხოლო "ნოტინგემის" მცველმა დეს ვოლკერმა დამატებით ტაიმში ავტოგოლი გაიტანა.) მოახერხეს მონატრებული ჯილდოს დასაკუთრება. ამ ჯილდოს წყალობით "ტოტენჰემი" შეიქმნა FA თასის რეკორდსმენი(მოგვიანებით 1994 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მისი შედეგი გაიმეორა, ხოლო 1996 წელს გააუმჯობესა).

1991-92 წლების სეზონში ვენიბლზი გახდა გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო მწვრთნელად მოიწვიეს "ტოტენჰემისთვის" უკვე კარგად ნაცნობი შრივზი. ამ სეზონში "ტოტენჰემი" მონაწილეობას იღებდა თასების მფლობელთა თასზე. გუნდმა გააღწია მეოთხედფინალამდე, საიდანაც გამოვარდა "ფეინოორდის" წყალობით. ამ სეზონში, გარი ლინეკერმა, რომელმაც ნოემბერში განაცხადა რომ ის სეზონის ბოლოს აპირებდა "სპურზის" დატოვებას და კარიერის იაპონიაში გაგრძელებას, გაიტანა 28 გოლი და დასახელდა ინგლისის წლის საუკეთესო მოთამაშედ. თუმცა ლინეკერის გოლებმა ვერ უშველა ტოტენჰემს, გუნდმა სეზონი დაასრულა ცხრილის ქვედა ნაწილში - მე15 ადგილზე, წააგო რა 20 თამაში 38 იდან. გასკოინი კვლავ დაშავდა FA თასის ფინალიდან 5 თვის თავზე ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის გამო. 1991-92 წლების სეზონი გასკოინმა გამოტოვა, 1992 წელს კი გადავიდა ლაციოში 5.5 მილიონ ფუნტად.

1992-93 წლის სეზონში პეტერ შრივზი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გუნდს ჩაუდგა მწვრთნელების დუეტი დუგ ლივერმოულისა და რეი კლემენის მონაწილეობით. ამ პერიოდში პირველი ლიგის ნაცვლად ჩამოყალიბდა პრემიერლიგა, რომელიც დღემდე არსებობს და "ტოტენჰემმა" დაიწყო ამ ლიგაში თავისი პირველი სეზონი. ახალ ლიგაშI გუნდი გაძლიერებული შემადგენლობით წარსგა, მათ გადაიხადეს სარეკორდო თანხა 2.1 მილიონი ფუნტი "ნოტინგემ ფორესტის" თავდამსხმელ ტედი შერინგემისთვის(Teddy Sheringham). ასევე ტოტენჰემმა გადმოიბირა ნილი რუდოკი (Neil Ruddock) "საუთჰემპტონიდან", 750 000 ფუნტად და 19 წლის "პორტსმუთელი" გარემარბი დარენ ანდერტონი (Darren Anderton) 1.75 მილიონ ფუნტად. ის სეზონი გუნდმა დაასრულა მე8 ადგილზე, ხოლო ახლადშეძენილმა ტედი შერინგემმა გაიტანა 22 გოლი და გახდა პრემიერლიგის ბომბარდირი. იმავე სეზონში "ტოტენჰემი" ახლოს იყო FA თასის მოგებასთან, თუმცა გამოვარდა ნახევარფინალიდა - არსენალთა წაგებული მატჩის(1:0) შემდეგ. 1993 წელს გუნდს იბარებს მისი ყოფილი მოთამაშე ოსი არდილსი (Ossie Ardiles), რომელსაც სამწვრთნელო კარიერა4 წლის წინ ჰქონდა დაწყებული. მანამდე არდილსი წვრთნიდა "სვინდონ თაუნს", "ვესტ ბრომვიჩს" და "ნიუკასლს" და მცირე წარმატებებსაც მიაღწია ამ გუნდებთან ერთად. "ტოტენჰემში" არდილსის მწვრთნელობა არცთუ ისე წარმატებული გამოდგა, გუნდმა მე15 ადგილზე დააასრულა ჩემპიონატი. ამას ზედ დაერთო ისიც, რომ "ტოტენჰემი" დასჯილ იქნა უეფას მიერ, ფეხბურთელებისთვის წესებისდარღვევით კონტრაქტების გაფორმებაში და დაეკისრა ყველაზე მძიმე სასჯელი რაც იმ დრომდე ინგლისურ კლუბს დაკისრებია. "ტოტენჰემმა" გადაიხადა 600 000 ფუნტი ჯარიმის სახით, ასევე 94 - 95 წლების სეზონს გუნდი დაიწყებდა -12 ქულით, და ამავე სეზონის FA თასის გათამაშებაზე გამოსვლაც აეკრძალა, მოგვიანებით უკანასკნელი სანქცია გაუქმდა, -12 ქულაც -6 ამდე შემცირდა, თუმცა ჯარიმა გაიზარდა 1.5 მილიონ ფუნტამდე.

არდილსმა ამ სანქციების ფონზე გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა და სეზონის დაწყებამდე "ტოტენჰემმა" მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ორი ფეხბურთელი - გერმნაელი თავდამსხმელი იურგენ კლინსმანი(Jurgen Klinsmann) და რუმინელი გარემარბი ეილიე დამიტრესკუ( Ilie Dumitrescu) გადაიბირა, გარდა ამისა გუნდში თამაშOბდნენ ისეთI ცნობილი ფეხბურთელები როგორიცაა: ტედი შერინგემი(Teddy Sheringham), დარენ ანდერტონი(Darren Anderton) და ნიკ ბარმბი(Nick Barmby). მიუხედავად ამისა გუნდმა 94-95 წლების სეზონიც წარუმატებლად დაიწყო და 1994 წლის 1 ნოემბერს არდილსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამ დროისთვის "ტოტენჰემი" იმყოფებოდა მე17 ადგილზე 6 ქულით(დაუსჯელობის შემთხვევაში იქნებოდა მე11 ზე 12 ქულით).

ახალ მწვრთნელად დაინიშნა გარი ფრენსისი (Gerry Francis), რომელმაც გამოიყვანა გუნდი კრიზისიდან და მე7 ადგილზე დაასრულებინა ის სეზონი. FA თასზე "ტოტენჰემმა" ნახევარფინალამდე გააღწია, შემდეგ კი განადგურდა "ევერტონთან" ანგარიშით 4:1. კლისმანი გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, მან ყველა ტურნირზე სულ 29 გოლი გაიტანა. "დეზების" ევროტურნირზე ვერგასვლის გამო კლინმანმა გუნდი დატოვა და მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდა. ფრენსისმა "ტოტენჰემში" მუშაობის განმავლობაშI რამდენიმე მნიშNველოვანი ფეხბურთელი დაიმატა როგორებიცაა, რულ ფოქსი(Ruel Fo)x, კრის ამსტრონგი(Chris Armstrong), ლეს ფერდინანდი(Les Ferdinand) და დევიდ ჟინოლა (David Ginola), თუმ ცა მისი მწვრთნელობის განმავლობაში გუნდს რაიმე წარმატებისთვის არ მიუღწევია. საბოლოოდ ფრენსისი განთავისუფლდა 1997 წელს ლივერპულთან 4-0 წაგებული მატჩის შემდეგ (ამ მარცხმა ტოტენჰემი მე16 პოზიციამდე დააქვეითთა). ფრენსისის ნაცვლად გუნდში მოვიდა კრისტიან გროსი, შვეიცარიის გამაჩემპიონებელი "გრასჰოპერსის" მწვრთნელი. იმავე სეზონში "დეზებს" დაუბრუნდა იურგენ კლინსმანი(ნახევარწლიანი არენდით). იმ სეზონში გუნდმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ერთი ჯილდო - ლიგის თასი შემატა მონაგარს.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:54

1999 წლიდან დღემდე
1999-2000 წლების სეზონი არაფრით იყო გამორჩეული. მომდევნო წელი კი იმითაა აღსანიშნავი რომს გუნდის თავმჯდომარე გახდა დენი ლევი, ასევე "ტოტენჰემს" მწვრთნელიც შეეცვალა. ეს პოსტი დაიკავა "სპურზისთვის" კარგად ნაცნობმა გლენ ჰოდლიმ(Glenn Hoddle), ეს მოხდა 2001 წლის აპრილში როდესაც გუნდი პრემიერლიგაში მე11 ადგილზე იმყოფებოდა. მის სადებიუტო მატჩში, FA თასის ნახევარფინალში, "ტოტენჰემი" არსენალთან განადგურდა, კლუბის კაპიტანმა 2001 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდი დატოვა და მოსისხლე "არსენალს" შეუერთდა, ამის გამო ის "ტოტენჰემის" ფანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში და ეს წყენა გულშემატკივრებს ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ.

ჰოდლის მოსვლამდე 1 წლით ადრე, "ტოტენჰემმა" 11 მილიონ ფუნტად(!), კიევის "დინამოს" თავდამსხმელი სერგეი რებროვი შეიძინა. თუმცა რებროვმა იმედები ვერ გაამართლა, 4 წლის განმავლობაში ჩაატარა 60 მატჩი და გაიტანა მხოლოდ 10 გოლი. ბოლო სეზონი მან არენდით გაატარა თურქეთში, შემდეგ კი მეზობელ "ვესტ ჰემში" გადავიდა. 2001-2002 წლების სეზონი "სპურზმა" მე9 ადგილზე დაასრულა, გარდა ამისა "ტოტენჰემი" გავიდა ლიგის თასის ფინალში ("ჩელსის" ნახევარფინალში განადგურების შემდეგ ანგარიშით 5-1), თუმცა თასი ბლექბერნს დაუთმო. 2002 წლის ზაფხულში გუნდმა "ლიდს იუნაიტედისგან" შეიძინა რობი კინი. ის სეზონი გუნდმა კარგად დაიწყო, იანვრისთვის "ტოტენჰემი" "ევროადგილზე" იმყოფებოდა, თუმცა სეზონის დასასრულმა(მე10 ადგილი) კვლავ იმედი გაუცრუვა ფანებს. რამდენიმე ფეხბურთელმა ღია უკმაყოფილება გამოთქვა ჰოდლის პოლიტიკის მიმართ. 2003-2004 წლების სეზონი "სპურზმა" არადამაჯერებლად დაიწყო და 6 თამაშის შემდეგ გუნდი ცხრილის ფსკერთან აღმოჩნდა. გლენ ჰოდლი განთავისუფლდა დ ამის ნაცვლად დროებითი მოვალეობის შესრულებას დევიდ პლიტი შეუდგა.

2004 წლის ზაფულში გუნდში ძირეული ცვლილებები მოხდა. "ტოტენჰემმა" მთავარ მწვრთნელად მიიწვია იასქეს სანტინი( Jacques Santini), მის თანაშემწედ მარტინ იოლი ხოლო სპორტულ დირექტორად ფრენკ არნესენი ( Frank Arnesen ). სანტინიმ კლუბი იმავე წლის ნოემბერში დატოვა საკმაოდ უცნაურ ვითარებაში, მისი შემცვლელის ძებნა კლუბს დიდხანს არ დასჭირვებია, ახალმა მწრთნელმა მარტინ იოლმა მე9 ადგილზე გაიყვანა გუნდი სადებიუტო სეზონში. 2005 წლის ივნისში არნესენის ნაცვლად სპორტულ დირექტორად დამიენ კომოლი დაინიშნა(Damien Comolli).

2005-2005 წლის სეზონში "ტოტენჰემი" 6 წთვის განმავლობაში იყო საუკეთესო ოთხეულში. პრემიერლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე "დეზები" არსენალს უსწრებდნენ 1 ქულით და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება ექნებოდათ. თუმცა "ვესტ-ჰემთან" მატჩში გუნდმა მობილიზება ვერ მოახერხა და მე4 ადგილს დაემშვიდობა(სხვათაშორის მატჩამდე 1 დღით ადრე გუნდის რამდენიმე მეტი საკმაოდ უცნაურ ვითარებაში საკვებით მოიწამლა ). ასე რომ "სპურზი" იმ სეზონში მხოლოდ მე5 ადგილს და უეფას თასზე მონაწილეობის უფლებას დასჯერდა.

2007-2008 წლის სეზონის დასაწყისში მარტინ იოლი სევილიას ყოფილმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა შეცვალა. "სპურზმა" იმ წელს ლიგის თასი მოიგო, დაამარცხა რა ჩელსი ფინალში. 2008-2009 წლის სეზონი კი "ტოტენჰემმა" საშინლად დაიწყო. ასეთი სტარტი კლუბს თავის ისტორიაში არასდროს ქონია, გუნდი გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა ხუანდე რამოსის გათავისუფლების შემდეგ მოსულმა ჰარი რედნაპმა სიტუაცია გამოასწორა და გავარდნის ერთერთი მთავარი კანდიდატი მე-8 ადგილზე გაიყვანა. იმავე წელს "ტოტენჰემმა" დაიბრუნა რობი კინი, "ლივერპულში" გატარებული წარუმატებელი 6 თვის შემდეგ.

2009-2010 წლის სეზონი გუნდმა შესანიშნავად დაიწყო, ასეთი სტარტი(პირველ ოთხ თამაშში 12 ქულაა) უკანასკნელად გუნდს 1960-61 წლებში ჰქონდა, როდესაც "ტოტენჰემი" ჩემპიონი გახდა. ჰარი რედნაპმა პირველი თვის საუკეთესო მწვრთნელის ხოლო დეფომ საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო. 2009-2010 წლის სეზონი გუნდმა შესანიშნავად დაიწყო, ასეთი სტარტი (პირველ ოთხ თამაშში 12 ქულაა) უკანასკნელად გუნდს 1960-61 წლებში ჰქონდა, როდესაც "ტოტენჰემი" ჩემპიონი გახდა. ჰარი რედნაპმა პირველი თვის საუკეთესო მწვრთნელის ხოლო დეფომ საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.

საბოლოოდ "სპურზმა" დაძაბულ ბრძოლაში მეოთხე ადგილი და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ჩამოიტოვა რა გუნდები ლივერპული, ასტონვილა და მანჩესტერ სიტი. მინიშვნელოვანი გამოდგა 5 მაისს მანჩესტერ სიტის მისსავე სტადიონზე დამარჯვება, რითიც "სპურზმა" გაინაღდა მეოთხე ადგილი და დაამხო ბოლო 5წლიანი მონოპოლია ტოპ 4 გუნდისა (მაNჩესტერ იუნაიტედი, ჩელის, ლივერპული, არსენალი).

ახალი სეზონი "სპურზმა " უშუალო კონკურენტ მანჩესტერ სიტისთან თამაშით დაიწყო (0:0), ამას მოჰყვა იანგ ბოიზთან უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირსიპირება, რომელშიც "ტოტენჰემი" გამოვიდა გამარჯვებული (ორი მატჩის ჯამში 6:3) და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა. ჰოთსფურის ჯგუფში მოხვდა მიმდინარე ჩემპიონი ინტერი, ასევე ვერდერი და ტვენტე. რედნაპი 2012 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს. მისი მწვრთნელობის 4 წლის განმავლობაში ტოტენჰემმა პრემიერ ლიგაში ორჯერ მე-4 და ერთხელ მე-5 ადგილი დაიკავა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:54

სტადიონი
"ტოტენჰემი" თავდაპირველად თამაშობდა "ტოტენჰემ მერშის" სტადიონზე. მისი ამ არენაზე საშინაო მატჩების გამართვა 6 წელი გაგრძელდა. 1898 წელს კლუბმა გადაინაცვლა "ნორთუბერლენდ პარკზე". სტადიონზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი მივიდა 1899 წლის აპრილში. 14 000 ფანი დაესწრო "არსენალის" და "სპურზის" დაპირისპირებას. ამის შემდეგ კლუბი გადადის "უაით ჰართ ლეინის" სტადიონზე, რო მელიც ეკუთვნოდა "ჩერინგტონების" ორგანიზაციას. პირველი მატჩი ამ სტადიონზე "ტოტენჰემმა" გამართა "ნოტსქაუნთის" წინააღმდეგ ამხანაგურად - თამაშს დაესწრო 5 000 მაყურებელი. ეს თამაში "სპურზმა" მოიგო ანგარიშით 4-1. პირველი ოფიციალური თამაში კი გუნდს "ქვინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ მოუწია, სადაც 0:1 წააგო, თამაშს კი 11 000 გულშემატკივარი დაესწრო. 1905 წელს "ტოტენჰემმა" "უაით ჰართ ლეინის" ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა. 1921 წელს მოხდა სტადიონის პირველი რეკონსტრუქცია, ამის შემდეგ არენის გაფართოება ეტაპობრივად ხდებოდა. ბოლო რეკონსტრუქცია "უაით ჰართ ლეინზე" მოხდა 1996 წელს. სტადიონი ამჟამად იტევს 36,310 ადამიანს. "ტოტენჰემის" ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს რომ გუნდმა შეიცვალოს არენა. კლუბი ეძებს სტადიონს, სადაც გაცილებით მეტი ადმიანის დატევა იქნება შესაძლებელი. კლუბი აპირებს ააშენოს საკუთარი არენა. ეს სტადიონი იქნება "უაით ჰართ ლეინის" ჩრდილოეთით. ახალი სტადიონის 2/3 აშენების შემდეგ მოხდება, არსებულის ჩრდილო და დასავლეთ მხარეების დანგრევა, ერთი წლის შემდეგ კი ახალი სტადიონი მზად იქნება. სვარაუდოდ ახალ სტადიონს დაერქმევა სპონსორის სახელი. 2008 წლის დეკემბერში KSS დიზაინ-ჯგუფმა შეიმუშავა ახალი სტადიონის დიზაინი.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:54

ფორმა
"ტოტენჰემის" პირველი ფორმა შედგებოდა მუქი ლურჯი მაისურისა და შორტებისა, პირველი სეზონის შემდეგ გუნდმა შეიცვალა ფორმა და დაიწყო ღია ლურჯი მაისურით და თეთრი შორტებით თამაში. მალე "ნორთუმბერლანდ პარკზე" გადაბარგების შემდეგ გუნდის მაისური გახდა წითელი ხოლო შორტები ლურჯი. 5 წლის შემდეგ, როდესაც გუნდი გახდა პროფესიონალური ფორმა კვლავ შეიცვალა და "ტოტენჰემმა" დაიწყო ყავისფერ და ყვითელ ზოლებიანი ფორმით თამაში. XIX საუკუნის ბოლოს კვლავ შეიცვალა გუნდის "ამუნიცია", ამჯერად "ტოტენჰემის" ფეხბურთელები თეთრი მაისურით და ლურჯი შორტებით გამოდიოდნენ. ამ ფორმის არჩევა შთაგონებულ იქნა "პრესტონისგან", გუნდისგან რომელიც იმხანად ერთერთი ყველაზე წარმატებული იყო ინგლისში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გუნდის მაისურზე დაემატა გერბი - მამლის გამოსახულებით. 1939 წელს პირველად გამოჩნდა ნომრები მაისურების უკანა მხარეს, ხოლო 1983 წელს "ჰოლსტინი" (Holsten) გახდა პირველი კომერციული სპონსორი რომლის ლოგოც გამოჩნდა გუნდის მაისურზე. 2002 წელს გუნდის ფორმაზე "თომსონის" ლოგოს გაჩენამ გამოიწვია პროტესტი ფანების მხრიდან, რადგან ლოგო იყო წითელი და ამ ლოგოიანი მაისური წააგავდა "არსენალის" მაისურს. 2006 წელს ტოტენჰემმა გააუმჯობესა რეკორდი და 34 მილიონ ფუნტად გააფორმა კონტრაქტი ინტერნეტ-კაზიონოს ჯგუფ "მანსიონთან"(Mansion). 2010-2011 წლის სეზონის დასაწყისში შეიცვალა ფორმის დიაზაინი და სპონსორიც. გუნდის სპონსორი გახდა კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი მძლავრი კომპანია Autonomy, ახალი მაისურის ლოგოზე კი დაეწერა კომპანიის სახელი(ეხება მხოლოდ პრემიერლიგის თამაშებს, თასების თამაშებს ეყოლება სხვა სპონსორი).
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:55

გერბი
1983 წლიდან "ტოტენჰემ ჰოტსპურს" აქვს გერბი რომელზეც გამოსახულია ბურთზე მდგარი მამალი, ხოლო ბურთს მარცხნიდან და მარჯვნიდან ამშვენებდა ორი წითელი ლომი, ქვმოთ კი "ტოტენჰემის" დევიზი იყო გამოსახული. 1909 წელს გუნდის ყოფილმა მოთამაშემ უილიამ ჯეიმზ სკოტმა(William James Scott) გააკეთა ბრინჯაოს ქანდაკება რომელზეც გამოსახული იყო ბურთზე მდგარი მამალი, ეს ქანდაკება დადგეს სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის ცენტრში და ის დღემდე ამშვენებს "უაით ჰართ ლეინს". 2006 წელს გუნდის გერბი შეიცვალა, წაიშალა ორი წითელი ლომი და დევიზი, შეიცვალა მამლის და ბურთის ფერებიც და ფორმაც. ასევე 2006 წლამდე გუნდის დევიზი იყო "Audere est Facere". ეს სიტყვები ლათინურია და ქართულად ნიშნავს "იყო გაბედული ნიშნავს აკეთებდე" . 2006 წელს გერბთან ერთად შეიცვალა კლუბის დევიზიც და ამჟამად "ტოტენჰემის" დევიზია იგივე ტექსტი ინგლისური სიტყვებით "To Dare is To Do"
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:55

ფანები
"ტოტენჰემს" ფანების ყველაზე დიდი რაოდენობა ჩრდილო ლონდონიდანაა. ასევე გუნდს ჰყავს ფანები ინგლისის სხვა ნაწილებსა და ზოგადად მთელ მსოფლიოში, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით უმნიშნველოა. 1946-1969 წლებში "სპურზის" მატჩებს საშუალოდ ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა სხვა გუნდებთან შედარებით. მიმდინარე წელს პრემიერლიგაში, საშUალო დასწრების მიხედვით "ტოტენჰემი" მე9 ადგილზეა, ხოლო პრემიერლიგის ყველა სეზონის საშუალო დასწრების მიხედვით მე11 ადგილზე. "ტოტენჰემის" ფანები ჩრდილო ლონონში დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად. ერთერთი ჯგუფია "Yid Army" (ებრაული არმია), რომელიც დაახლოებით 3500 ფანისგან შედგება. "Yid Army" სხვა ჯგუფებთან შედარებით ყველაზე პოპულარულია და მასზე რამდენიმე ფილმიცაა გადაღებული. "ებრაული არმია" შემთხვევით არ ქვია ამ ჯგუფს. გადმოცემის მიხედვით "ტოტენჰემის" შექმნაში ლომის წილი მიუძღვით ებრაელებს, სწორედ ამის გამოა შექმნილი ეს ეთნიკური ჯგუფი და ხშირად ისრაელის დროშებიც ამის გამო ფრიალებს "უაით ჰართ ლეინის სტადიონზე". როდესაც იურგენ კლინსმანი გადავიდა ":ტოტენჰემში" "Yid Army" ს წევრებმა სტადიონზე გამოიტანეს ბანერი, რომელზეც ეწერა "იურგენ კლინსმანი იყო გერმანელი, მაგრამ ახლა ებრაელია". "ტოტენჰემის" ფანების ნაწილი ეწინააღმდეგება "Yid Army"ს არსებობას.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:55

კლუბის რეკორდები
რეკორდები:

რეკორდული გამარჯვება: 13-2, VS ქრიუ ალექსი, FA თასის მე-4 რაუნდი, 1960 წლის 3 თებერვალი.

მაქსიმალური გატანილი გოლი სეზონში: 115, უმაღლესი დივიზიონი, 1960-61.

ყველაზე მეტი მატჩი ტოტენჰემის შემადგენლობაში ჩაატარა სტივ პერიმენმა. სულ რაღაც 854.

სატრანსფერო რეკორდი (გაყიდულ ფეხბურთელებს შორის): 30.5 მლნ. ფუნტი, დიმიტარ ბერბატოვი, მანჩესტერ იუნაითედი.

სატრანსფერო რეკორდი (ნაყიდ ფეხბურთელებს შორის): 16.5 მლნ. ფუნტი, ლუკა მოდრიჩი, დინამო ზაგრები.

ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე: ჯონ ბოსტოკი, 16 წლისა და 295 დღის, 2008 წლის 6 ნოემბერს, დინამო ზაგრების წინააღმდეგ.

ყველაზე მეტი გოლი სეზონში: კლაივ ალენი, 49, სეზონი - 1986-87.

კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს ჯიმი გრივზს - 266.

ყველაზე მეტი მოგება ლიგის სტარტზე ინგლისის ისტორიაში, ”მიყოლებით” – 11, 1960 წ. ეს მაჩვენებელი ყველა სხვა კლუბის ანალოგიურ მაჩვენებელზე მაღალია.

პირველი კლუბი მსოფლიოში, რომელმაც უეფას თასი მოიგო, 1972.

კლუბს ისტორიაში ინგლისის ნაკრებში სულ გამოძახებული იყო 59 ფეხბურთელი. ეს მაჩვენებელი მეორეა ქვეყნის მასშტაბით.

დღეს, ჟურნალ ფორბსის მონაცემებით, ტოტენჰემ ჰოთსპური მსოფლიოს უმდიდრეს კლუბებს შორის მე-12 ადგილზეა.

მნიშვნელოვანი ჯილდოების მოგების მხრივ კლუბი მე-5 ადგილს იკავებს ყველა დროის ინგლისურ კლუბებს შორის.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:56

ტიტულები[რედაქტირება]
ინგლისის ჩემპიონი: 1950-1951, 1960-1961,
ასოციაციის თასისი მფლობელი: 1901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 1991
ლიგის თასის მფლობელი: 1970-71, 1972-73, 1998-99, 2007-08
ინგლისის სუპერთასის მფლობელი: 1920-21, 1951-52, 1961-62, 1962-63, 1967-68*, 1981-82*, 1991-92*
უეფას თასის მფლობელი: 1971-72, 1983-84
უეფას თასების თასის მფლობელი: 1962-1963
ანგლო-იტალიური თასისი მფლობელი: 1971
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by Bennu ♥ Thu Sep 03 2015, 20:08

ამ გუნდზეც გამიგია.
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

ტოტენჰემ ჰოტსპური Empty Re: ტოტენჰემ ჰოტსპური

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum