Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

S.S.C. Napoli Vote_lcap75%S.S.C. Napoli Vote_rcap 75% [ 41 ]
S.S.C. Napoli Vote_lcap25%S.S.C. Napoli Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


S.S.C. Napoli

2 posters

Go down

S.S.C. Napoli Empty S.S.C. Napoli

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:59

S.S.C. Napoli

S.S.C. Napoli Photo_1377825716487-1-HD


1926 წელს ქალაქ ნეაპოლში, Naples FBC-ისა დაU.S. Internazionale Napoli-ს შეერთებით დაარსდა კლუბი Società Sportiva Calcio Napoli, ან უბრალოდ ნაპოლი.ამ კლუბს თავისი ისტორიის უდიდესი ნაწილი იტალიის უმაღლეს ლიგაში(სერია-Aში) აქვს გატარებული) სადაც დღემდე ასპარეზობს.
ნაპოლის, რომლის ფეხბურთელები ცისფერი მაისურებითა და თეთრი შორტებით თამაშობენ, აქვს მოგებული Serie-A ორჯერ(1986-87და 1989-90), Coppa Italia სამჯერ (1961–62; 1975–76; 1986–87) supercoppa-ერთხელ(1990).ევროპულ ასპარეზზე ნაპოლიმ ტრიუმფით დაასრულა 1988-89 წელი, მოიგო რა უეფას თასი. ისტორიულად ნაპოლი არის მეცხრე ყველაზე წარმატებული იტალიური კლუბების რეიტნგში, ხოლო ყველაზე წარმატებული სამხრეთ იტალიაში.
კლუბმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელი ისტორიის განმავლობაში.აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1964 წელს Associazione Calcio Napoli-იდან Società Sportiva Calcio Napoli-დ გადარქმევა.


ისტორია

კლუბის წარმოშობა დაკავშირებულია 1904 წელთან, როდესაც ინგლისელმა მეზღვაურმა ჯეიმს პოთსმა, ნეაპოლელ ინჟინერ ემილიო ანატრასთან ერთად დაარსა Naples Foot-ball & Cricket Club. პირველმა გუნდმა სახელი მიიღო 1906 წელს Naples Foot-Ball Club


Ultras

ნაპოლი მეოთხე ადგილზეა პოპულარობით იტალიაში,როგორც ბევრ იტალიურ კლუბს, ნაპოლისაც ჰყავს იტალიის ფარგლებს გარეთ გულშემატკივრები, რომელთა რიცხვი დაახლოებით 5-6 მილიონს აღწევს.
ისევე როგორც უემტეს იტალიურ კლუბს, ნაპოლისაც ჰყავს შეურიგებელი მეტოქე-ასეთი კი რომაა.მატჩები ამ გუნდების მონაწილეობით ატარებენ სახელს Derby del Sole (მზიანი დერბი).ყველაზე მწვავე ურთიერთობა ამ ორ კლუბს და მათ ქომაგებს შორის 80იან წლებში იყო .ნაპოლისთვის ასევე მნიშვნელოვანი მეტოქეები არიან ლაციო და ჰელა ვერონა(წარსულში ) , ხოლო ტერიტორიული თვალსაზრისით -აველინო და სალერნიტანა.კარგი ურთიერთობა კლუბს აქვს ჯენოასთან,ანკონასთან და პალერმოსთან
1990 წელს ულტრებმა მხარი არ დაუჭირეს იტალიის ეროვნულ ნაკრებს არგენტინის წინააღმდეგ და ისინი მარადონას ქომაგობდნენ,(თამაშისან პაოლოს სტადიონზე, ნეაპოლში იმართებოდა)


დიეგოს ერა

S.S.C. Napoli Maradonanew


ბარსელონაში ყოფნის ბოლო წლებში , დიეგოს უკვე სერიოზულული პრობლემები ჰქონდა ხელმძღვანელობასთან... დიდწილად სწორედ ამან განაპირობა 1984 წელს კამპ ნოუდან სან პაოლოზე დიეგოს აღმოჩენა. ნაპლეს ისტორიული ტრანსფერი, იმ დროისთვის რეკორდული თანხა-£6.9 მილიონი დაუჯდა. ბევრი პესიმიტურად უყურებდა მარადონას ნეაპოლში გადმობარგებას... ზოგი დისციპლინას უწუნებდა, ზოგი თამაშის სტილს , ზოგი თვლიდა, რომ ამხელა თანხის გადახდა სისულელე იყო და მეტი არაფერი....
მაგრამ, დღეს წარმოუდგენელია შეგხვდეთ ნეაპოლელი , რომელიც დიეგოს არ აღმერთებს...
ნაპოლიში მარადონამ კარიერის პიკს უწია... და პირიქით, მარადონას დახმარებით ნაპოლიმ ტიტულების მძიმე ხურჯინი მოიკიდა ზურგზე.



ახალწვეულს სრულიად განახლებული, გაძლიერებული შემადგენლობა დახვდა. შედეგიც მალე მოვიდა: პირველივე სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა გუნდმა და იგრძნობოდა, რომ მომავალი უკეთესს პირდებოდა.


S.S.C. Napoli Diego-Maradona-at-Napoli-001


ასეც მოხდა, 1986 წელს(მეორე სეზონში) გუნდმა ნავსი გატეხა და იტალიის მთავარი ტიტული, სკუდეტო მოიგო.
87-88 წლებში,(ანუ მომდევნო ორ სეზონში) გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა უმაღლეს ლიგაში და მეოთხე წელს (90-ში) კიდევ ერთი სკუდეტო მოიგო.
არ უნდა დაგვავიწყდეს 87 წლის კოპა იტალია.
ამავე წელს გახდა დიეგო სერია-ას ბომბარდირი.

1988-ში ამ ყველაფერს უეფას თასიც დაემატა(სადაც ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხეს იუვენტუსი, ბაიერნი, პაოკი) და ნაპოლი ყველასთვის უხარხული და ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქე გახდა.

S.S.C. Napoli Diego%20maradona%2010%20decal%20sticker%20calco

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარ-ფინალური მატჩი იტალიასა და არგენტინას შორის სწორედ სან პაოლოზე ჩატარდა...
რა თქმა უნდა, მატჩი მონაწილეობას დიეგოც იღებდა.

თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, მარადონამ თქვა: "I don't like the fact that now everybody is asking Neapolitans to be Italian and to support their national team. Naples has always been marginalised by the rest of Italy. It is a city that suffers the most unfair racism. ”

ამის საპასუხოდ ნაპოლის კურვამ ბანერი გამოფინა სადაც ეწერა: "Diego, Naples ti ama, ma l'Italia e la nostra partia" -დიეგო, ნეაპოლს უყვარხარ, მაგრამ იტალია ჩვენი სამშობლოა.
მიხუედავად იმისა, რომ თითქოს ულტრები არ აპირებდნენ მარადონას მხარდაჭერას იტალიის წინააღმდეგ, საბოლოოდ დიეგომ "დაიმორჩილა" სრულიად ნეაპოლი და არგენტინის ჰიმნი იყო ჩემპიონატის მანძილზე ერთადერთი, რომელზეც სტადიონს არ დაუსტვენია.

ეს ერთდროულად პატივისცემის გამოხატულებაც იყო და არაპატრიოტიზმსაც უსვამდა ხაზს.



ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მარადონა დოპინგ ტესტზე გაიყვანა, სადაც მისი პასუხი კოკაინზე დადებითი იყო.

მარადონას 15 თვიანი ბანი დაედო და ის ვერასდროს შეძლებდა აძურიში დაბრუნებას.
ასე სამარცხვინოდ დამთავრდა ნაპლეს და დიეგოს ურთიერთობა, თუმცა ორივემ ერთმანეთის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა.

მომდევნო წლებში აშკარად დააკლდა გუნდს დიეგო.
მართალია, მოიგეს სუპერკოპა იმავე წელს, მაგრამ მომავალი წლები შავი ლაქებით სავსე აღმოჩნდა...

S.S.C. Napoli Desktop42

სიმბოლური გუნდი :
-------------------ძოფი--------------------
----კანავარო--------------ფერარა----
-ფრანჩინი--------------------კროლი
-----------------------------------------
------------------ბანი-----------------
----იულიანო-----------ლავეცი----
--------------მარადონა-------------
------ჯორდანო--------კარეკა---




ტიტულები:

სერია A: 2

ჩემპიონები: 1986–87; 1989–90
მეორე ადგილი: 1967–68; 1974–75; 1987–88; 1988–89; 2012-13

სერია B: 1

ჩემპიონები: 1949–50
მეორე ადგილი: 1961–62; 1964–65; 1999–00; 2006–07

სერია C1: 1

ჩემპიონები: 2005–06

Coppa Italia: 3

ჩემპიონები: 1961–62; 1975–76; 1986–87; 2011-12
მეორე ადგილი : 1971–72; 1977–78; 1988–89; 1996–97

Supercoppa Italiana: 1

ჩემპიონები-1

Lipton Challenge Cup

ჩემპიონები :1909; 1911; 1914
მეორე ადგილი:1910: 1912;

ევოპული ტიტულები
უეფას თასი:
ჩემპიონები: 1988-89
Cup Winners' Cup

ნახევარ-ფინალისტები: 1976-77

Coppa delle Alpi: 1

ჩემპიონები: 1966
Anglo-Italian League Cup: 1


Winners: 1976


სტადიონი : Stadio San Paolo,(ტევადობა 78,210)


შემადგენლობა:

1 GK Rafael
3 DF Bruno Uvini
5 DF Miguel Britos
7 FW José Callejón
9 FW Gonzalo Higuaín
11 DF Christian Maggio
13 MF Davide Bariti
14 FW Dries Mertens
15 GK Roberto Colombo
16 DF Giandomenico Mesto
17 MF Marek Hamšík (vice-captain)
18 DF Juan Zúñiga
19 FW Goran Pandev
20 MF Blerim Džemaili
21 DF Federico Fernández
22 MF Josip Radošević
24 FW Lorenzo Insigne
25 GK Pepe Reina (on loan from Liverpool)
27 DF Pablo Armero
28 DF Paolo Cannavaro (captain)
33 DF Raúl Albiol
85 MF Valon Behrami
88 MF Gökhan İnler
91 FW Duván Zapata



კლუბის პრეზიდენტი: აურელიო დე ლაურენტისი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი




MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

S.S.C. Napoli Empty Re: S.S.C. Napoli

Post by Bennu ♥ Thu Sep 03 2015, 20:21

დიეგო ამ გუნდში თამაშობდა?
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum