Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ბარსელონა Vote_lcap75%ბარსელონა Vote_rcap 75% [ 41 ]
ბარსელონა Vote_lcap25%ბარსელონა Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ბარსელონა

+6
Gutierrez
Bennu ♥
giorgi
Mariko
eric von
MaRiami
10 posters

Page 1 of 15 1, 2, 3 ... 8 ... 15  Next

Go down

ბარსელონა Empty ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:07

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ (ესპ. Fútbol Club Barcelona და კატ. Futbol Club Barcelona), აგრეთვე ცნობილია, როგორც „ბარსა“ (ესპ. და კატ. Barça) — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც კატალონიის ავტონომიურ ოლქში — ბარსელონაში მდებარეობს. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჟოან გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. „უფრო მეტი, ვიდრე კლუბი“).

„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალთან“ ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც „პრიმერა დივიზიონი“ არასოდეს დაუტოვებიათ. „ბარსა“ გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 23-გზის ჩემპიონობით, 26 ესპანეთის თასით, 11 ესპანეთის სუპერთასით, 4 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 4 უეფა-ს სუპერთასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელ ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა „კამპ ნოუ“, ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონი. 2009 წლის 19 იანვრიდან „ბარსელონას“ პირველი საფეხბურთო გუნდი სპორტულ კომპლექს „სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერზე“ ვარჯიშობს. ის მდებარეობს სან-ჟოან-დესპიში, სტადიონიდან დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში.

2006-07 წლების სეზონზე „ბარსამ“ დაიკავა მესამე ადგილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბებს შორის. მისმა შემოსავალმა შეადგინა 291,1 მლნ ევრო.

2007 წლის ივნისის მონაცემებით, „ბარსას“ ფანების — „სოსიოსების“ რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. „ბარსელონას“ გულშემატკივრები ცნობილნი არიან მეტსახელით „culés“ (კულე).

„ბარსა“ დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი იმ მცირე კლუბებიდან, რომლებმაც უარი თქვეს სპონსორის ლოგოების საფეხბურთო მაისურებზე გამოსახვაზე. თუმცა 2005 წელს „ბარსას“ მაისურებზე გამოჩნდა „TV3-ის“ ლოგო (კატალონიის ტელემაუწყებლობა) — მარცხენა მხარზე, ხოლო შორტებსა და საყელოზე გაჩნდა კატალონიის პატარა დროშა. 2006 წელის 14 ივლისს კლუბმა გამოაცხადა UNICEF-თან ხუთწლიანი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც UNICEF-ის ლოგო გუნდის ფორმაზე 2011 წლამდე იყო გამოსახული. 2012 წელს ხელი მოეწერა 5-წლიან შეთანხმებას არაკომერციულ კომპანია Qatar Foundation-თან, რომლის თანახმადაც კლუბი 30 მლნ ევროს იღებდა ყოველწლიურად[1].

2009 წელს „ბარსელონამ“ დაამყარა უნიკალური შედეგი, როცა გახდა ერთადერთი ევროპული კლუბი, რომელმაც სეზონის განმავლობაში მოიგო ყველა შესაძლო მსხვილი ტურნირი (სამი ეროვნული — ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი და სამი საერთაშორისო — ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი).

გუნდის მთავარი მწვრთნელი — ხერარდო მარტინო. იგი კლუბს სათავეში ჩაუდგა 2013 წლის 24 ივლისს მას შემდეგ, რაც ტიტო ვილანოვა წავიდა. კლუბის მოქმედი კაპიტანი — კარლეს პუიოლი, რომელმაც 2001 წლის ივლისში წასული ჟოსეპ გვარდიოლა ჩაანაცვლა .

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი „ბარსელონა B“, ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: კალათბურთში, ხელბურთში, ფუტსალში და გორგოლაჭებიან ჰოკეიში. არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

---------------------------------------------------

ისტორია[რედაქტირება]
დაარსება (1899—1908)[რედაქტირება]
1899 წლის 22 ოქტომბერს ჟოან გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის დაარსება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს „ხიმნასიო სოლეში“ პირველი შეკრება გაიმართა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერ უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პარსონსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“.[2]

„ბარსა“ მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად „ბარსელონა“ კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს „ბარსელონამ“ პირველი ტიტული „კოპა მაკაი“ მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც „ვისკაისთან“ დამარცხდა (1:2)












Last edited by Mariami on Mon Oct 27 2014, 17:31; edited 1 time in total
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:08

ჟოან გამპერის თავმჯდომარეობის პერიოდი (1908—1926)


ჟოან გამპერი
1908 წელს კლუბის ერთ-ერთი თანადამაარსებელი და მისი ყოფილი ფორვარდი ჟოან (ჰანს) გამპერი გახდა კლუბის პირველი პრეზიდენტი. ეს მოხდა მაშინ, როცა კლუბი დაცემის პირას იყო: 1905 წელს კატალონიის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ კლუბს 3 წლის განმავლობაში არც ერთი ტიტული არ მოეგო, მისი ფინანსური მდგომარეობა კი სწრაფად უარესდებოდა. საბოლოოდ გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანობაში 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა „ბარსელონასთვის“ სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი სტადიონ „კარერ ინდუსტრიაზე“ (Carrer Indústria) გადაბარგდა, რომელიც 8 000 მაყურებელს იტევდა.

გამპერმა ასევე კლუბის გაფართოება დაიწყო და 1922 წლისთვის მისი წევრების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

იმავე წელს „ბარსამ“ კვლავ შეიცვალა საშინაო არენა და „Les Corts-ზე“ გადაბარგდა; ამ სტადიონის თავდაპირველი ტევადობა იყო 22 000 მაყურებელი, მაგრამ შემდეგ ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.[4]

„ „საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ არ შეიძლება მოკვდეს. და არც მოკვდება. თუ ახლა არავინ მოისურვებს კლუბის საქმეებით დაკავებას, ამას პირადად მე ვიზამ. დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დამიჭერენ ისინი, ვისაც ჩემში ეჭვი არ ეპარებოდა მაშინაც კი, როცა ფეხბურთი საერთოდ არანორმალურ საქმედ ითვლებოდა. დღეიდან მე მინდა დავივიწყო ის უსამართლობა და ტყუილი, რომლებმაც მაიძულა, ჩამოვშორებოდი კლუბის საქმეებს. მე მინდა ვიბრძოლო იმისთვის, რომ ერთხელაც ჩვენ კიდევ ერთხელ ყველანი ერთად დავდგეთ ფეხზე...“.
(ამონარიდი ჟოან გამპერის გამოსვლიდან, 1908 წლის 2 დეკემბერს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს კრებაზე) “
1912 წელს გამპერმა კლუბში მოიყვანა ფილიპინელ-ესპანელი ფორვარდი პაულინო ალკანტარა, რომელმაც მოგვიანებით ამ გუნდს თავისი კარიერის 13 წელი (1912—1916, 1918—1927) მისცა და რომელმაც ამ დროის განმავლობაში 357 გოლი გაიტანა, რითიც კლუბის ისტორიაში დღემდე საუკეთესო ბომბარდირად რჩება.

1917 წელს გამპერის მოწვევით „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი გუნდის ყოფილი მოთამაშე, ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რომელიც გუნდს 1924 წლამდე წვრთნიდა. ამ ზომებმა კლუბში სიტუაცია გააუმჯობესა. საბოლოოდ ჟოან გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში „ბარსელონამ“ 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ „პირენეის თასი“.[3] ეს იყო კლუბის პირველი „ოქროს საუკუნე“. იმ დროისთვის „ბარსას“ შემადგენლობაში ალკანტარას გარდა ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ემილიო საგი ლინიანი (იგივე საგი-ბარბა), ხოსეპ სემიტიერი, ფელიქს სესუმაგა, ფრანც პლიატკო და უდიდესი მეკარე რიკარდო სამორა. თუმცა სამორა „ბარსაში“ რამდენიმეწლიანი თამაშის შემდეგ გადავიდა მის მეტოქე „ესპანიოლში“.

------------------------------------------------------------------

რივერა, რესპუბლიკა, სამოქალაქო ომი კლუბის ცხოვრებაში (1923—1938)[რედაქტირება]
კლუბის წარმატებულ 1920-იან წლებში „ბარსელონას“ ბევრი არასპორტული, პოლიტიკური პრობლემა შეექმნა.

1925 წლის 14 ივნისს, პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი დათმო.[5] კლუბის დამაარსებელი სხვადასხვა ფინანსური და პირადი პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა კლუბში მაინც იყო ბევრი კარგი ფეხბურთელი, ისეთები, როგორიცაა ხოსეპ ესკოლა. კლუბმა წარუმატებლობის პერიოდში შეაბიჯა, რადგან ქვეყანაში პოლიტიკურმა კონფლიქტებმა საზოგადოების თვალში სპორტი მეორე პლანზე გადაიტანა. „ბარსაში“ კრიზისი დადგა ერთდორულად სამ ფრონტზე: ფინანსურ, სოციალურ (კლუბის წევრების რაოდენობა გამუდმებით მცირდებოდა) და სპორტულ (თუმცა გუნდი სტაბილურად იგებდა კატალონიის პირველობას (1930, 1931, 1932, 1934, 1936, 1938).[3][6]

1 თვის შემდეგ დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. 1936 წლის 6 აგვისტოს ფრანსისკო ფრანკოს არმიის ჯარისკაცებმა დააპატიმრეს და მოკლეს კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლი, სიერა-დე-გვადამარასთან ახლოს.[7] 1937 წლის ზაფხულში კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც მათ ესპანეთის მეორე რესპუბლიკის მაცნეებად თვლიდნენ. ამ დროს ესპანეთში გაცხარებულად მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. ეს მოგზაურობა დაიგეგმა კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ ამის სანაცვლოდ მას შედეგად მოჰყვა ის, რომ გუნდის ნახევარი აღარ დაბრუნდა ომით მოცულ ესპანეთში და გადაწყვიტა ახალ სამყაროში ემიგრაციაში დარჩენა.

1938 წლის 16 მარტს ფაშისტების საჰაერო ძალებმა „ბარსას“ სოციალური კლუბი დაბომბეს, რასაც სერიოზული ზარალი მოჰყვა.[8] რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქი ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და კლუბი, როგორც „არადისციპლინირებული“ კატალონიელი ნაციონალისტების სიმბოლო, ბევრ სერიოზულ პრობლემას შეეჯახა. იმ დროისთვის კლუბის წევრების რაოდენობა შემცირდა 3486 ადამიანამდე.


სახელწოდების შეცვლა. „ბარსელონა“ ფრანკოს მმართველობის წლებში (1939—1974)[რედაქტირება]
ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ ფრანკოს მიერ დამყარებულ დიქტატორული პირობებში კატალანური ენა და დროშა აიკრძალა (რაც სეპარატიზმთან ბრძოლასთან იყო დაკავშირებული). ასევე საფეხბურთო კლუბებს აეკრძალად არაესპანური სახელწოდებების გამოყენება. საბოლოოდ, 1941 წელს გუნდი იძულებული იყო, სახელწოდება შეეცვალა ძველი „Football Club Barcelona-დან“ (რომელიც ინგლისურენოვანი სახელწოდება იყო) ახალ, „სწორ“ ესპანურ „Club de Fútbol Barcelona-ზე“; ამ სახელწოდების ქვეშ კლუბი 33 წლის განმავლობაში არსებობდა. გარდა ამისა, კლუბის გერბიდან კატალონიური დროშაც ამოიღეს. ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ სტადიონზე შეეძლო კატალონიურ ენაზე საუბარი.[4]

1943 წელს საშინაო სტადიონ „ლეს კორტსზე“ გენერალისიმუსის თასის („Copa del Generalísimo“ — ასე ეწოდება ახალი ხელისუფლების მიერ მაშინ ესპანეთის თასს, რომელსაც მანამდე მეფის თასი ერქვა) პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც „რეალმა“ ის მატჩი 11:1 მოიგო.



მატჩი „კამპ ნოუზე“, რომელზეც გამოდის „ბარსა“, კლუბის მონაწილეობით
რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად „ბარსელონა“ მაინც ახერხებდა დიდი წარმატებების მიღწევას 1940-იან და 1950-იან წლებში. 1945 წელს კლუბმა 1929 წლის შემდეგ პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებული შემადგენლობის მწვრთნელი მაშინ იყო ხოსეპ სამიტიერი. გუნდში იმ დროისთვის თამაშობდნენ ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან: სესარ როდრიგესი, ანტონიო რამალეტსო და ხუან ველასკო.

1948-49 წლებში გუნდმა კიდევ 2 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1949 წელს „ბარსელონამ“ პირველად მოიგო „Copa Latina“.

50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის — ფერნანდო დაუჩიკისა და „ბარსას“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის — ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო, მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი (რომელსაც იმ დროს ოფიციალურად ეწოდებოდა „Copa del Generalísimo“, გენერალისიმუსის, ანუ ფრანკოს თასი), „Copa Latina“ (ლათინური თასი), ესპანეთის სუპერთასი (მაშინ ეწოდებოდა ევა დუარტეს თასი ევა დუარტე დე პერონის პატივსაცემად) და მარტინი როსის თასი. 1953-ში გუნდმა გააკეთა დუბლი და გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატსა და „Copa del Generalisimo-ზე“.[4] ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში „ბაზრობათა თასს“ (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.

გამარჯვებების სერია გაგრძელდა ახალი მწვრთნელის, ელენიო ერერას პერიოდშიც.

იმ დროისთვის შემადგენლობა გააძლიერეს ახალგაზრდა ლუის სუარესის, რომელიც 1960 წელს ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, და კუბალას მიერ ლეგენდარული „ოქროს გუნდიდან“ მიწვეული 2 უნგრელის, შანდორ კოჩიშისა და ზოლტან ჩჟიბორის მეშვეობით, რომლებმაც სამშობლო დატოვეს მას შემდეგ, რაც სსრკ-მ და ე. წ. „სახალხო დემოკრატიის“ ქვეყნებმა უნგრეთის აჯანყება ჩაახშო. ამ შემადგენლობით „ბარსამ“ კიდევ ერთხელ შეასრულა ეროვნული დუბლი 1959 წელს (ესპანეთის ჩემპიონატი და თასი), ხოლო 1960-ში თავის ისტორიაში მეორედ დაეუფლა ბაზრობათა თასს და კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ეროვნულ პირველობაში. 1961 წელს „ბარსელონა“ გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან მადრიდის „რეალი“ გამოაძევა, რითიც ბოლო მოუღო მადრიდელების ექვსწლიან მონოპოლიას ამ ტიტულზე. ჩემპიონთა თასის ფინალი ბერნში გაიმართა, სადაც ესპანელებმა პორტუგალიურ „ბენფიკასთან“ დათმეს ანგარიშით 2:3.

1957 წელს „კამპ ნოუს“ მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა.[10]

1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო ამ დონის კლუბისთვის. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს „ბაზრობათა თასი“ მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა „Copa del Generalisimo-ს“ ფინალში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალის“ 1:0 დამარცხებით. იმ წლებში ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება ორი მადრიდული გრანდის — „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ „საშინაო საქმე“ გახდა, „ბარსამ“ მაშინ ვერ მოახერხა მათ წინააღმდეგობაში ჩარევა.

1974 წელს „ბარსელონამ“ დაიბრუნა თავისი თავდაპირველი სახელი — „Football Club Barcelona“.


MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:09

კრუიფის პირველი მოსვლა კლუბში (1974—1978)[რედაქტირება]
1973-74 წლების სეზონზე გუნდს შეემატა ადამიანი, რომელიც „ბარსას“ ახალი ლეგენდა გახდა — ჰოლანდიელი ფორვარდი იოჰან კრუიფი. „ბარსელონამ“ იმ პერიოდის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფი, რომელმაც უკვე ამსტერდამის „აიაქსში“ გაითქვა სახელი, მალევე შეერწყა გუნდს და მისი ლიდერიც გახდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რეალს“ იმის გამო არჩია „ბარსელონა“, რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. მოგვიანებით მან თავის ვაჟს კატალონიური სახელი ხორდი დაარქვა. კრუიფის წყალობით 60-იანი წლების შემდეგ „ბარსელონამ“ პირველად მოიგო ესპანეთის პრიმერა, ამასთან ერთად ელ კლასიკოში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაანადგურა მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 5:0, სადაც ჰოლანდიელი მატჩის მთავარი გმირი გახდა. „ბარსელონაში“ თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. 1978 წელს კრუიფმა დატოვა კლუბი და გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

---------------------------------------------------------------


სტაბილურობის წლები. ნუნიესის პრეზიდენტობის ეპოქა (1978—1988)[რედაქტირება]


ხოსე მარი ბაკერო
1978 წელს „ბარსას“ პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესი აირჩიეს. ამ პოსტზე მისი მთავარი მიზანი „ბარსელონას“ მსოფლიო დონის კლუბად გადაქცევა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო.

ნუნიესის პრეზიდენტობის ეპოქაში „ბარსამ“ ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი — 1979 (ფინალში დამატებით დროში შეძლო დიუსელდორფის „ფორტუნას“ დამარცხება) და 1982 (ფინალში მშობლიურ „კამპ ნოუზე“ „ბარსამ“ დაამარცხა ლეჟის „სტანდარდი“ ანგარიშით 2:1) წლებში; გარდა ამისა გუნდმა ამ პერიოდში სამჯერ მოიგო მეფის თასი (1980/81, 1982/83, 1987/88).

1982 წლის ივნისში გუნდი გააძლიერა დიეგო მარადონამ, რომელიც აქ არგენტინულ გუნდ „ბოკა ხუნიორსიდან“ გადმოვიდა იმ დროისთვის სარეკორდო თანხად — 3 მლნ ფუნტ სტერლინგად. თუმცა ახალგაზრდა დიეგოს კარიერა „ბარსელონაში“ ვერ აეწყო, ამიტომ მალევე, 1984 წელს, სუპერვარსკვლავი (რომელმაც 1983 წელს „კოპა დელ რეიზე“ გუნდის გამარჯვებას „შეუწყო ხელი“) იყიდა იტალიურმა კლუბმა „ნაპოლიმ“ და დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი (£ 5 მლნ.).

1984-85 წლების სეზონის დაწყებამდე კლუბის მწვრთნელად დაინიშნა ინგლისერლი ტერი ვენეიბლსი. ასევე კლუბში მოვიდა გერმანელი ნახევარმცველი ბერნდ შუსტერი. ამავე წლების სეზონზე გუნდმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, შემდეგ სეზონზე კი მიაღწია ჩემპიონთა თასის ფინალს, სადაც სევილიაში სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ დამარცხდა რუმინულ „სტიაუასთან“ (0:2 მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში).

1986 წლის ზაფხულზე კლუბში მოვიდა ყოფილი ბომბარდირი გარი ლინეკარი და პერსპექტიული ბასკი მეკარე ანდონი სუბისარეტა. ამავე პერიოდში გუნდი დატოვა ბერნდ შუსტერმა, რომელიც გადავიდა „ბარსას“ უპირველესი მეტოქის — მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში. 1987-1988 წლების სეზონის დაწყებამდე კლუბის მწვრთნელი ვენეიბლსის ნაცვლად გახდა ლუის არაგონესი. ის სეზონი დამთავრდა ესპანეთის თასის გამარჯვებითა (ფინალში „ბარსამ“ დაამარცხა „რეალ სოსიედადი“ ანგარიშით 1:0) და მოთამაშეების მიერ პრეზიდენტ ნუნიესის წინააღმდეგ აჯანყებით, რომელიც ცნობილია, როგორც „მოტივ-დელ-ესპერია“ და რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, ხელი არ შეუშლია ნუნიესის შემდგომ მოღვაწეობას ამ პოსტზე (ის კლუბის პრეზიდენტი 2000 წლამდე იყო). ამ მოვლენის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი იძულებული გახდა, კლუბი დაეტოვებინა.

----------------------------------------------------------------

კრუიფის მეორე მოსვლა. აღმასვლა და დაცემა (1988—1996)[რედაქტირება]


რონალდ კუმანი
1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის როლში დაბრუნდა. გუნდის შემადგენლობამ, რომელსაც იგი სათავეში ჩაუდგა, ოდნავ მოგვიანებით, 1990-იან წლებში, მიიღო ზედმეტსახელი „ოცნების გუნდი“ („Dream Team“) (იმ წლების აშშ-ის კალათბურთის ნაკრების ანალოგიურად, რომელმაც გაიმარჯვა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც სწორედ ქალაქ ბარსელონაში გაიმართა).

იმ პერიოდის „ბარსელონაში“ მოვიდა შესანიშნავი მოთამაშეების პლეადა: ამორი, ჟოსეპ გვარდიოლა, ხოსე მარი ბაკერო, ჩიკი ბეგირისტაინი, ნადალი, ეუსებიო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიკაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო.

1991—1994 წლებში „ბარსამ“ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ევროპის არენაზე გუნდმა მოიგო 1988-1989 წლების თასების მფლობელთა თასი (ფინალში დაამარცხა „სამპდორია“ ანგარიშით 1:0) და 1991-92 წლების ჩემპიონთა თასი (დრამატულ მატჩში უემბლიზე „ბარსამ“ იმავე „სამპდორიის“ დამარცხება მოახერხა, გადამწყვეტი გოლი საჯარიმო დარტყმიდან თამაშის 111-ე წუთზე გაიტანა რონალდ კუმანმა). გარდა ამისა, საკლუბო ჯილდოების კოლექცია შეივსო ესპანეთის თასით (1990), უეფა-ს სუპერთასით (1992) და სამი ესპანეთის სუპერთასით. 1992 წელს ტოკიოში გუნდი საკონტინენტთაშორისო თასზე ფინალში დამარცხდა „სან-პაულუსთან“ ანგარიშით 1:2.

თუმცა მალევე გამარჯვებების სერია დასასრულს მიუახლოვდა. 1993-94 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათენში „ბარსა“ გაანადგურა „მილანმა“ ანგარიშით 0:4. ეს გახდა პირველი სერიოზული მარცხი რამდენიმე წლის განმავლობაში. 1996 წელს, ორი არცთუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ (1994/95, 1995/96), კრუიფმა დატოვა მწვრთნელის პოსტი. ამ პოსტზე კრუიფმა დაამყარა კლუბის ორი სამწვრთნელო რეკორდი: მან ყველაზე მეტ ხანს — 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა „ბარსას“ და მოიგო 11 ტიტული. კრუიფის წასვლა ითვლება „ოცნების გუნდის“ დასასრულად, იმ ლეგენდარული შემადგენლობის ფეხბურთელების უმეტესობა 1997 წლის დასაწყისში გუნდიდან წავიდა.

--------------------------------------------------------


კლუბის 100 წლის იუბილე. საუკუნეთა მიჯნაზე (1996—2003)[რედაქტირება]


სერ ბობი რობსონი
კრუიფის წასვლის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა ინგლისელმა ბობი რობსონმა, რომელმაც ამ პოსტზე მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო (1996-97), თუმცა საკმაოდ წარმატებული: გუნდმა გააკეთა თასების ჰეთ-თრიკი (ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი და თასების მფლობელთა თასი). გარდა ამისა, „ბარსაში“ ყოფნის პერიოდში რობსონმა მოასწრო ჰოლანდიური „პსვ-ის“ მომავალი სუპერვარსკვლავის, რონალდოს შეძენა და მომავალში ფრთიან გამონათქვამად ქცეული ფრაზის წარმოთქმა: „კატალონია — ქვეყანაა, ხოლო საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ — მისი ჯარი“. თუმცა რონალდომ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშა და შემდეგ მილანის „ინტერში“ გადავიდა. რობსონი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ჰოლანდიელმა ლუის ვან გაალმა. ამ დროისთვის გუნდი გააძლიერეს ლუიშ ფიგუმ, ჯოვანი დე ოლივეირამ, ლუის ენრიკე მარტინესმა, პატრიკ კლუივერტმა და რივალდომ.

1997-98 წლების სეზონზე გუნდმა გააკეთა დუბლი ესპანეთის ჩემპიონატისა და თასის მოგებით. მართალია, ჩემპიონთა თასზე გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, გარდა ამისა, „ბარსელონა“ გულშემატკივრების წინაშე შერცხვა, როდესაც „კამპ ნოუზე“ კიევის „დინამოსთან“ ანგარიშით 0:4 დამარცხდა. 1999 წელს კლუბმა აღნიშნა თავისი არსებობის ასი წლის იუბილე. იუბილესთვის საუკეთესო საჩუქარი გახდა კიდევ ერთი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში.



„ბარსას“ ასი წლის იუბილე
იმავე წელს კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, რივალდო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რითიც იგი „ბარსას“ ამ ტიტულის მფლობელი მეოთხე ფეხბურთელი გახდა. თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ვალენსიელი“ თანამემამულეების წინააღმდეგ მარცხი ჩავარდნად აღიქვეს, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ იმავე ტურნირში კატალონიელების მთავარმა მეტოქემ — მადრიდის „რეალმა“ გაიმარჯვა; საბოლოოდ ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ, მიუხედავად კლუბის დიდი წარმატებისა შიდაესპანურ დონეზე, პოსტიდან გადადგომა მოუწიათ, როგორც პრეზიდენტ ხოსეპ ნუნიესს, ასევე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს. ნუნიესისა და ვან გაალის წასვლა არაფერი იყო იმასთან, რაც შემდეგ მოხდა. იმავე წელს კლუბი დატოვა ვიცე-კაპიტანმა და ფანების საყვარელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელმაც „ბარსას“ მთავარ მეტოქე — „რეალში“ გააგრძელა კარიერა, რაც მას გულშემატკივრებმა არ აპატიეს და „კამპ ნოუზე“ ყოველი ვიზიტი მისთვის ჯოჯოხეთში თამაშს უდრიდა. ჟოან გასპარის პრეზიდენტობის პერიოდში (2000—2003) კლუბმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები, შემადგენლობა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და საბოლოოდ 2003 წელს გასპარი პოსტიდან გადადგა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:11

აწმყო — XXI საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი[რედაქტირება]


რონალდინიო
რაიკაარდის ეპოქა (2003—2008)[რედაქტირება]
2003-2005
2003 წელს გასპარის წასვლის შემდეგ კლუბს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი, „აიაქსისა“ და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი.

მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ძველი დიდების დაბრუნება. კლუბში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მსოფლიო ჩემპიონი რონალდინიო, დეკუ, ოლიმპიური ჩემპიონი სამუელ ეტო'ო, რაფაელ მარკესი. გარდა ამისა ამ დროისთვის თავისი ნიჭი სრულად გამოავლინეს კლუბის აღზრდილებმა: ლიონელ მესიმ, კარლეს პუიოლმა (რომელმაც კაპიტნის სამკლაური მიიღო), ნახევარმცველებმა ანდრეს ინიესტამ და ჩავიმ, ასევე მეკარე ვიქტორ ვალდესმა. გუნდში ასევე მოვიდნენ გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი. ამ შემადგენლობით „ბარსელონამ“ უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.

რაიკაარდის პირველ სეზონზე (2003-04) გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, უკვე მეორე სეზონისთვის კი (2004-2005) დამაჯერებლად გაიმარჯვა პრიმერაში და ესპანეთის სუპერთასიც აიღო. „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. იმავე სეზონზე რონალდინიო, „ბარსას“ შეტევის ლიდერი, გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით და მიიღო ოქროს ბურთი.



„ბარსას“ ფეხბურთელები აღნიშნავენ ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებას 2004-2005 წლების სეზონზე
ჩემპიონთა ლიგაზე 2004-05 წლებში გუნდმა მარცხი განიცადა: პლეი-ოფის პირველივე რაუნდზე ლონდონის „ჩელსისთან“ საშინაო მოგების შემდეგ (2:1) კატალონიელები „სტემფორდ ბრიჯზე“ დამარცხდნენ ანგარიშით 4:2 (საერთო ანგარიში 5:4 ლონდონელების სასარგებლოდ).

-----------------------------------------------

2005-2006
2005-2006 წლების სეზონზე „ბარსელონას“ ტრიუმფი ელოდა. ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელობის პერიოდში საუკეთესო იყო.

2005 წლის 19 ნოემბერს „ბარსამ“ „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხა ანგარიშით 3:0. ეს მატჩი ბენეფისი გახდა რონალდინიოსთვის, რომელსაც ტაშს მასპინძელთა გულშემატკივრებიც კი უკრავდნენ. ასევე ეს მატჩი რაიკაარდისთვის „ბერნაბეუზე“ მეორე გამარჯვება იყო. რაიკაარდი გახდა ლურჯ-ბროწეულისფერების ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც „რეალი“ მადრიდში ორჯერ დაამარცხა.



„ბარსელონა“ და „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე
იმავე სეზონზე „ბარსამ“ ადვილად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, შემდეგ აიღო სუპერთასი, სადაც ორჯერ დაამარცხა კიდევ ერთი შეურიგებელი მეტოქე — „ესპანიოლი“. ამავე სეზონში „ბარსელონამ“ სტუმრად მოუგო „ჩელსის“ 1:2 და „მილანს“ 0:1. თუმცა წარმატების აპოგეა გახდა 2006 წლის 17 მაისი, როდესაც პარიზში, „სტად-დე-ფრანსზე“ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დრამატულ მატჩში ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა 2:1. ის მატჩი თავიდან კატალონიელებისთვის წარუმატებლად დაიწყო (37-ე წუთზე ანგარიში გახსნა კანონირმა სოლ კემპბელმა), თუმცა შემდეგ ლონდონელებს დაეტყოთ მათი რიგებიდან მატჩის დებიუტში მოედნიდან გაძევებული მეკარე იენს ლემანის არყოფნა. „არსენალი“ დაცვაზე გადაერთო და მატჩის დასასრულში „ბარსამ“ მაინც მოახერხა მოწინააღმდეგის კუთხეში მოქცევა. თავი გამოიჩინეს სამუელ ეტო'ომ და ჟულიანო ბელეტიმ. ორივეჯერ მათ საგოლე პასი ჰენრიკ ლარსონმა გადასცა. იმ ღამით ქალაქ ბარსელონას ქუჩებში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.



ბარსელონას ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებისთვის მედლებით აჯილდოვებენ. Stade de France, პარიზი, 17 მაისი 2006 წ.
2006 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ბარსამ“ ფინალში ბრაზილიურ „ინტერნასიონალთან“ დათმო 0:1 (გოლი ბოლო წუთებზე ბრაზილიელთა მხრიდან გაიტანა ადრიანო გაბირუმ) და დაიკავა მეორე ადგილი.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:12

2006-2008
2006-07 წლების სეზონი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა „ბარსასთვის“. წინასასეზონო ტურში აშშ-ში მესიმ და ეტო'ომ მიიღეს ტრავმები და დიდი ხნით ამოვარდნენ ფორმიდან. კლუბი სეზონის მსვლელობისას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა თავისი თამაშის პოვნას, თუმცა საბოლოოდ მაინც მოიპოვა მეორე ადგილი ჩემპიონატში („ბარსამ“ იმავე რაოდენობის ქულები დააგროვა, რამდენიც ჩემპიონატის გამარჯვებულმა, მაგრამ დამატებით მაჩვენებლებში დამარცხდა), რაც წინა გამარჯვებების ფონზე ბევრმა წარუმატებლობად მიიჩნია. ამ სეზონზე გუნდმა მხოლოდ კატალონიის თასის მოგება მოახერხა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა.

2007-08 წლების სეზონის წინ გუნდს შეუერთდა ლონდონის „არსენალისგან“ € 24 მლნ-ად ნაყიდი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რაც გუნდის შემადგენლობაში უკვე მყოფ ოსტატებთან ერთად დიდ იმედებს იძლეოდა წარმატებისაკენ. ტიერი ანრიმ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და გაბრიელ მილიტომ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და ამ სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა. თუმცა, სამწუხაროდ, სეზონი ჩავარდნილი აღმოჩნდა. გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატში კონკურენცია ვერ გაუწია არა მხოლოდ მადრიდის „რეალს“, არამედ „ვილიარეალსაც“ და მხოლოდ მესამე ადგილი მოიპოვა ლა ლიგაში. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსა“ ნახევარფინალში დამარცხდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (0:1 ორი მატჩის ჯამში). ამ წარუმატებელი სეზონის შემდეგ ფრანკ რაიკაარდი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნეს.

MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:13

გვარდიოლას მოსვლა და ახალი გამარჯვებები (2008—2012)[რედაქტირება]


ელ კლასიკო
2008-09 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას, მან და „ბარსელონას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად „ბარსას“ წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი — პეპ გვარდიოლა მოიწვიეს. გვარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ და მხოლოდ „ბარსელონა B-ს“ მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა, ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა. გვარდიოლას მოსვლასთან ერთად დაიწყო გუნდის შემადგენლობის განახლება. გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ, დეკუმ, ედმილსონმა, ლილიან ტურამმა, ესკერომ და რონალდინიომ. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას. დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდუ კეიტაზე, ხერარდ პიკეზე, მარტინ კასერესზე, დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე.

სეზონი „ბარსასთვის“ წარუმატებლად დაიწყო. გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში „ნუმანსიასთან“ დამარცხდა, შემდეგ კი „რასინგის“ დამარცხებაც ვერ შეძლო. ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე. მაგრამ გუნდმა მოახერხა, ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა, არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით. წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან „ბარსა“ მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი.

1998 წლის შემდეგ „ბარსელონამ“ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე, რომელიც გაიმართა 2009 წლის 13 მაისს ვალენსიაში, სტადიონ „მესტილიაზე“, სადაც „ბარსელონამ“ დაამარცხა ბილბაოს „ატლეტიკი“ ანგარიშით 4:1 და 25-ედ მოიპოვა ეს ტიტული. მე-8 წუთზე გაისკი ტოკეროს მიერ გატანილი გოლის საპასუხოდ კატალონიელებმა ოთხი ბურთი შეაგდეს — იაია ტურეს, ლიონელ მესის, ბოიან კრკიჩისა და ჩავის შესრულებით. „მესტილიაზე“ გამარჯვება „ბარსასთვის“ მე-100 ტიტული გახდა კლუბის ასწლიანი ისტორიის განმავლობაში.



ჟოსეპ გვარდიოლა — საუკეთესო მწვრთნელი კლუბის ისტორიაში.
ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად, „ბარსამ“ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა (უშუალო კონკურენტის, „რეალის“ დამარცხების შემდეგ). მეორე წრის დასაწყისში „ბარსამ“ რამდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა „რეალის“ გულშემატკივრებს იმის საბაბი, რომ ეფიქრათ, თითქოს ინტრიგა აღსდგა. მაგრამ ისევ და ისევ „რეალთან“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში „ბარსელონამ“ დაამტკიცა, რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ, ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა. ეს შედეგი რეკორდული აღმოჩნდა („ბარსელონას“ მიერ „რეალის“ კარში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გატანილი გოლების რაოდენობა).

კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამდენიმე დღეში მადრიდის „რეალი“ „ვილიარეალთან“ დამარცხდა. ამ შედეგმა „ბარსელონა“ კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში „ბარსამ“ მე-19-ედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. მაგრამ „ბარსას“ წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსამ“ მარტივად დაძლია ჯგუფური ეტაპი, შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად, მეორე თამაშში „ლიონის“ ანგარიშით 5:2 დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნხენის „ბაიერნი“. ნახევარფინალში „ბარსას“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იყო. 21-ე საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა, მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში „ჩელსის“ მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი „სტემფორდ ბრიჯზე“ უნდა გადაწყვეტილიყო. „ჩელსი“ მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს. „ჩელსის“ დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში „ბარსელონამ“ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ ელოდა „ბარსასგან“ რაიმე სასწაულს. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა. დარტყმის შედეგი „ჩელსის“ გულშემატკივრებისთვის ტირილის, ხოლო „ბარსას“ გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის საბაბი გახდა. დარჩენილ წამებში „ჩელსიმ“ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში „ბარსელონა“ გავიდა.

27 მაისს „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა, სადაც „ბარსელონას“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო. ისევე, როგორც წინა ორ ტურნირში, გადამწყვეტ მატჩში „ბარსელონამ“ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას, რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო. ცუდი სტარტის მიუხედავად „ბარსამ“ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო, უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე, როგორც სულ რამდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში. ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს „ბარსას“ დაცვას. სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ „მანჩესტერისთვის“ მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. შედეგად „ბარსელონა“ 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ამგვარად კლუბმა გააკეთა ტრიპლეტი, რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს: მეფის თასი, ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. ეს შედეგი ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო.

ესპანეთის სუპერთასისთვის ორრაუნდიან წინააღმდეგობაში გუნდმა დაამარცხა ბილბაოს „ატლეტიკი“. 2009 წლის 16 აგვისტოს „სან-მამესზე“ ლურჯ-ბროწეულისფერებმა მოწინააღმდეგეს 2:1 სძლიეს, ერთი კვირის შემდეგ კი „კამპ ნოუზე“ „ბარსელონამ“ აღნიშნა გამარჯვება ანგარიშით 3:0.

უეფა-ს სუპერთასისთვის მატჩში, რომელიც 2009 წლის 28 აგვისტოს შედგა მონაკოში, „ლუი II-ის“ სტადიონზე, „ბარსელონამ“ დონეცკის „შახტარი“ დაამარცხა ანგარიშით 1:0. 115-ე წუთზე ლიონელ მესის პასი გამოიყენა პედრომ, რომელმაც ბურთი პრაქტიკულად თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაგზავნა მეკარისგან მარცხენა კუთხეში.

2009 წლის 19 დეკემბერს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ბარსელონამ“ არგენტინულ „ესტუდიანტესს“ მოუგო ანგარიშით 2:1 (გამარჯვების გოლი შეხვედრის 110-ე წუთზე გაიტანა ლიონელ მესიმ). ამგვარად, „ბარსელონამ“ გაიმარჯვა ექვსივე ტურნირში, რომლებშიც კი მიიღო მონაწილეობა და ფეხბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში გახდა ერთადერთი საფეხბურთო კლუბი მსოფლიოში, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.



„ბარსელონას“ მთავარი გოლეადორი — ლიონელ მესი
2009-10 წლების სეზონის წინ „ბარსელონა“ გამტკიცდა მარცხენა მცველით, მაქსველით, რომელიც „ინტერიდან“ გადმოვიდა. ბრაზილიელმა ჩაანაცვლა სილვინიო, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. ამის შემდეგ კატალონიისა და მილანის წარმომადგენელმა კლუბებმა ხმამაღალი ტრანსფერის შესახებ განაცხადეს. „ბარსელონაში“ გადავიდა შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, „ინტერში“ კი სამუელ ეტო'ო გადაბარგდა. კამერუნელი ფორვარდის გარდა „ბარსელონამ“ იბრაჰიმოვიჩში 46 მილიონი ევრო გადაიხადა, რამაც შვედი ფეხბურთელი კლუბის ყველაზე და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახადა. ასევე ამ შეთანხმების ნაწილად ითვლებოდა ალექსანდრ გლების არენდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და „ინტერის“ ნაცვლად გლები გერმანულ „შტუტგარტში“ გადასახლდა.

ამავე სეზონზე ლურჯ-ბროწეულისფერებმა კიდევ ერთხელ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, გარდა ამისა, მათ არც თუ ისე ცუდი შედეგი აჩვენებს ევროპულ არენაზე. გუნდმა ჯგუფურ ეტაპში პირველი ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და ნახევარფინალამდეც მიაღწია, მაგრამ „ბარსა“ შეაჩერა მილანის „ინტერნაციონალმა“, რომელმაც საბოლოოდ ტურნირი მოიგო. თუმცა „ბარსელონამ“ ამ სეზონზე ესპანეთის სუპერთასის დაცვა შესძლო.

2010-11 წლების სეზონის წინ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლურჯ-ბროწეულისფერების შემადგენლობაში პატარა ცვლილებები მოხდა. გუნდი დატოვეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ტიერი ანრი, რაფაელ მარკესი (ორივე „ნიუ-იორკ რედ ბულზში“ გადავიდა), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), დიმიტრი ჩიგრინსკი (დონეცკის „შახტარი“). „მილანში“ არენდით, მოგვიანებით 24 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით, გადავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც დღემდე ვერ იპოვა საერთო ენა ჟოსეპ გვარდიოლასთან. თუმცა გუნდმა რამდენიმე შენაძენი გააკეთა. 2009-10 წლების ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გუნდში მოვიდა დავიდ ვილია, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. მასში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. გარდა ამისა, „ბარსამ“ „სევილიისგან“ შეიძინა ადრიანო, რაფაელ მარკესის ჩასანაცვლებლად. ახალი სეზონის დასაწყისამდე რამდენიმე დღით ადრე „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ გადმობარგდა ხავიერ მასკერანო.

2010-11 წლების სეზონი „ბარსელონასთვის“ ესპანეთის სუპერთასის დაცვით დაიწყო. „სევილიასთან“ პირველ მატჩში დამარცხების შემდეგ (3:1), საპასუხო შეხვედრა კატალონიურმა კლუბმა ანგარიშით 4:0 მოიგო.

2010-11 წლების სეზონის ლა ლიგაში უკვე მეორე ტურშე მოხდა სენსაცია — „ბარსელონა“ თავის მოედანზე დამარცხდა მოკრძალებულ „ჰერკულესთან“ ანგარიშით 0:2. 29 ნოემბერს „კამპ ნოუზე“ შედგა ელ კლასიკო. 12 ტურის მერე პირველ ადგილზე მყოფი „რეალი“, რომელსაც ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა, განადგურდა ანგარიშით 5:0. მატჩში რამდენიმეჯერ მოხდა ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება, რის შედეგადაც ნაჩვენები იქნა 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი. ჟოზემ თავისი გუნდის გამანადგურებელი შედეგით დამარცხება შემდეგნაირად ახსნა:

„ „ბარსელონა“ მოედანზე თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა, „რეალი“ კი — პირიქით. ეს მატჩი გუნდს არ გამოუვიდა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მე „რეალს“ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ვხელმძღვანელობ, გვარდიოლა კი უკვე რამდენიმე წელია წვრთნის „ბარსას“ და მათ ყველაფერი მკაფიოდ აქვთ დალაგებული.
ჟოზე მოურინიო. 2010 წლის 30 ნოემბერი “


„ბარსელონას“ ფეხბურთელები აღნიშნავენ პრიმერაში გამარჯვებას
16 იანვარს „მალაგასთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც კატალონიელებმა მოწინააღმდეგეს 4:1 სძლიეს, „ბარსელონა“ პირველი წრის გამარჯვებული გახდა 52 ქულით, რაც პრიმერაში რეკორდული მაჩვენებელია. 5 თებერვალს მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში „ბარსელონამ“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-16 გამარჯვება მოიპოვა, რითიც მადრიდის „რეალის“ რეკორდი დაამხო, რომელიც ზედიზედ 15 გამარჯვებას მოიცავდა და რომელიც მადრიდელევმა 50 წლის წინ დაამყარეს. „ბარსას“ გამარჯვებების სერია შეწყვიტა ხიხონის „სპორტინგმა“ (1:1).

2011 წლის 28 მაისს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანგარიშით 3:1. გოლები გაიტანეს პედრომ, ვილიამ და მესიმ.[11]

2011 წლის აგვისტოში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ლონდონის „არსენალმა“ შეათანხმა თავისი კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის „ბარსელონაში“ გადასვლის პირობები. შეთანხმების თანხამ შეადგინა 40 მილიონი ევრო.[12]

2011 წლის 26 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასისთვის მატჩში „ბარსელონამ“ დაამარცხა „პორტუ“ ანგარიშით 2:0.[13] ამ ტიტულის მოგებით კატალონიურმა კლუბმა 1964 წლის მერე პირველად ჩამოიტოვა მადრიდის „რეალი“ მოგებული ტიტულების რაოდენობით: „ბარსასთვის“ ეს იყო 76-ე ოფიციალური ტიტული, რაც ერთით მეტია მადრიდელებისაზე.[14]

2012 წლის 27 აპრილს მთავარმა მწვრთნელმა ჟოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას აპირებდა. მისი თქმით, წასვლის მიზეზი გახდა სამუშაოსგან გადაღლილობა და დასვენების სურვილი. მისი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის შედეგი — 13 ტიტული ოთხი სეზონის განმავლობაში — გახდა რეკორდული მაჩვენებელი, ხოლო გვარდიოლა გახდა ყველაზე წარმატებული მწვრთნელი კლუბის მთელი ისტორიის განმავლობაში (4 წლის მანძილზე „ბარსელონა“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ კი ნახევარფინალამდე მიაღწია. ამ ფორმაციის „ბარსელონას“ გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს). მან იოჰან კრუიფსაც კი აჯობა, რომლის ანგარიშზეც 11 ტიტულია.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:14

ტიტო ვილანოვას სეზონი (2012—2013)[რედაქტირება]
2012 წლის ზაფხულში, გვარდიოლას წასვლას შემდეგ, გუნდს სათავეში ჩაუდგა მისი ასისტენტი — ტიტო ვილანოვა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობამ პატარა ცვლილებები განიცადა. „ვალენსიისგან“ € 14 მილიონად იყიდეს მარცხენა მცველი ხორდი ალბა, რომელმაც ჩაანაცვლა ერიკ აბიდალი, რომელმაც, თავის მხრიც, დროებით შეყვიტა საფეხბურთო კარიერა. ასევე ლონდონის „არსენალისგან“ იყიდეს ალექსანდრ სონგ ბილონგი ჩინურ „დალიან აერბინში“ წასული სეიდუ კეიტას სანაცვლოდ.

ახალი მწვრთნელისთვის სეზონის დასაწყისი არცთუ ისე კარგი გამოდგა. „ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში თავისი მთავარი მეტოქის — მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დამარცხდა სხვის მოედანზე გატანილი გოლის წესის მიხედვით (3:2, 1:2). თუმცა ჩემპიონატის სტარტი საუკეთესო გამოდგა ლა ლიგის ისტორიაში. გუნდმა ქულა მხოლოდ მე-7 ტურში დაკარგა, სადაც კატალონიელებმა „კამპ ნოუზე“ ქულები თანაბრად გაიყვეს „რეალთან“ (2:2), თუმცა ეს იყო ერთადერთი თამაში პირველ წრეზე, რომელშიც „ბარსელონას“ სამი ქულა არ მოუპოვებია.

პირველი წრის შემდეგ ტიტო ვილანოვას გუნდს 55 ქულა ჰქონდა. პირველი წაგება ჩემპიონატში გუნდმა იგემა სან-სებასტიანზე, სადაც ლურჯ-ბროწეულისფერები დამარცხდნენ „რეალ სოსიედადთან“ ანგარიშით 3:2, როცა თავდაპირველად კატალონიელები შეხვედრას 2:0-ით იგებდნენ. 26 თებერვალს „ბარსელონა“ გამოვარდა ესპანეთის თასიდან. „რეალის“ წინააღმდეგ პირველი მატჩის შემდეგ დაფიქსირდა ფრე ანგარიში 1:1, თუმცა გასვლაზე მადრიდელებმა კატალონიელები დაამარცხეს ანგარიშით 1:3.[15] 35-ე ტურში „ბარსელონა“ გახდა ლა ლიგის ჩემპიონი, რითიც თავის ისტორიაში 22-ედ გაიმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. კატალონიის თასის ფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ პენალტების სერიაში დაამარცხა „ესპანიოლი“ (1:1, 4:2 — პენალტებში) და 2006-07 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა ეს ტიტული. 2013 წლის 19 ივლისს კლუბის პრეზიდენტის, სანდრო როსელისა და კატალონიელების სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას მიერ ჩატარებული პრეს-კონფერენციაზე გამოცხადდა ვილანოვას „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის ამბავი, რაც დაკავშირებული იყო ჯანმრთელობის პრობლემებთან.

----------------------------------------

ხერარდო მარტინოს მწვრთნელობა (2013—დღემდე)[რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საფეხბურთო კლუბი ბარსელონა 2013-2014 წლების სეზონზე.
2013 წლის 23 ივლისს კატალონიური კლუბის ოფიციალურ საიტზე ცნობილი გახდა ახალი მწვრთნელის სახელი: იგი გახდა ორმოცდაათი წლის არგენტინელი ხერარდო მარტინო, რომელიც მანამდე წარმატებით მუშაობდა პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან და არგენტინულ კლუბ „ნიუელს ოლდ ბოიზთან“. კონტრაქტი გათვალისწინებულია 2 წელიწადზე. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ბარსელონამ“ ხმამაღალი ტრანსფერი განახორციელა: კლუბი შეავსო ბრაზილიის ნაკრებისა და ბრაზილიური „სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელის ყიდვა „ბარსელონას“ 50-დან[16][17] 72 მილიონ ევრომდე დაუჯდა.[18] ამავდროულად „ბარსელონა“ დატოვა ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა, და ტიაგო ალკანტარამ, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებს შეუერთდა.

ხერარდო მარტინომ კატალონიელების მწვრთნელის როლში დებიუტი განახორციელა 2 აგვისტოს ჟოან გამპერის თასზე ამხანაგურ მატჩში „სანტოსის“ წინააღმდეგ. ამ მატჩში კატალონიელებმა ბრაზილიელები გაანადგურეს ანგარიშით 8:0. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ფრედ თამაშის (0:0) შემდეგ საპასუხო მატჩში ესპანეთის სუპერთასზე „ბარსელონამ“ ეს ჯილდო სხვის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა (პირველი შეხვედრა დამთავრდა ფრედ 1:1); ერთადერთი ბურთი კატალონიელების მხრიდან გაიტანა ახალწვეულმა ნეიმარმა. ეს ესპანეთის სუპერთასი „ბარსელონასთვის“ მე-11 გახდა კლუბის ისტორიაში. ხერარდო მარტინო გახდა პირველი სპეციალისტი კლუბის ისტორიაში, რომელმაც პრიმერა დივიზიონის პირველ 7 შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა. გარდა ამისა, მარტინო გახდა მესამე მწვრთნელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია. პირველი მარცხი სეზონზე გუნდმა განიცადა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ მატჩში, სადაც „ბარსამ“ დათმო ანგარიშით 2:1, თუმცა ლურჯ-ბროწეულისფერებს ამ მატჩამდეც განაღდებული ჰქონდათ ჯგუფიდან გასვლა. ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ „ბარსა“ ლა ლიგაში სტუმრად გასვლისას დამარცხდა ბილბაოს „ატლეტიკთან“. „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც 1/8 ფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაეჯახა. სტუმრად გასვლისას, პირველი მატჩი, ლურჯ-ბროწეულისფერებმა მანჩესტერელთა რიგებიდან დემიჩელისის მოედნიდან გაგდების შემდეგ მოიგეს ანგარიშით 2:0. განმეორებით მატჩში, კამპ ნოუზე, დაფიქსირდა გამარჯვება ანგარიშით 2:1. საბოლოოდ, „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტი“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა ანგარიშით 4:1 და მოიპოვა 1/4 ფინალის საგზური. 23 მარტს ლა ლიგაში მორიგ ელ კლასიკოში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონამ“ დაამარცხა მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 4:3. ამ მატჩში მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ელ-კლასიკოში გატანილი გოლების რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამ მატჩით „ბარსელონამ“ შეწყვიტა მადრიდელთა 35-მატჩიანი წაუგებელი სერია („რეალის“ უკანასკნელი მარცხი დაფიქსირდა „კამპ ნოუზე“, სადაც „ბარსამ“ მეტოქეს 2:1 სძლია).
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:15

გამოსვლების ისტორია[რედაქტირება]
სეზონი დივიზიონი ადგილი თასი საერთ. ტურნირები
1929 1ª ჩემპიონი 1/2
1929/30 1ª მე-2 1/2
1930/31 1ª მე-4 1/8
1931/32 1ª მე-3 ფინალისტი
1932/33 1ª მე-4 1/16
1933/34 1ª მე-9 1/4
1934/35 1ª მე-6 1/4
1935/36 1ª მე-5 ფინალისტი
1939/40 1ª მე-9 1/4
1940/41 1ª მე-4 1/8
1941/42 1ª მე-12 გამარჯვებული
1942/43 1ª მე-3 1/2
1943/44 1ª მე-6 1/8
1944/45 1ª ჩემპიონი 1/8
1945/46 1ª მე-2 1/8
1946/47 1ª მე-4 1/4
1947/48 1ª ჩემპიონი 1/8
1948/49 1ª ჩემპიონი 1/2
სეზონი დივიზიონი ადგილი თასი საერთ. ტურნირები
1949/50 1ª მე-5 1/8
1950/51 1ª მე-4 გამარჯვებული
1951/52 1ª ჩემპიონი გამარჯვებული
1952/53 1ª ჩემპიონი გამარჯვებული
1953/54 1ª მე-2 ფინალისტი
1954/55 1ª მე-2 1/2
1955/56 1ª მე-2 1/4
1956/57 1ª მე-3 გამარჯვებული
1957/58 1ª მე-3 1/2 ბთ გამარჯვებული
1958/59 1ª ჩემპიონი გამარჯვებული
1959/60 1ª ჩემპიონი 1/4 ბთ გამარჯვებული
1960/61 1ª მე-4 1/8 ჩთ ფინალისტიბთ 1/4
1961/62 1ª მე-2 1/4 ბთ ფინალისტი
1962/63 1ª მე-6 გამარჯვებული ბთ 1/8
1963/64 1ª მე-2 1/2 თმთ 1/32
1964/65 1ª მე-6 1/4 ბთ 1/8
1965/66 1ª მე-3 1/2 ბთ გამარჯვებული
1966/67 1ª მე-2 1/8 ბთ 1/8



-------------------------------------


სეზონი დივიზიონი ადგილი თასი საერთ. ტურნირები
1967/68 1ª მე-2 გამარჯვებული ბთ 1/32
1968/69 1ª მე-3 1/8 თმთ ფინალისტი
1969/70 1ª მე-4 1/4 ბთ 1/8
1970/71 1ª მე-2 გამარჯვებული ბთ 1/8
1971/72 1ª მე-3 1/4 თმთ 1/8
1972/73 1ª მე-2 1/8 უთ 1/32
1973/74 1ª ჩემპიონი ფინალისტი უთ 1/32
1974/75 1ª მე-3 1/4 ჩთ 1/2
1975/76 1ª მე-2 1/4 უთ 1/2
1976/77 1ª მე-2 1/8 უთ 1/4
1977/78 1ª მე-2 გამარჯვებული უთ 1/2
1978/79 1ª მე-5 1/8 Coppacoppe.pngთმთ გამარჯვებული
1979/80 1ª მე-4 1/8 თმთ 1/4
1980/81 1ª მე-5 გამარჯვებული უთ 1/8
1981/82 1ª მე-2 1/8 Coppacoppe.pngთმთ გამარჯვებული
1982/83 1ª მე-4 გამარჯვებული თმთ 1/4
1983/84 1ª მე-3 ფინალისტი თმთ 1/4
1984/85 1ª ჩემპიონი 1/4 თმთ 1/16
1985/86 1ª მე-2 ფინალისტი ჩთ ფინალისტი
1986/87 1ª მე-2 1/8 უთ 1/4
1987/88 1ª მე-6 გამარჯვებული უთ 1/4
1988/89 1ª მე-2 1/4 Coppacoppe.pngთმთ გამარჯვებული
1989/90 1ª მე-3 გამარჯვებული თმთ 1/8
სეზონი დივიზიონი ადგილი თასი საერთ. ტურნირები
1990/91 1ª ჩემპიონი 1/2 თმთ ფინალისტი
1991/92 1ª ჩემპიონი 1/8 Coppacampioni.pngჩთ გამარჯვებული
1992/93 1ª ჩემპიონი 1/2 ჩლ 1/8
1993/94 1ª ჩემპიონი 1/4 ჩლ ფინალი
1994/95 1ª მე-4 1/8 ჩლ 1/4
1995/96 1ª მე-3 ფინალისტი უთ 1/2
1996/97 1ª მე-2 გამარჯვებული Coppacoppe.pngთმთ გამარჯვებული
1997/98 1ª ჩემპიონი გამარჯვებული ჩლ ჯგ. ეტაპი.
1998/99 1ª ჩემპიონი 1/4 ჩლ ჯგ. ეტაპი.
1999/00 1ª მე-2 1/2 ჩლ 1/2
2000/01 1ª მე-4 1/2 ჩლ ჯგ. ეტაპი. უთ 1/2
2001/02 1ª მე-4 1/32 ჩლ 1/2
2002/03 1ª მე-6 1/32 ჩლ 1/4
2003/04 1ª მე-2 1/4 უთ 1/8
2004/05 1ª ჩემპიონი 1/8 ჩლ 1/8
2005/06 1ª ჩემპიონი 1/4 Coppacampioni.pngჩლ გამარჯვებული
2006/07 1ª მე-2 1/2 ჩლ 1/8
2007/08 1ª მე-3 1/2 ჩლ 1/2
2008/09 1ª ჩემპიონი გამარჯვებული Coppacampioni.pngჩლ გამარჯვებული
2009/10 1ª ჩემპიონი 1/8 ჩლ 1/2
2010/11 1ª ჩემპიონი ფინალისტი Coppacampioni.pngჩლ გამარჯვებული
2011/12 1ª მე-2 გამარჯვებული ჩლ 1/2
2012/13 1ª ჩემპიონი 1/2 ჩლ 1/2
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:17

სტადიონი[რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კამპ ნოუ.
კამპ ნოუ
Camp Nou
კამპ ნოუ
უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტადიონი
მდებარეობა ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი
აშენდა 1957
გაიხსნა 24 სექტემბერი 1957
საფარი 120 х 72 მეტრი
კონსტრუქციის ღირებულება 288 მლნ პესეტი (1,73 მლნ ევრო)
არქიტექტორი ფრანსესკ მიტჟანსი,
ხოსეპ სოტერასი,
ლორენსო გარსია-ბარბონი
ტევადობა 99 354[19]
გუნდები
ბარსელონა, კატალონიის დროშა კატალონია, ესპანეთის დროშა ესპანეთი
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონს ეწოდება „კამპ ნოუ“ (ესპ. Camp Nou). სტადიონის ოფიციალური გახსნა შედგა 1957 წლის 24 სექტემბერს.[20] 1957 წელს გახნის მომენტიდან სტადიონი ეკუთვნოდა კატალონიურ საფეხბურთო კლუბს და თავდაპირველად ეწოდებოდა „Estadi del FC Barcelona“ (საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონი), თუმცა მაშინაც კი მას უწოდებდნენ „კამპ ნოუს“. თავისი ამჟამინდელი სახელწოდება ოფიციალურად სტადიონმა მიიღო 2000 წელს.[21] „კამპ ნოუ“ ყველაზე ტევადი სტადიონია არამარტო ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაშიც: ის იტევს 99 453 მაყურებელს.



„კამპ ნოუ“
„კამპ ნოუ“ ერთ-ერთია იმ მცირე ევროპული სტადიონებიდან, რომლებსაც უეფა ხუთი ვარსკვლავით აფასებს.

სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს „ბარსელონას“ თანამშრომლების ოფიციალური ცენტრი, ხელმძღვანელობის ოფისი და საფეხბურთო კლუბის მუზეუმი, რომელიც კატალონიაში ყველაზე ხშირად წვევადი მუზეუმია. გარდა ამისა „კამპ ნოუ“ წარმოადგენს მთავარ ნაწილს კომპლექსისა, რომელშიც ასევე შედის „მინი-ესტადი“ (ესპ. Mini estadi) — ოციათასიანი სტადიონი, რომელზეც ვარჯიშობენ კლუბის სპორტული სკოლის გუნდები; „ლა მასია“ (ესპ. La Masía) — შენობა, სადაც ცხოვრობენ კლუბის ყველაზე ახალგაზრდა აღზრდილები; და „პალაუ ბლაუგრანა“ (ესპ. Palau Blaugrana) — 8 000 მაყურებელზე გათვლილი კორპუსი, სადაც გამოდიან კლუბის კალათბურთის, ჰენდბოლის, ჰოკეისა და მინი-ფეხბურთის გუნდები.

2007 წლის სექტემბერში კლუბმა მიიღო პროექტი სტადიონის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო მისი გახსნის დღიდან 50 წლის იუბილესთან. გაკეთდა საერთაშორისო კონკურსი, რომლის დროსაც არქიტექტორებმა მთელი მსოფლიოდან წარმოადგინეს საკუთარი პროექტები. ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ კლუბის წარმომადგენლები, სახელმწიფო ადმინისტრაციისა და კატალონიელი არქიტექტორების ასოციაციის წევრები. 2007 წლის 18 სექტემბერს გამოვლინდა გამარჯვებული — იგი გახდა ინგლისური ფირმა „ფოსტერსი და პარტნიორები“, რომელიც ცნობილი იყო ახალი სტადიონის, „უემბლის“ აგებით, ასევე მიიოს ვიადუკის, კოლსეროლის კოშკებისა და ნიო-იორკში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობებით. პროექტის მოდელი პირველად საზოგადოებას წარუდგინეს „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის მატჩის დაწყების წინ, რომელიც გაიმართა 2007 წლის 22 სექტემბერს. თავდაპირველი ბიუჯეტი შეადგენდა 250 მილიონ ევროს.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:18

სიმბოლიკა[რედაქტირება]
ემბლემა[რედაქტირება]
ემბლემას აქვს „კარდალის“ (პატარა ქვაბის) ფორმა, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად. ზემოთა ორ ნაწილში გამოსახულია ქალაქ ბარსელონას დროშა (ანუ წმინდა გიორგის ჯვარი და კატალონიის დროშა). ქვედა ნაწილში მდებარეობს ტყავის ბურთი კლუბის ფერების — ლურჯ-ბროწეულისფერი ზოლების ფონზე. ფარის ცენტრში ოქროსფერ ზოლზე, რომელიც გერბის ზემოთა და ქვემოთა ნაწილებს გამოყოფს, გამოყვანილია კლუბის ინიციალები FCB (Football Club Barcelona).

კლუბის მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა კლუბის გერბის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ფაქტობრივად ყოველთვის ერთნაირი დიზაინით — ძირითადად საქმე ეხებოდა კოსმეტიკურ ცვლილებებს. ამგვარად, დღიდან შექმნისა კლუბი იყენებდა ქალაქ ბარსელონას გერბს, რითაც ხაზს უსვამდა მჭიდრო კავშირს მშობლიურ ქალაქთან და მხოლოდ 1910 წელს ხელმძღვანელობამ დააყენა საკუთარი გერბის შექმნის საკითხი. ჩატარდა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა კარლეს კომამალამ. ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის პერიოდში აბრევიატურა „FCB“ შეიცვალა „CFB-ზე“ (Club de Futbol Barcelona), ოთხი წითელი ვერტიკალური ხაზი ემბლემის ზედა მარჯვენა ნაწილში სახელმწიფოს შეკვეთით შეიცვალა ორზე, რათა იგი არ დამსგავსებოდა კატალონიის დროშას.

1949 წელს დროშა ისევ გამოჩნდა კლუბის ემბლემაზე, რაც დაკავშირებული იყო მის 50 წლის იუბილესთან, ხოლო 1974 წელს დაბრუნდა კლუბის სახელწოდების ინგლისური ვარიანტი, შესაბამისად აბრევიატურაც ძველი გახდა.

კლუბის ემბლემამ თანამედროვე სახე მიიღო 2002 წელს დიზაინერ სერახიმ კლარის დამსახურებით. გერბის მოყვანილობამ უფრო გლუვი ფორმები მიიღო — დაბლა სამკაპის ნაცვლად დარჩა ერთი პირი, იგივე მოხდა გვერდებზეც. ასევე წაიშალა წერტილები, რომლებიც აცალკევებდა კლუბის ინიციალებს და შეიცვალა თვითონ აბრევიატურის დაწერის ტიპი.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:18

ბრენდები და სპონსორობა[რედაქტირება]
პერიოდი ფორმის მწარმოებელი ტიტულების სპონსორი
1982/92 აშშ-ის დროშა Meyba არ ჰყავდა
1992/98 იტალიის დროშა Kappa
1998/06 აშშ-ის დროშა Nike
2006-დან Flag of UNICEF.svg UNICEF
2011-დან კატარის დროშა Qatar Foundation
2013-დან კატარის დროშა Qatar Airways
აქ წარმოდგენილია ტანსაცმლის ფირმებისა და კლუბის სპონსორების სია.
კლუბის ფორმის მწარმოებელია კომპანია „Nike“, რომელთანაც ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც კომპანია კლუბს ტანსაცმლით უზრუნველყოფდა 1998 წლიდან 2014 წლამდე. უფრო ადრე კლუბის სპონსორები იყო „Meyba“ (1982-1992 წლები) და „Kappa“ (1992-1998 წლები). კლუბის ტიტულების პირველი სპონსორი გახდა კომპანია „UNICEF“. 2011-2012 წლების სეზონიდან მაისურზე ასევე იწერება სპონსორი „Qatar Foundation“. 2012-2013 წლებიდან ტიტულების სპონსორი გახდა ავიაკომპანია „Qatar Airways“.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:19

ბარსელონას ბაბუა[რედაქტირება]
„ბარსელონას“ ბაბუა (ესპ. el Abuelo del Barça; კატ. Avi Barça) — პესრონაჟი, რომელიც შექმნა მხატვარმა ვალენტი კასტანსმა და რომელიც წარმოადგენს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სიმბოლოს.

ის ტრადიციულად ჩაცმულია 1960-70-იანი წლების სტილში, ხელში უჭირავს კატალინიური კლუბის დროშა, თავზე კი ბარეტინა ახურავს. ამ პერსონაჟის პატივსაცემად „ლა მასიას“ მახლობლად, „კამპ ნოუს“ გვერდით, დგას ქანდაკება.

პირველად ეს პერსონაჟი გაჩნდა 1924 წლის 29 ოქტომბერს ჟურნალ „El xut-ის“ გვერდებზე.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:20

გულშემატკივრები[რედაქტირება]
ისტორია[რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Boixos Nois.
დაჯგუფება „Boixos Nois“ შეიქმნა 1981 წელს და დღემდე იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ დაჯგუფებად მთელ ესპანეთში.

თავდაპირველად „ბარსელონას“ საშინაო მატჩების დროს „Boixos Nois“ გამოიკვეთებოდა მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტრიბუნაზე „Gol Sud“ „კამპ ნოუზე“, შემდეგ კი ტრიბუნას სახელი შეეცვალა „Gol Nord-ზე“.

მას შემდეგ, რაც ჟოან ლაპორტა გახდა „ბარსელონას“ პრეზიდენტი (2003 წელს), „Boixos Nois-ს“, როგორც დაჯგუფებას, აეკრძალა „კამპ ნოუზე“ გამოჩენა.[22] ამიტომ ფანები იძულებულები არიან მატჩებზე პატარ-პატარა ჯგუფებად მოვიდნენ.



„მილანი“ — „ბარსელონა“ (2006 წ.)
დაჯგუფების ლოგო წარმოადგენს წრეს, რომელსაც ლურჯ ფონზე გაღიმებული ბულდოგის კბილების კრეჭა ამშვენებს. შიდა წრის მარცხენა მხარეს გამოსახულია კატალონიის დროშა, მარჯვენა მხარეს — კლუბის ფერები: ლურჯი და ბროწეულისფერი. ლოგოს ზედა ნაწილში გამოსახულია დაჯგუფების სახელწოდება „Boixos Nois“, ქვედა ნაწილში კი არის წარწერა „F.C. Barcelona“.

მეგობრები: Pen’a Mujika („რეალ სოსიედადი“), Indar Gorri („ოსასუნა“), „ვერდერის“ ფანები (გერმანია).

მტრები: Ultras Sur (მადრიდის „რეალი“), Brigadas Blanquiazules („ესპანიოლი“), Yomus („ვალენსია“), Ligallo Fondo Norte („სარაგოსა“), Biris Norte („სევილია“) და Herri Norte Taldea (ბილბაოს „ატლეტიკი“).
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:20

მოწინააღმდეგეები[რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კატალონიური დერბი და ელ კლასიკო.
ელ-კლასიკო (ესპ. El Clásico, კატ. El Clàssic), ან ესპანეთის დერბი (ესპ. El derbi Español, კატ. El derbi espanyol) ან სუპერკლასიკო (ესპ. El Superclasico, კატ. El Superclàssic) — საფეხბურთო მატჩები მადრიდის „რეალსა“ და კატალონიის „ბარსელონას“ შორის. კონკურენცია არსებობს ასევე მადრიდსა და ბარსელონას — ესპანეთის ორ ყველაზე დიდ ქალაქს შორის. ელ-კლასიკო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და პრინციპიალურ დაპირისპირებად მსოფლიოში. ეს მატჩი ყოველთვის დიდ მოვლენად ითვლება მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის. პირველი ელ კლასიკო 1902 წელს გაიმართა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც კატალონიელებმა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დაამარცხეს ანგარიშით 3:1. დღემდე, სულ ჩატარდა 250 მატჩი, საიდანაც 104 „ბარსელონამ“ მოიგო, 90 — „რეალმა“, ხოლო 56 შეხვედრა ფრედ დასრულდა.[23]

კატალონიური დერბი (კატ. El derbi Barceloní, ესპ. El derbi barcelonés ) — მატჩები კატალონიის დედაქალაქის, ბარსელონას საფეხბურთო კლუბებს შორის: „ბარსელონასა“ და „ესპანიოლს“ შორის. ამ დერბის პრინციპიალურ ხასიათს სძენს ის ფაქტი, რომ კლუბის გულშემატკივრები ტრადიციულად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მატარებლები არიან: „ბარსელონას“ ფანები ემხრობიან უფრო მემარცხენე და სეპარატისტულ შეხედულებებს, ხოლო „ესპანიოლის“ გულშემატკივრები — მემარჯვენეები და ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლებისადმი უფრო ლოიალურები არიან.[24]
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:21

ფეხბურთელები[რედაქტირება]
მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება]
ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ესპანეთის დროშა მეკარე ვიქტორ ვალდესი (ვიცე-კაპიტანი)
22 ბრაზილიის დროშა მცველი დანიელ ალვეში
3 ესპანეთის დროშა მცველი ხერარდ პიკე
4 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ფრანსესკ ფაბრეგასი
5 ესპანეთის დროშა მცველი კარლეს პუიოლი (კაპიტანი)
6 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი (ვიცე-კაპიტანი)
8 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა (ვიცე-კაპიტანი)
9 ჩილეს დროშა თავდამსხმელი ალექსის სანჩესი
10 არგენტინის დროშა თავდამსხმელი ლიონელ მესი
12 მექსიკის დროშა ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი
13 ესპანეთის დროშა მეკარე ხოსე მანუელ პინტო
14 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
15 ესპანეთის დროშა მცველი მარკ ბარტრა
16 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი
7 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი პედრო როდრიგესი
18 ესპანეთის დროშა მცველი ხორდი ალბა
2 ესპანეთის დროშა მცველი მარტინ მონტოია
21 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი ადრიანო კორეია
11 ბრაზილიის დროშა თავდამსხმელი ნეიმარი
23 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი ისააკ კუენკა
17 კამერუნის დროშა ნახევარმცველი ალექს სონგი
26 ესპანეთის დროშა მცველი მარკ მუნიესა
20 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი კრისტიან ტელო


--------------------------------------------------

იჯარით წასული ფეხბურთელები[რედაქტირება]
ნომერი პოზიცია მოთამაშე
- ნიდერლანდის დროშა ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი
- ბრაზილიის დროშა თავდამსხმელი კეირისონი
- ესპანეთის დროშა მცველი ანდრეუ ფონტასი

-----------------------------------------

2013/2014 წლის ტრანსფერები[რედაქტირება]
მოვიდნენ[რედაქტირება]
პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
ფორ ბრაზილიის დროშა ნეიმარი ბრაზილიის დროშა სანტოსი
ფორ ესპანეთის დროშა ბოიან კრკიჩი** იტალიის დროშა მილანი
ნმც ნიდერლანდის დროშა იბრაჰიმ აფელაი** გერმანიის დროშა შალკე 04
ნმც ესპანეთის დროშა ისააკ კუენკა** ნიდერლანდის დროშა აიაქსი

-------------------------------------------------

წავიდნენ[რედაქტირება]
პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მც ესპანეთის დროშა ერიკ აბიდალი*** საფრანგეთის დროშა მონაკო
მც ესპანეთის დროშა ანდრეუ ფონტასი ესპანეთის დროშა სელტა
მც ესპანეთის დროშა მარკ მუნიესა ინგლისის დროშა სტოკ სიტი
ფორ ესპანეთის დროშა დავიდ ვილია ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
ფორ ესპანეთის დროშა ბოიან კრკიჩი* ნიდერლანდის დროშა აიაქსი
ფორ ესპანეთის დროშა ტიაგო ალკანტარა გერმანიის დროშა ბაიერნი



MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ბარსელონა Empty Re: ბარსელონა

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 1 of 15 1, 2, 3 ... 8 ... 15  Next

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum