Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Vote_lcap75%სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Vote_rcap 75% [ 41 ]
სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Vote_lcap25%სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


სიახლეები სერენაი სარიკაიზე

+7
nino-nina
eric von
LALALA
MaRiami
tikunA
Espinela-Fans
Mariko
11 posters

Page 25 of 27 Previous  1 ... 14 ... 24, 25, 26, 27  Next

Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Mon Feb 06 2017, 16:47

  ბულგარეთის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდული სერიალი -  #მედჯეზირი


როგორც ვიცით,  ბულგარეთში  მედჯეზირის მეორე სეზონის ფინალი 25 ოქტომბერს გაუშვეს და რამდენიმე თვის შემდეგ ხალხმა სერიალის გამეორება მოითხოვა. #მედჯეზირი  ბულგარეთის ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდულ სერიალად დასახელდა.. 6 თებერვლიდან ერთგული მაყურებელი კვლავ იხილავს საყვარელ სერიალს  bTV Lady-ს არხზე, ყოველ სამუშაო დღეს 21:00 სთ-დან 22:30 სთ-მდე. მეორე დღეს კი სერიალს გაამეორებენ  10:00 სთ-დან  11:30 სთ-მდე.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Mon Feb 06 2017, 17:07

2012 წელს FOX-ის  ყველაზე კაშკაშა  ქალი პერსონაჟების სია:


1) ბადე
2) ნილი
3) იეშიმი
4) ელმასი
5) ჯეშმი
6) მუნევერი
7) ჰამიეთი
8) ზენანი
9) ზუმრუტი
10) აბიდე
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Wed Feb 08 2017, 16:42

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Sfasfs

სერენაი სარიკაია
- 29 ჯილდო
- 6 სერიალი
- 2 ფილმი
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Thu Feb 09 2017, 16:03

#მედჯეზირი ამერიკის შეერთებულ შტატებში


პოპულარული ახალგაზრდული სერიალი #medcezir ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება.  სერიალის ტრანსლაციაზე პასუხისმგებლობა  Warner Bros-მა აიღო.  #მედჯეზირი მესამე თურქული  სერიალია Merhamet -ის და  Unutulmaz-ის შემდეგ ,რომელსაც აშშ-ში გაუშებენ.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Mon Feb 13 2017, 19:00

შეკითხვაზე  "ვისთან ისურვებდით დუეტში სიმღერას?", ახალგაზრდა მომღერალმა Edis-მა შემდეგი სახის პასუხი გასცა - სერენაი სარიკაიასთან
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Wed Feb 15 2017, 18:05

▶ კონფერენციაზე სერენაის ჰკითხეს, უყურებს თუ არა რომელიმე თურქულ სერიალს.
სერენაიმ უპასუხა,რომ უყურებს "ჩემი სამშობლო შენ ხარ -Vatanım sensin"-ს ჰალით ერგენჩისა და ბერგუზარ ქორელის მონაწილეობით და დაამატა,რომ ენდომებოდა ამ სერიალში მონაწილეობა.




▶ პრეზენტაციის დროს სოციალურ ქსელში გამოკითხვა მიმდინარეობდა: "ვისთან ერთად უნდა ითამაშოს სერენაი სარიკაიამ?", ხმების უმრავლესობა ბარიშ არდუჩმა მიიღო. სერენაიმ კი შემდეგი სახის პასუხი გასცა: "რა თქმა უნდა, მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვითამაშებ, მაგრამ ახლა სხვა პროექტი მაქვს. შეიძლება სხვა დროს"
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Wed Feb 15 2017, 18:10

თურქული საიტი GECCE იუწყება,რომ ქერემ ბურსინის და სერენაი სარიკაიას წყვილთან დაახლოებულმა პირმა ფანებს შემდეგი სახის ინფორმაცია გაუმხილა: სერენაი და ქერემი შეთანხმდნენ,რომ სიყვარულის დღეს ერთმანეთს ძვირადღირებულ საჩუქრებს არ აჩუქებენ.
"იღბლიან მამაკაცად ვთვლი თავს,რადგან სერენაის არ უყვარს ფუფუნება. დაბადების დღეზეც კი ერთმანეთს უბრალო საჩუქრებს ვჩუქნით. დარწმუნებული ვარ, ერთი ყვავილის თაიგულიც კი გააბედნიერებს",- ამბობს ქერემ ბურსინი
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Wed Feb 15 2017, 18:11

ჩილეში მედჯეზირის საფინალო სერიამ 19,7% დააგროვა და ტოპ 10-ში პირველი ადგილი დაიკავა, ონლაინის რეიტინგი 23% იყო, განმეორებულმა სერიამ 7,5% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა ათეულში.
პრესა წერს,რომ მედჯეზირიმა საუკეთესო რეიტინგი აჩვენა და მის შემცვლელად სხვა თურქულ სერიალს აღარ გაუშვებს.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Wed Feb 15 2017, 19:05

"თუ საჭიროა,როლისთვის თმებსაც დავივიწყებ"
დღეს სერენაი სარიკაია Head and Shoulders-ის პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა,რომელიც Feriye Palas-ში გაიმართა.სერენაიმ ყურადღება მიიქცია მუქი ლურჯი ბარხატის კაბით და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სერენაის თმის ახალმა სტილმა ხალხი აღაფრთოვანა.
მსახიობმა ჟურნალისტების სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა.
"როლისთვის თმებსაც დაივიწყებთ?"
სერენაი სარიკაიამ თავისუფლად უპასუხა: "რატომაც არა? თუ როლი ასე მოითხოვს, დავივიწყებ"
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Thu Feb 16 2017, 15:39

მარტში Medcezir ურუგვაიში დაიწყება  Teledoce-ს არხზე. ეს იქნება პირველი თურქული სერიალი

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Dasd
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Sat Feb 18 2017, 16:26

Uçankuş-ის რეპორტაჟი სერენაი სარიკაიასთან


ჟურნალისტი: გამარჯობა. ისეთი ელეგანტური ხართ
- მადლობა თქვენ. დიახ,ძალიან მომენატრა. ისეთი აღელვებული მივდივარ თითოეულ ადგილას.


ჟურნალისტი:  ჯილდოს მიიღებთ
- დიახ,უკვე მეორედ ფილმისთვის.  ძალიან ვღელავ.  და მეორედ მივიღებ  İTÜ-სგან ჯილდოს, ძალიან საყვარლობა


ჟურნალისტი:  ეს წელი , ყველაფრის მიუხედავად,  თქვენთვის შესანიშნავად დაიწყო.  ახალი პროექტი გექნებათ
- დიახ. ახლა დავიწყეთ. მადლობა ღმერთს,ყველაფერი თავისი გზით მიდის.




ჟურნალისტი: რამდენიმე დღის წინ,განაცხადეთ,რომ ბარიშ არდუჩთან ერთად გინდათ თამაში
-  ერთ-ერთმა თქვენმა  მეგობარმა მკითხა სოციალური გამოკითხვების შესახებ,სადაც ბარიში აირჩიეს.  მკითხეს,რას ვფიქრობ ამის თაობაზე, მეც ვუპასუხე,რომ ასეთი რამ, რა თქმა უნდა,შესაძლებელია, მაგრამ ახლა საქმე მაქვს,რომლისთვისაც ვემზადები, ასე რომ შემდეგზე  შეიძლება


ჟურნალისტი: ამაზე რას ფიქრობს ბატონი ქერემი?
- არ ვიცი, არ მიკითხავს. მას ჰკითხეთ




ჟურნალისტი: ჩხუბობთ ხოლმე? ( სკანდალს თუ აწყობთ)
- არა.  ჩვენი სამუშაოს შესრულებას ვცდილობთ. ისიც თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ არ ვკამათობთ ამ საკითხზე


ჟურნალისტი:  მასთანაც გვქონდა ინტერვიუ და ვკითხეთ,რომანტიკულია თუ არა, მან კი გვიპასუხა,რომ ეს თქვენთვის უნდა გვეკითხა
- რა თქმა უნდა, ადამიანი თავის თავზე არაფერს არ იტყვის, მაგრამ..
ჟურნალისტი: თქვა,რომ თქვენთვის ის რომანტიკულია
- ნუ დიახ


ჟურნალისტი: როგორ გაატარეთ სიყვარულის დღე ქერემ ბურსინთან ერთად?
- რა თქმა უნდა,შესანიშნავი საღამო გავატარეთ,ერთმანეთს შევპირდით,რომ ეს ჩვენს შორის დარჩება.. მაგრამ თავი დავანებოთ დეტალებს


სერენაის თურქ ბოქსიორზე ავნი ილდირიმზე ჰკითხეს
-  დიახ,ვიცი ვინც არის. შაბათს მატჩი ექნება ვერ მოვახერხებ წასვლას, მაგრამ აუცილებლად ვუყურებ ტელევიზორში.  მართლა, წარმატებას ვუსურვებ!  შესანიშნავი ადამიანია და ბოლომდე ვგულშემატკივრობ.  იმედია, მისი გზა გახსნილი იქნება და მისი ოცნებები ახდება




სერიალთან დაკავშირებით
- სერიალი შესანიშნავად მიდის. შეიძლება ჩაითვალოს,რომ  გადაღებები უკვე 2 კვირაა გრძელდება. ძალიან ვხალისობთ, გვჯერა,რომ  შესანიშნავ საქმეს გავაკეთებთ. ჩუმათ ვმუშაობთ, ვნახოთ რა იქნება
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Sat Feb 18 2017, 16:28

ომიურ საბანჯუოლუ სერენაი სარიკაიას შესახებ


- სხვა ადგილი ვერც იქნებოდა! ვგიჟდები მასთან ერთად საუბარზე, ვგიჟდები მის შესანიშნავ ენერგიაზე, პოზიტიურ ხედვაზე,რომელიც ცხოვრებაზე გააჩნია, დაფასებზე, გულწრფელობაზე, პატიოსნებაზე, სუფთა გულზე.. მე და ჩემი ძვირფასი სერენაი სარიკაია ბოსფორის გასწვრივ, ყავას ვსვამდით და ტკბილად ვსაუბრობდით, ისევ გავუზიარეთ ერთმანეთს შესანიშნავი სიახლეები. მოკლედ, უყურეთ სპეციალურ რეპორტაჟს სერენაი სარიკაიასთან ერთ
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Sat Feb 18 2017, 22:57

#ინტერვიუ  "შაბათის სიურპრიზი"-ს თარგმანი


▶ ლამაზი, ნიჭიერი, მიმზიდველი და გულწრფელი, ის პირველია,ვინც ამ სიტყვების ჩამოთვლის დროს გვახსენდება.
მას შემდეგ რაც სერენაი სარიკაია შამპუნის  სახე გახდა, პრესკონფერენცის შემდეგ ომიურ საბანჯიოლუს შეხვდა, ეს შეხვედრა   წრფელ საუბარში გადაიზარდა.
ომიური: დღეს ჩვენი თემაა ყველასთვის საყვარელი სერენაი სარიკაია, რადგან ეს  ასეც არის.
სერენაი: მადლობა
ომიური:  როგორც ჩანს,არ არსებობს ისეთი ადამიანი,რომელსაც არ უყვარხარ.  ასე ვფიქრობ.
სერენაი:  აი.. იმედია, მადლობა




▶  სერენაი სარიკაიას თმები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, რადგან შესანიშნავმა მსახიობმა იცის,როგორ უნდა მიხედოს თმას.
ომიური:  როგორ უვლი შენს თმებს?
სერენაი: სიმართლე რომ ვთქვა,მიყვარს თმების მოვლა.  ხშირად მივდივარ გაყოფილი ბოლოების მოსაშორებლად, თმასაც ვამოწმებ,  შამპუნთან ერთად თმის ნიღაბს ვიყენებ,  ვცდილობ დელიკატურად მოვუარო.   რადგან ჩემი თმის ბოლოები  ძალიან მშრალია, სხვაგან კი პირიქით,  ამის გამო ცოტა ვწვალდები,მაგრამ ვუმკლავდები.
ომიური: გახსოვს,პატარაობაში პირველად თმის სტილისტთან რომ მიხვედი?
სერენაი:  ძალიან პატარა რომ ვიყავი, მაკრატელი ავიღე და აი აქ მოვიჭერი არცისე ცოტა თმა. საწუხაროდ,ჩემი თმები ძალიან გრძელი იყო, დედაჩემი იძულებული გახდა საერთოდ შეეჭრა  ჩემთვის თმა. ძალიან მეწყინა,  დიდი ტრამვა გადავიტანე. რამდენიმე კვირა,  თითქმის ერთი თვე, არ დავდიოდი სკოლაში. თმები ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია.
ომიური: დედაშენმაც გადაიტანა ტრამვა
სერენაი:  დედაჩემს ძალიან ეწყინა, გატყდა.  ვერ იჯერებდა და მეუბნებოდა " ასეთი რამ როგორ გააკეთე?".  როცა სახლში მოვიდა,აი აქ არ მქონდა თმა, ასეთი საშინელება გამოვიდა :დდდ




▶  სერენაი ერთ-ერთია  იმ გოგოებს შორის,ვინც საკუთარ დედას ისე უყურებს,როგორც კუმირს. კარგი და როგორ უყურებს იმ საკითხს,რომ თვითონ   გახდეს დედა?
ომიური: ფიქრობ,ჯერ კიდევ ადრეა იმისთვის,რომ დედა გახდე?
სერენაი:  ჩემი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, სახლის ქალი ვარ. და ახლა,მადლობა ღმერთს, შესანიშნავი კარიერა მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ,  შემიძლია ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო. როცა დედობა მომინდება, მინდა,რომ  უფრო  მომზადებული ვიყო, მაშინ შევძლებ კონცენტრირებას  ჩემს შვილზე და ოჯახზე,იმიტომ რომ არასწორად ვთვლი,როცა მათი არსებობის შემთხვევაში სხვა რამით  კავდებიან.  არ ვიცი..




▶ ძალიან ბევრი რაღაც არის მის ცხოვრებაში გასაკეთებელი.  ამ დროისთვის ის ახალი ინტერნეტ-პროექტისთვის ემზადება, ამიტომ ცეკვის გაკვეთილებს იღებს.
სერენაი: მომავალი  მსახიობის, როცა ახალი როლისთვის ვემზადებოდი,  ამ როლს 100 დან 100 მნიშვნელობა მივანიჭე. ყოველთვის ეს მინდოდა,ამისთვის ვცდილობდი.  ისეც ვცეკვავ, მაგრამ ამ დისციპლინის გადმოსაცემად, მოცეკვავის სულის გადმოსაცემად, საჭიროა გაკვეთილების მიღება. ამიტომ დიდი სიამოვნებით დავდივარ  მეცადინეობებზე, არ ვარ წინააღმდეგი.




▶ სიმღერაც ცეკვის ნაწილია.  გასულ კვირას,ამ ეკრანებზე,  მისი შესრულებული სიმღერის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. მას ძალიან მოეწონა ჩვენი ნამუშევარი.
ომიური:  გასულ კვირას რაღაც გავაკეთეთ. სიმღერები,რომლებსაც შენ მღეროდი...
სერენაი: დიახ,ვუყურებდი
ომიური: უყურებდი?
სერენაი: ძალიან ლამაზი ვიდეო გამოვიდა
ომიური: დიახ, ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით
სერენაი: დიდი მადლობა




▶ დიდი რეპერტუარია, იქნებ ერთ დღესაც სცენაზე გამოვიდეს?
ომიური: ღმერთმა ქნას, ერთ დღეს კონცერტი გქონდეს
სერენაი:  შემიძლია ვთქვა "ღმერთმა ქნას". არ ვიცი,  როგორც უკვე ვთქვი, უახლოეს დროში ეს გეგმაში არ მაქვს.  მაგრამ ეს ის არის,რისი გაკეთებაც ძალიან მიყვარს. თუ კი რამე მსგავს შემომთავაზებენ შესანიშნავი პროექტისთვის,რატომაც არა.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Mon Feb 20 2017, 18:58

Hurret Kelebek-ის ინტერვიუს თარგმანი


▪ სინემ ბურალი: ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ სერენაი სარიკაიას,რომელიც ამ სეზონზე Head&Shouldres-ის ბრენდის პორველი ქალი სახე გახდა. სხვა მხრივ, მსახიობი 3 თვეა ცეკვის გაკვეთილებს იღებს  ახალი როლითვის დურუს პერსონაჟისთვის,  სერიალში ფიჩიპიში.




- ბოლოს 6 წლის წინ გესაუბრეთ, შენი კარიერა სწრაფად მიდის.  დავიწყოთ ბრენდთან  თანამშრომლობით. როგორ მიიღეთ შემოთავაზება?
სერენაი:  ისინი ძალიან დარწმუნებული მოვიდნენ შემოთავაზებით. საინტერესოა ისტორიაა, Head&Shouldres-ის ბრენდთან დაკავშირებით ეჭვი მქონდა.  მეჩვენებოდა,რომ ეს უფრო მამაკაცის ბრენდი იყო. მითხრეს: "გამოიყენეთ ჩვენი პროდუქცია და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება".  ამ შემოთავაზების შემდეგ, გავიფიქრე, ესე იგი რაღაც იციან, ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდია.  ძალიან მიხარია,რომ ამ ბრენდის პირველი ქალი სახე ვარ. კარგი გზა დავიწყეთ და საინტერესო რაღაცებს გავაკეთებთ  ამ კომპანიასთან ერთად.  უნივერსიტეტებში ვივლით, ეს ისეთ მღელვარებას იწვევს ჩემში.  ვფიქრობ,მეც შემიძლია რაღაცის დამატება.




- ერთის მხრივ, ასეთი სამუშაო, პასუხისმგებლობაა თქვენი გულშემატკივრების წინაშე.
სერენაი:  ჩემს პროფესიაში საქმე ისე უბრალოდ არასდროს ამირჩევია.  ყოველთვის იმას ვარჩევ,რაც თავდაჯერებულობას მმატებს, იმას,რაზეც შემიძლია  დამოკიდებული  და პასუხისმგებელი  ვიყო.  ეჭვი რომ მქონოდა,ამ საქმეს არცერთ შემთხვევაში არ ავიღებდი.  მათი თავდაჯერებულობაც ძალიან მომეწონა. ისინი თავიანთ თავს "თავისუფლების სპონსორებს" უწოდებენ. ის,რისი თქმაც ჩემი ფანებისთვის მინდოდა,რათა ისინი თავდაჯერებული იყვნენ, ისეთები,როგორიც რეალობაში არიან და უყვარდეთ  თავიანთი თავი. ძალიან მიხარია,  გზას ამ იდეებით ვიწყებ.


- რამდენი რეკლამა იქნება?
სერენაი:  ამ ბრენდთან ერთად ახალი მღელვარების გზა დავიწყე. პირველი რეკლამა უკვე გამოვიდა, სხვებიც მალე იქნება.




-  წავიკითხე,რომ თქვენი თმა 6-ჯერ უფრო  ღირებული გახდა. როგორ უვლით თქვენს თმას?
სერენაი: არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ,მაგრამ თმის ფერთან არასდროს მითამაშია.  ეს ჩემი ბუნებრივი ფერია. ვცდილობ,კარგად მოვუარო. მიყვარს ჩემი თმები.  არა მარტო თმებს, როგორც მსახიობი, სხეულსაც და სახესაც ვუვლი. ვფიქრობ,უნდა გაუფრთხილდე იმას,რაც გაქვს. ხშირად ვიშორებ  გაფუჭებულ ბოლოებს. ღამე,ძილის წინ,  როგორც ძველებურ ფილმებში,   სავარცხლით თმებს ვივარცხნი.  რადგან არ ვიცვლი თმის ფერს, კვირაში სამჯერ დავდივარ თმის სტილისტთან.  ჩვეულებრივ დღეებში არ მიყვარს მუქი მაკიაჟი და მკვეთრი ვარცხნილობა.




- მხოლოდ გარეგნობას კი არა,შინაგან სამყაროსაც უვლით. სამჯერ იყავით ლოს-ანჯელესში
სერენაი:  დიახ, ლოს-ანჯელესში ცხოვრების შანსი მქონდა 2-3 თვით.   ენის კურსებზე დავდიოდი,  რამდენიმე გაკვეთილი ჩამიტარდა სამსახიობო ხელოვნებასთან დაკავშირებით.  რა თქმა უნდა,  ყოველთვის  შეგიძლია, რაღაც ახალის სწავლა.  ჩვენ მუდმივად უნდა განვავითაროთ საკუთარი თავი.






- ეს  თითქოს სავალდებულოა (სოციალური ზეწოლა
)?
სერენაი:  ამას არ ვუყურებ,როგორც სოციალურ ზეწოლას.  ეს იმ სამყაროს განვითარებაა,სადაც ვცხოვრობთ.  თუ კი ამ სამყაროში რაღაც მისიის გამო მოვედით, ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ უნდა იყოს,რომ მხოლოდ იარსებო. უნდა ეცადო და რაღაც გააკეთო შენი თავისთვის, მეც ვცდილობ რაღაც ახალი გავაკეთო ჩემი თავისთვის. ვფიქრობ,ცხოვრება შემდეგ უფრო მარტივი ხდება.




-  მეგონა, ლოს-ანჯელესში დაბრუნდებოდით.  მეგონა ასე მოძებნიდით ახალ პროექტებს.
სერენაი:  ძალიან მიყვარს თურქეთი და სტამბული.  მგონია,ამ ადგილის დატოვება არც ისე მარტივია.  უამრავ ადგილას ვყოფილვართ,მაგრამ ასეთი გრძნობა,როგორიც აქ მაქვს,სხვაგან არ მქონია.




-  მაგრამ კარიერისთვის შეიძლება სვლა  ამერიკაში გააკეთოთ
სერენაი:  რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ყოფნა და იმ ადგილის დატოვება,სადაც შესანიშნავი კარიერა მაქვს,რაღაც მიზეზის გამო სხვა საქმეა.   მიყვარს ჩემი ცხოვრება აქ, ყველაფერი თავისი გზით მიდის...  ახლა ამაზე არ ვფიქრობ.  როცა ეს შიგნიდან მოდის,კარგია, მაგრამ როცა ცდილობ ასე განაწყო შენი თავი,არ გამოდის.  შეიძლება,  შესაფერის დროს, შესაფერის ხალხთან ერთად,ეს გზა სხვანაირი იყოს. შესაფერის დროს უნდა დაველოდოთ.




-  როგორ მიდის გადაღებები?
სერენაი: შეიძლება ითქვას, გადაღებები ახლახანს დაიწყო.  2 კვირაა გრძელდება. თავიდან დიდი სამზადისი იყო.  დაახლოებით 3 თვეა როლისთვის  ცეკვის გაკვეთილებს ვიღებ.   ბალერინა გოგონა,რომელიც  თანამედროვე ცეკვებითაა დაინტერესებული.  რთული პერიოდი იყო.  როცა  მომზადებას  მნიშვნელობას ანიჭებ, მაშნ კარგ შედეგს იღებ.  მთელი გუნდი ვგრძნობთ,რომ კარგ გზაზე ვართ.  იმედია, მაყურებელს მოეწონება






-  თქვენ თქვით,რომ  მოგწონთ სერიალი "ჩემი სამშობლო შენ ხარ".   თქვენი ნახვის იმედი  ხომ არ გვქონდეს,როგორც მიწვეული  მსახიობი?
სერენაი:  ისინი ძალიან მომწონს.  დაწყდების დღიდან ვუყურებ.  ძალიან ხარისხიანი და შესანიშნავი ნამუშევარია.  #ფიჩიპი რომ არ ყოფილიყო, იქ თამაში მენდომებოდა, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია.  მირაი დანერით აღფრთოვანებული ვარ ამ სერიალში, ის ჩემი დის როლს ასრულებდა #მედჯეზირში.  მთელი გუნდი შესანიშნავია.




-  ახალი პლატფორმის ტრანსლაცია,გარანტიას იძლევა?
სერენაი:  არ ვიცი გარანტიის საქმე როგორ იქნება,  უფრო იმაზე ვღელავ,რომ თავისუფალი სამუშაოა.   სერიალების გაგრძელების შანსი ძალიან დიდია, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.  ხშირად სცენარისტები  ისეთ სცენარს წერენ,თითქოს ეს  იმ ფილმისთვის იყოს,რომელშიც თამაში არ გინდა.
ასეთი პლატფორმის ტრანსლაცია სხვა შესაძლებლობებს იძლევა,  ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ საქმესთან მღელვარება მაკავშირებდეს და მინდოდეს სცენების შესრულება.




-  მსახიობების შემადგენლობაც შესანიშნავია
სერენაი:  შესანიშნავი გუნდია.   ყველა აღფრთოვანებული ვართ.  ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გვინდა,ის არის,რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა.




-  ახლა ვისაუბროთ თქვენს ურთიერთობაზე ქერემ ბურსინთან.  თქვენი ურთიერთობის საიდუმლო მაინტერესებს,რა გაკავებთ ერთანეთთან?
სერენაი:  საერთო ინტერესები.  სიამოვნებას ვიღებთ,იმისგან რასაც ერთად ვაკეთებთ.  ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომწონს,როგორ პოზიტიურად  უყურებს  ცხოვრებას.  ეს გაბრწყინების საშუალებას გვაძლევს  და ჩვენი ენერგიაც გადმოიცემა.




-  ალბათ ამიტომ ელის ხალხი
სერენაი: ალბათ. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან მართალი და შესანიშნავი ადამიანია. ეს ძალიან მიზიდავს.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko Mon Feb 20 2017, 19:11

#სიახლე  ახალი სტატია სერენაი სარიკაიაზე


" რა ლამაზი გოგოა..  რა ლამაზი ხმა აქვს.. ლამაზად შესრულებული სიმღერაა. მსახიობობის ნაცვლად რომ მომღერალი გამხდარიყო, მაინც წარმატებული იქნებოდა.  ხმის კარგი ტონი აქვს,რა სიმღერაც არ უნდა იმღეროს, შეუძლია  თავისი სტილით გადმოგვცეს.  რა თქმა უნდა. მუსიკის პროდიუსერების მიერ ძალიან მოთხოვნადია.  როცა მისი ხმა მოვისმინე "ტიტების დროში"  თვალები გამიფართოვდა.  ყველა სატელევიზიო გადაცემაში სიმღერას სთხოვდნენ.  უარს არ ამბობდა! თავს ართმევდა!  და სერიალ #მედჯეზირშიც სცენარისტმა  ხელიდან არ გაუშვა ასეთი ხმა.  დღემდე მიკვირს,რატომ არ არის სერიალის  საუნდრეკი. ის შესანიშნავი იყო ფილმში "ჩვენ ორის ნაცვლად"  სეზენ აქსუს სიმღერით " მე უარი ვთქვი"
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

სიახლეები სერენაი სარიკაიზე  - Page 25 Empty Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 25 of 27 Previous  1 ... 14 ... 24, 25, 26, 27  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum