ეკა კვალიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართება
2 posters
Page 1 of 1
ეკა კვალიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართება
მომღერალ ეკა კვალიაშვილს მედიკოსებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროება. ეკას დასახმარებლად მისი კოლეგების გარკვეული ჯგუფი გაერთიანდა და სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადეს. ტელეკომპანია "იმედი", "ეკა ხოფერია თოქშოუ'' დღეს ამ თემაზე სპეციალურ გამოშვებას ამზადებს. "ამბები.გე" კი მანამდე მომღერლის კოლეგებს დაუკავშირდა.
ირმა სოხაძე:
- სიმართლე გითხარათ, ძალიან დაბნეული და შეწუხებული ვარ: ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეკასნაირი ენერგიული და მხიარული ადამანი ავად გახდებოდა. მაგრამ მოულოდნელად შევიტყვე, მისმა მეგობრებმა დამირეკეს, მითხრეს, რომ ცუდი დაიგნოზი აქვს. შემდეგ გოგიტა გეგელაშვილსაც, ექიმს ველაპარაკე... რა ვქნათ, ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავეხმაროთ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. კონკრეტულად რა მკურნალობა სჭირდება, არ ვიცი, მაგრამ მკურნალობა რომ სჭირდება და ამას თანხები ესაჭიროება, ეს ფაქტია.
- როგორც თქვენი კოლეგებისგან შევიტყვეთ, გამოსაჯანმრთელებლად უცხოეთის კლინიკაში უნდა გაემგზავროს...
- ვიმეორებ, ეგ დეტალები არ ვიცი, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, მკურნალობის სერიოზული კურსი უნდა ჩაუტარდეს.
- ნეიროვირუსი, მგონი, მასობრივი დაავადება არ არის...
- გეთანხმებით. როგორც ვიცი, ის ნერვულ დაბოლოებებს აზიანებს, ზოგჯერ თავის ტვინის ქერქის გარკვეულ კერებს. ამიტომ, რაც შეგვიძლია, ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ...
- ეკა ხოფერია თავის თოქშოუს დღეს ამ თემას დაუთმობს...
- ეკა კვალიაშვილმა სამი დღის წინ საფრანეთიდან ეს დასკვნა მიიღო. როგორც კი ჩემმა კოლეგებმა ეკა ხოფერიას მიმართეს, ის მაშინვე გულწრფელად გამოეხმაურა, გეგმიური გადაცემა მოხსნა და ეს თემა ჩასვა. ჩვენც, ყველას, ვისაც დაგვირეკეს და საქმის კურსში ჩაგვაყენეს, ეკასთან ვართ. მზად ვართ, მხარში ამოვუდგეთ, დავეხმაროთ. დღეს ყველანი ამ თემაზე პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ. მარათონივით გადაცემა უნდა გააკეთდეს.
ზურა მანჯავიძე:
- ეკას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები რომ ჰქონდა, მისი მეგობრებისგან ვიცოდი, მაგრამ თუ ასე გართულებული იყო სიტუაცია, არ მეგონა. რამდენიმე დღეა, შევიტყვე, რომ მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
- რას უჩიოდა?
- კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ მისი მეგობრები ამბობდნენ,
რომ ვერ იყო კარგად. ახლა კი ვიცი, რომ ოპერაცია და სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ეს ყველაფერი კი უცხოეთში უნდა ჩაუტარდეს.…
- კლიპში, რომელიც მის მხარდასაჭერად გადაიღეს, ნაჩვენებია ისიც, რომ ჟურნალისტებმა და მსახიობებმა შეძლეს კოლეგების დახმარება. ახლა კი მუსიკოსები ერთიანდებით. რაში გამოიხატება თქვენი თანადგომა?
- სხვათა შორის, ჟურნალისტების აქციაშიც ვმონაწილეობდი. ყველას დავეხმარებით, რითიც შევძლებთ და რისი საშუალებაც იქნება, ყველანაირად გვერდით დავუდგებით. მით უმეტეს, რომ ეკა ჩვენი ახლობელი, მეგობარი და კოლეგაა...
- მას მერე, რაც ეს ამბავი შეიტყვე, მასთან თუ გქონია კონტაქტი?
- არ შევხმიანებივარ... ცოტა უხერხული მომენტია. დღეს გადაცემაში მივალ და ყველანაირი ფორმატისთვის მზად ვართ.

Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Re: ეკა კვალიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართება
ეს მეც გავიგე და მეწყინა.მართალია ვერ ვიტან ამ ქალს მაგრამ მაინც სემეცოდა
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Re: ეკა კვალიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართება
ხო თავში სიმსივნე აქვს :(
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 23
Similar topics
» პრემიოს თუ მუნდო 2015 დაჯილდოვება 20 აგვისტოს გაიმართება?
» გაბი ესპინოს ლაივ ჩათი TvyNovelas-თვის ხვალ გაიმართება
» ჟაკლინ ბრაკამონტესის და მაურისიო ისლასის ფილმის პრემიერა 25 სექტემბერს გაიმართება!

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum