Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

სელტიკი Vote_lcap75%სელტიკი Vote_rcap 75% [ 41 ]
სელტიკი Vote_lcap25%სელტიკი Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


სელტიკი

2 posters

Go down

სელტიკი Empty სელტიკი

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:19

სელტიკი (ინგლ. Celtic Football Club) არის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს „სელტიკ პარკის“ სტადიონზე, პარკჰედში — შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს აღმოსავლეთ ნაწილში. „სელტიკი“ ბრიტანეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და წარმატებული კლუბია, და უამრავ ეროვნულ ტიტულთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი 1967 წელს.

„სელტიკი“ ირლანდიელი იმიგრანტების მიერ დაარსებული კლუბია, და აქედან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, არამედ ირლანდიური წარმოშობის ხალხთა შორის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში, სადაც მას ბევრი ორგანიზირებული გულშემატკივართა კლუბი ჰყავს.

„სელტიკისა“ და დასავლეთ გლაზგოს გუნდის „რეინჯერსის“ ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. „ოლდ ფერმი“ (Old Firm) — მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დერბი არის.

-----------------------------------------------------------

ისტორია[რედაქტირება]
ადრეული წლები[რედაქტირება]


ძმა უოლფრიდის ძეგლი ბალიმოტში (ირლანდია)
კლუბი დაარსდა 1888 წელს ირლანდიელ იმიგრანტთა ჯქუფის მიერ, რომელსაც სათავეში კათოლიკური სასულიერო პირი, "ძმა უოლფრიდი" (Brother Walfrid) ედგა. მათ სახელად "სელტიკი" შეარჩიეს, რაც კლუბის ორმაგ , შოტლანდიურ და ირლანდიურ იდენტიტეტზე, კონკრეტულად კი ამ ორ ხალხთა საერთო კელტურ წარმოშობაზე მიუთითებს. კლუბს თავდაპირველად საქველმოქმედო ფუნქცია ჰქონდა. თამაშებზე შეგროვილი ფულით სელტიკი აღმოსავლეთ გლაზგოს გაღატაკებულ მოსახლეობას, რომლის უმრავლესობას ირლანდიელი იმიგრანტები წარმოადგენდნენ, ეხმარებოდა.[1]

გუნდს, რომელსაც თავიდანვე ჩინებული ფეხბურთელები გააჩნდა, მალე უფრო სერიოზული სპორტული მიზნები ჰქონდა, და 1893 წელს მან თავისი პირველი ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი სელტიკს შოტლანდიაში თანატოლი არ ჰყავდა, მან 1905-1919 წლებში კიდევ თერთმეტჯერ გაიმარჯვა შოტლადიის ჩემპიონატში, და აგრეთვე ექვსჯერ მოიპოვა ეროვნული თასი. 1922-1937 წლებში გუნდში თამაშობდა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიის ყველაზე გამორჩეული ბომბარდირი, ჯიმი მაკგრორი (Jimmy McGrory). ეროვნული ლიგის 408 თამაშში მას საოცარი 410 გოლი აქვს გატანილი, სულ მთლიანად ოფიციალურ თამაშებში კი - 550. ორივე ეს მონაცემი არა მხოლოდ შოტლანდიის, არამედ მთელი ბრიტანეთის რეკორდს წარმოადგენს.[1] მაკგრორი შემდეგ ოცი წლის განმავლობაში გუნდს წვრთნიდა, მაგრამ ეს პერიოდი (1945-1965) კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა, და მან მხოლოდ ერთხელ, 1954 წელს, იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამის მიუხედავად, 1957 წელს მაკგრორის გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც მან ლიგის თასის ფინალში "რეინჯერსი" 7-1 გაანადგურა, რაც აგრეთვე ბრიტანეთის ეროვნული თასების ფინალების რეკორდს წარმოადგენს.[2]

სელტიკი უეფა-ს ევროთასების დაარსებამდეც ხშირად გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზე, და მას რამდენიმე პრესტიჟული ტურნირი, როგორც 1914 წლის "ბუდაპეშტის თასი",[3] 1938 წლის "იმპერიის თასი",[4] და 1953 წლის "დაგვირგვინების თასი" აქვს მოგებული, სადაც მან ინგლისის წამყვან გუნდებს სძლია.[5] ევროპის კონტინენტზე კი სელტიკმა უფრო გვიან, სწორედ ევროთასების მეშვეობით მოიპოვა თავისი დიდი სახელი.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

სელტიკი Empty Re: სელტიკი

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:20

"ოქროს ხანა"[რედაქტირება]
Soccer.Field Transparant.png
სიმფსონიკლარკიმაკნილიკრეიგიგემელიჯონსტონიმერდოქიოლდიჩალმერსილენოქსიუოლასი
"ლისაბონის ლომები". მწვრთნელი ჯონ "ჯოკ" სტინი.
სელტიკის ოქროს ხანა პირველ რიგში ერთ ადამიანს უკავშირდება - ჯონ "ჯოკ" სტინს (Jock Stein). მან უკვე 1951 წელს თავისი "რეინჯერსის" ქომაგთა ოჯახის რისხვა გამოიწვია, როდესაც სელტიკის მოთამაშე, მოგვიანებით კი კაპიტანი გახდა. 1965 წელს კი სტინმა მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა და მალევე უდიდეს წარმატებებს მიაღწია. 1965-1974 წლებში სელტიკმა ზედიზედ 9 ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, 7 ეროვნული თასი, და 6 ლიგის თასი. 1967 წელს კი გუნდმა ყველა ეროვნულ პრიზთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიც, უეფა-ს ჩემპიონთა თასი მოიგო, როდესაც ქალაქ ლისაბონში უდიდესი სენსაცია მოახდინა, და მილანის "ინტერი" 2:1 დაამარცხა. სელტიკი პირველი ბრიტანული კლუბია, რომელმაც ამ ტურნირში იმარჯვა, და ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ფინალში ითამაშა, "სელტიკ პარკის" მიმდებარე რაიონში იყო დაბადებული. სელტიკის გულშემატკივრები მათ "ლისაბონის ლომებს" (Lisbon Lions) უწოდებენ.[2] 1970 წელს სელტიკი კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში. ნახევარფინალურ შეხვედრას ინგლისის ჩემპიონ "ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ "ჰამფდენ პარკის" ეროვნულ სტადიონზე გლაზგოში 133,961 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროთასების რეკორდია. სელტიკმა ლიდსი როგორც სახლში, ასევე სტუმრად დაამარცხა, და მილანის "სან სიროზე" როტერდამის "ფეიენოორდს" შეხვდა, მაგრამ ამჯერად, ფავორიტის როლში, მოულოდნელად 1:2 დამარცხდა დამატებით დროში.[2] გუნდის რიგებს ამ წლებში განსაკუთრებით ჯიმი ჯონსტონი (Jimmy Johnstone) ამშვენებდა თავისი თამაშით, რომელიც 2002 წელს კლუბის ისტორიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გუნდის კაპიტანი კი ბილი მაკნილი (Billy McNeill) იყო, რომელმაც სელტიკის შემადგენლობაში 18 წელი და 790 თამაში ითამაშა, რაც კლუბის რეკორდია.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

სელტიკი Empty Re: სელტიკი

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:20

ბოლო წლები


თანამედროვე "სელტიკ პარკი" ჩემპიონთა ლიგის თამაშის დროს
სწორედ ბილი მაკნილმა აიღო სტინის წასვლის შემდეგ 1978 წელს გუნდის მწვრთნელობა თავის ხელში, და სამჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, სანამ ალექს ფერგიუსონის "აბერდინი" გახდებოდა შოტლანდიის ფეხბურთის წამყვანი ძალა. 1986 წელს სელტიკმა ბოლო ტურში მეტად დრამატულად მოიპოვა ჩემპიონობა 2 ბურთის სხვაობით, და თავის ასწლიან საიუბილეო 1988 წელშიც მაკნილის მეთაურობით ეროვნული ჩემპიონატისა და თასის "დუბლი" მოიპოვა. ამის შემდეგ, კლუბს მოედანზეც, და მოედნის გაღმაც, უდიდესი პრობლემები ჰქონდა. ჯოკ სტინის მიღწევა - ზედიზედ ცხრაჯერ მოგებული ჩემპიონობა - "რეინჯერსმა" გაიმეორა, და კლუბის ეს რეკორდი მხოლოდ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ვიმ იანსენმა (Wim Jansen) "გადაარჩინა", როდესაც მან 1998 წელს სელტიკი კვლავ ეროვნული ჩემპიონი გახადა. 4 წლით ადრე, კანადელმა ბიზნესმენმა ფერგიუს მაკკანმა (Fergus McCann) კლუბი სრული ფინანსური გაბანკროტებისგან იხსნა. მაკკანმა აგრეთვე "სელტიკ პარკი" ბრიტანეთის ყველაზე დიდ თანამედროვე სტადიონად აქცია (ეს "ტიტული" მან კარდიფის "მილენიუმ სტედიუმის" 1999 წელს აშენებამდე შეინარჩუნა), მაგრამ მოედანზე "რეინჯერსის" დომინირება მაკკანმა დიდი ხნით ვერ შეაჩერა. ეს მხოლოდ ახალი საუკუნის დასაწყისში, ირლანდიელი მწვრთნელის, მარტინ ო'ნილის (Martin O'Neill) მოსვლის შემდეგ მოხდა.

ო'ნილის ხელმძღვანელობით, და შვედი თავდამსხმელის, ჰენრიკ ლარსონის (Henrik Larsson) ბრწყინვალე თამაშის მეშვეობით, სელტიკმა სამჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, ორჯერ კი იგი სეზონის ბოლო ტურში დათმო. ევროპის გრანდებთან მოპოვებული ბევრი შესანიშნავი გამარჯვების მიუხედავად, კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ სტადიას ვერ გასცდა, სამაგიეროდ კი 2003 წელს უეფა-ს თასის ფინალში გავიდა. ესპანეთის ქალაქ სევილიაში გუნდს 80 000 გულშემატკივარი გაჰყვა, მათი უმრავლესობა ბილეთის გარეშე. იქ სელტიკი დამატებით დროში ჟოზე მოურინიოს "პორტუსთან" 2:3 დამარცხდა, მათ ქომაგებს კი სამაგალითო მოქცევის შედეგად ფიფა-ს "ფეირ პლეი" (Fair Play) პრიზი მიენიჭათ.[6] ჩემპიონთა ლიგის მეორე სტადიაზე სელტიკმა უკვე გორდონ სტრახანის (Gordon Strachan) მეთვალყურეობის ქვეშ მოახერხა გასვლა, 2007 და 2008 წელს. სტრახანმა აგრეთვე სამჯერ ზედიზედ მოიპოვა ეროვნული ჩემპიონობა - იგი ამჟამად კლუბის ბოლო მწვრთნელია, ვინც ამას მიაღწია. 2010 წლის მარტიდან გუნდით ყოფილი კაპიტანი, ირლანდიელი ნილ ლენონი (Neil Lennon) უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, სელტიკმა 2012 წელს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონობა მოიპოვა და შემდგომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

სელტიკი Empty Re: სელტიკი

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:21

გლაზგოს დერბი[რედაქტირება]
Oldfirm.jpg

"სელტიკისა" და "რეინჯერსის" დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ხშირად ნათამაშები დერბი არის. მისი განსაკუთრებული დაძაბულობა კი პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ვითარებებით არის გამოწვეული. სელტიკი ირლანდიელი კათოლიკეების მიერ დაარსებული გუნდია, და მის გულშემატკივართა უმრავლესობა ისტორიულად სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. რეინჯერსის იდენტიტეტი ადგილობრივ პროტესტანტულ საზოგადოებაში იყო დამყარებული. ამ ორ ჯგუფთა ცუდი დამოკიდებულებები ერთმანეთს შორის შოტლანდიასა და ირლანდიაში ფეხბურთის მოედანზეც ირეკლებოდა, სწორედ გლაზგოს დერბის სახით. რეინჯერსი დიდი ხანი საერთოდ არ ათამაშებდა კათოლიკეებს თავის კლუბში. ამავე დროს, პროტესტანტები ყოველთვის თამაშობდნენ სელტიკის რიგებში, და როგორც ლეგენდარული მწვრთნელი ჯოკ სტინი, ასევე ბევრი გამორჩეული მოთამაშე (კენი დალგლიში, დანიელ მაკგრეინი, "ლისაბონის ლომებთა" ნაწილი, და სხ.) ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მეოცე საუკუნის მიწურულს ორივე კლუბი უფრო აქტიურად შეეცადა, სტადიონზე სექტანტობა მოესპო, და დღეისთვის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

სელტიკი Empty Re: სელტიკი

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:21

ტიტულები[რედაქტირება]
Celtic FC trophy case.JPG

უეფა-ს ჩემპიონთა თასი: 1 x
1967
1970 ფინალისტი
შოტლანდიის ეროვნული ჩემპიონატი: 43 x
1893, 1894, 1896, 1898, 1905, 1906, 1907, 1908, 1909, 1910, 1914, 1915, 1916, 1917, 1919, 1922, 1926, 1936, 1938, 1954, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1977, 1979, 1981, 1982, 1986, 1988, 1998, 2001, 2002, 2004, 2006, 2007, 2008, 2012.
შოტლანდიის ეროვნული თასი: 35 x
1892, 1899, 1900, 1904, 1907, 1908, 1911, 1912, 1914, 1923, 1925, 1927, 1931, 1933, 1937, 1951, 1954, 1965, 1967, 1969, 1971, 1972, 1974, 1975, 1977, 1980, 1985, 1988, 1989, 1995, 2001, 2004, 2005, 2007, 2011.
შოტლანდიის ლიგის თასი: 14 x
1957, 1958, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1975, 1983, 1998, 2000, 2001, 2006, 2009.
უეფა-ს თასი
2003 ფინალისტი
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

სელტიკი Empty Re: სელტიკი

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 04:21

მწვრთნელები
Soccer.Field Transparant.png
სიმფსონიმაკგრეინიმაკნილიგემელიოლდიჯონსტონიმერდოქილენოქსიდალგლიშიმაკსტეილარსონი
"საუკეთესო შემადგენლობა". მწვრთნელი ჯონ "ჯოკ" სტინი.
1897–1940: უილიამ მეილი შოტლანდიის დროშა
1940–45: ჯიმი მაკსტეი შოტლანდიის დროშა
1945–65: ჯიმი მაკგრორი შოტლანდიის დროშა
1965–78: ჯოკ სტინი შოტლანდიის დროშა
1978–83: ბილი მაკნილი შოტლანდიის დროშა
1983–87: დევიდ ჰეი შოტლანდიის დროშა
1987–91: ბილი მაკნილი შოტლანდიის დროშა
1991–93: ლიამ ბრეიდი ირლანდიის დროშა
1993–94: ლუ მაკარი შოტლანდიის დროშა
1994–97: ტომი ბერნსი შოტლანდიის დროშა
1997–98: ვიმ იანსენი ნიდერლანდის დროშა
1998–99: იოზეფ ვენგლოში სლოვაკეთის დროშა
1999–00: ჯონ ბარნსი ინგლისის დროშა
2000–05: მარტინ ო'ნილი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა
2005–09: გორდონ სტრახანი შოტლანდიის დროშა
2009-10: ტონი მოუბრეი ინგლისის დროშა
2010- : ნილ ლენონი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

სელტიკი Empty Re: სელტიკი

Post by Bennu ♥ Thu Sep 03 2015, 20:17

პირველად მესმის ამ გუნდზე.
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

სელტიკი Empty Re: სელტიკი

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum